შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-486-14 - 1930 წელი


ეს არის სიცოცხლე? ეს არის ცხოვრება?
სამოვრებად. დამგლოვრება.  ესაშოვრება. საწორება.
მონახე ხუთი დოქი.

„ეპოპეა“. დ. მესხი. „ეპოქა“ და არა „ეპოპეა“.
Кунсткамера.

- ვინ ჰკითხავს მაგას?
- „ეპოპეა“ - ხა, ხა.
- მივიღე.
- სუფრაზე არ მოვიწვიე.

„ამას დავამტკიცებ მალე“.
რომ ჩაგამწაროთ?
შემოვიდენ და შემიშალეს ხელი.

*
აკ. გვახარია: გ. ტაბიძის „ეპოპეა“ გადმოიტანეთ თუ არა?
ტიციან ტაბიძე: გამოვიდა თუ არა შენი „ეპოპეა“.
აქ მუშაობს განსაკუთრებული  რაზმი გამყიდველების. აქ არის შეთქმულება.
„სახელგამმა“ არ იცის, სცემს „ეპოქას“ თუ „ეპოპეას“. ვინ არის აქ დამნაშავე? გავიგოთ!