შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-66 - 1931 წელი


რვეული. 1931 წ.

Оля.
ეს იყო 1921 წ. 25/II. მას შემდეგ ათმა წელმა განვლო. ამ დღეს საქართველოს აჯანყებულმა მუშებმა და გლეხებმა ბოლშევიკური პარტიის ხელმძღვანელობით მენშევიკური ბატონობის ცენტრში გამარჯვების დროშა ააფრიალეს. ოქტომბრის მძლ. ტალღამ შემოხეთქა ა/კავკასიის კ. რევ. ციხე-სიმაგრეში. მენშევიკური ჯალათები დაუნდობლად ანადგურ. აჯანყებულ სოფლებს. მიიყვანეს ქვეყანა სრულ გაპარტახებამდე. მენშევიკებმა ხელუხლებელი დასტოვეს ბურჟუაზიული ბარაკები. დავამსხვრიეთ. ძალაუფლება მუშგლეხებს გადასცა. ხელუხლებელი დასტოვეს სოფლად მემამულეების ბატონობა. ბოლო ფეოდალურ ნაშთებს. მიწის ნაციონალიზაცია. მიწა სახელმწიფოს საკუთრებათ გადააქცია. მენშ. გადააქციეს საქ. ევროპის იმპერიალიზმის კოლონიათ.
ოქტომბერმა გამოსტაცა ჩ/ქვეყანა უცხოეთის ბურჟუაზიის ავაზაკებს, სოციალისტურ მშენებლობის გზაზე დააყენა.
10 წელი სწარმოებს ჩვენში ახალი ქვეყნის მშენებლობა, ძველი საქართველოს გარდაქმნა. დიდი შედეგები გამოიღო. გვიშლიან ხელს მენშევიკები, მაგრამ იმსხვრევიან. გაიზარდა მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, კოოპ. ამაღლდა ხალხის კულტურული დონე. დღითი დღე ჩვენს ქვეყნებს ემატება ახალი ქარხნები, ახალი მაღაროები, რკინისგზა, ელსადგურები.
მარგანეცი 20 წ.-ში ამოღებული იქნა 120,7 ათ. ტონა, 1930 წ. - 1,623 тыс.
მსხვილი ინდუსტრიის განვითარება არის ეკონომიური ძლიერების განვითარება.
მრეწველობის განვითარების სწრაფი ტემპის მაჩვენებელია მუშათა რიცხვის ზრდა 20 წ. - 11.120 კაცი, 1930 წ. - 45.839. ყველა დარგის მუშა-მოსამს. 20 წ. - 78.200 კაცი, 1930 წ. - 236.578 კაცი. ეხლა მუშახელის ნაკლებობაა.
ცემენტის, ქაღალდის წარმოება, ნავთის წარმოება, მინერალური სიმდიდრე: ბარიტის, გუმბრის, ანდეზიტის, დამუშავებული ლითონის მრეწველობა, უდიდეს ელსადგურების აგება, ზაჰესები, აბჰესები, რიონჰესები. საბჭ. ხელ.-მდე არ იყო.

ეროვნული საკითხი.
საქართველო მეფის დროს იყო რუსეთის ბურჟუაზიის კოლონიათ, მენშევიკების დროს - საერთაშორისო იმპერიალიზმის კოლონიად. მენშევიკებმა დაანთეს ეროვნული შუღლის ხანძარი.

ელექტრომშენებლობის გეგმა.
მოგვცემენ ენერგიას ფერო-მარგანეცის მძლავრი ქარხნისთვის.
შენდება თბილის-რიონჰესის მაღალ ვოლტიანი გადამცემი ხაზი, რომელიც შეაერთებს რიონჰესსა და ზაჰესს. ამასთან ერთად შეუერთდება აბაშის ჰიდროსადგურისათვის აგებულ ქუთაის-ფოთის გადამცემ ხაზს. 1931 წ. საქ. ყველა ძირითადი სადგურები დაამთავრებენ ჯგუფში გაერთიანებას და მოემზადებიან სომხეთის და ადერბეიჯანის სადგურებთან გასაერთიანებლად - ა/კავკასიის მძლავრი ჯგუფის შექმნის მიზნით.

მარგანეცის მრეწველობა.
ფერომარგანეცის წარმოება იწყება, შენდება ქანხანა. რიონჰესის დათავებისას დაიწყებს მუშაობას.
ბარიტის, ანდეზიტის დამუშავება საჭირო მრეწველობისათვის.

ლითონის მრეწველობა მანქანათმშენებლობაზე.
სააღმშენებლო მასალების მშენებლობა, დიდი მშენებლობა მოითხოვს დიდ მასალას. მუშაობს კირის, აგურის, გაჯის, ცემენტის ქარხნები.

ძაფსახვევი, საფეიქრო მრეწველობა.
ავაგეთ რამოდენიმე ძაფსახვევი აბრეშუმის ქარხნები. ტფილისში აბრეშუმის საქსოვი ქარხანა, 1.200 тыс. метр. прод. в год, ტრიკოტაჟის ფაბრიკა ტფილისში.

მელიორაცია.
ალაზნის არხი მორწყავს ალაზნის მიდამოს შირაქის ველის დასაწყისამდე.
ტირიფონის არხმა მორწყას ველი ლიახვის მარცხენა ნაპირზე და სხვა. დაწყებულია.

სოფლის მეურნეობის მექანიზაცია.
ტრაქტორები შეეგუა ჩ/დაბლობ ადგილებს, ფერდოებიზა გამოგონილია ელექტრო ტრაქტორები. ტრაქტორები მუშაობენ კოლექტივებში და საბჭოთა მეურნეობაში.
მომზადება ტრაქტორისტების.
ჩაის კულტურის განვითარება.

კოლმეურნეობა.
წითელი არმიის ნაწილები შეიქნა 1921 წ. ბრძოლის ცეცხლში. მშვიდობიანობას ვიცავთ, მაგრამ ომისთვის მზად ვართ.
პროფკავშირებმა აღზარდონ მასაში ლენინურ ხაზის გასატარებლად. ქართული მწერლობის 10 წლის თავი.
 
Начало.
დღეს შესრულდა ათი წელი. ელვის სისწრაფით კინოლენტებათ წინ წამეღობა მე საქართველო ათი წლის წინა დროის: სდგას საშინელი შავი ძონწებით შემოსუდრული მუშ-გლეხთა მასის თლილი ქანდაკება. გაპარტახებულ მიდამოებში ელვარებს მუდამ დანის წვერები, მუდამ მშიერი ჩამოძოწილი [კი] გაკივის: დაკა, დაკა, სომეხია, დაკა, დაკა, თათარია, დაკა, მაგ ხომ სხვა ჯულია, ჩვენი მტერი. და [იღვრება. იღვრება] ცვივიან ღატაკები ყელში დანით გასისხლული. [მემამულე] განთიადიდან განთიადამდე [ავსებენ] წელმოხრილი [მშიერები] დამშეული ლანდები მუსკულების და ძარღვების განუწყვეტლივ მოძრაობენ, მუშაობენ და ტვირთავენ მემამულე-მეფაბრიკეს ბეღელებს. მდიდრის დროშკები ჩასუქებულ სხეულებით თარიარალეს გაიძახიან, მათ უმღერს პოეზიის ჩანგები. იწვის სოფლები აჯანყებული, სასულიერო სკოლებში იხშობა აზროვნება მუშა და ღარიბ გლეხობის, ზრდა მონურ იდეოლოგიის, უკულტურობის; ივსება ციხეები კომუნარებით, საერთაშორისო იმპერიალიზმის თარეში ჩვენს მხარეში, მათ კოლონიათ გადაქცევა საქართველოს მათ მიერ. ისმის ქეიფი მენშევიკ-მდიდარ და ინგლისის იმპერიალიზმის! ოჰ! ეს სამი ძმა - 3 ლახვარი [ქართულ] საქართველოს მუშა ღარიბ გლეხისა. მათ უმღერის ხელოვნება. საშინელი სურათი. ფარდა საჩქაროდ. მაგრამ ტალღები ბოლშევიზმის არ ცხრებიან, გრგვინვა-გრიალით დინამიტები თავისუფლების სასტიკად, მრისხანეთ, მტკიცედ ბობოქრობენ ხან იქ, ხან აქ.
25 თებერვალს ათი წლის წინად სწორედ გამრისხანებულმა, გაბრწყინვალებულმა ოქტომბერმა შემოხეთქა ჩვენს [ქვეყანაში] საქართველოში და გადალეკა ეს საშინელი სურათი ცოცხალი. მიწა გამოცხადდა სახელმწიფო ქონებათ, ერებს მიეცა საშუალება თავის ენაზე განვითარების, და ჩამოვარდა მათ შორის მეგობრობა და სხვა. ათ წლის განმავლობაში სტრაფის ტემპით მიდიოდა ძველი საქართველოს ნგრევა [და] ახლად გარდაქმნით. ახალი სხივები ყოველივე ჭურტუმალში ცხოვრების შევიდა ახალ [და] საფუძვლების ჩასაყარად და მის შენებას შემომქმედი მუშღარიბ გლეხობა ჩამბულია ახალ ცხოვრების მშენებლობაში. გახე შემომქმედს, როგორის ტემპით მოქმედებს. ტემპი, ტემპი ჩქარი, გაიძახის ქარხნები, მადნები, მაღაროები, ტემპი, მოყვირის [სოფელი] კოლექტივები, ტემპი, გაჰკივის ელექტროენერგია, ტემპი, ტემპი, ჩქარი, გაშმაგებული შემომქმედი იჭრება ცხოვრების ყოველ დარგში. შემომქმედი არ შეცდა მისი მნათობით, კომპარტიის ხელმძღვანელობით! გახე, როგორ ძლიერად იგება ახალი ცხოვრება! გახე ჩვენ თვალმნათს, ჩვენ ზაჰესს, როგორ მტკიცედ და მაგრად ამართულა, დაატრიალა, აამუშავა, გაანათა, სიცოცხლის ძარღვი შეუყენა ჩვენს ქარხნებს, ფაბრიკებს, ჩვენს მშენებლობას. მარტო შენ არ გვყოფნი, გაიყვირა ახალცხოვრებამ და იმართება რიონჰესი და სხვა მოძმე გესები. მაღალვოლტიანი გადამცემი შეაერთებს ზაჰესს რიონჰესთან და ასთე სხვა გესებთან საქართველოში და შეკავშირებული მტკიცედ ელექტრო-ძარღვი აამოძრავებს, გააშუქებს მთელ საქართველოს, ძმურად გადაეკონება შემდეგ ადერბაიჯანს და სომხეთს ძმურ შეხმატკბილებულ სამუშავოდ. ააჰ, შეანათა შორს განაპირა სოფელს, გაახრიალა ელექტრო მანქანები მინდვრად და ტყეთ, გააღვიძებს სიცოცხლეს, ჩაუდგამს სოფლებს მის [კულტუ] აღორძინებისათვის (ჩამოთვლა, შიგ ფანტაზიაც).
უდაბნოთ მიტოვებული მიდამოები საშინელი სახეებით, ცხოვრების წყურვილით მოითხოვენ შველას: გვიშველეთ, მოგვე ცხოვრების წყარო და მთელ მალულ სიმდიდრეს ჩვენსას თვალწინ გაგიშლით, აგიყვავებთ. ააჰ, მწყობრად, ბეჯითათ მასსას გაყავს ალაზნის არხი, რომ შირაქამდე მოწყურებული მიდამოს წყურვილი მოუკლას, ააჰ, ტირიფონის არხიც იწყებს ლიახვის მარცხენა ნაპირის გაცოცხლებასა და ასთე სხვა და ასთე სხვა მრავალი ედობა მთელ საქართველოს უდაბნოებს. და იწყებს აყვავებას მიდამოები საცოდავათ მიტოვებული. არ შეშინდეთ, მოვდივართ, მოგვაქვს სიცოცხლე. მოემატოს ჩვენს ბეღელს.
დინჯათ შეიჭრა ჩვენს მოღობილ სოფლებში ტრაკტორები - ტრაქტორი მიდის, მოითხოვს უსაზღვრო მიდამოებს, მას სძულს ცალკე მემამულეების ღობრები, ამსხვრევს მათ, ჩვენი ტრაქტორი არ იტანს კულაკურ მეურნეობას. მისაფრებია კოლექტივებს, მხიარულად დახრიალებს განახლებულ ყანებში, ძლიერდება და მატულობს ჩვენი კოლხოზები, სიმბოლო ძველი კერძო მესაკუთრეობის განადგურების, სიმბოლო სიახლის, სიმბოლო მომავალი [სოციალიზმის] კომუნის, მას ბეჯითად მოყვებიან ახალახალი რიგები სოვხოზების ჯერ არ ნახული.
მოდიან მწყობრი რიგებით, მაგარი ნაბიჯებით რამი, ბამბა, კენაფი, სოია, ჩაი და სხვა მოძმენი, ემუქრებიან მარცვლებს და სასტიკად საბრალო სიმინდს: მოვდივართ კულტურები, ახალცხოვრების მწყობრი საჭირო რიგები. გზა დაგვითმეთ, ხელს ნუ გვიშლით, მომავალი ჩვენია, და წობა ქედის მოხრით სიმინდის ღეროები ახალ ვარსკვლავთ წინაშე. იგება ახალი ფაბრიკა-ქარხნები, ემატება მაღაროს მაღარო, მუშავდება [ახალი] ამოჩენილი მადნები.
[კულტურის აღ.] იზრდება მშენებლობა, მოითხოვს კადრებს. გადახალისდა სკოლები, კადრები, კადრები ახალი მოგვაწოდეთ, მოითხოვს. მთელი კულტურული ფრონტი შეინძრა, სათანადო ახალი გამოკვეთილი სახე მიიღო. შეირყა და შეინძრა გადაბინდული ხელოვნებაც. [ყველა რიგებ.] სახე, სახე ნამდვილი, გამოკვეთილი დაგვანახე, მოთხოვა მას ეპოქამ. მოხდა დაყოფა რიგების. ვინც ჩვენთან ერთ რიგშია - ცალკე, მტერი - ცალკე. დღის რიგი ხელოვანთა, კადრი მაგარი, ხელჩაკიდული ჩართულია სოც. მშენებლობაში და უმღერის მას, ახარებს მისი წინ სვლა. ყველგან ისმის [ტემა] ყოველ საქმეში ერთი რიტმი: ჩქარა, ჩქარა. და თქვენ ყველას მოგილოცავთ ათი წლის თავს და [და გისურვებთ მუშ.] სურვილს ყოველივე ძალა ჩვენი ახალმშენებლობას. დავიგვიანე. ეხლა სწორედ ნავთის ფრონტზე შეასრულეს გმირებმა ხუთ წლიანი გეგმა. დღეს საქართველო სულ ახალია. 21/2 წელში გაიგონე, მსოფლიო.
თქვენ, გმირებო, სალამი ჩემი მხურვალე, ძმური.
Конец.

*
ბერანჟესა და აკადემიის წევრის საუბარით.
„Мифология“.

შენიშვნები ქართული პოეზიის შესახებ
1. ჯერ ისევ ახალგაზრდა პოეტი ბერანჟე ესაუბრებოდა უკვე ცნობილს პოეტს - აკადემიის წევრს. [ბერანჟე, მაგალითად, თავის ლექსების შესახებ ამბობდა, რომ იგი ცდილობს ყოველი საგანი [დაარქვას] ახსენოს ლექსში საგნისავე სახელით, და არა იგავ-არაკით, [ჰიპერბოლით,] [მეტაფორებით] მოშველიებით. "მაგალითად - ზღვა, - ჰკითხა აკადემიკოსმა, - რას დაარქმევთ თქვენ მას?" - უბრალოდ ზღვას! - როგორ! მაშ, ნეპტუნი, ტეისი, აფროდიტა, ნერეიდი? ნუ თუ თქვენ მათ სრულებით განზე დასტოვებთ? - სრულიად ამოვშლი! - იყო პასუხი.]
ასე ეპყრობოდა ბერანჟე მაშინდელს პირობითს, აკადემიურ ლექსთწყობას.
ბერანჟე. მე ვლაპარაკობ ჩემი ლექსების შესახებ. მე ვსცდილობ ყოველი საგანი ვახსენო ლექსში საგნისავე სახელით, საკუთარი მისი სახელით და არა იგავ-არაკით.
აკადემიის წევრი. მაგალითად - ზღვა. რას დაარქმევთ თქვენ მას?
ბერანჟე. უბრალოდ მის სახელს, ზღვას!..
აკადემიის წევრი. როგორ! მაშ, ნეპტუნი, ტეფისი, აფროდიტა, ნერეი? ნუ თუ თქვენ მათ სრულებით განზე დასტოვებთ?
ბერანჟე. სრულიად ამოვშლი!
ასეთი უბრალო, ნათელი მიდგომა საკითხისადმი სავსებით [მისაღებია] გასაგებია. არასდროს არ ყოფილა საჭირო ნეპტუნი, აფროდიტა. [უკანასკნ.] რევოლიუციის წინა ხანებში ამგვარი მითოლოგიური სახელები ისევ გამოაცოცხლეს [სიმვოლისტებმა] ზოგიერთმა პოეტმა. მაგრამ რევოლიუციის შემდეგ, ოქტომბრის რევოლიუციის შემდეგ [თითქმის სავსებით უარყოფილი იქნა,] სავსებით დავიწყებას მიეცა ეს სასაცილო, საერთოდ მასსისთვის გაუგებარი სახელები. ეხლა რევოლიუციის მეთოთხმეტე წელია - და ამის შესახებ გვიხდება ლაპარაკი აქ, საქართველოში. რევოლიუციის მეთერთმეტე წელია და (თურმე ნუ იტყვით) იბეჭდება წიგნი აქ „დიონისოს ღიმილი“, იბეჭდება „გველის პერანგი“ სავსე მითოლოგიური ამბავებით. „მნათობის“ უკანასკნელ ნომერში დაიბეჭდა სუბტროპიკული პოემა, რომელშიდაც მედეაზეა ლაპარაკი. „მედეას საწამლავი“ - ყოფილა მწერალის გაგებით - სწორედ ის ჭაობები, რომლის ამოშრობაც დაწყებულია საბჭოთა ხელისუფლების მიერ.
 
1. ქართული პოეზია ისე ბაძავს რუსულს პოეზიას, როგორც ამასწინად ტფილისში ჩამოყვანილი მაიმუნი ტეკო - ბაძავდა მის გამწვრთნელს რომელიღაც დუროვს.
 
დიდებულია.
2. რომაელი პოეტი ჰორაციუსი (კვინტ ჰორაციი Фლაკკ) გარდაიცვალა 8 წელს ქრისტეს დაბადებამდე. ეს იყო ლირიული მელოდიების ავტორი, და იცავდა მასსების თავდასხმისაგან მაშინდელი პოეზიის „მსუბუქ შეშლილობას“. და ამტკიცებდა, რომ ასეთი პოეტები არა მარტო უვნებელნი არიან, არამედ სახელმწიფოს სასარგებლო მოქალაქენიც! დაუგდეთ ყური, რას ამბობს [იგი] ქრისტეს იესუსა დაბადებამდე 65 წლით ადრე რომში დაბადებული პოეტი: „დაუგდე ყური ჩემს [დებულებებს] დასაბუთებას იმისას, რაოდენი [კარგის] კეთილის მომქმედია ეს მსუბუქი უგონობა. ცნობილია, რომ პოეტის სული არასოდეს არ არის მოხვეჭის მოყვარული, მას უყვარს მხოლოდ ლექსები, ლექსები აანთებენ ხოლმე მას; საბადებელი ქონების დაკარგვა, ხანძარის მიერ გამოწვეული დანაკლისები, მონის სახლიდან გაქცევა - პოეტისათვის მარტოდენ სიცილის საგანია; არას დროს ის არ გაიფიქრებს მოატყუოს ამხანაგი ან მცირეწლოვანი, მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი. იგი საზრდოობს ხილბოსტანით და შავის პურით; თუ ომში იგი ზარმაცია და გამოუსადეგარი, ქალაქისთვის არ შეიძლება არ ვაღიაროთ სასარგებლოთ, თუ დავიჯერებთ, რომ მცირე რაიმეს შემწეობით კეთდება დიდი საქმე. ნაზი და ტიტინა ბავშვის ცხოვრების პირველი დღეებიდანვე, პოეტი უმართავს მას ენას და აშორებს მის ყურთასმენას ბრბოის ლაპარაკს. ხან მოქმედობს იგი მის გულზე, ალბილებს რა მის ხასიათს მეგობრული დარიგებებით, და უქარწყლებს მრისხანებასა და არაკეთილსურვილებს. იგი საუბრობს გმირულ საქმეებზე და უჩვენებს მომავალ თაობებს [გმირულ] ბრწყინვალე მაგალითებს, ნუგეშს აძლევს მწუხარესა და ღარიბს. ვინ ასწავლიდა ყრმასა და უმანკოდ აყვავებულს ქალწულს მხურვალე ლოცვებს, რომ მუზას არ მოევლინა ქვეყნისთვის პოეტი?“

ისა-ხანი
- ყველაზე ბნელი და ძნელი გამოცანა ადამიანის გულის!
ყველაზე ბნელი და ძნელი გამოცანა ისტორიის!
მაგრამ ნამდვილად...
- ვინ არის ისა ხანი? ეს არის მლიქვნელი, ლაჩარი, გამყიდველი, გარყვნილი ადამიანი, რომელსაც არავითარი რამ გმირობისა არ ახასიათებს. იგი ნიღაბს იფარებს გმირობისას, ნამდვილად კი ლაჩარია: მან საშიშარ მდგომარეობაში მიატოვა თავისი რაზმი დელროს მთებთან ბრძოლის დროს. მეორეჯერ მან იმავე მდგომარეობაში ჩააყენა თავისი რაზმი, როდესაც მახლობელმა ბობოლებმა ქრთამი შეაძლიეს. რა არის ეს, თუ არა გამყიდველობა. იგი აუპატიურებს ქალებს, რა არის ეს, თუ არა გარყვნილობა. ხვალვე გვიღალატებს ის ჩვენ. მიუხედავად იმისა, რომ შიშის ზარსა სცემს მახლობელ [გლეხ.] მშრომელ გლეხობას, ყოველ გაიძვერას შეუძლია ეგევე ჩაიდინოს, იგი არ არის გმირი. არა, ამხანაგებო, იგი არ არის გმირი.
სოფელი მას სათამაშოდ უნდა გაიხადოს.
5 ყაჩაღიდან 2 ჩამოაღჩვეს.

1. - მე არა მინდა რა.
- მე მინდა ვიყო მხოლოდ ერთგული ძაღლი ჩემის პატრონისა. ძაღლი, რომელიც სიხარბით უცდის ბატონის ნასუფრალს.

- ჭალა იმერეთის შუაგულიდან მთები ძალიან შორს მოსჩანან; მალიარიის გალიცინაციებით აქ მიწა [თითქო] ეშვება ძირს, ძირს, ძირს. ავადმყოფს ეჩვენება, რომ ისიც თან მიჰყვება მას, რომ ჭაობიანი მიწა ნთქავს მას ჯერ მუხლებამდე, შემდეგ წელამდე, გულამდე, ყელამდე, ავადმყოფი იხრჩობა, ოფლში იწურება; მას ძლიერი სიცხე აქვს. ის კანკალებს, მას თავზე დანათის შეუბრალებელი მზე; ეს მზე შორს კი არ არის, ცაში, არამედ ეშვება ავადმყოფის თავზე შეუნელებელი სისწორით სულ ძირს, ძირს, ძირს, და აი, მზე სულ რამდენიმე მეტრითაა დაშორებული ავადმყოფისაგან. ავადმყოფს სიცხე აქვს, ავადმყოფს წყალი სწყურია და მას აქ აწვდიან ჭაობიანს, ბაცილებიან მღვრიე ჭის წყალს. ავადმყოფი მოითხოვს ექიმს, მხოლოდ ექიმს, წამალს.. და თქვენ კი.. სადა ხართ ამ დროს თქვენ, თქვენი ექიმები? თქვენ არ გინდათ ტფილისიდან დაიძრათ; ეს არის დანაშაულობა. აი, რა არის დანაშაულობა.

2. - ჩვენ ავედით მთაზე, ისეთ მაღალ მთაზე, რომ ცხენები აქა-იქ წაიფორხილებდენ ხოლმე ვარსკვლავებში.

3. - ისა ხან! იყავი ერთგული ისა ხანის.
- ისა ხან! გიყვარდეს ეს მთები, იგი შენი აკვანია. მან გაგზარდა შენ.
- ისა ხან! არ არის დედამიწის ზურგზე სხვა ადგილი, ჩვენს მთებზე უკეთესი. ნუ სტოვებ მთებს, ნუ ურიგდები საბჭოთა მთავრობას.
- ისა ხან, ნუ მიდიხარ ბარში.
- მთებში ბრძოლა სჯობია, ისახან! აქ სიკვდილი სჯობია.
- აქ დაჰღვრილა სისხლი მამა-პაპის.
- აქ ფრიალებდა დროშა შამილის!
- აქ ჩაჰყრილია ჩვენთა წინაპართა ძვლები.
- მთები მოითხოვს ან სიკვდილს, ან სიცოცხლეს.
- ისახან! ნუ გვიღალატებ.
- ისახან! ჩვენ არა ერთხელ გვინახავს შენი სულის ძლიერება, შენი ძალღონე, შენი გმირობა და [ვაჟკაცობა] უშიშრობა.
- ისა ხან! ვებრძოლოთ ამ მთებიდან საბჭოთა მთავრობას. ჩვენ დიდხანს შეგვიძლია გავსძლოთ. ასი ათასობით მოვლენ ჩვენს დასაცავად. მთიდან მთაზე ისმის შენი სახელი, ისახან!
ისახანი. [დასცხრით,] არა მეთქი, მეგობრებო! მე აზრადაც არ გამივლია თქვენი ღალატი. მე მხოლოდ შეგატყობინეთ ამბავი.. დიაღ, მხოლოდ შეგატყობინეთ ამბავი, რომ საბჭოთა ხელისუფლება გვთხოვს შერიგებას, რომ ის ხელსაც არ გვახლებს არავის, თუ დავბრუნდებით სოფლებში და შევუდგებით მშვიდობიანსა და პატიოსანს შრომას.
- არ დაიჯერო, ისახან. ჩაგვიტყუილებენ და მერე გვიღალატებენ.
- გვიღალატებენ, ყელს დაგვჭრიან, ისა ხან!
ისახანი. ვერა, ისინი ვერ მომატყვილებენ. [მე არა] ისახან არასდროს მახეში არ გაებმება. ისახანი არ წავა მათთან; მთელ დედამიწაზე არაა ადგილი, რომელმაც უფრო მშობლიურად მიმიღოს, [ვინემ] გარდა ამ მთებისა. აქ თქვენთან ერთად უნდა ვებრძოლოთ მათ, აქ უნდა ვიცხოვროთ, და თუ საჭირო იქნება, აქვე დავიხოცოთ ერთად..
- ამინ, ამინ, ამინ!
- გაუმარჯოს ჩვენს ბელადს - ისახანს.
- გაუმარჯოს თავისუფალ მთებს.

 შეხედეთ, შეხედეთ! რამდენს იტანს საბრალო გლეხობა!
 
 მღვდლის და დიაკვნის დიალოგი ისახანის შესახებ
- რა კი [ღმერთმა] ბედმა ისახანს სული მისცა, აწი მას აღარ ამოხდის!
- ისახანს ღმერთი სწამს და ხალხიც მიტომ უჯერის. ღმერთი რომ აღარა სწამდეს, რაზმელებიც უცებ შემოეცლებიან.
- [ღმერთი] ბედი ერთია და ისახანის სიტყვაც ერთია.
- [ღმერთი] ბედი სამართლიანია, ისა ხანიც სამართლიანია. [ღმერთი] ბედი არ [დაუშვებს] ჩაუგდებს ხელში [სამართლიან] ისახანს [უღმერთოებსა] უბედურებსა და უსამართლოებს.
- ისახანი მარჯვეა. ისახანი ბედოვლათი რომ იყოს, [ღმერთსაც] ბედსაც არ ეყვარება.
- ისახანს ფული არა აქვსო; თუ [ღმერთმა] ბედმა მოინდომა, სურსათსა და სანოვაგეს ბუხრის მილიდან [ჩამოუშვებს] ჩამოუყრის.
- თუ [ღმერთს] ბედს უნდა, კაცი დააჯილდოვოს, იქიდან დააჯილდოებს, სადაც არაფერი არ არის.
- [ღმერთმა] ბედმა ქარი [გააჩინა] ამოაგდო და გზაც უჩვენაო.
- [ღმერთის] ბედის წელიწადები უფრო მეტია, ვინემ შვრია ტომრებში.
- ვინა, ისახანი? [ღმერთის] ბედის გზით მას არასდროს არ უვლია, ეშმაკის გზით კი ბევრჯერა!!
 
მოხუცი ქალების დიალოგი
- საბჭოთა მთავრობა ისახანს მოითხოვს. ვისი იმედით? მას არავითარი იმედი არა აქვს, რადგან უიმედო, შვილებო, მხოლოდ ალი და ტარტაროზია.
- მისი იმედები, დიდი ხანია, რაც ეშმაკებმა გაიყვეს.
- ეშმაკი უნდა გაჰქრეს, რომ ნიადაგი ჩვენ დაგვრჩეს.
- ეშმაკების მანქანა არასდროს უმოძრაოდ არ არის. ეშმაკს არ სძინავს - ისე საბჭოთა მთავრობასაც არა სძინავს.
- იმ ეშმაკს ბევრჯერ მოსტეხა ფეხი ისახანმა!!
- ეს დედაბერი მხოლოდ თავისი სულისთვის ლოცულობს.. ეშმაკსაც წაუღია მაგისი სული.
- ღმერთს კაცი ნურაფერს შეპირდები. ისე ყაჩაღსაც ნურაფერს შეპირდები, თორემ დაპირების ასრულება მოგიხდება.
 
მეეტლე
მეეტლე: ვაჰ, მუშტარმა მიბრძანა: გარეკე ხრამში, გარეკე ხრამშიო. რა მეეტლეს საქმეა, თუ ამითი თვითონ მუშტარი ცხვირპირს დაიმტვრევს: მეეტლემ მუშტარის ყოველი სურვილი უნდა აასრულოს.
- აი, სულელო.
- სულელი ვარ, მარა! მეეტლე რომ სულელი არ იყოს, აბა, ესა სთქვი, მეეტლე რომ სულელი არ იყოს, თვითონ იქნებოდა მუშტარი, რაღა მეეტლეობას სჯიდა.
- არა, მეეტლე თავის ადგილას უნდა იყოს.
- მეუბნება, „გარეკე ხრამში, გარეკე ხრამშიო“. აბა, მე რა უნდა მექნა?
 
ექიმი
თუ მომარჩენს, მაშინ იქნება ექიმი, თუ ვერ მომარჩენს, რაღა ექიმი უნდა ვუწოდო?
 
მეჩექმე
კაცო, ისახანი ჩვენს მეჩექმეს უთვლის: ერთი კარგი ჩექმები შემიკერეო. მექუდესა კიდევ: ერთი კარგი ქუდი გამომიგზავნეო. ეხლა ერთი იმათიცა იკითხე, ღარიბები არიან. მართალსა გეუბნებით, რომ იმ მეჩექმეს თვითონ არ აცვია ჩექმები, იმ მექუდესაც ქუდი არა ჰხურავს.. ამას წინად მეჯღანეს გზაში დახვედრია და ეუბნება: ფული მამეციო..
იმ მეჯღანეს კიდევ სადგისი მიუწოდებია და უთქომს: ისახან, იცოდე, რომ მეჯღანის სარჩო-საბადებელი მხოლოდ სადგისიაო.

ისა ხანი:  - ერთ ტახტზე ორი მეფე ვერ მოთავსდებაო, ნათქვამია. ერთ რაიონშიდაც ჩვენ ვერ მოვთავსდებით, ოთარ-ბეგ, ან შენ უნდა იყო ან მე.

- მემამულემ წუნკალი მიწოდაო, მერე რა დიდი ამბავია?
- ამ სიმაღლე მთაზე ამოსვლა ჩვენ არაფერ ხეირს დაგვაყრის, მაღალზე ჯდომა, ტახტზე მჯდომარედ არავის გაუხდია.
- ტახტზე მჯდომარე თუ ვერ გავხდები, გლეხი ხომ ვარ და ვარ.
- ისა ხანსა ჰკითხეს, „წართმევაზე როგორა ხარო?“ აი, ასეო - უპასუხა მან და ცერი უჩვენა. „წართმეულის დაბრუნებაზე, ისახან?“ „სალაპარაკო ხომ არ დაგლევიაო“. აბა, ასე მითხრა.
- რამდენად ძველი [წიგნი] ლექსი კარგია, იმდენად ახალი ყაჩაღი. წავიკითხოთ ყაჩაღის არსენას ლექსი. რამდენ კარგს ასწავლის იგი ახალ ყაჩაღებს.
- მღვდელია და ასეთ საქმეებს კი სჩადის! მახლას!
 
ყაჩაღების სუფრა
(აშუღი)
- ვა! ეს აშუღი საიდან გაჩნდა?
- იგი მღერის ძველის ძველ სიმღერებს, იმღერე რამე.
- აშუღი მხოლოდ იქ მივა, სადაც კარგად უმასპინძლდებიან.
- აბა, პატივი ეცით მეთარეს. კარგად გაუმასპინძლდით, თორემ სირცხვილსა გვაჭმევს. იგი ყველგან დადის, მას ყველა იცნობს.
- ეე, წავიდეს აქედანა!
- აა, რად დაგავიწყდა, რომ მეთარეს ყველას შეუძლია აწყენინოს, მას არავინ დაიცავს. არავინ აწყენინოს აშუღს.
- რა კარგია, როდესაც შორიდან მოისმის ზურნის ხმა.

მიწის მშრომელი
- აი აქ ბამბა უნდა დაითესოს.
- ჯერ თესლი მოიტანე და მერე ადგილი მონახე. „უნდა დაითესოს, უნდა დაითესოს“.
 
ბაღი, მებაღე
[მებაღემა] ბაღის პატრონმა მთელი ბაღი გვაჩუქა, არ დაინანია და გვაჩუქა. ამ ღდინძაღლს ისახანსა კი ჩვენთვისვე ერთი მტევანი ყურძენი ენანება.
- ბაღში არც კომშია, არც ბროწეული. მხოლოდ ისა სთქვან, ისახანს ბაღი აქვსო.
 
- ისა ხანი გაკულაკდა. იმდენი სჭამა ეს ქვეყანა, ისე გასუქდა, რომ თავის კანში ვეღარ ეტევა.
- არა, ისახანი ჩვენ ვერ მოგვივლის.
- ისახანი რაწამს საშიშ რამეს საფრთხეს დაინახავს: გარბის.
- ისახანი თუ არ დაიღალა, ისე არ დაჯდება.
- ისახანი ცხრა ხარს არ მოგცემს; თუ მაგრად [დაჰ] გაჰკარი, ოცდაათსაც არ დაიშურებს.
- რამ დააწყნარა ეს ისახანი? წინად ბუზღუნებდა, როგორც ბებერი ძაღლი, ეხლა ისე ლბილია, როგორც აბრეშუმი.
 
- ისახან, რომელი უმჯობესია ორში: ცხოვრება თუ ეს ღვინო?
ისახანი.. ეე, რა გითხრა, იცი? არ უნდა გაერიო ამ ორი მეგობრის პირად საქმეებში.
 
არა, ძმაო, არა! ისახანის მტრობა [სჯობია] გერჩივნოს მის მეგობრობას.
 
ყაჩაღების უფროსი ვინ უნდა იყოს, თუ არა ისევ ყაჩაღი?

- ისა ხანს როგორ დავუჯერებთ. მარტის თვეს შეიძლება დაუჯეროს კაცმა და ისახანს კი არა.
- ისახანი მხოლოდ სუფრაზეა ამხანაგი.
- მოდი, თუ გნებავს, ვიჭიდავოთ.
- მოდი, შევეჭიდოთ ღვინის სმაში (ეს სხვა საქმე იქნება).
- საიდანა ხარ შენა? - ილმიდან.
- აბა, ჩაიხადე.

სადაც არეულდარეულობაა, იქ ძლიერის ძალაუფლებაა.
- საიდან მოდიხარ შენა?
- მანჯურიიდან.
- ზედვე გეტყობა, რაღა! (ტანისამოსზე, ფულზე).
ისახანიდან მე მოვდივარ და ისახანზე შენ მელაპარაკები?
 
დაღესტანში სამი დევგმირია, სამივე ლომგული, ვაჟკაცი, დევგმირი: ერთი, ე. ი. პირველი ჩემი ბიძაშვილია მამით, მეორე ჩემი ბიძაშვილია დედით, მესამე... მესამეს აქ არ ვიტყვი... (ორაზროვანათ).
 
თათეოზი - უფროსად, მათე - უფროსად, სულ 15 ყაჩაღი ვართ - 30 უფროსი საიდან უნდა გვყავდეს.
 
კაცი ის არის, ვინც თავის სიტყვას აასრულებს. ისახანი თავისი სიტყვის კაცი არ არის.
 
თავის შერცხვენას, სიკვდილი სჯობია, ისახან!
 
ყოველივე საგანი (აიღებს ჩხირს) ტყდება სიწვრილისაგან, მაგრამ ისახანი კი თავისი სიმსხოისაგან, სიტლანქისაგან.
 
მღვდელი: ნუ სწუხდებით, ეს საქმე მე მაბარია: მე საქმე მაქვს მიცვალებულებთან, და შემიძლია ისე მოვაწყო საქმე, რომ თვითეული მისი სურვილისამებრ მოხვდება ან სამოთხეში ან ჯოჯოხეთში.
 
ქმარი ხელში წაავლებს ხელს, არა ქმარი ფეხში - ოი-ოი-ოი!!!

- [საიდან] სადაური ხარ.
იისფერი ვარდები.

* * *
[მე მინდა ვკითხო]
„ქართული წიგნი“-ს, მსურს, ვკითხო ციგნებს:

* * *
შემნახველ სალაროსთან რიგში ჩემს ყურადღებას იქცევს ძველი ე. წ. „მოქალაქე“.. დინჯი, დარბაისელი ყარაჩოღელია. უზარმაზარი ძეწკვი პიჯაკის ჯიბიდან მიდის შარვალის ჯიბისაკენ..
- უკაცრავად, არ შეგიძლიათ მითხრათ, რომელი საათია?
- ემ წუთას.
მან ძეწკვისკენ წაიღო ხელი და დაიწყო ჯიბიდან საათის ამოზიდვა, სწორედ ისე, როგორც ზღვიდან იღებენ ღუზას, ანუ ღრმა ჭიდან სარწყულეს. და აი, ჯიბის საათის მაგიერ, ამოიღო მან მაგიდის უზარმაზარი საათი, ჭრელ მოქალაქურ ცხვირსახოცში მოწიწებით გახვეულ საათს დახედა და დინჯად სთქვა: როვნო ბეზ ჩეთვერთი დევიტ!
ასეთნაირი საათის დანახვამ რიგში მხიარული განწყობილება დაბადა.
- ალიხანოვ - დაიძახა ამ დროს მოლარემ.
- აქა ვარ - [დაიძახა] უპასუხა მოხუცმა და სალაროს ფანჯარას მთელი გულმკერდით ჩამოაწვა..
- მოაწერეთ ხელი - უთხრა მოლარემ.
- ემ წუთას! - და მოაწერა ხელი: ქართულად, რუსულად და სომხურად!
- ეგ რა ამბავია, ძია.
- ეგრე ვაწერ ხელს, შვილო, მუდამა.
- რა საჭიროა სამს ენაზე?
- ეგრე ვაწერ, ეგრე..
და ბაჯბაჯით, ცალ ხელში სალაროდან მიღებული ფულით, მეორეში საათით, კარებისაკენ გასწია...
 
*
სცენა გლეხებთან:
გლეხები სჩივიან ისახანის ისევ და ისევ მრავალ უკანონობაზე... (კომისარი უწყრება გლეხებს, როგორ ბედავთ ისახანზე ცუდს სიტყვას, მას ენდობა მთავრობა). ეხლა კი დავრწმუნდი, რომ...

სცენა: ეხლა აქ წავიდეთ, ეხლა იქ წავიდეთ.
(ჩამოხმა კაცი ისახანის ნდობის მოპოებაში, რადგან სხვა გზა არ იყო).
ისახანი სრულებით ენდობოდა მას. აი, როცა ქალაქში ჩავალთ, სურათი ასე გადავიღოთ (დადგებიან ცოცხალ სურათად).

მოქმ. III.
I. მოხუცი გამოუსვლელ მდგომარეობაშია, როგორ უნდა მოიქცნენ.
II. მამა და ქალიშვილი ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გასაჭირს. მამა გამოსთქვამს აზრს, რომ შესაძლებელია ცოლად წაყოლა, რადგან იგი უკვე შერიგებია მთავრობას.
III. მოჯამაგირე: „აბა, ცოტა ხანს კიდევ, საცაა მოვა წითელი ჯარი“.
IV. მეზობლები, მეზობლის ქალები.
V. „ისახანი, ისახანი მოსულა!“
VI. ქალი გასათხ. გადაცმულია სხვა ტანთსაცმელში. იგი ემზადება გასაქცევად.
VII. ისახანი. რა ხმაურობაა მთელ სახლში. შემოდის გასათხ. ქალი. იგი თანხმდება... ოღონდ...
VIII. მოხუცი და მისი ქალი.
 
მოქმ. IV.
I. ქალიშვილი და მისი სატრფო - იგებენ, რომ პატარა რაზმი მოდის შესაპყრობად.
II. მოჯამაგირე და ისახანი თანხმდებიან მახლობელ სოფელში წასასვლელად საქეიფოდ, სანამ ქალი მოეწყობოდეს.
III. ისახანი - მეგობრებს: მომილოცეთ, მომილოცეთ.
IV. მოხუცი ვეღარ ცნობილობს თავის სახლს (მონოლოგი). ისინი მიდიან ერთის გზით, ესენი წავლენ მეორეს გზით.
V. მიდიან მთვრალები.

სურათი II.
მათ მოსვლისთანავე ისმის ცხენების თქარა-თქური.
ოთახში შემოვარდება წითელ არმიელი, რომელიც აკეთებს საველე ტელეფონს..
ისახანი და სხვ.

უკანასკნელი IV მოქმ.
დაღუპვა ისახანისა.

*
1. მსოფლიო უფსკრულის სიბნელესა და ოდნავ მოციმციმე ვარსკვლავებს შორის მოსჩანს პატარა, მაყურებლისაკენ მომავალი დისკოსი.
2. დისკოსი [უკვე] უფრო და უფრო იზრდება და ეხლა სჩანს, როგორც ბურთი.
3. [ბურთის მსგავსება სულ ახლოა] ბურთი კიდევ უფრო ახლოვდება; დასანახავი ხდება მისი თავისივე ღერძის გარშემო ტრიალი.
4. ბურთი ეხლა სულ ახლოა. მაყურებელი ამჩნევს დედამიწას.
მიწა! დედამიწა!
5. ნათლადა სჩანს ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა, ავსტრალია და ანტარკდიდა, თოვლით დაფარული. სჩანს მბრწყინავი სივრცე ოკეანეთა.
6. დედამიწის ბურთი აქა-იქ შემობურვილია მსუბუქი, გამჭვირვალე ღრუბლებით.
7. მოძრავი, თავის ღერძზე მოტრიალე დედამიწა. და აი იქ, ცენტრში კიაფებს მოსკოვი.