შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-58 - 1930 წელი


მკერავთა კომუნა.
სტამბაში და გოსიზდატში.
საცვლები, ფეხსაცმელები, კალოში (სად?).
აბანოში.
საჭიროა 6 წყვილი წინდა.
საჭიროა ცხვირსახოცები.
მოვიდა თუ არა სვიტრი?
 
17-14 - სახლის, 14-35 - დაწ. აკაკი სირაძე.
საქ. ვაჭრობის მაღაზია № №26.
ყოფილი გპეუს შენობა ძერჟინსკის.

*
Условно: 1930-32 წ.
„ბატონ სტიმსონის ტაქტიკა და მისი შედეგები“.

დაე, ჩააქროს ამ გულწრფელმა ხმამ,
თუ გაწყენიეთ უნებლიეთ რამ.

ლექსი ყოფნის არის სარკე.
შენც პოეტი ხარ, მეთარგე.

გამრეკელი იოსებ. 1903-დან.

*
Выходит, что я великий царь.
Когда! Смерть!
ილიკო ქურხული. ორხევის შესახვევი №7 ( ციც. აღმარ. ზევით კაზარმისაკენ).

*
გამოთქმები:
- ხუთი კაცი ხართ, ხუთი სახარება შეგეწიოსთ.
- იცით თუ არა ტეხნიკა, ინჟინრება, უფროსება ტეხნიკისა?
- მე ტეხნიკი ვარ.
- ცხოვრება მარტო ტეხნიკა როდია.
- სიკვდილი სჯობია ამნაირ ცხოვრებას.
- ამნაირს?
- ამნაირს!!!!

ძირს „ნევრასტენია გრავია“
1. ნერვიულობიდან არა გამოდის რა.
2. ვნერვიულობთ (თუ გვანერვიულებენ?) ამდენი ხნის განმავლობაში, არაფერი ხელშესახები არაა.
3. საუკეთესო მაგალითი დამშვიდებული საუბრისა არის მაქსიმ გორკი, ჩვენში - ფილიპე მახარაძე, რომელიც კარგად მუშაობს. საზოგადოთ, ეგრეთ წოდებული "ძველი გვარდია" განირჩევა სიდინჯით, დადებითი სიმშვიდით, რაც...
4. ახალგაზრდობას ყოველთვის ახასიათებს ეგზალტაცია. ეს გადამედო, მგონია, მეც.. არ ვარგა.
6. ნევრასტენია „გრავია“ არის წარსულის ნაშთი. იგი ერთგვარად ახდენდა გავლენას ჯანმრთელებზედაც, ვინაიდან...

*
განცხადება მიეცა სახელგამს 5 მაისს.
ახლა:
მე არ გამიმხილეს, თორემ ეს გადაწყვეტილი იყო მაშინვე.
იგი მოქმედობს თავისი აზრით, და დამარცხდება.

*
ანავთლ. (ტრამვაიც მიდის).
რკინისგზის ქვე-სადგურს, „მომეცით ნავთლუხი“.
კოტე რატიანი საბილეთო კასაში.

*
„Кончаловский только тогда сможет полностью раскрыть свое  большое дарование, когда он найдет в себе силу сделать еще один, на этот раз крупный и решительный поворот от формализма и за человека, как здоровую человеческую особу, увидеть человека, как здоровую социальную особу“.

Изв. 1930. 2 мая. №603.

*
[კირი, თლილი ქვა.] ქვევით ურიცხვი მილების ხე-ტყე,
[ქვები,] ზევით კოშკები და კიოსკები.
მათში მიმოდის ქალი ყოველდღე,
რომლის სახელი არის როსკიპი.

[არავინ] არარა ქვეყნად არ მეცოდება,
[ისე, როგორც ის - ეული, მარტო.
მისი მწარეა სახელწოდება,
როგორც სახელი უცხო: მონ-მარტრი.]
როგორც მონ მარტრის ვიწრო გალია.
მისი მწარეა სახელწოდება
და ხმა, რომ ქალი მუდამ ქალია.
 
*
27 მაისს ლაუ არტელი, 3-4 საათზე.
გოგოლის ქ. №57.  გიორგი ნასარიძე. 28 მაისს 12 ს. დღით.
ნიკოლაძის ჩიხი №6.  დემნა.
საქ. ცაკის კანდიდატობის დუბლიკატი №284  და ამიერ-კავკასიის რკინის გზებზე უფასოდ მოგზაურობის დუბლიკატი №284.
 
*
Неужели так безжалостно влияют на тебя грязные люди, как  Дзидзигури и др. Ты мне сказал год тому назад точно такие  слова, какие ниже теперь ты от себя искренно так пишешь,  больно!

არ მაღელვებს დალალ-კავი,
        ძუძუები სავსე.
გინდ ჩემს მკლავზე მედოს თავი -
        გინდა ცოლის მკლავზე.
მაგრამ...

*
23-43 - ევგ. რადიოში. 9-3 საათი.
10-41 - გობრონ აგარელი. 1 სტამბა.
მთელი ამბავი. კ. №56, №58, №908. 908 решает все.

*
„უომრად კაცის მორევნა
სახელად არ ეგებისა“.

მეფე ვახტანგ VI

ნ. ბარათაშვილი დაიბადა 1816, მიაღ. 1845 - 29 წლისა.
 
Агинов.  აგინოვ. 3000.

* * *
ეს რა ბოზი მოთრეულა,
სახელად ჰქვია თინაო,
ცისფერყანწელი ბიჭები
ყველა ზედ შეიჯინაო.
 
* * *
ავანთოთ შეშის ფარნები,
შევიქნეთ...

*
რა განსხვავებაა?
გერცელ ბააზოვი: ასრულდა თუ არა ჩემი წინასწარმეტყველება.
ეს ლექსი დაბეჭდილი იყო ჯერ [სალიტ.] „პოეზიის დღე“-ში, შემდეგ მთლიანად გადატანილ იქნა „ეპოქა“-ში.

„ნარკომსნაბ“: პაპიროსი, ფეხსაცმელი, თეთრეული.