შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-51 - 1930 წელი


10. VI. 30.

ს. კ. - სვირიდან, სვირიდან!
ნ. მ. - დეე, დავლიოთ სვირული.
ს. კ. - სვირიდან ჩამოვიტან მე!

გიორგის უთხრას, ვასო იყო-თქო.

*
Крым. Карасубазар. 2-ой Красноарм. пер., д. №18. Оле.

*
ანჯაფარიძე ვერიკო, დავითაშვილი მ., ჭავჭავაძე თამ., ჭიჭინაძე ხათუნა, ჟორჟოლიანი ალექსანდრე, მურუსიძე ანდრო, ღამბაშიძე შალვა, ჩხეიძე უშანგი, ჩხიკვაძე ვარლამ, ჯაფარიძე შალვა, ყალაბეგიშვილი ალ., ჭიჭინაძე.
25.
რეჟისსორები - დ. ანთაძე.
მხატვრები - დ. კაკაბაძე.
კომპოზ. - თამ. ვახვახიშვილი.

*
მინდა, დავარტყა მეხი
უანგარიშო გრძნობებს.

რაა იმისი ფარდი?

*
სერგო გერსამიას დაუძახოს მმართველმა ბილეთების გავრ.
გავაშელი. ჩხიკვაძე. ედ...

500 билетов.
გორისპოლკომი. განსახკომი.
ტელეფონის წიგნაკი.

პლეხანოვის გამზირი 75. „იზო“ ვეფხვაძე.

ფიზკულტურელები.
გრ. რობაქიძე. დ. კლდიაშვილი.
ერთად სურათი?

გახსენებები
ცისფერი ყანწების ორიენტაცია.
„მნათობი“-ს ორიენტაცია.
„პროლეტ. მწერლობა“.

*
სახელმწიფო კონსერვატორიის დარბაზი
კვირას, 1 ივლისს
გალაკტიონ ტაბიძე გააკეთებს მოხსენებას:
თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესახებ
ბილეთები იყიდება კონს. სალაროში
დასაწყისი საღ. 81/2

*
[სრულიად საქართველოს ცაკს]

ქართველ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი შუამდგომლობს თქვენს წინაშე, რათა კავშირის წევრს, პოეტს - გალაკტიონ ტაბიძეს, [მიეცეს რკინის.]  რომელსაც განზრახული აქვს დაამუშავოს ახალი წიგნი, მიეცეს [საშუალება] რკინისგზის მატარებლით [უფასოდ]  მოგზაურობის საშუალება.

*
შევდივართ ბაღში.
უზარმაზარ თუთის [ხეზე] ხიდან ქვეშ დაგროვილ ბავშვებს ტოტებს ურხევს ტრამვაელი მუშა. ბავშები ჟივილ-ხივილით ერთი მეორეს ცილობით და ჟრიამულით ეტანებიან ციდან კოხივით წამოსულ მსხვილსა და მწიფე ნაყოფს. „ეს თუთა - ხალხისაა“ - შენიშნავს ტრამვაელი..
აგერ ორი ძველის ძველი კაკლის ხე. რამდენჯერ, ჩემს ახალგაზრდობაში, გაგვიშლია სუფრა სწორედ აქ, ამ ორი უზარმაზარი ძველი კაკლის ხის ქვეშ. ეხლა ერთი მათგანის ტანი შემოსილია წითელი მატერიით და ლოზუნგებით: 5 წლიანი გეგმა 4 წელიწადში.

ვახტანგ არეშიძე - ტყის კულტურის ქუჩა №1.

*
Граждане, за ружья! К оружию, граждане!
На крыльях флагов, стоглавой лавою
Из горла города ввысь взлетелო,
Штыков зубами вгрызая в двуглавье
Орла императорского черное тело.

*
Карасубазар. Ольге Окуджава до востр.

Сильно болел. Теперь совершенно здоров. Желаю и тебе здоровья. Письмо пришлю. Целую.
Галактион

*
1. განსახკომი. ადგილკომის მდივანს.
Минусинск. Боровая 31. აპ. ბ.

*
და უნდა დაუჩქარო -
და უნდა გაქანდე -
 
იქ, სადაც რიონგესია
ქვეყნის ახალის მნახველი,
ჩვენის ზრდისა და შენების
ურყევი გამომსახველი.

წახველი. მახვილი.
 
*
უნდა აჩქარდე - და შენ კი
რომელი გზებით წახველი?
როგორ რბის, საქართველოის
ახალი ხანა მახვილი -
იქ - სადაც რიონგესია,
ქვეყნის ახალის მნახველი,
ჩვენი ზრდისა და შენების
ურყევი გამომსახველი.

მაგრამ მე მინდა ვახსენო
ბათომის მშრომელთ უბანი,
სად დღესაც მებრძოლ მუშათა
სისხლი სჩანს გადაუბანი.

მუნ აზნავთშენი შენდება,
განცვიფრდეს მისი მნახველი,
ჩვენი ზრდისა და შენების
ურყევი გამომსახველი.

კონტრაბანდი დამქონდა,
ბურთი ლელოს გამქონდა,
ბათუმი და ტფილისი
იყო ჩემი რეისი,
ვაი, ვუი, ნატანებს და სხვ.

კალანდარაშვილი
მართავს ავტოს საჭეს,
მიჰქრის, მიჰქრის, ავტო!
ნომერი აქვს ხუთი.

აქ ათწლედი ინტრიგის და
კინკლაობის გახდა ბაგა
და გაისმის ხშირად ხმები:
<ვაშა, ვაშა, დაჰკა, დაჰკა>.

აფთიაქს „წითელ მთვარისას“
ვეწვიოთ სტუმრად უცხოდა,
იქ აფაქიძე „მსახურობს“
(ისე მას მამა უცხონდა!).
კაცია იგი ყოფილი,
ამაყი სულით, გულითა,
თვის ქერქში ვეღარ ეტევა
ძველი დროს სიყვარულითა.

ეხლა ოსმანას ვეწვიოთ,
კაცია ახალ დროისი.

მომხრეებიც ჰყავს მრავალი,
მისგან გაგდებით მავალი.

კავშირში საქმე აწყვია,
მასზე აღძრული ფუთობით,
წამლებს არ მოგცემს, კვდებოდე,
ჰქონდეს თავსაყრად - ყუთობით.

სხვებიც გვყავს, მარა მათ შემდეგ
მოვდვათ ჩვენ ბასრი ჩანგალი.

ჯანაოზი ექიმი -
ბევრი გვყავდა ქებული,
საიქიოს ბევრი ჰყავთ
მათაც გამგზავრებული.

მაგრამ კვლავ დააბრუნეს
ორაგული წყალშია.

საბაშვილი ექიმი
მკურნალია ქებული,
საიქიოს ბევრი ჰყავს
იმას გამგზავრებული.

მუშებს უყვირის უხეშად
მიუკარები, ანგალი,
უებარია იმისთვის
ტარტაროზ კორის ჩანგალი.

მოხელეა ახლა ფოსტის,
საბჭოებზე გული მოსდის.

................................. უხეში,
.......................... სირუსეში,
................. ხელს მომეცხო,
ვერაფერი ვერ მომეწყო.

აგერ მოდის ჩვენი ბარდღა
თავის დიდი ულვაშითა.
გუშინ დილით წამოსულა,
................................................

მივატოვე ორთქლმავალი,
სავსე კვარტებს ვცლიდი მთვრალი,
ბრიგადირი ვარ დამკვრელი,
კახურ ღვინის გადამკვრელი!

მეტი არ არის ჩარა,
უნდა დავწერო ჩქარა.

ბოლოკაძეს დირეკტორსა -
ებრუცება თვალები.
დირეკტორმა დაამზადა
რკინისგზისთვის შპალები.
გაამზადა, მაგრამ საქმე
გახდა ხათაბალადა,
მისმა შპალმა,
არ იშპალა,
არ გამოდგა შპალადა.
ჩაიცინა დირეკტორმა
ჩუმად
ულვაშქვეშა და
სთქვა:
„სათბობი მასალაა,
გამოდგება შეშადა“.
 
კაცი-ჭამია
[ერთი ჩვენი მეზობელი]
შოვინისტი, [მეზობელი] გაიძვერა,
[ძმა კი არა]  მომწამვლელი შხამია.
[მეზობელი]  იგი ყველგან ცნობილია
როგორც კაცი-ჭამია.
მისი ბრძოლის მეთოდები,
[კომუნისკენ]  მსვლელობა,
[ერთგზით გამომდინარეა]  
ძველის-ძველი, მარქსისტული
მისი მსოფლმხედველობა,
ეროვნული საკითხები,
მისი - დასაბამიდან,
[ისევ] დუღს და გამომდინარეობს
მხოლოდ კაცის ჭამიდან.
მაგრამ კერძი ამ თამადას
თვით გაუხდა შხამადა,
კაცის-ჭამამ, არ იჭამა,
არ გამოდგა ჯამადა.
უთხრეს: [ძლიერ უკაცრავად]  ჭამას ნუ მივიღებთ
[არ მოვდივართ] წესადა და ადათად.
[ჩვენ სომეხი, სომეხად]  
მეზობელი მეზობლად ვცნოთ,
არა სუკის მწვადათა.
[ნუა] [თუა შუღლის ქადაგება,]
[ამნაირი] [შოვინისტის] თუ ყვითელი ქადაგება
მარტოოდენ შუღლია,
მასთან [ბრძოლა]  შებმა უნდობარი
ბრძოლის ერთი მუხლია.
[არ გიჯერის] ასე ამბობს, სულ ერთია
ჩვენი მთა და სერები -
ერთად, ძმურად [მიდის ყველა]  შევკავშირდეთ
კავკასიის ერები...
შორს არაა: მსოფლიოის
ერთა შორის-შორობა,
დაიშლება [ერთ დროშის ქვეშ]  და მის ნაცვლად
მოვა თანასწორობა.
[მაშინ] წავა კაციჭამიობა,
ქმნილი ველურ სვავადა,
ვით მოვიდა, ისე წავა,
წავა თავისთავადა.

საითკენ მიდის საქართველო.