შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-10 - 1932 წელი


მწერალი იესე
1. როგორ უნდა გავიგოთ ამ შემთხვევაში სიტყვა „მწერალი“: როგორც მწერალი, თუ როგორც გადამწერელი?
2. თუ მწერალი აქ ნიშნავს ავტორს, რაც საეჭვოა...
3. არსებობს ხალხური სიტყვა მწერალი – писарь – писец, „მოსე მწერალი“, მაგრამ ეს სიტყვა ძველადაც, ალბად, ასე იხმარებოდა.
4. მწერალი აქ ნიშნავს გადამწერს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იმ კვალიფიციურ კადრებთან, რომლებიც შექმნილნი იყვენ სხვა და სხვა მონასტრებში. გიორგი მთაწმინდელი, მაგალითად, გადათარგმნიდა წიგნს ათონში, ივერის მთაზე და მთაწმინდიდან გადასაწერად იგზავნებოდა საქ. სხვა და სხვა მონასტრებში. ეს იყო კონვეიერული სისტემა. და კალიგრაფიული ხელოვნება უმაღლეს მწერვალზე ავიდა საქართველოში მე-XVII საუკუნეში... ერთერთ ამ კვალიფიცირებულ ბერთაგანი არის, ალბად, მწერალი იესეც, მწერლები უმთავრესად მუშაობდენ ღამ-ღამობით [(იხ. კ. კეკელიძე)] სენაკში, როდესაც მონასტერი მიეცემოდა მოსვენებას, პუშკინის მემატიანე - სწერს დიდ ისტორიას, ასეთ პირობებში.. „მწერალი სვიმონ ტაბიძე“, მწერალი იესე (გვარი არ ვიცით).
გვარი არ ვიცით, ვიცით მხოლოდ სახელი - იესე. მწერლები გვარს არ აწერდენ: ეს იყო იგივე სულიერი საქმე - როდესაც ბერად აღიკვეცებიან, სტოვებან წინანდელს არა თუ გვარს, არამედ სახელსაც. და მკვიდრდება ახალი სახელი. ამ შემთხვევაში იესე.

*
[არ არის]. [რუსთაველი პარიზში - 51 ლექსი].

აწყობის წესი:
1. თვითეულ ლექსზე - დასაწყისი 3 ტაეპი.
2. გადატანა 5 ტაეპი.
3. დაუყოფელი ლექსი პირველ გვერდზე.
4. გადატანილი.