შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-68 - 1932 წელი


წიგნები.
შენიშვნები. რითმები, ასონანსები, ალიტერაციები და სხვა.

1. ფრანგი - ორანგ-უტანგი!
2. გახედა - უცხო სახეთა? - მევენახეთა.
3. სახე-ღაჟღაჟა - ააკაშკაშა (სიც!).
4. მეასე - ცვალებადობის იდეაზე (მედეაზე!).
5. გულდასმით - კერავდა თასმით (რას).
6. ვერც რითმა, ვეღარც ტაეპი, ისე დაები!
7. ჩამავალმა მზემ თვალების მჭრელი,
გადმოაშუქა ბრჭყვიალა, ჭრელი...
8. ბაღის ხეების მწვანე წვეროებს.
 
საინტერესო ფორმები:
1. დემონსტრაცია (СРПЗ). გვ. 105.
2. ჯენტლმენი (СРПЗ). გვ. 114.
3. ჩესტერტონისა (Лет. Корабль).

შიც. [თვალმა ალმაცერ სერებს დახედა.]
ანალიზს.
წვიმის გრძელ-გრძელი დიაგანალი.
ავტო. ხტომა. ხტომით გადადიოდა რიყის ქვებზე.

*
პოეტს იმ [ღამეს] სიტყვის
[გისწრო ჯირითმა.]
მეტეორიტმა
წაგართვა სახე,
წამართვა რითმა.
გაჰქრა ტაეპი.
და შენც დაები -
იქ, სადაც ბურუსს
ფენდა ანალიზს
წვიმის გრძელ-გრძელი
დიაგანალი.

*
[დღე როგორც] რიყეზე ავტო
რბის ხტომა-ხტომით
გამწარებული
ამ შემოდგომით.
ჟენევის.

*
თვალმა ალმაცერ ქალაქს დახედა:
ირევა გროვა უცხო სახეთა -
    აქ არის ფრანგი
    ორანგ-უტანგი
და ინგლისელი სახე-ღაჟღაჟა,
ჟენევის ცა რომ გააკაშკაშა.
 
ცვალებადობის დიდ იდეაზე
აქ ორატორი [გრგვინავს] ჰქუხდა მეასე.
     მშვიდად, გულდასმით
     [შეკერავს] კერავდა თასმით
და ისევ ჰკვეთდა მახვილი მჭრელი:
ბრჭყვიალა სიტყვა, იდეა ჭრელი.
 
სამხედრო ტერმინოლოგიიდან
დივიზია - (მძლე დივიზია... ბედი ვისია).
ლეგიონი.
მსროლელი.
მსროლელი ათასეული.
დივიზიონი.
ბატარეა (მსუბუქი, საგაუბიციო, სამთო).
სასაპალნე... არტილერია.
ესკადრონი.
მფრინავი ფოშტა.
სახიდე (სიტყვიდან ხიდი).
ავიოქიმი.
ჰაერმცურავი.
ცხრილედი.
ყინულის სისქის... კისკისს.
თითოობლივი (поодиночке) - თოვლივით.
მანძილით.
წინალი.
ქვემეხები.
დიდი შუალედები (შორისები).
ზედაპირზე... გაზედაპირდე.
თვლები - საზიდავების.
მარხილის მაგვარად.
ნაჩვენები.
მსუბუქი და მძიმე ტყვიამფრქვევი.
ეშელონები.
დასავლის მხრივი.
ათეულები, ოცეულები, ასეულები.
თავთავის ადგილებზე.
დესანტი.
დამხდური. მომხდური.
შაშხანა (შაშხანის ფეხთან ჯერით).
ჩახმახი - დაბალ ფეხზე შეყენებული.
შეხტა.
ძელი, ფსკერი.
მყინვარის პროფილი, ცხვირი.
შვეულად იჭირება ხელში შაშხანა.
ერთბაშად!
მტკიცედ მიადგეს ნაპირს.
პირდაპირ წყალში გადადიან.
ბურდო (ჩალა).
ბელტი (მიწა).
მაჩვენებელი წკეპელი.
მოტივტივე გადასაყვანი.
ნაპირის სიგრძივ.
გაითვალოს ჯერებად.
ტევადობა.
ნუმრით.
ფიცარლასტები გაიშინჯოს გულდასმით.
საყევრები მოიხსნება.
დაყენდნენ ორ მწკრივად, თავებით შიგნითკენ.
თავთავიანთი... ცხენებთან იყვნენ.
და სადავით მოკლედ ეჭიროსთ ისინი.
ნაპირის გასწვრივ.
ტივების ქიმებს.
მდინარეების მძლავრგადალახვის დროს.
მოწინააღმდეგესთან ჯერ შეხება არ მომხდარა.
ბაგირი (თოკი) მდინარის გარდი-გარდმო.
ქვადადებული საზიდავები.
გავიდეს კიდეც საპირდაპირო ნაპირზე.
თითო ქვეითის შემოსმით ცხენის გავაზე...
ჯარის კედარო ესაბამება ფონის სიგანეს...
მწკრივებს შუა ქვემეხებს და ყოველგვარ საზიდავებს შუა მანძილები კიდევ დენის სისწრაფეს, რაც უფრო ჩქარია დენა, მით უფრო დიდები უნდა იყოს მანძილები...
არ დაასველოს თავისი თოფები, ტყვიამფრქვევები და ვაზნები (ქვ. ჯარმა), არტილერიამ მუხტები, საბარგულები, სურსათ-სანოვაგის მარაგი...
ცხენოსნებმა (ცხენმტარებმა) არ უნდა მისცენ ნება ცხენებს შეჩერდნენ და წყალი სვან, რათა ასეთი შეჩერებებით არ შეფერხდეს გადასვლა...
გადასასვლელად დანიშნულ ადგილას უნდა გაზომილ იქნას სიღრმე წყალსათავის მთელ სიგანეზე, რომ დატვირთული ხომალდი, ნავი, ბორანი, ან ტივი მეჩეჩებზე (თავთხელებზე) არ მოხვდეს...

*
„Если бы у него хватило сил осуществить свою мечту, он пошел бы очень далеко, ибо всецело погружался в свою работу и жил только ею“ (ვისია?).

*
Носилась черная идея,
Безумие [таких] сплелось идей,
В борьбу такую не надеясь...

[И труд свободный называя
[Родной] Одной отчизной всех отчизн,]
[И революции...]
Шаг мировой революции
Одна отчизна всех отчизн.
[В том руднике смертельно]
[Вокруг стихи на <главы> бьются]
[И солнце блещет - это жизнь.]
 
[В том] Уж в руднике [со смертью]
[все также] упорно бьется
Со смертью - огневая жизнь -
Пока [весь мир] там труд не назовется
[Одной] отчизной [всех] для отчизн.

Пока весь мир не отзовется,

Моя судьба в презренном мире
[Всех гениальных есть судьба!]
Судьба есть гениальных всех.

История с одной Марией
Из года в год как с преисподней
[О том, нас крыла черная идея]
Глумилась мировая жуть
Все о потерянном „сегодня“,
И [ничуть] [о] к „завтра“ не, [надеясь] [маня] стремясь ничуть.

В истории с одной Марией [одной]
[ведь Маяковского]
[Нам приходилося не раз]
[Ведь даже Маяковский раз]
Ведь даже я, скорбя не раз,
[Считать свои же аварии]
Претерпеваю аварию,
Впадая в стоны иль экстаз.

[О,] [Я] Но абсолютного искаталь,
[Он] И жизнью раненый поэт -
[Ища спасенья в баррикаде]
[Сперва - искал]
[С презреньем [оставляя] выявляет свет.]

[Иные] Узнал и [только] лишь на баррикаде -
Откуда [затрепещет] [заиграет] [засияет] к нам прорвется свет,
[Вступая в бой с насилием]
Покончив раз с цинизмом грубым
Семьи, и денег, и труда -
[С презрением о них]
[О беглецах с презрением трубил]
[Окно в [историю] поэзию прорубил]
[<Поэзии конечная> звезда]
Стихом [те] недра он те прорубил,
Где [мрамор, золото] открывается руда.

[И как рассказать] [Я вот] [Вот все]
То было ли мгновения фильма,
Сцепленный логикой кино -
[Та жизнь не арфа серафима]
Что в жизни так неуловимо
Сбавляют ядами вино.
[Иль, может быть, [была] эта пьеса,
Та ефемерная [та что] игра,
Что лишь [фантазия] фантазией Сервантеса...]

*
Не фантастическое видение -
Реальность - поражает здесь -

Я не подчеркиваю причины...
Она и без того ясна -
[Всю жизнь провел я в дали ...]
Всю молодость провел я в [тине]
[униженье] пучине
[Без утомленья и без сна.]
Библиотечного кресла -

[Где] Там всепокорно и всечасно
Не унимался мой двойник,
Наедине с мечтой неясной,
С грудами гениальных книг.

[თანამედროვე პოეტის სიტყვარი]
გაუშვი, ზენა ქარია!
აპლოდისმენტი. [ეხლა ეს] უთუოდ არის
[წყევლა ედგარის] ის ზენა-ქარი - მე რომ ვისმენდი.
ზერრო, მისს-მენდი, ხმა კინო-ზარის,
აი, რა არის აპლოდისმენტი!
აბსურდი -

რითმაც საქმეა. საქმეა - ვიდრე
სხვისი რითმების არა ხარ ქურდი.
რითმა - ზოგისთვის არის სიმდიდრე,
ზოგისთვის კიდევ - მხოლოდ აბსურდი.
 
[კარგი - ცოტაა ამ ქვეყნად რამე,
კარგია ღამე, აზრი, გონება,
მაგრამ ყველაზე კარგი ეს არის
რაიმე კარგის გამოგონება.]
 
მაგრამ თუ ხალხთან დგეხარ, დადექი:
რითმა, ოცნება, ფიქრი, არია,
რაც კი არ არის გამოსადეგი,
გაუშვი: [მხოლოდ] ისიც ზენა-ქარია!

*
დღეს ერთმა შეხვედრამ ილანდა;
ისეთმა, რომელიც მართობდა
ბავშობის დროს გადამეტებით.
ცაზე - ერთი ღრუბელიც კი არა სჩანდა -
მე კი სახეზე მეცემოდა -
უეჭველი წვიმის წვეთები...

დილა. შკოლისკენ. მამძიმებს ჩანთა,
ბავშს იგი მართობს გადამეტებით.
ერთი ღრუბელიც ცაზე არ სჩანდა
[სახეს კი ვიგრძენ წვიმის წვეთები].

*
25 ივნისი. 1932.
1. კონფერენცია დღეს უნდა შემდგარიყო, იგი გადაიდვა 27-სათვის (ჯერ 15, მერე 20, მერე 25, ეხლა კი 27-სათვის). თვითონ ეს ფაკტი თავისთავად ლაპარაკობს იმ გარემოებაზე, რამდენად მოუმზადებლად ხვდებიან [ჩვე] 23 აპრილის დადგენილებას. ვინ არის ამ ანარხიაში დამნაშავე? ამ განგებ შექმნილ ანარქიაში, ან განგებ წყლის ამღვრევაში, რომ უფრო ბნელოდეს, რომ უფრო თავისუფლად ითარეშონ საერთო დაბნეულობის დროს, ვინ არის მართლა აქ დამნაშავე? ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ არც ერთმა აქ დამსწრე მწერალმა არ იცის, მას მონაწილეობა არ მიუღია თავისი და მისი ამხანაგების ბედის გადაწყვეტაში. ძლიერ სასაცილოა ეს თეთრი ძაფებით ნაკერი პოლიტიკა, რომ უფრო მეტად სამწუხარო არ იყოს. მწარე შედეგები ასეთი პოლიტიკის სულ მოკლე ხანში იჩენენ თავს. ჩვენ ეს ვიცით დიდი ხნის გამოცდილებით, დიდი ხნის დაკვირვებით. მწერალთა ორგანიზაციების მუშაობის პრაკტიკით. [ესაა არა] საჭიროა მეტი გულწრფელი მიდგომა საბჭოთა მწერლების მდგომარეობისადმი და [ესაა] არა აბუჩად აგდება, [სხვა არაფერი.] საჭიროა ყური დავუგდოთ მის მაჯისცემასაც, [და არა] მოვისმინოთ მისი ნათელი აზრი, არა ზერელედ, არამედ ღრმა ჩაკვირვებით. როდესაც კონფერენციის დღის გადადებ-გადმოდებაზეა ლაპარაკი, უნდა ვთქვათ, რომ ამისი მიზეზები იყო ალბად, მაგრამ მაინც უნებურად გაგონდება ლენინის გენიალური ფორმულიროვკა: Формально правильно, а по существу издевательство.. აი, ჩემი აზრი კონფერენციის დღის შესახებ. გადავდივარ შემდეგ [მთავარ] საკითხზე:
2. როგორი მუშაობა ჩატარდა, წინასწარი მუშაობა, კონფერენციის მოწვევისათვის?
„რეკონსტრუქციის ხანაში ტეხნიკა სწყვეტს ყველაფერს“ (სტალინი). [გავშინჯოთ, აბა, ეხლა] ტეხნიკა საჭიროა ისეთ საქმეშიც, როგორიც არის კონფერენციის [კარ] პატიოსნად ჩატარება (მე ხაზს ვუსვამ ამ სიტყვას), უბრალო სალიტერატურო საღამო რომ არის, იმასაც თავისი ტეხნიკა უნდა.
როგორი იყო მზადება კონფერენციისათვის? იყო ორი სამი [უმნიშვნელო] წერილი ლიტერ. გაზეთში, იყო ტარტარენ ტარასკონელისებური გამგზავრება პროვინციაში, რამდენიმე კრება ორგკომიტეტის; 1. აი, ორგ. კომიტეტის მთელი ტეხნიკური [უკანასკნელი სიტყვა] მიღწევები ამ სფეროში. მაგრამ, რაც ყველაზე უფრო აღმაშფოთებელია, ეს ყოვლად დაუშვებელი [თურმე] ორგკომიტეტის უმრავლესობა იმას კი არ ცდილობდა, რომ [კომპანიაში] სერიოზული საკითხის გადაწყვეტაში ჩაება მწერლობის მთელი აკტივი, [იგი] არა, მისი მთელი ყურადღება მიქცეული იყო „თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების“ სავარძლების გარშემო. აქ ადგილი ჰქონდა ისეთ გამოსვლებს, რომლის მსგავსი იმერეთში თავად-აზნაურობის წინამძღოლის არჩევნების დროს თუ შეგხვდებოდათ. რა გაძრომ-გამოძრომა, [რა ინსინუაციები, რა ხრიკები] რა თვალის ახვევას არ ჰქონდა აქ ადგილი. ორგკომიტეტის ზოგიერთ წევრებზე თამამად შეიძლება ითქვას პოეტის სიტყვები:
           „Поди-ка [рассмотри] раскуси,  в чем тут сила,
           А умеет, леший, влезь без мыла!“
და აი, სწორედ ამ ასეთ, ვთქვათ, უსაპნოდ შეძრომის უნარის [გამომჟღავნება] ცოდნაში ერთხელ კიდევ გამომჟღავნდა ორგკომიტეტის ზოგიერთი წევრის „ტეხნიკის“ უკანასკნელი სიტყვა.
(აქ პირველი თავი).
1. იყო კ. გორდელაძის მოხსენება, [სადაც მთელი] რომელი მოხსენების გარშემო გამართულ კამათში გამოსული ორატორები დასცინოდენ პროლეტ. მწერლებს.
შესაძლებელია სთქვან, ყოველივე ამ დეფეკტების აღმოსაფხვრელად დრო არ [გვქონდაო] იყო საკმარისიო. არ იქნება არც ეს მართალი, ცეკამ დადგენილება გამოიტანა 23 აპრილს, მაშასადამე (აპრილი, მაისი, ივნისი), მთელი ორი თვე მათ განკარგულებაში იყო. [ორი თვე მცირე ვადა როდია. ორ თვეში შეიძლება] [ეხლა მე გეკითხებით, ამხანაგებო,] არა, სთქვით, ორი თვე ცოტა ვადაა? (ხმები...). რომელიმე „პრახადიმეცი“-სთვის თუ იყო საჭირო კონფერენციის გადადება კიდევ სამი-ოთხი თვით, [კონფერენციის] მაშინ გამოვიდოდა მთელი ნახევარი წელიწადი. ასეთი უმსგავსოება, ასეთი „издевательство“ არ მომხდარა, საბედნიეროდ; ჩვენ არა, რა თქმა უნდა, სავსებით, მაგრამ მაინც გვაქვს საშუალება გამოვთქვათ ჩვენი აზრი ც. კ. დადგენილების 2 თვის გასვლის შემდეგ!

*
1. Едет пахарь с сохой - Едет, песню поет;
        По плечу молодцу все тяжолое...
Не боли, ты, душа! Отдохни от забот,
        Здравствуй, солнце, да утро веселое!

*
 [გავედი სადგურის ბაქანზე. მატარებელი მზადაა წასასვლელად...] ორთქლმავალი ეს ეს არის მიუბეს მატარებელს, რომელიც სადგურის ბაქანთანა სდგას. [მემანქანე] კაჩეგარი ორმეტრიან ბორბლებთან ფუსფუსებს, ზეთავს, ორთქლმავალი კი ზედ მის თავზე ქშინავს. [ბაქანი სავსეა ხალხით.] მისი ნომერია 4241.
ესაა ადამიანი მიწის, მთელი მისი სილბილითა და სიძლიერით.

*
„ყველა ჩემი ეჭვები გაიფანტა და ვიგრძენი ხელახალი აღფრთოვანება, იმ დაცემის შემდეგ - როდესაც როლი შესრულებულია და სულიც დაცალიერდა“.
და ეს ხდება...
დადგა წარმოდგენის დღეც. ელვა, ჭექა-ქუხილი, კოკისპირული წვიმა, მთელი ცა გადაკუპრულია მოღუშული შავი ღრუბლებით. არც ერთი ნაპერწკალი იმედისა, რომ [შეწყდება] შეჩერდება ეს მრისხანე, ყველაფრის გამანადგურებელი ძალა.

პ. არლენევი

*
I. როგორ უნდა გამოიცეს სასკოლო სექციის წიგნი? უნდა ვისარგებლო პირველი გამოცემით (შ. რადიანის რედაქციით და ჩაემატოს ერთი იმდენი. უფრო მეტიც).
რვა ფორმა - 256 გვერდია. წინანდელი წიგნი იყო - 84. უნდა შეივსოს, მაშ, 172 გვერდი.
ჩაემატება ლექსები:
1. ეროვნებათა შესახებ. 2. ომის წინააღმდეგ. 3. ფაშიზმის წინააღმდეგ. 4. პარიზის კონგრესის შესახებ. 5. ლენინზე... 6. სტალინზე... 7. სამოქალაქო ომების შესახებ. 8. ინდუსტრიალიზაცია. 9. კოლექტივიზაცია. 10. კოლხიდის ჭაობი. 11. რუსთაველზე. 12. ლექსი „დღევანდელი დღის თვალი და ფიქრი“. 13. არტისტის... 14. ესპანეთზე. 15. მავნებლებზე. 16. იმპერიალისტური ომის შესახებ. 17. ლექსები ხელოვნების შესახებ (L’art). 18. შემოდგომა ტრანშეებში.
ცალკეული ლექსები:
1. შუადღე, იწყებს ათასი ჭრიჭინა. 2. იქით ნუში, აქეთ ნუში. 3. თბილისს სძინავს მძიმე ძილით. 4. უკანასკნელი დილიჟანსი. 5. ეფემერა. დაკარგულია? 6. დღეა თეთრი კრავების. 7. ალვის ხე თოვლში. 8. ეფემერა. 9. ბავშები კაფეში. 10. რა საჭიროა სიტყვები? მჯერა. 11. რუსის პოეტს. 12. ეს მშობლიური ქარია. 13. ჯონ რიდიდან. 14. რწმენით იარ. 15. ჩვენ, პოეტები საქართველოსი. 16. პროლოგი 100 ლექსის. 17. წიგნიდან „ეპოქა“ (ეპოქა იშვა და გაიზარდა). 18. აფხაზეთი (Oт Европы до Азии). 19. პოეტი და ოკტომბერი. 20. ავტო და ურემი. 21. არწივების თავდასხმა ჰაეროპლანზე. 22. მთები. 23. არგონავტები ახალი დროის. 24. ოკტომბრის ორკესტრი (ფრ.). 25. აღმოსავლეთი. 26. საღამოობით, როს მთაწმინდას. 27. ინტერნაციონალი (სადგურის იქით). 28. ცეცხლი ქუთაისში. 29. არტილერია. 30. პაციფიზმიდან (გლეხების საუბარი). 31. შემოდგომა ტრანშეებში. 32. რევ. საქართვ. (აგურს აგური). 33. აი ეს იყო (შალიაპინი). 34. აქ ჯერ არაა პროლეტარი. 35. მიდიოდენ სვანები. 36. თვითოული პოეტი ეხლა ინჟინერია. 37. მცხეთის ახლო (კომ. მანიფესტი). 38. მაქსიმ გორკის. 39. ჯეკ ლონდონს რომ აქვს ერთი ამბავი. 40. ესპანეთი. 41. მაღალ მთაზედა ავაგე. 42. როგორ არ გახსოვს ბავში? (41). 43. შეტაკება (413). 44. ძირს პაციფიზმი (414). 45. ათასის მხედველობა (458). 46. აბა, რაა ეს? 47. პირველჯერ (469).