შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-648-1 - 1933 წელი


     [ჩემთა განვლილთა დღეთა ქარბუქო].

     სრულდება 25 წელიწადი, რაც სალიტერატურო [ასპარეზზე] სარბიელზე გა­მო­ვედი. 5.000 ლექსი; 3.200 [სალიტერატურო] საღამო. 1.500.000 მსმენელი, 100 ქარ­თულ პერიოდულ გამოცემაში თანამშრომლობა, [რეაქცია, რევოლი­უ­ცია] და სხვ. და სხვ. [თქვენ იცით, რომ] ეს ლამაზი სიტყვები არ არის. ო, ეს მთე­ლი ის­ტორიაა, რომლის სიმძიმისაგან დღევანდელ დღეს მაინც მინდა ცო­ტა­ოდნათ მა­ინც გავინთავისუფლო თავი [მიუხედავად მისი] სიმძიმისაგან.
     თვითეული წელი ამ ხნის განმავლობაში ჩემთვის იყო [ნაბიჯის წინ გა­დად­გმა იყო] შრომის აუცილებლობა ახალ წყაროთა აღმოჩენისათვის, სურვი­ლი გა­მარჯ­ვე­ბისა თავის ეპოქაზე, იმ ხაზით, რომ ვყოფილიყავ შვილი თავისი ეპო­ქისა. სხვა­დასხ­ვა საკითხები იყო მხოლოდ ვარიაცია ამ პრობლემის, რომე­ლიც ეომებოდა ჩემ­შივე არსებულს სურვილს დაღუპვისას, უდიდეს დაღლი­ლო­­ბას, უარყოფას სი­ცოცხ­ლისას. აქ უნდა გამომეჩინა ერთგვარი სიმტკიცე, უნ­და გამომეცხადებია ომია ყველაფრისათვის, რაც კი რამ ჩემში იყო ავადმყო­ფუ­რი. და ამის პირველი შე­საძლებლობა მე მომცა რევოლიუციამ. [ამის და­მამ­ტკიცებელია ჩემი გა­ჯან­სა­ღე­ბა, მაგრამ რამდენი მსხვერპლი მიიღო მან ჩემ­გან] (რევოლიუცია არრა არის-რა, გარდა სიცოცხლის აღიარებისა). პეს­სი­მიზ­მი კი ეხლა ჩემი წინანდელი, განვ­ლი­ლი ავადმყოფობათაგანია. სხვებს, ალ­ბად, შეუძლიათ გასძლონ ურე­ვო­ლიუ­ციო­დაც. რა არის პირველი და უკა­ნას­კნელი მოთხოვნილება, რომელსაც უყენებს თა­ვის თავს თანამედ­როვე პო­ეტი? - იგი მდგომარეობს...

[Fabes dorsallis].