შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-50 - 1930 წელი


14 მაისი, 1930 წ., სოხუმი.

ელო ანდრონიკაშვილი გიძღვნით ამ რვეულს ჩვენი პატარა მოგზაურობის მოსაგონებლად, და თქვენი დღიურის დასაწყისის დატად. გალაკტიონ ტაბიძეს.

[უცხოელები საქართველოში]
მყინვარი

[უცხოეთიდან] ლიტერატურას ბევრი ტურისტი
                           [მოდის] ახლავს გვიანი,
ზოგი [სულელი] კუბისტი და ფუტურისტი,
                          ზოგიც ჭკვიანი.

ზოგი [კვლევაში] სიზმრებში არის გართული,
                          როგორც ნიბლია,
ნატვრაა ზოგის [არის] მხოლოდ ქართული
                          [ძველი] სტილის ბიბლია.

ზოგს მყინვარზედაც, უახლოესი
                          ააქვს ტალახი,
რომ იქ იპოვოს ავეროესი,
                          ქრისტე, ალლახი.

იქ ეგულება მას მონასტერიც
                          მუხლ-მოდრეკილი,
თავის უამრავ ცოდვებს დასტირის
                          დრო - განდეგილი.

*
შემოდგომა 1903 წლის. მეფის ჭალაში.

პოეტის დღიური
*
მე არ მინახავს შენნაირი და!
ნეტავ ბეატაც როსმე მყოლოდა.
არ გამყოლოდა მწუხარება და
ცხრაას ხუთამდე არ მიმყოლოდა.

მე არ მინახავს შენნაირი და ნეტავ მყოლოდა.
არ შემჩვეოდა მწუხარება და არ მომყოლოდა.

*
და გზებს ტალახად [მოედო როგორც]  ასდევს ბალლახი.

1. დრომ გადათიბა, როგორც ბალახი,
ავეროესი, ქრისტე, ალლახი!

*
2. როგორ ვიმღერო ეხლა პეონი -
როგორც მღეროდა ანაკრეონი?

როგორ ვიმღერო ეხლა პეონი ან გრძნობა დიდი -
როგორც მღეროდა ანაკრეონი ან არისტიდი?

*
3. ოდისეისას აუშვებს აფრებს,
ანდერსენისას მოჰყვება ზღაპრებს:
„ო, სულო, გულო, ავგუსტინ,
დრონი იცვალნენ, იცვალნენ“.

*
4. თავბრუდახვევა მისი დიდია,
მისი ავტორი არისტიდია.

*
5. რომ შარი მოსდოს
თვით არიოსტოს!!!

*
6. ბუჩქთან მიმჯდარა როგორც ნიბლია,
და ხელთ უჭირავს ძველი ბიბლია.

*
სანტიმენტალურ დამბლად მოუდის,
ვერ ააღელვებ ბიჩერ-სტოუთიც.

*
7. გთხოვს: მომაშორე ავი ქაჯიო,
(თუ ბოკკაჩიო?).

*
და სიმფონიებს, როგორც ვაგნერი,
ამღერდებიან ყველა საგნები.

*
ბუალოს მცნება და თეორია,
აწ ძველის ძველი მეტეორია.

*
არა მოცარტი და ველასკეზი,
აგუგუნდება [შრომა] გრგვინვა ასკეცი.

*
8. და ცინიკური დღეების მტერი,
ალფრედ დე ვინის ახრჩობს ვოლტერი.

*
9. მე აღარ მინდა მდელო და კორდი,
                            ია და ვარდი,
არც თქვენი შელლი, თქვენი ვოდსვორტი,
                           თქვენი დეკარტი.

*
10. ცალ ხელში მინდვრის უჭირავს
                           [მახმურას] ვარდი,
და მეორეში კიდევ - დეკარტი.

*
11. იგი [ოცნება] მიზანი შეუდრეკელი,
ისევ იგივე: არის გეგელი!

*
12. მასთან ხანდახან, როგორც კაინი,
ამოცურდება ჰენრიხ გეინე.

*
13. რაგინდ განწირულ სიტყვას ჰკიოდე,
შენი აჩრდილი სხვაა, გიოტე!

*
15. და ამნაირ გზებს ასწერს რომელი,
უუძველესი დროის გომერი?

*
16. დრომ ბევრი თავის ზრახვები განდო,
მაგრამ რას იზამ შექსპირის ლანდო.

*
17. რაკი ეპოქა გასცდება ვადას,
იგი მოიტანს სხვა ილიადას.

*
ეხლა ჩემთვისაც ბრმაა და კუტი
ყოველი კანტი, ყოველი კუნტი!

*
18. არ ეცილება არავინ არვის,
ახალი ერის შემომქმედ დარვინს.

*
დღესაც ქუჩებში მრავალი დადის,
რომ „პროფილი“ აქვს მარკიზ-დე-სადის.

*
19. და მელოდიებს მიდამოს ფენს ის,
ელეგიური გმირი დიკენსის.

*
ძირს დაუშვია წამწამთა ქოხი,
მისი ღმერთია ზახერ-მაზოხი.

*
თვით კამოენსი უწოდებს ჰეის -
კარრერს, დიუმას, ზიბელს, კარლეილს.

*
20. მაღალ ვაზებზე გამოხატული,
გაჰქრა საფო და გაჰქრა კატული!

*
21. ყელში მოაბეს [ვარდების] კრიტიკის თოკი
და გადითრიეს ხრამში კლოპშტოკი.

*
22. რაკი ნიშნებით აღმოჩნდა ლუწი,
ჩამოსახრჩობათ მიჰყავთ კონფუცი.

*
23. ჯერ შორი გზიდან მოარონინა
და ვარდის ბუჩქთან დასვა კორინა.

*
24. და მიაყოლა თან მილიონი,
ლაფონტენი და კრებილიონი.

*
25. როცა ნიავი ზღვებიდან უბერს,
მოგიკანელთან [იგონებს] ვკითხულობ კუპერს (ფენიმორ კუპერს).

*
26. ეკლესიასთან ყეფდა ფინია,
მისი სახელი ლამარტინია.

*
სჯობია გასცდე და დაიფუკო,
ლაფაიეტო და ლაროშფუკო!

*
და სავარჯიშოდ იქცა ტენისად,
ბალი და კლუბი ლაფონტენისა!

*
27. ზარი არ რეკავს იმ ნაუ-ნაუს,
არც ის გალობა უხმობს ლენაუს.

*
28. ბევრმა კი ჩარგო ნაგავში დინგი,
მაგრამ სულ სხვაა მაინც  ლესსინგი.

*
30. ვერ გაიწია - თუმცა იწია,
იციან, თუ რა ლეიბნიცია.

*
29. მას სხვანაირი ახლავდა ნიჭი,
იგი ლორენცო იყო მედიჩი.

*
30. აი, ეს მხარეც, აი, მთაველი,
ეხლაც ბევრია მაკიაველი.

*
31. იმგვარად [ვეღარ] აღარ იმღერებს მდელო,
როგორც მღეროდა ერთდროს ლონგფელო.

*
32. არა დემონი, არამედ მტრედი,
ჩემს შედარებით არის მანფრედი.

*
33. ამბობს: საღამო არის გრილიო,
მისთვის ვრუბელსაც სჯობს მურილიო.

*
34. მაგრამ, სადაც კი არსებობს შური,
ვით არ ვახსენოთ იქ ტომას მური?

*
35. აღფრთოვანების გრძნობას მიუსევს,
მომავალშიაც ათას მიუსსეს.

*
36. თუ რეალური არის მიზანი,
ეგზოტიური ვის სძაგს ნიზამი?

*
37. თუ იმედი გაქვს ზეციურ ხვალის,
რა თქმაა, გაშლი ისევ ნოვალისს.

*
38. ათასი ღმერთი დღეს რომ მოვიდეს,
იგი გუშინდელს არჩევს ოვიდის.

*
39. მას ენატრება წამი სიამის,
პატრიოტია ომარ-ხიამის!!!

*
40. დღეც მზიანია, ცაც მზიანია,
მისი სიმღერა ოსსიანია.

*
41. უნდა სიმღერა უმღერო კარგა,
მაინც ლაურა, მაინც პეტრარკა.

*
42. სულ ყველა ზეცის ნიჭი ჰგონია,
სადაც კი სადმე პინკერტონია!

*
სხვა არ მინახავს კაცი იმდარი,
რომ ერთადერთი სწამდეს პინდარი!

*
43. მასაც თანა ჰყავს ორი ბატონი,
არისტოტელი, მერე პლატონი.

*
44. ვის შეუძლია, რომ არ უთხრას: ჰო,
დიდი პოეტი არის ედგარ პო!

*
45. შეკრებილან რა მობაასენი,
მათი ბაასი არის რასსინი.

*
46. არა აქვს შიში, არა აქვს რიდი,
რა კი აქვს რენე და მაინ რიდი.

*
47. მისი კივილი და გლოვის ზარი
იგივ გოტიე, იგივ რონსარი.

*
48. იტალიელო, ჩინელო, რუსო,
განა თქვენშიაც არ არის რუსსო?

*
49. უკვდავი არის იგი საათი,
როს მოევლინა მხარეს საადი.

*
50. როცა სხვა ქარმა დაიწყო ქროლა,
შენი დღეები სავანაროლა.

*
51. ვერ შეერთდება თვით ჩვენი ლანდი,
მე ბოდლერი მწამს, მას კი ჟორჟ-სანდი.

*
52. ო, ამოდუღდი ლესბიის ქაფო,
ო, მოგვიყვანე კვლავ იგი საფო.

*
53. მერე რა ვუყოთ, რომ არა გვანდეს,
სენ-ბოკს, სენ-სიმონს [და] ანდა სერვანტესს.

*
54. მონოკლით დადის გონება- მოკლე,
სხვებს კი ჰგონიათ, იყოს სოფოკლე.

*
55. აღმოაჩინა ახალი რადი,
მას უსათუოდ ჰქვია სოკრატი.

*
56. რელიგიისკენ უჭირავს თვალი,
თანამედროვე მადამ-დე-სტალი.

*
57. ამბობს: თუ ვინმე გამიგებს ხმასო,
მე ახალი ვარ ტორკვატო ტასსო.

*
58. არ დამკარგველი შიშით გონისა
[გმირი] ქალი ბალლადის  ტენისსონისა.

*
59. ზოგი ოდებით, ზოგიც მდურებით
მოიშლებიან ტრუბადურები.

*
60. სად მანგატანის მოსჩანს გენია,
ვეებერთელა უიტმენია.

*
61. ვის დარჩენია რომელი ბუზი,
გამოჩენილი ქვეყნად ფირდუსი.

*
62. გადაიხრება მზე ოქროსფერი,
და დაიწყება ისევ ფლობერი.

*
63. და ამოუშლელ ოცნებად გიზის
შენ გაზელები ომარ-ჰაფიზის.

*
64. არა ჯორჯი და არა ბრიანი,
არამედ ძველი შატობრიანი.

*
65. დაუბრუნდება ისევ ხათრიანს
რეალ ავტორებს - ერკმან-შატრიანს.

*
66. ოღონდ კი მაინც ახსენოს რამე,
ოღონდ გადარჩეს მისი შახნამე.

*
67. მაგრამ ასეთ გულს დღეს ვერც შენ შველი,
დიდო ბაირონ და დიდო შელლი.

*
68. და იფინება ახალი ღრუბლით
მოუღრუბლავი შილლერის შუბლი.

*
69. და მოკუმული სდუმან ბაგენი -
ეს - შენიეა და შპილგაგენი.

*
70. იგი მოწყენით ახლო გაუარს,
ძველებრ მოღუშულს შოპენგაუერს.

*
71. იდაყვ-დაყრდნობით, რაღაც გულმოკვლით
ამის მნახველი სდუმს ემპედოკლი.

*
ვ. ჰიუგო:
მე ვუმღეროდი ნოემბრის ფოთლებს,
ზეცას, მოფენილს მწკრივით წეროთი,
იმ შინაგან ხმებს, შუქებს და ლანდებს,
იმ შებინდებას [მე ვუმღეროდი] შენ გიმღეროდი.
მე მითქვამს ყველგან, მე მითქვამს ასჯერ,
Notr-Dame De Pari - და კვაზიმოდო,
უკანასკნელი დღე დასასჯელის
გულგამგმირავად მის ხმაში კრთოდა.
ნაპოლეონი იყო პატარა,
მაგრამ მრავალი და ათასფერი,
რომანტიული [იტაცებდა] აიტაცა რა
ქვეყნის ლეგენდა და აგასფერი.
[ის] მე მენესტრელი ვიყავ რიგების,
მე მოქადაგე ვიყავ იქამდის,
წყნარი სინათლის და შერიგების
და არა ბრძოლის და ბარიკადის.

ტ. გოტიე:
ხმა შეშლილი და გადარეული,
აი [რა არის თავი და თავი] რომ იყოს, გვინდა, ზღაპარი,
ერთია ლექსის ხმა არეული
და შეშლილების თავშესაფარი.
მოასხით ჯოგი მეტაფორების,
ჰიპერბოლებიც, [სხვადასხვაგვარი] როგორც წესია,
ხმა რაც მეტია ამთაგორების
და გადარევის - უმჯობესია.

ბოდლერი: ესეა.
ვერლენი: წესია.
რემბო: უმჯობესია.
სხვები: ესეა. ესეა. ესეა.

*
100 პოეტი.
5 типогр. ვალიკო მაღლაკელიძე.
და აღსასრული აკადემიზმის.

*
კამოენსი:
[კმარა, მუზავ, კმარა. ჩემს ქნარზე უკვე აღარ არის აკორდები, ჩემს ხმაში უკვე აღარ არის ხმოვანებანი; (მე არ შემიძლია ვიმღერო [ყრუსთვის და] ყრუ, გატლანქებული ხალხისათვის, რომელიც უკვე ვეღარა ჰხედავს სიმშვენიერეს. და არც არაფერი, სრულიად არაფერი ისეთი არ არის ჩემს სამშობლოში, რომელსაც შეეძლოს ააფრთოვანოს და აამღეროს ჩემი გენია: გონებადაკარგულს, გამოფიტულს, ზიზღის ღირს ერს შერჩა მხოლოდ ერთი მისწრაფება: მდაბალი და ამაოთა ამაო მისწრაფება - ოქროსადმი.]

[„სული ცისფერი ულვაშების“ - ამ ლექსით გათავდება პოეტის 300 ნაწარმოების ჩამოთვლა.]

[მუზავ, კმარა, [მუზავ] კმარა, კმარა!
ქნარს დაეტყო ხნოვანება.
არც აკკორდთა რეკავს ზარა,
არც ხმაში მაქვს ხმოვანება.

[მე არ ძალმიძს] [და] იქ ვიმღერო, ხმა ვერ ბედავს,
სადაც ხალხი ყრუა, ტლანქი,
ის შვენებას ვეღარ ხედავს,
რა გონებას უხშობს ბანგი.

ო, სამშობლოვ! აღარ დარჩა,
არასფერი, არასფერი -
ქნარს ჩააცვას ისევ ფარჩა,
[აამღეროს] და აანთოს აგასფერი!!

გამოფიტულს, აზრდაკარგულს
[ფურთხის ღირს] დღეს ხომ ღირს ერს - შერჩა ერთი
მისწრაფება - და გულდაგულ
[გაქანების] გატაცების ერთი წერტი.

[ამ] ეს ამაო, [ამ] ეს მდაბალი
გატაცება იქ ბობოქრობს,
სადაც თვალი, [მღვრიე] ხარბი თვალი
მოპრიალეს ხედავს ოქროს.]

*
ლოპე-დე-ვეგა:
სიბრძნე, ყოვლის შემძლეობა. ღვთაებრივი სიყვარული. ღვთის წყალობა. სწორი სამართალი. მოწყალება. სული. თვითგანგება. სიამაყე. შური. ფუქსავატობა. აზროვნება. რწმენა. დაეჭვება. სისულელე. ნუგეში. იმედი. ეკლესია. კერპთთაყვანისმცემლობა. ცოდვა. [Ревность] იჭვიანობა. კანონი. იუდეელები. ყურანი. ქრისტე სხვადასხვა მეტამორფოზებში.
მადონნა. ალქაჯი. წყვდიადი. სინათლე. ატეიზმი. ერესი. იდუმალება. ბუნება. სინათლის ნაწილები. სიზმარი. ოცნება. დრო. სიკვდილი. სტიქია. წლის ოთხი დრო. ხუთი გრძნობა. მცენარეები. პატრიარქები. წინასწარმეტყველები. მოციქულები. ანგელოზები და წმინდანები.

ლოპე-დე-ვეგა:
გესმის თუ არა, მეგობარო, ის,
რაც მე ვთქვი ეხლა?
კონფერანსიე:
მესმის!
ლოპე-დე-ვეგა:
ეე, სტყუი, მეგობარო,
ვინაიდან მე თვითონ
არ მესმის რას ვლაპარაკობ...

*
ყვირის, მოძრაობს, ბრუნავს ბაზარი,
უზარმაზარი პეშვით დაფანტა -
დილამ ამ ხალხში ასარ-ბასარი,
ყოველი ბანდა და კონტრაბანდა.

ყოფილი გაქექილი აზნაურის
აბლაკატის მრწამსი
მრწამს ყოვლის შემძლე ოქროის კერპი,
                    ძე მისი ოქროდ სახელ-დებული,
მწამს თამასუქის ბრწყინვალე გერბი,
                   მრწამს პროცენტების გზა დიდებული.
მწამს მიმდინარე ანგარიში და
                   ბუჰღალტერია მისი სამმაგი.
მრწამს ერთი ჩეკი ქაღალდთ ჯიშიდან,
                   მისი ჩემდამი მე მწამს ამაგი.
მრწამს ხარკი. მუდამ ვიგონებ მას მე,
                   სახელმწიფოში დღე რომ გაზრდია
და ის, რომელიც მაჭმევს და მასმევს,
                   მწამს. სწორედ ის მრწამს მე დინასტია!
მრწამს აქციზი და გადასახადი
                   ზედნადები თუ პირდაპირია.
ჩემის ხერხემლის მრწამს მოქნილობა,
                   სხვა ხერხემლი კი არ მჭირია.
მწამს კათოლიკურ ეკლესიისაც,
                   და გულში ვიცემ მოკუმულ მჯიღებს,
ვლოცულობ წმინდანს მე იმა დღისას,
                   რა დღესაც ვდგები და ფულებს ვიღებ.
მე ვიმედოვნებ: მოზნექით ვერხვებრ
                   ნელნელა, როგორც ერთ მიზანს ხოლოს
[მწამს მოვახერხებ] მივაღწევ როსმე, ო, მოვახერხებ
                   მაღალ ხარისხზე ასვლას დაბოლოს.
რა სიამაყით გავალ კრებაში,
                   ვეწვევი კლუბებს, [სახლებს] ბაღებს, კაზინოს.
ვიცი, მოვკვდები პატივდებაში
                   მიცვალებულს კი ვერვინ დასცინოს:
საფოლაქეში მექნება ჯვარი -
                   [მაღალი] ჯილდო მრწამს. ამინ. ეს ასე არი!

ყოფილი ვაჭრის მრწამსი
დიდი ძალა აქვს ფულს და ის ძლიერ უნდა გვიყვარდეს.
ყელაზე რეგვენს იგი ბრძენად აქცევს.
კოჭლს ასწავლის (აიძულებს) - სირბილს (რბენას),
მუნჯს - ლაპარაკს, ენას ამოადგმევინებს.
უხელოც კი - ისიც სწვდება ფულებს.
ყველაზე ბრიყვი და სულელი რომ იყვეს - ფული გადააქცევს გიდალგოდა და მსწავლულად.
რაც მას მეტი აქვს ფული - მეტია მისი დამსახურება.
ვისაც არა აქვს ფული - ის თავისთავის ბატონიც კი არ არის.
ფული - ეს ალკალდია და ღრმადპატივცემული მოსამართლე, მრჩეველი, გაქექილი კლიტის გამღები, კარის გამტეხი - და ალგვაზილი.
იგი მართავს ყველა თანამდებობებს.
გაქვს ფული და - შენ გაქვს გართობა, სიამოვნება, სიხარული, კეთილი განწყობილება პაპის.
შენ მიიღებ ხსნას, შენ შეგიძლია იყიდო სამოთხე.
სადაც ბევრი ფულია, იქ ბევრი ფუფუნებაცაა.
რომის სასახლეში, სადაც მისი ყოვლად უწმინდესობაა, მე მინახავს, თუ როგორ [სცემენ თაყვანს ფულებს] მდაბლად სცემდა ყველა თაყვანს ფულს.
ყველა მას დიდის ამბით,
ყველა თავს იმცირებდა მის წინ, როგორც უმაღლესობის წინ,
ყველგან, სადაც ფულს ხმარობენ, მე მინახავს სასწაულები;
ბევრს, რომელთაც დაიმსახურეს სიკვდილი, ფული ანიჭებდა სიცოცხლეს.
სხვებს, რომლებიც უდანაშაულოები იყვენ, ფული ჰკლავდა იმავე ადგილას.

*
დიდი ძალა აქვს ფულს - მოთვალთმაქცეს
და ის ჩვენ ძლიერ უნდა გვიყვარდეს.
ყველაზე რეგვენს ის ბრძენად აქცევს,
კოჭლს აიძულებს რბენას, სიმარდეს.
მუნჯს ფული ენას აადგმევინებს.
უხელო - ისიც კი წვდება ფულებს,
ყველაზე ბრიყვი ვინმე რომ იყვეს,
შეჰქმნის გიდალგოდ, განამსწავლულებს.
ვისაც [მეტი აქვს] ჯიბეში [ფული] ის მეტად ჭყავის,
მეტია მისი დამსახურება.
ვისაც არა აქვს - ის თავის თავის
კაცი არ არის. ის ზედმეტია.
ფული ალკალდი არის მაღალი,
[და] ის მოსამართლე, [პატივცემული] ბრძენი ვექილი,
მრჩეველი შენი ახალთ ახალი,
[და გაქექილი] კარის გამხსნელი და გაქექილი.
თანამდებობებს ხომ იგი მართავს,
გაქვს სიხარული, ლხენის კედელი.
გაქვს აღტაცება და გაქვს გართობა,
განწყობილება პაპის, კეთილი!
შენ მიიღებ ხსნას, შენ შეგიძლია
იყიდო თითონ [სამოთხე მთელი] სამოთხის გული,
იქ ფუფუნების ბევრი ღვიძლია,
სადაც კი ბევრი არსებობს ფული!
რომის სასახლეს კაცი რომ დაჰყვეს,
სად ცხოვრობს მისი უწმინდესობა,
მინახავს, როგორ მდაბლად სცემს თაყვანს
[ფულს ყველა] [უმრავლესობა, უმცირესობა]
ამ ლითონს ყველა: სამწყსო, მწყესობა.

ყველგან სადაც კი, [არსებობს ფული] ფული ნახულა,
სასწაულებიც [მინახავს ბევრი] ნახულა რთული.
სიკვდილი ვინაც დაიმსახურა,
ისევ სიცოცხლეს [ანიჭებს] აძლევდა ფული.

ვისაც არ ჰქონდა დანაშაული,
ფული იმავე ადგილას ჰკლავდა.
არის თუ არა ეს სასწაული?
[სთქვი] და ამ სასწაულს ვინ გაუმკლავდა?

რეგვენი. კოჭლი. უხელო. ბრიყვი.

* * *
ღრმა მწუხარება აღარ მანებებს
ისევ უფსკრულში გადაქანებას.
როდემდე ვივლით
ასეთ ტკივილით?
როდემდე უნდა მივყვეთ ზმანებებს?

* * *
ყოველდღიური სიზმრების ნატვრით,
ერთ თეატრიდან, ან სხვა თეატრით,
როდემდე ვივლით
ასეთ ტკივილით,
ან წარსულ დღეებს რატომ შევნატრით?

* * *
სარაჯიშვილი როცა მღეროდა,
მას ის სიმღერა ბედათ სწეროდა,
როდემდე ივლით  -
ასეთ ტკივილით,
შემოდგომისნო ჩრდილნო წეროთა?

* * *
შემოეფინა [სულს] გულს კოცონებად,
და დასწვა ძველი თავმოწონება,
როდემდე ივლით
ასეთ ტკივილით,
შემოქმედებავ, აზრო, გონება?

* * *
უბრალოებავ წარსულთა წამთა,
ის აღარა მწამს, რაც წინად მწამდა,
როდემდე ივლით
ასეთ ტკივილით?

*
განებებს - გადაქანებას. ივლით - ტკივილით. ხათრით - შევნატრით. ცად ამაყადა - გადამახატა. წეროთა - ბედათ სწეროდა. თავმოწონება - კოცონებად. მწამდა - წარსულთა წამთა. არხები - გულს მემარხები. არშია - ძლიერ ქარშია. თოვლი - ნაბიჯი ყოვლი. თანდათანა - დაატანა. წუთიცა... მეთქვა - გულის ფეთქვა. წეღან... სურვილი - მიწურვილი. ბჟუტავი - სულთამხუთავი. მარცხნივ - გადაანარცხა. გაუჩაღა - მუჭა-ღა. როგორც მირტყმული ტყვიაში ტყვია - პირუტყვია. ურგები - პეტერბურგები. ხვედრი - ვვედრი - თეთრი - მეტრი. ფიცხელი - დასავიწყელი. მაშ, რა გაღონებს? ღრმათ-ღრმანი თვალნი. როცა განდევნი კაცს. ურთიერთს კბილით ხორცს გლეჯდა. სდგა ღამე. ჯიგრისფერ ალით. სული მიგუბდა და გული მტეხდა.

მზიანი დღე, როდესაც [თესვაა] თოხნაა
ასეთი დღე,
თამამად შეიძლება ითქვას, სავსეა რევოლიუციონური შინაარსით.
სავსეა ჯერარნახული, ჯერართქმული, ჯერარსმენილი
შემოქმედებითი მუშაობით!
ასეთი დღე
უდიდესია თავისი მასშტაბით და მეტისმეტად თვალსაჩინო
ხარისხობრივი მაჩვენებლებით.
პოეტი ხედავს ამნაირ დღეს
და უნებლიედ ადარებს დღეს გუშინწინდელს.
ის იგებს, სწვდება მის თვალწინ გადაშლილ
მოვლენათა აზრს.
ო, ასეთი დღეები,
ო, ასეთი გაქანებანი.
მრავალი ათასი მტკიცე ძაფებით არის დაკავშირებული ჩემთან, შენთან, მუშათა კლასთან,
მზიანი დღე, როდესაც თესვაა.
მასსების აღფრთოვანება უდიდეს რევოლიუციონურ ძალას აღწევს.
კოლმეურნეთა მრავალი მილიონიანი არმიის მიერ
მრავალი ათასი ჰეკტარი მიწის დათესვით
ასეთი დღე
მთელი ჩვენი ქვეყნის პირზე
ძლიერ ტალღად მიღელავს.
ახალი ძალით და უაღრესი გააფთრებით
ინგრევა, დაუნდობლად ინგრევა ზღუდეები, სამანები, კარჩაკეტილობა.
ასეთი დღე, ყამირო მიწავ,
მრავალი ათასი მტკიცე ძაფებით არის დაკავშირებული
მთელ მშენებლობასთან,
მილიონების გაფართოებულ ჰორიზონტებთან.
მთელ მის ძალღონესთან, ტვინთან, კუნთებთან და სისხლთან.
დაუნდობელ კლასობრივ შეტაკებაში
ახალი და ახალი
სიმაგრეები იქნება დაბყრობილი.
ვერავინ ვერ შეაჩერებს
ისტორიის ბორბლის ულმობელ ტრიალს.
ყოველი ასეთი დღე
უზარმაზარი ნახტომია,
განსაცვიფრებელი, გაცხოველებული აქტივობაა,
„მსოფლიოში კი არავის არ მოუხდენია
ასეთი უზარმაზარი ნახტომი“.
ასეთი დღეებით,
მშრომელთა მრავალი მილიონების შეუდრეკელი სურვილით,
მშრომელთა მასსების უდიდესი მხარის დაჭერით,
მრავალი ათასი ჰეკტარი მიწის დათესვით.
როდესაც მასსების აღფრთოვანება უდიდეს რევოლიუციონურ ძალას აღწევს,
აშენდება
სოციალიზმი!
სოფელო, წინ, მსხვილ სოციალისტურ მიწათმოქმედებისაკენ.
წინ, წინ, საერთო შრომისთვის, საერთო მიწაზე.

მოსავალის აკრეფის დრო მოახლოვდა
მოახლოვდა
მოსავალის აკრეფის დრო.
ფიცხელი დრო, შემოდგომა მოახლოვდა.
ჰეი, დავიწყოთ მოსავალის აღება.
უკლებლივ და თავისდროზე აკრეფა. მისი მოვლა-შენახვა.
აბა, ვნახოთ თესვის ნაყოფიერება.
გაზაფხულის თესვა როგორ ჩატარდა, ვნახოთ!
უკვე კარს გვადგია შემოდგომა.
მუშაობის საჭირო ტემპები.
გაცხოველებული მუშაობა.
მზადება, მოქმედება.
ჭირნახულის სწორად და დროზე აკრეფისათვის
ყოველი ზომები უნდა მივიღოთ.
უნდა მივიდეთ
თვითეულ სოფლამდე,
თვითეულ კოლმეურნეობამდე და კომლამდე.
დაბლობებში,
მთაგორიან ადგილებში
გადავზიდოთ საჭირო ინვენტარი:
კომბაინი, ცელი და ნამგალი, ურმები,
ხარკამეჩი.
დავათვალიეროთ ბეღლები,
შევაკეთოთ საწყობები,
მოვაწყოთ ყველაფერი თავის დროზე,
გამოვიყენოთ ყველა ადგილობრივი სახელოსნოები.
გუშინ ქალაქიდან ჩამოვიდა
მანქანა-იარაღების შემკეთებელი მუშათა ბრიგადები,
მუშახელი
გვეხმარება ქალაქებიდან მოსავლის აკრეფაში,
ჩამოდიან აგრონომები.
მოახლოვდა მოსავლის აკრეფის დრო.
მოახლოვდა შემოდგომა!!!

*
ამისმა ჯავრმა არ გამათავა?

ხეშტერა კაცი მოიყვანს საცხა რაცხა ჯიქურას,

და ოთონთოში ბურსალობს მარტო...

აი სიტყვა სიტყვით მისი პასუხი:
- ამისმა ჯავრმა არ [მომკლა] გამათავა?! ხეშტერა კაცი რაცხა ჯიქურას მოიყვანს, ის რა კოლეკტივი [იყო] იქნება. ოთონთოში, გაუვალ ტალახში დათვივით მარტო დაბურსალობდა, ვაი ჩემო დღეო, ვაი ამის მოსწრებას! ეხლა ჩაჩნებივით რო ეიკირკლებიან - გუშინ დანასისხლად გადამტერებული ლეღენთერები, ეგია საქმე? [ძვალმსხვილი, მაჯაგი მაგათში რომ ერიოს ვინმე, კიდე ჰო.] არა, ძამია, არა, გულს ვერ დავდებ - [თქვენ] შენ რო წითელ ნიღაბს უძახი - ისაა ძვალმსხვილი, ისაა მაჯაგი, თვარა ვინცხა ბაღანასავით დაცინცილობს, გეშველა ახლა შენ! აი სათამაშოსავითაა.. მართლა. კი ეინგრა ყორიფელი, მარა მალე ნახავს ყველა რანაირი მაცა-მაცა შეიქნება. არა, არ გამოვა.

[კრუხის პალო]
კრუხის პალო - ასე დაარქვეს კაცს მომცრო ტანის გამო (მე არ ვიცი ნამდვილი სახელი და გვარი).
- კრუხის პალო.
- კრუხის პალო.
- კრუხი რაა, მისი პალო რა იქნება!
იგი ღარიბია, იგი იხუთება ფიზიკურ და მორალურ ჭუჭყში, არაფერი არ გააჩნია და [კულაკებს] წითელ ნიღაბს კი ეხმარება. მას არ დარჩენია არაფერი გარდა ტრაბახისა.
- ერთხელ ჭიდაობაში მე წავაქციე ნესტორ ესებუა.
- კულა გლდანელს ხელი მოვტეხე.
იგი სერიოზულად ამტკიცებს:
- საკმარისია ერთი ჩვენი იმერელი კაცის მრისხანე გამოხედვა და რამდენიმე ათასი მომხდური მტერი უკუიქცევა.
თავის პატარა ინდივიდუალურ კარმიდამოს, სრულიად პატარას, ნოყოზე  გაშენებულს, იგი უწოდებს მრავალმნიშვნელოვან მაღალ „სასახლეს“.
მე დავათვალიერე ეს მისი „სასახლე“ და ერთი შთაბეჭდილება გამოვიტანე: ღარიბზე უღარიბესი გლეხია ეს ჩვენი კრუხის პალო, ეს ჩვენი პატარა კაცი (კრუხი რაა, მისი პალო რა უნდა იყოს, კრუხის პალო რაა, მისი სასახლე რა იქნება), მაგრამ რამაც გულიანად გამაცინა:
ეზოში პალოზე მიბმულ [თეთრ] ნაცარა კრუხს გარს ეხვივნენ ოქროსფერი ჭუჭულები. კრუხი გრუხუნით გარს უვლიდა თავის პალოს, რომელზედაც მკედის ბაწარი თანდათან ეხვევოდა. ამის გამო, რა თქმა უნდა, მცირდებოდა ფართობი [კრუხის] საბრუნველი ასპარეზისა და ბოლოს ის ფეხით მიეჭედა თავის სასაცილო პალოსა. ოქროსფერი ჭუჭულები კი [თითქოს ეკითხებოდენ] გარს ეხვეოდენ და ეხვეწებოდენ:
- ბებია, ბები! გაგვიშვი მინდვრად. ჭიანჭველების კვერცხები [საპოვნელად] ვიშოვოთ.
- არ შეიძლება, - გრუხუნებდა [ძელზე] ჩხირზე მიბმული კრუხი.
მასპინძელს შევეკითხე:
- რისთვის არ ჩაეწერე კოლმეურნეობის წევრად?
- ვაი, ჩემო დღეო, - სთქვა მან, - შუშად აზრდილი კაცი ვარ! მერე კიდევ, არაფერი არ გამოვა, ძამია, არაფერი, კოლეკტივებიდან. ჩვენი გლეხები ისეთია, რომ არაფერი არ გამოვა.
- როგორ არ გამოვა? - უთხრა ბრიგადირმა. აქ დიდხანს შეჩერდა ზოგიერთ საკითხებზე, მაგრამ ვერაფრით დაარწმუნა, მაინც [კულაკის] ბობოლას მხარეზე იდგა.
ვინ არიან ეს „კრუხის პალოები?“ - ჰკითხულობს ერთი ჟურნალისტი და უპასუხებს:
„ძირითად მასსაში, რა თქმა უნდა, ეს უბრალო [ადამიანები არიან] კაცუნებია, რომელთა სიბნელეს და პოლიტიკურ ჩამორჩენილობას გონიერად იყენებს თავისი მიზნებისათვის [ბობოლა] წითელი ნიღაბი. კრუხის პალოებში შეხვდებით ღარიბსაც, რომელიც „ინფორმაციას“ და „დასაყრდენს“ პირველ რიგში იღებს არა კომუნისტისაგან, არამედ თავის მეზობლის, ლუარსაბ ბოლოკაძისაგან.
მაგრამ არიან, [რა თქმა უნდა] ასე ვთქვათ, კვალიფიკაციის მქონე „კრუხის პალოები“, ადამიანები, რომლებიც იდეოლოგიურად შეზრდილნი არიან ძველ ადათ-წესებს, შეზრდილნი არიან ექსპლოატატორთა კლასს. ეზიზღებათ ყოველი ახალი. ეს კრიტიკულად მოაზროვნე ნაწილი „კრუხის პალოების“ არის ბობოლების იდეოლოგიური, ასე ვთქვათ, [„რაზვედკა“] დაზვერვა.
ისინი შეგხვდებიან არა მარტო სოფელში, არამედ ქალაქშიაც, ქარხანაშიაც.
ისინი შეგხვდებიან პარტიულებსა და კომკავშირელებშიც კი (თანამედროვე პოეტებში კი, რამდენიც გინდათ, იმდენია კრუხის პალო)“.
არ ვიცი, რომელ კატეგორიას მივაკუთვნო - ეს ჩვენი ცნობილი კრუხის პალო. საერთოდ ისინი წააგავან მშვიდობიან მოქადაგეებს, ხუმრობენ, ლაზღანდარობენ, ეხმარებიან [კულაკებს] ბობოლებს მავნებლობაში.
ისინი კარგად უნდა შევისწავლოთ, - ამბობს ჩემი თანამგზავრი.
გარეშემო კი გაცხარებული თოხნაა ყანის.
ლურჯ ზღვასავით გაფენილ სიმინდს აშრიალებს მზიანი, მშვენიერი დღე.
ასეთი დღე... (მე-5 გვ.).

*
ზაფრანას. აფრებს.
100 სართულიანი სახლიც!!!

მღერის ბალლადა იმ აღმაფრენას.

როცა მთვარეზე შევძლებთ გაფრენას -
                                    იმ დროისათვის!

ბალლადა იმ დროისთვის - როდესაც მთვარეზე შევსძლებთ გაფრენას.

- ვის უნდა მთვარეზე გაფრენა?
- არავის!
- არავის! ჩემს გარდა!
ჩვენი პლანეტაც კი მე ვერ მისწავლია, მთვარე კი...
- არასდროს.
- ვის გინდათ ქალი ლამაზი?
- არავის!
- ვის გინდათ ქალი ეთერი?
- არავის.
არავის არ გვინდა მთვარეზე გაფრენა.
ჩვენ გვინდა <მიწაზე> ძუძუებში ჩაფრენა.
ო, ძუძუვ, <მიძის გხევდე?> ძუძუ!

*
ეს იყო ათას ცხრაას ცამეტი.

- ბუბა, - გაისმის მთებად და ბარად, -
                                    სადა ხარ, ბუბა.

*
დოდო ანთაძე და მეორე ვიღაც, მაგრამ კარგი რამ.
ისიც ამბობდა, რომ შენ ხარ ქართული პოეზიის ვაჟა-ფშაველა (მთვრალები იყვენ).
- უნდა დაუახლოვდეო გრიშას.
- გაუხარდათ <...> მე ამისი სიტყვები...
- გენია ხარო!
- საზოგადოთ მიცნობენ!
ვილაპარაკეთ 2 საათი.
რა მეშველება?

1
[ცაზე] ციდან ლეგიონი [ღელავს] თეთრი ვარსკვლავების,
                   მთებში ეღვიძება ხეთა ათასეულს -
[ხშირად] სფინქსის ეპარება ფიქრი გამკლავების
                  [ნისლებს, ნაპირების] ლანდებს, ხიდეების  სიგრძივ გადასეულს..

სადღაც დაიძახებს, შორი მდინარიდან,
                  რაღაც ფრინველია, რაღაც ხმა-კისკისა,
და კვლავ სიჩუმეა. [მაღალ მყინვარიდან]
                  აჰა, ვარდისფერმა ალმა იგიზგიზა..

აი, სანახავი თუ გსურს, დიდებული,
                  მართლაც მშვენიერი, კარგი სანახავი:
[ცეცხლი მყინვარებზე] ღამე, საოცნებოდ შემოკიდებული
                  [ნისლი] ალი, მდინარეზე გადასანახავი..

ვიცნობ [მე] ამ [მთების] ნაპირთა ასავალ-დასავალს,
                  მაგრამ ყველაფერი ენით არ ითქმება,
როსმე მოგიყვები მათ თავგადასავალს,
                  და თმა, [გათენებავ,] თეთრო ღამევ, ყალხზე დაგიდგება.

მანამ შენს თანადარს გზები დაუფარჩოს
                  შუქთა შეკაზმვას და ალთა გაჭენებას.
იმ სწრაფს, იმ სანატრელ მერანს გაუმარჯოს,
                  იმ ცეცხლს გაუმარჯოს და იმ გათენებას.

[შემოდგომა]
დილა
ჰყვირის, მოძრაობს, ბრუნავს ბაზარი,
უზარმაზარი პეშვით ჩაჰფანტა.
[დილამ ეს ხალხი უზარმაზარი!]
დილამ ამ ხალხში ასარ-ბასარი,
ყოველი ბანდა და კონტრაბანდა.

*
პატარა ერში მწერლობა თავის განწირვას ნიშნავს.
ორთაჭალა, კრწანისი და ავჭალა კარგი საქეიფო ადგილებია.

ცისფერი ყანწი №29 .
და მთელი წლების, ათეული წლების მიყოლით ჩვენ თუმც ვშიმშილობთ, არ შიმშილობს... ყანწი.
ცისფერი ყანწი. 19.
Дрызнь.

*
გამოსარკვევია: კარგავს თუ არა ქართული ლექსი მუსიკალობას? თუ მართლა ასეთი ფაკტის წინაშე დავდგებით, უნდა შევისწავლოთ მიზეზები ასეთი მოვლენის (გაზეთის ენა, უცხო სიტყვების სიმრავლე, საზოგადოთ პოეტური კულტურის დონის დაწევა, ახალი კლასის, პროლეტარიატის ჯერჯერობით გამოუცდელობა ახალი კულტურის შექმნისათვის). შემდეგ უნდა შევუდგეთ ლექსის, როგორც ასეთის, კულტურის დაფუძნებას. აქ ძალიან ბევრს, მეტისმეტად ბევრს მოგვცემს ხალხური პოეზია, რომელიც განირჩევა სიმსუბუქით, უბრალოებით, მუსიკალობით. ხალხური პოეზია შეგნებულად გაურბის ყოველგვარ მძიმე გამოთქმებს, იგი ბუნებრივია. იგი კრისტალურად წმინდაა.

1. შვიდ წელიწადს ტყედ იარა! მთა და ბარი შეაჯერა.
............ დროსთან ერთად ეს იარა, ვერაფერმა შეაჩერა.
2. და დღემდე-რა... გადემტერა. ეს არსენა.
1. გამიხდა (რა გამიხდა?). გამიხდა (სახე გამიხდა). გამიხდა (ავად გამიხდა).
2. იარა (წყლული, იარა). იარა (ტკივილი). ია-რა (ია).
3. ახლავ ადექი. ახლავ ადექი.
4. სურათი. სურათი (სურა, დოქი).
5. შინიდან (სახლიდან). შინიდან (ავტოს).
6. შეიხარა (წარბი). შეიხარა (გადახარა). შეიხარა (ხემ).
დაჭერა (ორია). დაჭერა (ხელის).
შველი. შველი.
ნაბადი. ნაბადი (რაც რამ ებადა).
მდევი. მდევი (მდევარი).

*
გაუმარჯოს ძლევა-მოსილს სოციალისტურ მშენებლობას.
ა.კ.ს.ს. ფედერაცია.
[არვინ არ...]

*
იმფერია,
ბრიტანეთის იმპერია.

ინდოეთი ინგლისის
იმპერიის ფუძეა.

ინდოეთში 319 მილიონი
მცხოვრებია.
ინგლისს იგი მწარედ
გაუმთხოვრებია.

ბრინჯი, რომლის ფასები
ერთიორად იზრდება.

ჯერ სადაა ბავშისთვის
მოზრდილობის ჰასაკი.

მაგრამ შრომის დაცვაზე
ლაპარაკიც მეტია.

თვითო მათგანს აბარია,
რაც კი ქვეყნად მთაბარია.

გლეხობა სულს ღაფავს,
და ღატაკდება.

იმპერიალისტები
სულს ხდის გადასახადით.

ათეულ და ასეულ
მილიონთა წამება.

მაგრამ ის საძირკველი
მალე გაიბზარება.

მაგრამ უმუშევართათვის,
აბა, რომელს სცალია.

ეხლაც შეიარაღება
სწრაფი ტემპით სწარმოებს.

ასნეულებს
უმუშევრობის წყლული ბრიტანეთის იმპერიის მთელ ორგანიზმს.

გაუმჯობესობაზე
ოცნებაც კი ფუჭია.

სიღატაკის ინდუსტრია
დიდი, წარმოიდგინეთ, სამრეწველო ქალაქი ავსებული ქარხნებით და ფაბრიკებით, მოწყობილი ელექტრონით, კანალიზაციით, ტრამვაით - და სხვ. მზის შუქი ძლივს ატანს წარმოებათა უზარმაზარი საკვამლე მილების ტყეში. ეს არის ინგლისის საფეიქრო მრეწველობის ცენტრი ქ. ბრედფორდი. მუშების ბინები მოუწყობელია, სახლები პატარა და ერთი მეორეზე მიყრილი. მეცნიერებისა და ტეხნიკის მიღწევები სრულებით არ სწვდება მუშათა ახალშენებს, მათ არც წყალსადენი აქვთ, არც განათება, და, წარმოიდგინეთ, არც სანაგვე ყუთები. ხშირად მთელი ოჯახი მუშაობს და თავს ძლივს ირჩენს.
საშუალო ხელფასი კვირაში უდრის 12 მანეთს. კაპიტალისტები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მოიგონ. ამ მიზნით ისინი ამცირებენ ხელფასს, სარგებლობენ ძველი მანქანებით! არ აუმჯობესებენ წარმოების სანიტარულ პირობებს. სამუშაო დღე - 8-10 საათი გრძელდება. სადილისთვის დასვენება არ არის, მუშები დაზგასთან სჭამენ. საფეიქრო მრეწველობასთან ერთად კაპიტალისტური რაციონალიზაცია ამჟამად მძვინვარებს გემთამშენებლობის დარგშიც. ამ წარმოებათა მუშკორები შემაძრწუნებელ ფაქტებს გვიხატავენ.
გემთა მშენებლობაზე მომუშავეთა უკმაყოფილება იზრდება. გაფიცვები ყოველდღე ხდება. შრომის ექსპლოატაცია უმაღლეს წერტილამდე ავიდა. სამუშაო  პირობები აუტანელია. მუშათა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს ეძლევა ასე თუ ისე  დამაკმაყოფილებელი ხელფასი, უდიდესი ნაწილი ნახევრად შიმშილობს.
მწარმოებლები არ კმაყოფილდებიან მიღწეული შედეგებით. ისინი კიდევ უფრო აღრმავებენ რაციონალიზაციას, ამცირებენ ხელფასს, და მუშები მასსიურად გადაჰყავთ ერთი ადგილიდან მეორეზე, ან ქუჩაში აგდებენ.
ასე არის კლაიდში, ასეა ლივერპულშიაც, სადაც არასოდეს არ ყოფილა უმუშევარი, ეხლა უკვე რამოდენიმე ათასი კვალიფიციური უმუშევარია.

ლივერპულშივე არის ყველაზე საძაგელი წარმოება - ტომრების დამამზადებელი და შემკერავი უზარმაზარი სახელოსნო, ნამდვილი სამრეწველო ჯოჯოხეთი. ეს არის შავი და ბნელი, ნესტიანი ციხე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სადაც ქალები უმნიშვნელო ხელფასით დილიდან საღამომდე მუშაობენ აუტანელ პირობებში. ასეთია სიღატაკის და სისაწყლის საფუძველზე აგებული „აყვავებული“ ინდუსტრია, რომელიც შიმშილით ხოცავს მუშათა კლასს და ჯიბეს უსქელებს მადაახსნილ გათავხედებულ ბურჟუაზიას!!!

*
ჰცეცხლე! ჰკა! მოჰკალ! შეჰკარ! გაარტყი! მოსცხე. დალეწე. დასწვი! გაანადგურე. დაანგრიე. დასცი ძირს. დაჰკარ! აურ-დაურიე. აბა ჰე, აბა ჰე! დააცხრი! დაახეთქე.

რგვალი მორი.
მავნებლობას უდრის.

*
                            ეხლა გარს,
კოლეკტიურ მთა და ბარს.
გაერთიანებულ ჯარს.

ცეკავშირის კულტგანყოფილებას
ანგარიში
თქვენმიერ შეძენილია ჩემი წიგნი „პაციფიზმი“ 450 ცალი. ღირებულება ეგზემპლიარისა 45 კ. - რაიც შეადგენს თანხას 202 მ. 50 კ.; აქედან გამოაკლდება 30% = 60 მ. 75 კ.; მერგება - 141 მ. 75 კ.; გთხოვთ, გადამიხადოთ.
გ. ტაბიძე

*
საინტერესოა გაზ. „კომუნისტის“ ტირაჟი:
თბილისში - 22.915. ქუთაისში - 15.875. გორის ოლქი - 3.152. ოზურგ. მაზრა - 2.705. ბათომის ოლქი - 2.282. სენაკის მაზრა - 1.862. ფოთის რაიონი - 1.691. კახეთი - 1.484. ზუგდ. მაზრა - 1.130. სოხუმის ოლქი - 603. რუსეთი - 482. ა/კ. ფარგლები - 241. ახალციხის მაზრ. - 167. სამხრეთ ოსეთი - 124. სვანეთი - 89. ახალქ. მაზრა - 43. საზღვარგარეთ - 37.
სულ (აპრილი 1930) 54882.

*
1. კომინტერნის ქ.; დიდი პლაკატი (წითელი მატერია): გალაკტიონ ტაბიძე მართავს საღამოს.
2. ტრამვაის ვაგონებზე აფიშები.
3. Летучки нужны!!

ზარია ვოსტოკას სტამბა. სალინოტიპო განყოფ. ალ. მჭედლიშვილი. 8-3 საათ.; საბჭოთა ქ. №32.

ვასო გორგაძე, გრ. ცეცხლაძე, ქუთათელი, გ. ტაბიძე, ა. გაწერელია,
დ. ლიხელი, ლ. ქიაჩ., ვ. გაბესკირია.

ლიტერატურული მიმდ.: მემარჯვენე, მემარცხენე.
გოზალიშვილი.

1. საი. მინ. 2. დახმარება. 3. წიგნი.

პოსრედრაბისში:
1. რომელი დღე? (იქ რომ გადაწყდება, მერე).
2. ვინა და ვინ მიიღებს მონაწილეობას.

ბესო ჟღენტი, დათიკო მირიანაშვილი, ირაკლი მდივანი.

კლუბს:
1. ჰყავს თუ არა მხატვრები პლაკატებისათვის.
საჭიროა ნიმუში მოსაწვევი ბარათის. უბრალოზე არ შეჩერდე!

ნიკოლოზის ქ. 21. შალვა ჯორბენაძეს.

*
6.000 კაცი ეტევა. ავიყვანოთ 10.000.
თუ უნდა იყოს დიდი მასსა, საჭიროა ბილეთები უფასო იყოს, ან ფასდაკლებული.
ხელოვანთა სასახლეში: დამზადდეს მოსაწვევი ბარათები:
1. ქართველი მწერლებისათვის - 50.
2. სომეხი მწერლებისათვის - 50.
3. რუსი მწერლებისათვის - 50.
4. მარჯანიშვილის დასისთვის - 50.
5. მხატისათვის - 50.
6. სამხატვრო აკადემიისათვის.
7. მთავრობის წევრებისათვის.
8. ცეკასათვის.

„ვინ ჰკითხავს?“
- ხომ არა დაშავდება რა ბაღში? - ვკითხე მებაღეს.
- არა, თუ პატიოსნად მოიქცევიან. არაფერი.
საჭიროა კლუბის გამგეობის განცხადება ბაღის შენახვის შესახებ.
თუ დიდი ხალხი იქნა, მთავარი საქმეა წესრიგი.
აკოპ აკოპიანი.
კინოში [გ. ტ. მოთხოვნით] უშვებენ სურათს.
შესავალი სიტყვა დ. კანდელაკისა თანამედროვე პოეზიის შესახებ. [მისალმებანი.] იქნება ორი კინო!!

ადმინისტრატორები ჰყავს კლუბს.
საუბარი კლუბის გამგესთან, დოლიძესთან.
ჩემზე იქნება დაკლებული ბაღის ფასები.
Поэт и царь.
ორკესტრი: შეიძლება მოეცა.
პოსრედრაბისზე დამ.
კვირის და შაბათის გარდა.
Бесплатно კლუბის აკტივი - 200 კაცი.
ფიზკულტურლები. თავიანთ კოსტიუმებში, в парадном кос. (შრომის სასახლე. გამგესთან). მახლობლად აშენებენ თავიანთ დიდ დარბაზს.
სტუდენტები. მოსწავლე ახალგაზრდობა.
საღამო გაიმართება შუა ესტრადაზე, სადაც შთასაბერი (სასულე) ორკესტრი უკრავს.
კინოსაც ვიყიდი. ბუფეტსაც ვიყიდი.
მთავარია პრესსა, რეკლამა, აფიშები.
პროგრამა: შესავალი სიტყვა დ. კანდელაკისა.
ს. ხიდისთაველი, ქუჩიშვილი.
Артисты Гостоба и Госдрамы.
ოპერის, ბალეტის და დრამის მსახიობნი.
ბაღში დაუკრავს N ცხენოსან ლეგიონის სასულე ორკესტრი სეხნიაშვილის ხელმძღვანელობით.

*
13-78 - ტელეფონი მბეჭდავთა კლუბის.
აღმასკომის ქ. №6. ვანო წულუკიძე. რადიო-გაზეთის რედაქცია.
სამხატვრო განყოფილება. გიორგი ნადირაძე. ტრანსლიაციისათვის.
ყვირილის ქ. №6. აბრამიშვილი. პავლუშა კაკაურიძის ბინა.