შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-4 - 1931 წელი


დავით კლდიაშვილი გალაქტიონ ტაბიძის შესახებ
[დავით კლდიაშვილი უზომოდ პატიოსანი [მწერალი] იყო, როგორც მწერალი და როგორც პიროვნება].
თუ რა შეხედულების იყო დავით კლდიაშვილი პოეზიაზე და მის დანიშნულებაზე, საუცხოვოდ ჰხატავს [განსვენებულის] მისი წერილი გალაკტიონ ტაბიძეზე [შესახებ], მოთავსებული პოეტის შესახებ სპეციალურ გამოცემაში. დავით კლდიაშვილი ეხება წინანდელს, [გალაკტიონ ტაბიძის] ახალგაზრდობის დროინდელ შემოქმედებას პოეტისას. [ცდილობს] აღნიშნავს პოეტის დიდს პოპულიარობას. „მისი (გალაქტიონის) ღელვა, მისი სულის კვეთება ერთმა კი არა, მრავალმა გაიგონა, მრავალთა გულს მოხვდა და ააღელვა და მათი შვების მიმცემი შეიქმნა და შეიყვარა“-ო - [სწერს] აღნიშნავს იგი. გალაქტიონ ტაბიძე მართლაც მასსების არაჩვეულებრივის სიყვარულით სარგებლობდა და სარგებლობს დღესაც. [საქმე იმაშია, რომ პოეტი გამოვიდა რეაქციის ხანაში]. შემდეგ დავით კლდიაშვილი ცდილობს ახსნას, მასსის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის პოეტისადმი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი. რატომ მოხვდა მრავალთა გულს, რისთვის ააღელვა, რისთვის შეიქმნა მათი შვების მიმცემი, რატომ შეიყვარა მან გალაკტიონ ტაბიძე?.
„ეს იმიტომო, - სწერს იგი, - რომ მისი აღელვება, მისი სულის მოძრაობა მხოლოდ მგოსნისა კი არ იყო, არამედ ათასი მის გარშემო მოფუსფუსე ადამიანების. ბედმა მას დააკისრა, ყოფილიყო გამომსახველი, გამომთქმელი იმ ადამიანთა სულის კვეთების, რომელთა შორის იგი იყო; და ადამიანებმა შეიყვარეს მათი სულიერი ცხოვრების გამომსახველი და მუდამ სიყვარულით შემოსილს იყოლიებს. ცოტას ხვდება ასეთი ბედნიერება“.