შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-82 - 1933 წელი


Начало.
1933 г. 16/X.

გალლ!
Тебе для лучезарной поэмы с живыми образами. Пусть будут драмы, пусть будут стихи, знаю, что будут полеты - шедевры...
Оля

ლაბორატორია
„ყარამანიანი“
I
1. შეწუხდა და თქვა: რაა ამაში? თუ არა ვნახე ამისი უნახავი (ველი?) ვერ წავალო.
2. ერთი ბნელი იყო, რომ კაცის თვალი ვერას დაინახვიდა.
3. ის დღე და ღამე იარეს. და ქვაბის ბოლოს.. კარები რკინისა ება.
4. ერთი ბერი დევი ჰპოვეს ორმოცდახუთმეტი მწყრთა სიმაღლე ჰქონდა.
5. მაგრამ ისეთი დაბერებული იყო მშვილდურებ მოხრილიყო წელში.
6. რა ფეხის ხმა გაიგონა, შემოსძახა: დავბერდი, შენი ბრძოლა არ შემიძლიანო.
7. წინ წადგა და უთხრა: იგი დევი სამი ათასი წლისა იყო. გამხიარულდა.
8. ბროლის კიბე. სამი ათასი წლისა იყო და ხმელი არ ენახა. რა მოყვანა სცნა.
9. ხვადი დევი. ესე ბროლის სახლი... შვიდი დღე და ღამე იარეს და ხმელზე გამოდენ.
10. რა ყარამანის მოსვლა შეიტყვეს... დიდსა, უზომო მხიარულებას მიეცნენ.
11. უბრძანა: მას (მარმარილოს) სვეტზედ დასწერეთ ბრძანებულიო - და დასწერეს.
12. რაც ყარამანს იქ გარდახედოდა. „აიღევ ეგ სვეტი და ზღვაში გაამაგრეო“ (გაამ.).
13. ანგურმა იქიდამ (ზღვიდან) ერთი რამ ნიშანი წამოიღო სიმართლისათვის.
14. ყ-ნმა ერთს მწვანეს მარმარილოს ქვაზედ თავისი სახე დაახატვინა - გამოკვეთილ.
15. და იმ წლის რიცხვი დააწერინა; ციხის სიახლოვეს დააყენებინა და დაადმევინა.
16. რანიც ადამის ტომნი იყვნენ, ან რაც დევთ ხაზინანი იყვნენ, ანგურ დევს მიაბარეს.
17. პყრობილად ხსნილნი, ან რაც ზღვიდამ გამოეტანათო.. მიაბარეს (წავიდნენ - სკენ).
18. ხუთასი ათასი დევით წინ წაუზღვნენ, აღფრინდენ ჰაერში და სწრაფი ყოფაქცევით...

II
19. ჯინისტანი ააოხრეო, მამანი გასწყვიტე, დედანი სულ სავზა ბაზარში მოასხიო.
20. დიდებულნი ლხინსა და შექცევაში იმყოფებოდენ.
21. ნახეს, რომ სავზა ბაზრის მხრიდან შავი ღრუბელივით მოდიან ამათკენა.
22. კითხულობა შეიქმნა: ესე რა ანბავი უნდა იყოსო, ყმა შევიდა და მოახსენა:
23. ნაიბო, თქვენს სიმაღლეს ასე მოხსენდესო... რომ... ხუთასი ათასი დევი...
24. რა ჯინისტანელთ ესე მოისმინეს თავისა თავისისა იმედი გარდაიწყვიტეს... ნაიბს გმობდენ.
25. სამანმა მათ შეხედა და უთხრა: ჯინისტანელნო, რაზედ დაგისკდათ გულები, ასე მწარედ.
26. რაზე შეშინდითო. აქვანის შვილი რომ ძაღლია, რომ თქვენ ამგვარ მწუხარებას მიეცენით.
27. თქვენ აქ უვნებლად იყავით და მე ყარამანის დოვლათითა და სახელით მე მარტო იმის პასუხსა.
28. ესე სთქვა და მაშინვე შავის ფოლადით შეიჭურვა. შვიდასნი დევნი მასთან არიან. მოემზადნენ.
29. ხაფი გასწიეს. ომან შაჰა გასწყრა და ჯინისტანელთ ასრე შესძახა:
30. ურცხვინონო, ბროლის მთის დევი მოსულა თქვენის ცოლშვილის გამოსახსნელად.
31. ხუთასათას დევს წინ უდგას და თქვენ კი თამაშას უყურებთო. გრცხვენოდესთო!
32. იმათაც სამანთან საფა გასწიეს. დადგნენ. ჯინნი საომრად დგანან. ისინიც
33. მიწას გარდმოხდნენ. დასტად დაეწყვნენ, ქაბუნ განრისხდა. გაგზავნა ერთი კაცი დასავ.
34. ნახა. ხელთ ერთი ალმასის ნაჯახი ეჭირა, მზესავით ბრწყინავდა.
35. ისეთი სილა შემოკრა, რომ შებნიდა და მიწასა დაეცა. რა გონს [მოვიდა] მოეგო
36. სამან მისწვდა, ყურებს მოუჭირა და აგლიჯა, ხელში მისცა და უთხრა:
37. წადი და ეს ბატონს შენს ქაბუნარას... დამენახვოს, მოედანზე გამოვიდესო. ყოველივე წვრილად მოახსენა.
38. დიდად განრისხდა. ლომებრ და ბაბრებრ ბრდღვინვა დაიწყო. დევთ ერთად შეტევება უბრძანა.
39. შეუტიეს დევთ, ზოგთა ჰაერით, ზოგთა მიწით.
40. ჯინნი შეშინდენ: ვერც გამომქცევნი იყვნენ და ვერც დამდგომნი.
41. ქალაქში მყოფთა ხმა ტირილისა და გლოვისა ზეცად აღიწია. სამან მოვიდა ომანბახსმახს.
42. თქვენ აქ ექვსასი დევით დადექით და მე ასის დევით ამ ჯარს შევუტევო.
43. რა ესე სთქვა, მსწრაფლ შიგ გაერია, ეს დევთ ლაშქარი ერთმანეთსა ჰკრა.
44. რომელსაც შემოკვრის ნაჯახი, შუა გაწყვიტოს. მარჯვენა მხარე მარცხენასა ჰკარის
45. და მარცხენა მარჯვენასა წინა უკან მოაქცია და უკანა წინაწინ წამოჰყარა.
46. და დასცა მათ ზედა რისხვა ღთისა ესრეთ, რომ იმისი სიფიცხე ყოველსავე საკვირველად უჩნდა.
47. რა ომან შაჰმა და ჯინისტანელთ სამანისა ესე იხილეს, უზომოს სიხარულს მიეცნენ და.
48. ესენიც გამხნევდნენ და შეუტიეს და ფიცხელი ომი დაიწყეს. სამანს დევთა ვეღარ დაუდგნენ.
49. დასტა-დასტად გაიქცნენ. რა ქაბუნარამ დევნი გაქცეულნი ნახა, დიდად გაუწყრა.
50. ცხვირ-პირიდან ცეცხლის ყრა დაიწყო. ერთი დიდი დაიყვირა და სამანს წინ წამოუდგა.
51. რა სამანმა მისი სიფიცხე ნახა, მოეწონა რა ესრედ მამაცურად იყო შეჭურვილი.
52. რომე წინააღმდგომნი მისსა შეხედვასა ვერ გაუძლებდენ. ხელთ ალმასის ნაჯახი ეჭირა და -
53. მრისხანედ მოვიდოდა: „აწ შენს სიცოცხლეს სად გადაარჩენ ჩემის ხელიდამაო“.
54. და შემოუტივა ქაბუნარამ, ლახტი მოუქნივა. სამანმა ნაჯახის ტარით აიცდინა.
55. მეორეცა და მესამეც აიცდინა. რა მათ ეგრე მედგრად ბრძოლა დაიწყეს,
56. აქეთმა და იქითამა ჯარმა საფი გასწიეს და მათ ომს უყურებდნენ
57. და მათ ომს უყურებდნენ გულის კანკალით, სულგანაბულნი.
 
III
58. გზადაგზა შექცევითა და ნადირობით მოვიდოდნენ. მოუბრუნდა და ფალ. მოახსენა,
59. ეს მთები რომ სჩანს, სავზა ბაზრის მთები არისო. დასცეს კარავნი.
60. ტახტზე იჯდა. ყარიბი ვარსკვლავის მსგავსი იყო.
61. შეშინდა, ესე რომ (შიშის ზარი დაეცა) მცირეს უკლდა სულის ხორცისგან გაყრასა.
62. უნდა ავიყარნეთ. იმ ქვეყნებში ხმა დავარდა, რა დილა გათენდა..
63. ყრმათა და დედათ წივილ-კივილი.
64. სახელი ღვთისა ახსენა და მაღალისა ხმითა შესძახა ასეთი, რომ მთამა და ბარმა სრულად რყევა დაიწყო და ზანზარი. მრავალი დევი შიშით დაიხოცა და მრავალნი ჟამამდისინ უსულო იქმნენ. ასე გასწყვიტეს, რომ მათი სისხლით ქვეყანა აივსო.
65. რა მათ ომისგან მოიცალეს.
 
IV
66. მეორე დილა გათენდა. წესისამებრ რომელნი იდგნენ და რომელნი ისხდნენ.
67. ანგურ და ადამიანთ შვილი ათასის დევით თავს ადგნენ, თავის ნაჯახზე დაყუდებული.
68. დიდროვან კაცთა ცოლნი. ორმოც დღეს მეჯლისი, ლხინი და ცეცხლის სათამაშოები.
69. და სულერთობით აიყარნენ. შეამკეს ქალაქი სურნელებითა და ჩირაღდნებით.
70. თითქმის იმდენა სუნნელისაგან კაცი შებნდებოდა.
71. ვიდრემდის მზისა და მთვარის ბრუნვა მოიშლებოდეს, მანამდისინ ღ-მა ნუ გაგყაროსთო.
72. მადლობა, ქება და დღეგრძელობა. ზედ ლაჟვარდის ქოლგები.
 
V
73. იმათ ვადა დაუდვეს. მხიარულებით ახალთახალ ვარდივით აყვავდა.
74. იმჟამად მან ისრის მთები დაინახა. წადი და აცნობეო.
75. მაშინ სამანმა ფრთა-ფრთას შემოჰკრა და მსწრაფლ შამპალიფერის სასახლეში ჩამოხტა.
76. რა მათ დაინახეს ერთობით შესძახეს: მშვიდობა შენი მოსვლაო.
77. შვიდკუთხიანი თაჯი რომ ეხურა, ისე შვენოდა, რომ მზეს სინათლე წაუხდა.
78. რა ყ-ნმა დაინახა: დევთა და ფერიათა სიმრავლისაგან ჰაერი სრულიად აივსო.
79. ვეშაპის მსგავსი ფალევანნი. პირისფერი სისხლსა უგვანდა. საკვირველი
80. ქუდი ეხურა. ტანს ოქროს ქსოვილი ეცვა. მარჯვნივ და მარცხნივ მურაზა ხანჯლები
81. ერჭვა. ხელთ ნაჯახი ეპყრა და ისეთი ფიცხელი ქცევა ჰქონდა, თუმცა მოენდომებინა შვიდის მბრუნველის ცის ჩარხებს გარდახლტებოდა.
82. მოახსენა: ღმერთმან უშენოდ ჩვენც და ქვეყანაც ერთ ჟამს ნუ ქნასო.
83. მრავალი და დიდი კარვები დასცეს. სალა ფარდა შემოავლეს.
84. ნადიმი დაიდვა და დიდი ლხინი გაარდაიხადა.
85. შამან შაჰის თესლი იქ ვეღარ გახემწიფდება. მერმე რა ისინდისა. თავთავისად
86. თვალი მარადის იმათ გზაზე უჭირავს-თქო.

VI
87. რაასი აზამ იყო მქონებელი ათას ცხრაას ოთხასი ათასის ქალაქისა და ათასორასის კუნძულისა. მისი ძმა ქეთან შაჰა. ეპყრა სრულიად ინდოსტანი. იყო მქონებელი ათასსამასი ციხისა, სამასიათას შვიდასი ქალაქისა და ცხრა ასის კუნძულისა.. მესამე ძმა - რასინდი - იყო მქონებელი ხუთას სამოცი ციხის და რვა ასი ქალაქის და ხუთასი კუნძულისა.
88. ერთი სახელოვანი ფალავანი ჰყოლია...
89. ქეთან შაჰი განრისხდა და ესე შესძახა, რომ იმ მეჯლისში მყოფნი სულ დაოცდნენ და ერთმანეთს გაკვირვებით ყურება დაუწყეს: ხან ადგის და ხან აჯდის. [ცოტა] მცირე ხანს უკან და დიდებულთ უბრძანა: დახეთ, ჩემს გიჟსა და დამთხვეულს ძმას, რა უქნია!
90. ჟამსა განრისხებისასა მისისა დევნი ვერ შემძლებელ იყვნენ იმის სახის ყურებასა.
91. დიდათ სახელგანთქმით მშვენიერი, სურამანს ებაძებოდა ქიფაქცევითა და ასე ამბობდა, რომელიც ჩემი მძლეველი ჭაბუკი გამოვაო მეომრად და მამერევაო, მას შევირთავო.
92. ამ ქალის ყოფა ესრედ იყო: ხუთისა და ექვსისა თვით სანადიროდ იყვის და ლომისა, ბაბრისა და ვეფხვისა ხოცით შეექცევის და ომში არვისაგან ეშინოდის.
93. წიგნი მიიღო (ძმის გარდაცვალების) გაბრაზებულის ძაღლივით თავისი ხორცის კბილით გლეჯა იწყო. ხან დაჯდა და ხან ადგა. თან იარაღი მოითხოვა და სთქვა: აწ წავალო.. და ჩემი ძმის უზომო სისხლს ავიღებო. გაემართნენ. ყველანი სპილოსა და მარტორქასა მსხდომარენი იყვენ.
94. რა ღვინით დათვრნენ ფალავანთ ქადილი იწყეს. ყარამჯინმა მყრალი ვეშაპივით ბრდღინვა და ზმორება დაიწყო.
95. ხომალდებში ჩასხდენ. ზღვა აუღელდათ და ხომალდები დაფანტა. გადარჩენ, მაგრამ ყარამჯინი ვერსად ჰპოვეს. ვერცა რა მისი ხომალდისა გაიგეს.

VII
96. ხოსროვ შირს მარადის პირსა ბურველი ეფარა, ამისთვის რომ დიდათ მშვენიერი იყო და თვალისა ეშინოდა.
97. მთის კალთებზე ნადირობის დროს ერთი დიდი საკვირველი ლაშქარი გამოჩნდა. ასორმოცი ათასი სპილო საფაგაწეული დააყენეს, მაგრამ იმათის შიშით ცა და ქვეყანა თითქმის ირყეოდა.
98. ასეთი კაცი უნდა გამოჩნდეს, რომ იარაღი წამართვას, თორემ მაგგვარი ბრძანება და არც მაგგვარი ქარი ერთია და ბრძანებით ჩემი იარაღი აიყრება.
99. უსაცილოდ (უსათუოდ) ხოსროვშირმა ფარი იფარა. მესამედ ისე მესისხლადედ დაჰკრა, რომ თუმცა სარანდიბის მთისათვის დაეკრა, ამასაც დააქცევდა, მარა მას მაინც ვერა ავნო რა.
 
VIII
100. ბრძანების მორჩილეთა მოდენა. რა ესმა.. ორმოცდახუთი დღე იმ ზღვის პირად დაყვეს. ამბავი ვერა სცნეს. ასი ათასი ჰინდოსტანის ჯარი ახლავს. ადამს აქეთ ამდენი ჯარი არავის შეუყრია და ვისგან გეფიქრება? ჩამოხდა და კიდეც დაღამდა; რა დილა გათენდა... იყო ურიცხვი ჯარი. ოცდაათი ათასჯერ ათასი დროშა [გაშალეს] და ალამი დაშალეს და საომარს ნაღარასა ჰკრეს. საომარ ნაღარას მოწინააღმდეგე მხარეცა სცემს.
(თავთავის, ადგილას მდგომარე თავთავის) მეომარი სპილონი ციხეთ და სანგრებად გარს შემოივლეს (შეჭურვილებას სხვასა და სხვასა). ამ სპილოების ღრიალმა ცა და ქვეყანა მოიცვა და ყურთ ხმა აღარ ისმოდა (ძლივა?).
უბრძანა, ჯარმა შეუტიოსო და სწრაფლ შეუტიოსო. დაწყობილი ჯარი რომ მიდიოდა, გეგონებოდათ უზარმაზარი შავი ზღვა მიღელავსო. ესრეთი რომ რკინას კევივით ღეჭდნენ. ვითარცა ზღვაში მცირე რამ ჩააგდო და აღარ გამოჩნდეს, იმაზე ისე ცოტანი იყვნენ. ესრედ მედგრად იბრძოდენ, რომ რომელსაც მხარეს და რომელსაც დასტას შეუტევდნენ, ესრედ განაბნევდენ, როგორც შევარდენი მტრედის გუნდსა. შეუტიეს და განაბნივეს. ყოველივე ილტოდნენ. ვითა ნადირი. ეს დაძაბუნებული ჯარიც გამხნევდა.
რა ჩამოვიდნენ, ესრეთ აირივნენ, როგორც ზღვას ნიანგის გუნდნი, ანჩქრევდეს აგრეთვე. ეს ჯარები ერთმანეთში ღელავდა.
სიცოცხლის სასახლიდან აყრას აპირებენ? ატყდა საზარელი ბრძოლა, და ერთმანეთის სვრა - ორისავ მხრიდან. მაშველი დაინახა და დაბრუნდა, შეუტივეს და გააქცივეს და ბაირაღემდის მიჰყარეს. მოინდომეს დროშები მოეტაცნათ, მაგრამ ინდოეთის მხრიდან საკვირველი მტვერი გამოჩნდა, ისეთი, რომ მზე დააბნელა; რა მტვერი უკუ იყარა, ნახეს, რომ შვიდი ხემწიფე მოდიოდა, შვიდი დროშა მოსდევდათ, ნიშანი შვიდასი ათასი კაცისა. ისეთი კიჟინა დასცეს, რომ ქვეყანა შეიძროდა. ამ ხმებით ეს სპილოს ჯარი დაფრთხა. იმ დღეს იქიდამ და აქიდან მწუხრამდის ამ ყოფით შვიდჯერ ხან ამათ გააქციეს, ხან იმათ. უშანგ შაჰმა დამშვიდებისაც ფალევნების სკამებს მიხედა და თორმეტი სკამი ცარიელი იხილა. ამოიოხრა. ხასიმს უბრძანა, წადი, ნაომარი ადგილები დაიარე და იმ ფალავნების გვამები მაინც იპოვნეო.
შვიდი მომკვდარიყო და ხუთს სული-ღა ედგა (სიცოცხლის სასახლიდან აყრას აპირებენო). მესამე ციდან ჩამოსულ მთვარესა ჰგავდა გულჩინა. თითო სიტყვა თითო ისრის ცემას ემსგავსებოდა.
 
*
უხვსა მონებენ ყველანი, იგიცა, ვინც ორგულია.

I
[ეს ჩვენი საქართველო]
„ეს საქართველო -
ეს მთა, ეს ყანა -
არის მცირეზე [(რაც მცირე)]
მცირე ქვეყანა -
ქვეყანა მცირე -
ცხოვრებაც მცირე -
დაჯექ და სწირე,
იტირე ნანა,
პატარა ქვეყნის
სუნთქვა ყოველი
[სულ შემხუთველი]
ხელ შემკვრელია,
და საგლოველი“.
ასე ფიქრობდ[ა]ი..
ფაფარს მიჰკროდ[ა]ი
და შორს მიჰქროდ[ა]ი.
[შორს, იოველი.]
მართლაც, პატარა
ქვეყანა ყოველს,
სულს უხშობს [დიდს და] ათას
ძლიერ იოველს:
ბუნებას გმირულს,
კაცობას გმირულს,
[სიარულს] ოცნებას გმირულს,
და [ბევრის] ბრძოლის მთხოველს.

II
„[უშუქებელის] იმის დიდების
და ძლიერების
გატაცებულ სულს, -
არა ერთფერის -
მის შემტოვრებას,
სწორ უპოვრობას
სულ სხვა ცხოვრება
და გზა შეფერის:
მას უნდა ჰყავდეს
მერანი ჩქარი -
რომ გადალახოს
მთლად მთა და ბარი,
გააპოს არეს
მთები ზეკარის,
როგორც სახარის
ქვიშა და ქარი“.
როგორც თქვენ ხედავთ,
ფიქობდა, მარა,
სასიხარულო
არა ქონდა-რა.
საბრალო გმირი,
საწყალი გმირი,
მართლაა გმირი -
თუ ტყის ქონდარა?
საბრალო გმირი!
ის ვინ იცოდა,
თუ იგი რა ნელ
ცეცხლზე იწოდა.
სურდა კარავი
ფიქრთ შემფარავი,
მაგრამ არავინ
არ შეიცოდა.
სინამდვილეს რომ
არ დაებნიდა,
ის ოცნებაში
შვებას სძებნიდა,
უთხრა ბევრი რამ
[ვარდმა და იამ...]
იმ გმირულმა ხმამ,
მაგრამ ვაი ამ
თავდავიწყებას.
რამდენად უფრო
სულს შეეთვისა
ჟინი გმირობის
და დიდებისა,
იმდენათ მწყრალი
აღმოჩნდა რკალი
შეუბრალებელ
ცეცხლმოდებისა.
ბრაზს უღვიძებდა
უხმარად მყოფი
ჯაჭვი, ჯავშანი,
ხმალი და თოფი,
ირაკლის ჩრდილით
იბრძოდა დილით,
როგორც აჩრდილი
და ავადმყოფი.

უძვრია ხმალი
ზღვის მსგავსი
ბრდღვინვით,
მტერს მივარდნია
ლომური გრგვინვით.
რა დაახვევს ტორს,
მიმოაქნევს ორს,
და გადისვრის შორს
ჩალის ზვინივით.

შემდეგ, ვით ტალღა,
უკან ხეულა.
ისევ ველურად,
და მეყვსეულად -
[დასძგერებია]
გაჰკიდებია
მტერს წვერებიანს,
დასძგერებია
მას ღირსეულად.
რაც იკბინება
და რაც კი ბღავის,
იბრძვის, ღრიალებს,
ღმუის და ბღავის.

*
ჰარი-ჰარალე-ჰარალე. ჩემო კოდარა! ურმული... ციხის მნგრეველთა სიმღერა. ჰიმნი მზისადმი.

„მუშაობა და რიტმი“:
[ამ ფილმს შეუძლია...]
1. წისქვილის სიმღერები. 2. მქსოველთა სიმღერები. 3. სიმღერები წყლის ამოღებისას. 4. საოჯახო სიმღერები. 5. თვითმშრომელთა სიმღერები. 6. სიმღერა მკის დროს. 7. საპროვიანტე სიმღერები...
8. შრომის დღის დაწყების ჰიმნი (ლილე). 9. ციხის მნგრეველთა სიმღერა. 10. მშენებელთა სიმღერები. 11. სიმღერები თოხნის დროს.

Из народных мотивов Грузии:
1. „ძველი საქართველო“ - 3 ტომი.
2. თ. რაზიკაშვილი.
3. აკაკი შანიძე „ხალხური პოეზია“.

*
იქით ნუში, აქეთ ნუში,
დახეთქილი ბროწეული,
ისევ ალუჩების ბუში
და ატმების...

*
Есть ария одна в народе,
Ее на скрипке пилит всяк,
Шарманки все ее выводят,
Терзая воющих собак.
И в табакерке музыкальной
Она известна как своя,
Ее выводит чиж нахальный
И помнит бабушка моя.
 
*
პუშკინის სახლის
    სახელწოდება -
იქ სადაც ბრწყინავს
    აკადემია -
ცნობა სიახლის
    და მოწოდება -
განცდათ ბროლ-მინა -
    ნაკადებია.

იგი რეკაა
    [ყინულთა დენის] აკადემიის
[დღესასწაულის] ყინულთა დენის
    მსგავს მდინარეზე.
იგი რეკაა,
    როს შორეულ გემს
ეძახის გემი
    უწინარესი.
ეს ძველი სფინქსთა
    თვალის და ფიქრის.
[იმღვრევა ზვირთთა]
ზვირთი სდის ღვარად
    იდუმალ დენით -
ეს მხედარია -
    რომელიც მიჰქრის
და მიჰქრის მარად
    უძრავი ცხენით.

15 января. [В природе.]

*
ხვალემ იზრუნოს ხვალისა,
ხვალემ იზრუნოს...

*
31/VII-34 წ.
დავანებოთ ამ ხუთი დღის განმავლობაში ლექსებს... ლექსები არსად არ გაიქცევა. უმთავრესია ყურადღება: სრ. საბჭოთა [კავშირის] მწერლების ყრილობას.
1. მწერალთა კავშირში (დემეტრაძე, ბ. ჟღენტი, მ. ტოროშელიძე).
2. ვნახოთ, რა შთაბეჭდილებას მოახდენს H.P.P. საბჭოთა ხელოვნება (იქნება თუ არა დროზე)?
3. პროპაგანდა აკადემიის: „I“.
არის შანსები გამგზავრების: დემეტრაძის დაპირება, ჟღენტის დაპირება, ტოროშელიძე ხელახლა დასვამს საკითხს.

Относительно примечаний академического
издания книг Galla Табидзе
1. Примечания необходимо брать из уже авторитетных источников - изданных соч. Ленина (акад. изд. посл. года).
Для поэтических примечаний - объяснения сонет, газелл... ориентироваться на примечаниях помещенных в книгах классиков (у Брюсова и т. д.) и друг.

Обновилось сердце
Обновилось сердце... сегодня я не тот,
Кем раньше был... преобразился...
Посторонись, черная мгла,
Проклятая ночь, посторонись!
 
Пойду вперед, пока истлею,
С судьбой всеж не примирюсь.
Не загораживай дорогу, черная мгла,
Проклятая ночь, не загораживай дорогу!
 
Неужели с меня не хватит, как спокон веков
Излучился в неугасаемом огне?
Посторонись, черная мгла,
Проклятая ночь, посторонись!

Забываю прошлое... мою младость
Обрызгиваю слезою прощания,
Сокрушу препятствующую мглу
И ночь проклятую сокрушу.

В огне мучений обновилось сердце,
Преобразился я, преобразился.
Посторонись, черная мгла,
Ночь проклятая, посторонись.

Спой мне что нибудь
Как Я любил! но помять о той полной любви
Осталась в моей груди неизгладимой и сверкающей,
Ту вспоминает уныние уставшего сердца...
О той любви спой мне что нибудь!
 
Юность, утра жизни цветы
Исчезли за мглою... Как исстрадался я!
Ныне над моей головой стоит грядущей тени грусть,
О той юности спой мне что нибудь!

Великая цель - борьба была новых дней,
Не падай духом, но отравился ядом...
Вот, плоды бурной жизни страсти,
Мне о той борьбе спой что нибудь!

Молодежи после борьбы обессиления
И ея неизгладимой печали я стал свидетелем,
Стал свидетелем пожара и разорения,
Умоляю, спой мне что нибудь!

Портрет
Головокружительные были минуты!
Как горячий поцелуй первый,
Я на молодость не жалуюсь,
Что она была холодна и предательницей.

Я не раз видел юношу,
Который поет воспламененно,
На голубом корабле плывет по морю,
Море же бушует самоотверженно.

(Видел) И виноградники, усеянные лозами,
С лодками голубыми давильни,
(Видел) Юношу, который пьет вино из чаши,
Чаша же блещет ядом.

Вы не раз выслушивали повесть
Об юноше, который ночью не спит.

Конец. 1934. 1/I.