შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-59 - 1930 წელი


N. B.
სადგურისაკენ სწრაფად მიმავალ ტრამვაიში ჩემს მახლობლად იჯდა ოთხი ახალგაზრდა გლეხი: ორი მოზრდილი, ორიც თორმეტ-ცამეტი წლის ბავშვი. ეტყობოდათ, რომ თუ ოთხივე არა, სამი მაინც პირველად იჯდა ამ „შაითან-ურემში“: ოთხივეს [სწრაფად] თვალები უბრწყინავდა სიხარულით და სიახლის განცდით.
- რა ქარივით მიჰქრის ე ტიელი - სთქვა ერთმა... თან სამივემ ჯიბიდან ორ-ორი შაური გადასცეს მეოთხეს, რომელსაც მათ ანგარიშში ხელად გადაეხადა ფული.
- ეს როგორ მალე მოვედით სადგურამდე - წამოიძახეს მათ, როდესაც შორიდან დაინახეს სადგური. სამივენი სწრაფად წამოხტა და კარებისაკენ გაეშურა.
- დაიცა, დადგება, დადგება - მიაძახეს აქედან, იქიდან.
- მე რა ვიცი, - სთქვა ერთმა, - შაიძლება არ დასდგეს და მერე...
- არა, დადგება, დადგება! დაიცა! თავპირი არ დაიმტვრიოთ! დადგეს.
ტრამვაიც ამავე დროს შეჩერდა:
- ჩვენც ჩამოვიდეთ? - ჰკითხეს ბავშვმა გლეხებმა უფროსებს.
- არა, თქვენ აქ დაგვიცადეთ.
ბავშვები მართლაც დასხდენ და ისხდენ, სანამ ტრამვაიდან ყველანი არ გავიდენ.
- ჩამოეთერით, თქვე ოხერ ტიელებო! მართლა კი არ რჩებოდენ? - დაიძახეს ქვევიდან გლეხებმა.
ბავშებმა ერთი მეორეს გაოცებით შეხედეს.
- ჩამოდით მეთქი! - გაიმეორა გლეხმა.
- აბა, ჩადით ჩქარა - მიაძახა ვატმანმაც.
ბავშები ფაცი-ფუცით ჩამოვიდენ ტრამვაიდან.

*
მომხსენებლები. დეკლამის არტისტები. Певцы.

ყველაზე უფრო დიდი ჟურნალი არის „მნათობი“. ხომ არ მოხდა იქ რაიმე ამბავები.

1. მემარჯვენეები მნათობში.
2. ცისფერი ყანწები.
3. თანამგზავრ.
4. ძველი შკოლების არ სიბრძნე.


პაციფიზმი
განმარტება ლენინის. დასაწყისი პაციფიზმის.
1. პირველი.
2. გამოაკლდება პაპის...
ამხანაგებო! მე მინდა წაგიკითხოთ რამდენიმე [სტრ.] ადგილი ლექსიდან „პაციფიზმი“. რაში გამოიხატება პაციფიზმის თანამედროვე მნიშვნელობა.

*
ნ. ალექსი-მესხიშვილი, გ. ქუჩიშვილი, გ. ხეჩუაშვილი.

1. თქვენი წარსული მუშაობის შესახებ.
2. ეხლანდელი მუშაობის შესახებ.
უნივერს. მუშა.

*
მბეჭდავთა კლუბი. „ცუტრიზმი“.  მიშა.
გალაკტიონ ტაბიძის. კულტსექტორი.
7. 8. მაისი. ბაღი.  2.000. 3.000.
1 [მაისს] ივნისს ვალ. დოლიძესთან.
ფასი 25.

მაიაკოვსკი. რეკლამა.
პროკლე, ილიკო, ელო, გ. ტ., გ. ქ.
თორემ ერთბაშად ხახვი არ დამათალოს ყურებზე.
Посредрабис.

*
N. B.
მეთვალა.

შავი ზღვის გემები
ამასაც უნდა ერთგვარი ნიჭი
მოგზაურობდე გემით „ილიჩი“.

*
1. რა საკითხები გაინტერესებთ.
2. პასუხი იმდენად ინტერნაციონალურია.

*
სიო ხიდისთაველი.
ზესტაფონი, ტეხნიკუმის ქ. 24, ზურაბ ჭაჭიაშვილს.

ასაკგადასულთა საღამოს 10 წლედი. ჩიქ.
Бакаки Цкалши Кикинебс. Зокинусь.