შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-630-7 - 1933 წელი


გუშინ გარდაიცვალა ია ეკალაძე (კობა - როგორც ჩვენ ვეძახდით), გარ­და­­იც­ვალა გულის სიდამბლით და ეს კი ბედნიერი სიკვდილია. გულის სიდამბლე ერ­თ­ბა­შად ათავისუფლებს ადამიანს: სულ სხვაა, როცა წლობით იტანჯება კა­­ცი ავადმ­ყო­ფობისაგან, როგორც, მაგალითად, ზაქარია ფალიაშვილი [კიბო­სა­­გან]. წინად კო­ბასაც გაუკეთეს რამდენიმეჯერ ოპერაცია და იგი სრულიად არ ავადმყოფობდა. ქი­რურგი მაჭავარიანი ლექციის წაკითხვასაც კი აპირობდა იმ არაჩვეულებრივად ბედ­ნიერ ოპერაციაზე. კობა გადაურჩა ამ ოპერაციებს,  მაგ­რამ გარდაიცვალა უეცა­რი გულის სიდამბლით. მიდიოდა მშვიდად ოლღას ქუ­ჩაზე და უეცრად [ძირს] დაე­ცა. მითხრეს, რომ იგი დიდხანს ეგდო ქუჩაში, სა­ნამ სასწრაფო დახმარება მო­ვი­დოდა. შემდეგ წაიღეს პროზეკტურაში. და ასე გათავდა სიცოცხლე 66 წლის კა­ცის, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის.