შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-519-3 - 1931 წელი


თავდაცვის დეკადა 15-დან 25 ნოემბრამდე
ოსო-ავიაქიმი. წითელი არმიის სამოქალაქო ომის დამთავრების 10 წლის თავი.
მოსახლეობის გასამხედროება და ქვეყნის თავდაცვის განმტკიცება. ყველა პარტიული და კომკავშირის უჯრედი, ფაბრიკა-ქარხანა, სკოლა, კლუბი, ყაზარმა ფართოდ უნდა ჩაებას დეკ. ჩატარებაში.
შესდგა თავდაცვის „დეკადა“. ჩამტ. ცენტ. კომისია.
            
„დეკადის“ დღეები
I დღეს - ეწყობა თავდაცვის ავიაქიმის უჯრდების საერთო კრებები საზოგადოებრივი ორგანიზაციის საერთო აკტივთან ერთად. კრებები მიძღვნილია სამოქ. ომ. 10 წლ. თავის. II დღე - სათადარიგოა. III - ფრუნზეს ხსოვნას. IV - მიტინგები, დემონსტრ. და აღლ. V - სამხ. სამეცნ. სახ. და ოსოავ. ისტ. VI - მუშურ-გლეხური წითელი არმიის ტეხნიკ. ძლიერების და ავიაციის სამხ. მუშაობის დემონსტრაც. VII - ავიაცია, დირიჟაბლების მშენებლობა, საჰაერო-ქიმიური თავდაცვის საკითხები. VIII - სასროლო, სამოდელო და სხვ. სახის შეჯიბრები. IX - სათადარიგო. X - კრებები. ჯამი. გეგმა.

*
საბჭოთა არჩევნებისათვის ხელმძღვანელობის გასაწევად მთელ რესპუბლიკაში სრ. საქ. ცენტრ. აღმ. კომ. პრეზიდიუმთან დაარსებულ იქნას ცენტრალური საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდ.: თოდრია. წევრები: იმედაძე, ცხოვრებაშვილი, შიუკაშვილი, შავერდოვი, კეკელია, მაჩაიძე, მელაძე, ბლუაშვილი [ბუაჩიძე], ბუჯიაშვილი, ლაკობა, ლორთქიფანიძე, აბაევი, სართანია, ნაზაროვი, სიხარულიძე, მურადოვი, შოვნაძე, სანგულაშვილი, მეტივიშვილი, შაბანოვი.

*
Секаровская жидкость.
აღებულია საქ. უღმერთო (კომიტეტი რელიგიის წინააღმდეგ).
Сегодня совещание всех председателей фабкомов и месткомов.