შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-593-6 - 1933 წელი


რა გაკეთდა 19 აპრილამდე
ა/წ აპრილის პირველს [რიცხვებში] საბჭ. მწერალთა კავშირის კომფრაქციამ სპეციალურ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება გალაკტიონ ტაბიძის 25 წლის სალიტერატურო მოღვაწეობის იუბილეБს შესახებ. გამოყოფილ იქნა კომისია, რომელსაც დაევალა საკითხის დამუშავება. კომისიაში შედიან ამხ.: პ. დ. საყვარელიძე, ს. ეული, დ. დემეტრაძე, შ. დუდუჩავა და სხვ.

ამავე დროს ჟურნალ „მნათობის“ რედაქციის კოლეგიამ სხდომაზე დაადგინა, რათა გადახდილ იქნას გ. ტაბიძის, ხსენებული ჟურნალის უძველესი თანამშრომლის 25 წლის სალიტ. მოღვაწეობის იუბილეი. რედაქცია შუამდგომლობით შევიდა მწერალთა კავშირის პრეზ.

სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმმა დაადგინა, გადახდილ იქნას გალაკტიონ ტაბიძის 25 წლის სალიტერატურო მოღვაწეობის იუბილეი... პრეზიდიუმმა გამოჰყო კომისია, რომელიც უხელმძღვანელებს ხსენებული იუბილეის შესაფერისად ჩატარებას.

ამიერ-კავკასიის სახელმწიფო გამომცემლობამ გადასწყვიტა რუსულ ენაზე გამოსცეს გალაკტიონ ტაბიძის ლექსებისა და პოემების წიგნი. ამ მიზნით, გამომცემლობის დავალებით, ლენინგრადელმა პოეტმა ბორის ბრიკმა სთარგმნა გალაკტიონ ტაბიძის ლექსები: „აღმოსვლეთი“, „არწივების თავდასხმა ჰაეროპლანზე“, და სხვ. ლექსებს სთარგმნიან აგრეთვე: ელენე შერრი, ვალერიან გაფრინდაშვილი, სანდრო ყანჩელი და სხვ. პოეტის სურათს აკეთებს წიგნისათვის მხატვ. ო. შარლემანი, ხოლო ყდასა და შინაკანს მხ. დ. კაკაბაძე. წიგნს წამძღვარებული ექნება ამხ. ბ. ჟღენტის წინასიტყვაობა.

კომპოზიტორმა თამარ შავერზაშვილმა დასწერა მარში გალაკტიონ ტაბიძის სიტყვებზე: „მხარი მხარს". მარში იბეჭდება ერთერთ ქართულ ჟურნალში.

ჟურნალი „მნათობის“ რედაქციამ დაადგინა სპეციალური ნომერი მიუძღვნას გალაქტიონ ტაბიძის შემოქმედებას.
„სალიტერატურო გაზეთი“-ს რედაქციამ დაადგინა სპეციალური ნომერი მიუძღვნას გალაქტიონ ტაბიძის შემოქმედებას.

ყველა ქართული ჟურნალები და გაზეთები ემზადებიან გალაქტიონ ტაბიძის 25 წლის სალიტ. მოღვაწეობის აღსანიშნავად.

მოკლე ხანში უნდა შესდგეს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის კრება, რომელზედაც გამოყოფილი იქნება საიუბილეო კომისია.

კომპოზიტორმა გოკიელმა დასწერა მარში „ლეგიონები“.

26 აპრილი.
საქ. კომ. პ. (ბ.) ცეკას მდივნის გ. ყურულაშვილის ხელის მოწერით „მნათობი“-ს თანამშრომლებს დაეგზავნათ შემდეგი შინაარსის მიმართვა:
„ჟურნალი „მნათობი“ თავის მორიგ ნომრისათვის ამზადებს სპეციალურ განყოფილებას, რომელიც მიეძღვნება პოეტ გალაქტიონ ტაბიძის სამწერლო-სალიტერატურო მუშაობის 25 წლის თავს.
გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ თარიღის აღნიშვნაში და მოგვაწოდოთ სათანადო მასალა (ლექსი, წერილი, თქვენი შეხედულება პოეტზე, მოგონება და სხვა და სხვა).
მასალები მოწოდებული უნდა იქნეს მიმდინარე წლის 5 მაისისათვის.
რედაქტორი გიორგი ყურულაშვილი“.

29 აპრილი.
„სალიტერატურო გაზეთში“ სურათთან ერთად მოთავსებულია შემდეგი ცნობა:
„საქ. საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმმა „მნათობის“ რედაქციასთან ერთად დაადგინა გალაქტიონ ტაბიძეს გაუმართოს სამწერლო მოღვაწეობის 25 წლის იუბილე.
ამასთან დაკავშირებით პრეზიდიუმმა გამოჰყო სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალა გ. ტაბიძის იუბილეის ჩასატარებლად საჭირო ღონისძიებების გამომუშავებასთან ერთად, შეადგინოს იმ მწერალთა სია, რომელთაც ლიტერატურული დამსახურების და თარიღების მიხედვით მიმდინარე წელს უნდა გაემართოს იუბილე.

9 მაისი.
მხატვარმა შარლემანმა დახატა სურათი.

9 მაისი.
რადიომ გადასწყვიტა, მოაწყოს ჩემი სპეციალური შემოქმედებითი საღამო.

14 მაისი.
ტფილისის საბჭომ გადასწყვიტა, ერთ-ერთ ქუჩას დაერქვას ჩემი სახელი.

14 მაისი.
შალვა რადიანი სწერს წერილს ამ. კ. ბ. სახელმწიფო გამომცემლობისათვის.

14 მაისი.
საბჭოთა მწერლების კავშირმა აღძრა შუამდგომლობა სახკომსაბჭოში და ცაკში რესპ. სახალხო პოეტის სახელწოდებისათვის.

15 მაისი.
ვ. გაფრინდაშვილმა აიღო რედაქტორობა რუს. გაზ., შალვა რადიანი სწერს წინასიტყვაობას წიგნისათვის.
ალი არსენიშვილი სწერს წერილს „Заря“-სათვის.
ი. გრიშაშვილი – „მნათობისათვის“.
ქუჩიშვილი – „მნათობისათვის“.
„მნათობის“ განყოფილება კარგი იქნება.

19 მაისი.
კოლაუ ჩერნიავსკი, ვ. გაფრინდაშვილი სთარგმნიან.

24 მაისი.
არჩეულია მოქმედი (სამუშაო) კომისია სამი კაცის შემადგენლობით: ბ. ჟღენტი, კარლო კალაძე, ლევან ასათიანი.

25 მაისი.
[და აი, გადის მთელი თვე].
პროლეტარული სტუდენტობა სცემს წიგნს (საჭიროა სწორი ინფორმაცია).

15 ივნისი.
„მნათობი“-ს 2-3-4 ნომერში მოთავსებულია ცნობა, რომ შემდეგი ნომერი სპეციალურად იქნება გალაკტიონ ტაბიძისათვის (ორი ცნობა იუბილეჲს შესახებ).

15 ივნისი.
„სალიტერატურო გაზეთში“ მოთავსებულია ლევან ასათიანის წერილი.
რადიო-სტუდია აწყობს ფართო ტრანსლიაციას (იუბილეისას).

15 ივნისი.
მწერალთა კავშირმა გამოჰყო საიუბილეო კომისია შემდეგი შემადგენლობით...

15 ივნისი.
კომპოზიტორთა სექციას დაევალა მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელობა.

16 ივნისი.
გუწინწინ საღამოთი შესდგა განსახკომის კოლეგიის სპეციალური სხდომა იუბილეის შესახებ. მოხსენება გააკეთა ბესარიონ ჟღენტმა. დამტკიცებულ იქნა საიუბილეო კომისიის შემადგენლობა და ზოგიერთი ღონისძიებები (სახ. პოეტის სახელწოდ. და სხვ.).

17 ივნისი.
რადიომ გადასცა ცნობა იუბილეის შესახებ. ზაკტაკმა გადასცა ცნობები.

18 ივნისი.
„კომუნისტი“ აქვეყნებს ინფორმაციას იუბილეის შესახებ...
ფ. მახარაძემ მოითხოვა მასალები განსახკომისაგან.

*
შაირ სიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა.