შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-52 - 1930 წელი


შენიშვნები:
შენიშვნა ყაზბეგზე.
საჭირო წიგნები ავლაბ. კინტ.
ვერჟბიცკი და პოპოვი.
მიხეილ ზახარიჩი და სხვ.
შმერლინგი. ტარუაშვილი.

*
სადგური კალაგერანი. ძორაგესი. 1-ლი უბანი. ტარიელ ტარუაშვილს.
შვილი სოფრომ ტარუაშვილისა (გლახაშვილის).

*
ვერჟბიცკი და პოპოვი - ჩემის აზრით - ორივე შოვინისტია და დამპყრობელი. ძალიან დიდი დაკვირვებაა საჭირო.
Вержбицкий.
Когда Галактион из <писчиков> вылезешь.
მოგვაშორეთ სულიერათ გაცვეთილი ხალხი.

*
- В Тифлисе я долго не могла бы жить.
- Да, тоска!
ექსკურ. ფ.

არ ვყოფილვარ კაცი!!! თუ პოლიოს არ ვუტირე დედა.

- შეიძლება გავახვიო (თუთუნი).

*
ლიტ. ოლიმპიადისთვის უნდა შეეკვეთოს რომანსები და დეკლამაციები:
შავერზაშვილს, მ. ბალანჩივაძეს, ა. ბალანჩივაძეს, კ. ფოცხვერაშვილს, ზ. ფალიაშვილს, ლ. ფალიაშვილს, ვ. მეღვინეთ-უხუცესს, ვ. დოლიძეს.
კავშირი მოსკოველებთან.
თარგმანები რუსულად:
1. ელ. შერრი, 2. ვალ. გაფრინდაშვილი, 3. ვლ. ბოგდანოვსკი, 4. ფ. პეჩალინი, 5. კ. ჩერნიავსკი.

შალვა ჯანბერიძეს „ეპოქა“ და პოემა „მოჯ. ცხოვრ.“

*
1. კომუნისტი, 2. მუშა, 3. ახ. კომუნისტი, 4. დროშა, 5. კოოპ. ცხოვრება, 6. მოჯამაგირის ხმა, 7. ტარტაროზი, 8. კოლექტივიზაცია, 9. შოლტი, 10. უღმერთოს ხმა, 11. "მნათობი", 12. წითელარმიელი.
წითელი არმია ძლიერია თავისი შეგნებული დისციპლინით.
13. განათლ. მუშაკი, 14. პიონერი.
15. სოცშეჯიბრება (5 დღეში - I) პროფკავშირები. ოქტ. 15 წელი.
16. პროლეტ. მწერლობა.

*
მოწყალე. დასაცოცხავი. ოცხელი.
კაი ძმაკაცობა.
მე ჩოხა მისთვის მაცვია.
მოთამაშე ლეკურის.
შენ ჩემი ძმაკაცი.
სამოწყალო.
ცეცხლის სასხლავით მოსხალი.
„Мы старые друзья с вами, товарищи русские поэты. Жаль, что с нами бедного Пушкина нет“ (А).
უმწიკვლო პიროვნება ბენიტო.
მიხეილ ზახარიჩი, სტალინის სიძე, გასტრონომში მსახურობს, კოოპერატივში, სტალინის და ჰყავს ცოლად. Волна, но...

- ჩვენ რეზერვში გვყავს 2.00 <...>.
სტალინი!!! ოო!!
- წიწაკა. რა არის ოჩერედში დაგვაყენე ხალხი.

*
პაოლოს - პანღური.
გრიგოლს - ყურის აწევა.
ტიციანს - დედიმისის.
არასდროს, გალაკტიონ, არ დაივიწყო!!! 3  პაპიროსი - არასდროს. არასდროს.
მე მოვ...

*
გამარჯობა თქვენი!
მოვსპოთ ტეხნიკური უცოდინარობა.
Борьба за <проф... плак>.
Борьба за мировой Октябрь.
Массовым вступлением в <осо...влак> и <м...> ответим на угрозу империал.
На наглый вызов имп.

Магистральная 30. ცინცაძე. საღამ. 6-7.

*
სახელგამი. ვინ არის კოლეგია?
დამკვრელობის შესახებ წერილი და პლანი.
სობესში. დღეს გავაკეთებ უსათუოდ.
სასახლიდან ფილიპესთან ან ვისმესთან.

ლომიძე - Через месяц прочту во дворце искусства.
კალანდაძე - მინდა თქვენზე მოხსენება.

*
ძალიან ბევრს კითხულობდა (მ. ზანდუკელი კი სწერს, რომ არაფერს კითხულობდაო).
რაფიელ ერისთავი ამბობდაო: ის დრო სჯობდა, როცა ორთაჭალაში ბოზებს ტაკებზე ხელს ვუტატუნებდიო.
დიდებულია კინოსთვის საზამთროების გადაგ., ერთი რომ მეორეს ესვრის დუქნებისაკენ.
არა-ინტელიგენტური, არამედ დეპკაკუნური სურათები!!

დამავალეს მეთქვა: ჩამობრძანდით, ძმებო, საქართველოში.

თუ მოძმეს არ მოვეხმარო -
რად მინდა თავი ცოცხალი.

საიათნოვა. ვა!

У бур. русских представление, что мы только с кинжалами.
А? разве? კიდევ რა უნდა წაიშალოს?
როგორ ეპყრობოდა ბურჟუაზიული რუსული მწერლობა საქართველოს?
Зарежет, непременно зарежет. Бухарин.

საინტერესოა რამდენი ორკესტრია ტფილისში?
სიმფონიური. Духовой.

გამოცალიერებული.
„მოჯამაგირის ხმა“. შალიკო ჯ.

*
საჭიროა წიგნები:
1. აქვსენტი ცაგარლის ყველა ტომები.
2. „ღალატი“ ქართულად.
3. ჩანგი ვასო აბაშიძისა.
4. გრიშაშვილის ძველი ტფილისი.
5. გუდიაშვილის შესახებ წიგნი.
6. კინტო აკაკი წერეთლის.
7. Вишновый сад Чехова.
8. ვაჰ, დრონი, დრონი!
9. ფ. მახარაძის წერილი კომუნისტში.
10. ოსკ. შმერლინგის კარიკ.
11. ფაშალიშვილის კინტაური.
12. მუნიციპალური მუზეუმის ნახ.
13. "საზანდარი" ანუ უქმი შემაქც. სკანდარნოვასი.
14. ტფილისის გეოგრაფია... დ. დონდუასი.
15. ძველი ტფილისი (ცნობარი).

*
1. პაპკები სხვადასხვა ქაღალდებისათვის, „Дело“-ების მსგავსი.
2. Пероч. ножик. 3. Пресс-папье. 4. Маяковский.
Ударные газеты - გამოწერა.
გამარჯობა. ბათურა.

ტფილისი, კრილოვის ქუჩა №10.
მე-3 სართული. ეზოდან მარცხნით. გალაკტიონ ტაბიძე.

*
7 სეკტ., 1930.
- გამარჯობა. როგორა ხარ. ხომ არხეინად.
- ვარ... ჯავრით რა გამოვა!

- ვიყავი სოფელში. ყურძენი ჯერ არ დამწიფებულა. არის ლეღვი. კიტრი მიილია. ჭყინტი სიმინდი, ღვინო, არაყი.

ტფილისი. თფილისი.
მხიარული მეეტლე.
სამტრედიელი თანამგზავრები.
ხურდა ფულის ამბები მრავალია.

- რა ამბავია სოფელში.
- კოლექტივებია (აქ, ამბავი მბეჭდ. კლუბში. ძველი ასოთამწყობის).
ასოთამწყობები! ასოთამწყობები!!!

შრომის ბირჟა.
თორგომიანისა - პოდ., კარაპეტ. - თარ.

*
ნაროუშვილი - დიდებულად შემხვდა. მან მითხრა.. თუმცა შენ არ მომეცი წიგნი, მე მოგცემ ჩემს პოემებსო. კარგი ბიჭია. გამოდგება ეჟენ პოტიესთვის, კონფერენციისთვის. ეტყობა, კმაყოფილია წიგნის გამოსვლით.

*
- მეგრელებმა ასე იციან. როცა სჭამენ სადილს, მერე გევაჭრებიან - ჰე - ბოლოს!!
წით. სასად.

*
9 სეკტემბერი.
ტფილისი. ტრამვაელების კლ. უფასოა - ხალხი მაინც ცოტაა. ბაღში უკრავს ორკესტრი. ბაღი განათებულია - ძალზე.
კინო.
ჯერ ექიმის ლექცია ჰიგიენაზე. ის მოუწოდებს დიასახლისებს ფარდების ჩამოხსნაზე. რაც იწვევს საინტერესო შეკითხვებს: რატომ თვითონ ექიმები ხმარობენ თავიანთ ბინებში ფარდებს? ფარდები უკეთესია თუ ბუზები? მოგვიწყვეთ კარგად ბინები? და სხვ. ექიმი ლაპარაკობს ნიკოტინის წინააღმდეგ და სხვ.
კინო. მშვენიერი სურათებია. ნიუ-იორკი. ბერლინი. ლონდონი. პარიჟი. უზარმაზარი ცასართულები, არაჩვეულებრივი ქუჩის მოძრავობა, ავტოების ფანტასტიური მსვლელობის შემდეგ, ბრონეპოეზდი. წყალქვეშა ნავის საიდუმლოებანი და კომედია წითელარმიელთა ცხოვრებიდან.

*
10 სეკტემბერი.
- ეს ჩვენს მტრებს გაუმარჯოს!
- ვისა?
- ჩვენს მტრებს გაუმარჯოს.
- გაუმარჯოს, ძმაო, გაუმარჯოს! კარგი. დავლიოთ.
როგორ უნდა გავიგოთ?

*
10 სეკტ.
1. ნანეიშვილი (პოეტი პარ.).
2. ბენო გორდეზიანი (I სტამბა).
3. „მნათობი“ №№7. საინტერესო საუბარია თუთუნზე. დამალევინე, თუ ძმა ხარ, შენი თუთუნი. ო, ეს რა შედარებაა ამასთან (ამოიღებს ფედერაციას), გუშინ თუთუნი ვიყიდე, თურმე შიგ ურევენ სიმინდის ფოჩებს. მართლა, არ გეხუმრები, ნამდვილად სიმინდის ფოჩებია.
„მნათობი“ 6 წლის განმავლობაში ერთი ნომერიც კი არ გამოსულა თავის დროზე. ვისი ბრალია? რა თქმა უნდა, ცუდი ხელმძღვანელების.
- ისე ხომ ლაპარაკობენ?
- ლაპარაკობენ, დიაღ.
- საქმე?
- საქმეს არ უყურებენ. საქმის დრო არ არის. ლაპარაკის ეპოქაა. შენც უნდა ილაპარაკო, რაღა.
- როგორ ცხოვრობენ მუშები?
- ოო, ცუდი დროა, ძლიერ ცუდი დრო.
- გამარჯობა, მეტრანპაჟე.  ხარ არხეინად?
- განა შენსავითა სულ მუდამა ვსომ - რომა?.. აი, აქ არის ძარღვი? ვინ ავრცელებს ამ ხმებს. უნდა დავუმტკიცო.

*
10 სეკტ.
- ექიმმა წამალი გამომიწერა ავადმყოფი ქალიშვილისათვის. არ ვიცი, რა წყალში გადავვარდე - წამალი არსადაა. არც ერთ აფთიაქში არ იშოვება წამალი. ყინვა მინდა ავადმყოფისათვის - ნაწლავების ანთება აქვს - მთელ ქალაქში ყინვა არ არის... მე აქ ვმუშავობ, ავადმყოფს მოვლა უნდა, შვებულებას ვთხოულობ, შვებულება არ არის! რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე. - ასე ამბობდა სტამბის მოსამსახურე ქალი.
- არნო აკეთებს 150 მან. იქ კიდევ გამოსარჩენი აქვს. აქედან გადაიყვანესო.
- ბერიკაციშვილი? <საფრანგეთში> ასოთ ამწყობი.
- არტემა - ყრილობაო.
- სტამბა ცარიელია, ყველა ყრილობაზეა.
- № № მესამე სტამბისა. 6-62 ტელ.
- ექიმი. წამალი. კომპრესი. სიცხე. სიკვდილს გადარჩება? რა ვიცი. რა მეშველება. მეშინიან. ყინვა დაადეო, სპირტის კომპრესიო.. რა ვიცი, რა ვიცი.
- ასოთამწყობებს ასეთი ამბავი აქვთ.

*
შაფაქიძეს - მე ავუხსენი ყველაფერი დაწვრილებით:
მან მითხრა:
- მე გეტყვით: უნდა დატრიალდეთ 15 სეკტემბრიდან (Завед. пенсионным отд. მალე ჩამოვა). დატრიალდით ზაკციკში, სხვაგანაც. თქვენი საბუთები და ქაღალდები ყველაფერი აქაა. აქ ისეთები, ვიღაც „ციმბირიდან“ ჩამოსულები იღებენ პენსიას. მაშ ასე - 15 ოკტომბრიდან. ზევიდან.

კოჩიაშვილი - მაისში მივდივარო საზღვარგარედ.

ვმუშაობ 12 საათს. თუ ასე არა, ადმინისტრაცია ასე გიყურებს, არ ვიცი. სასად.