შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-49 - 1930 წელი


[მუნიციპალური მუ...]

4 აპრილი.
1. პოეტი პოლიშჩიუკის ლექცია... პოლიშჩიუკს პიჯაკის ჯიბეში ცხვირსახოცის თავი (პარიკმახერჩინა).
2. მადლობა გადაგვიხადა, რომ ამდენი ხალხი დაესწროო (მუქარა. ირონია).
3. პოლიშჩიუკი ფაკტიურად უკრაინელი „ველიკოდერჟავნიკი“ ყოფილა. ის ხშირად იმეორებდა: „Ваш Ахметели мне говорил“. Наш Шевченко. Наша Энциклопедия.
4. პოლიშჩიუკი ლიტერატურულად მემარჯვენეა (ჯავახიშვილი, რობაქიძე, გუნდრუკელი).
5. პოლიშჩიუკი დეგენერატი ინტელიგენტია.
6. Узоров не надо! Долой, долой.

* * *
გიორგი ქუჩიშვილი და ილიკო ქურხული
დახეტიალობენ და აღვიძებენ პროვინციას.

*
Кирочная 30. ვანო ბუაძე. კოსტიუმი.
ვარლამ მიქაძე კარგ ქაღალდს მოგცემს.
25 рублей.
19-47. „ენი-კენდ“. ე. ტატიშვილი.

გიორგი სულუხია
- Никаких членов ЦИК-а я знать не хочу! - გაჰყვიროდა მთელ დარბაზში „კოვერკოტი“.
ამ სიტყვებმა აღშფოთება გამოიწვია, როგორც იქ დამსწრე საზოგადოებაში, ისე იქ მყოფ მოსამსახურეებში.
თვითონ უცნობი კი კატეგორიულ უარს აცხადებდა თავისთავის დასახელებაზე. ის მხოლოდ ცდილობდა, ძალზე მიედევნებია...

აბანოში მე მივმართე ამხ. გამგეს, მოეცათ ნომერი. მან ზრდილობიანად წინადადება მომცა, დამეკავებია N№3, სპეციალურად ცაკის წევრებისათვის დანიშნული.
მე უარი განვაცხადე, რადგან, ალბად, ეს ნომერი დიდია, მე კი ერთი კაცი ვარ მეთქი და ჩემთვის სრულიად საკმარისი იქნება რომელიმე სრულიად პატარა ნომერი. გამგე დამეთანხმა: რომ მე შემეძლო დამეკავებია №9.
ნომერით ხელში მე მივეშურებოდი აბანოსაკენ, როდესაც გამგეს მივარდა ძალზე გულმოსული სახით ჩემთვის უცნობი, კოვერკოტში ჩაცმული [პიროვნება] სუბიექტი და მრისხანედ მიმართა მას - რომ ჩემთვის არ მოეცა ნომერი.
გამგემ მოკრძალებით აუხსნა გულმოსულ ამხანაგს ჩემ შესახებ, რომ კარგა ხანია ვიცდი. [რომ ის პირა... და რომ მე ვარ ცნობილი პოეტი.]
- არ არის ეს ცაკის წევრი, - უცებ ხმამაღლა ალაპარაკდა უცნობი, - მე ვიცნობ ამ ვაჟბატონს, - და მოათითა ჩემზე ([ალბად] მან ამ დროს ირონიულად დამხედა ღარიბულ ტანთსაცმელზე და ცოტაოდნად შელანძღულ ფეხსაცმელზე. თვითონ ის გამოწყობილი იყო კოვერკოტში და ფეხსაცმელიც, რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთესი ჰქონდა).
კოვერკოტიანი კაცი მოითხოვდა, რომ არა სხვისთვის, არამედ მისთვის ეჩვენებიათ ჩემი ცაკ-ის კანდიდატობის მანდატი, რაზედაც უკვე მოთმინებიდან გამოსულმა ვუპასუხე, რომ ყველა უცნობებს მე არ ვემორჩილები და...
ალბად იმის გამო, რომ ღარიბულად ჩაცმული კაცი მისთვის არაფერს წარმოადგენდა, ის დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მე...
შემდეგ დამემუქრა, რომ ის გამოარკვევს, ვინა ვარ მე, რომ დამიბარებს თვითონ და „მაყურებინებს სეირს“, რაზედაც მე მხოლოდ ეს ვუთხარი: „თქვენი ნებაა“.
მთელი ამ სკანდალის დროს მე არ მითქვამს არც ერთი სიტყვა, რამდენადაც შემეძლო მე ვიკავებდი თავს, რაც სრულებით არ ითქმის ჩემს უცნობ მოწინააღმდეგეზე.
მე შევედი აბანოში და როდესაც ცოტა ხნის შემდეგ გამოვედი, ის პიროვნება ისევ წინ დამიხვდა, გადამიჭრა გზა და მიმართა გამგეს:
- მე გთხოვთ, ეხლავე ჩაიწეროთ ამ პიროვნების სახელი, გვარი, მისამართი და ყოველივე, თუ თქვენ არ გინდათ მაგრად მოგხვდეთ.
[მხოლოდ იმის გამო, რომ] თან ხელში ეჭირა და როგორც ძველი პრისტავი მათრახს, ისე ატრიალებდა ხელში თავის პარტბილეთს.
შემდეგ მან დიდის დამუქრებითი ტონით განაცხადა, რომ ის არის გიორგი სულუხია, წევრი პარტიის.

თითქმის [3 თვეა, რაც ავად ვარ] 2 თვის განმავლობაში ვიყავი ავად და [ცოტაოდენი] საკმარისად გაჯანმრთელების შემდეგ მე გავსწიე აბანოში, მიუხედავად ამისა...
უცნობი „კოვერკოტი“ დაჟინებით მოითხოვდა, რომ მისთვის მეჩვენებინა რაიმე მანდატი - მე მას განვუცხადე, რომ ამხ. გამგემ იცის უკვე ჩემი ვინაობა.
კოვერკოტი ბრაზობდა.
მომელაპარაკება...

ბლოკნოტი „გიორგი სულუხიას“ შესახებ
ტელეფ. №.
სად მუშაობს:
1. რომელ დაწესებულებაში.
2. რომელ რაიკომში.
3. არის თუ არა ცაკის წევრი.
4. არის თუ არა ცეკას წევრი.
5. არის თუ არა აკტიური მუშა.
6. კულტურული მუშა.
7. იცის თუ არა გ. ტაბიძე.
8. ვინაა მისი მეგობრები.
9. რა უფლების ძალით დამეჯახა და ატეხა სკანდალი. უტაკტო გამოსვლა. ხომ არ იყო ამ გამოსვლაში წინდაწინვე მოფიქრებული რაიმე აკტი?
ვინაა შთამომავლობით.
რატომ ასე ირონიულად მითხრა, რომ მიცნობს, რაც ვაჟბატონი ვარ, რაც პიროვნება ვარ, „რა ჩავიდინე ასეთი“?
რა იყო ჩემს იქ ყოფნაში უკანონო? მან ვერაფერი ვერ მითხრა.
იყო უსათუოდ მოფიქრებული მომენტი.
„პარტია და ცაკი“.
სად ცხოვრობს სულუხია. „Адресный стол“.
№ ტელეფონის „Орбеляновские бани“.
ვინ არის გამგე?
ვინ იყო ის ქალიშვილი?

Наплевать мне на членов ЦИК. Не доверяет.

*
სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 11-71. ჭანტურაია დიმიტრი.
„Организованная травля“.

*
- მავიდეს? (მოვიტანო?).
- მავიდეს! ვა! (მოიტანე, მაშა!).

- კაცი დაშხოშივით უნდა იყოს.
- ერთი ნაბადი მქონდა, დანასავით ბრჭყვიალებდა, სოფელში რომ გავივლიდი.

*
ჯერ ანატოლ ფრანსს, მერე ფლობერს მე შევამჩნიე ერთი მშვენიერი ჟესტი მოთხრობის წესში.
1. ანატოლ ფრანსს ინტიმური საუბარი გადააქვს საზ. ადგილას - თეატრში, სცენაზე მიმავალ მოქმედებასა და მონოლოგებში (სცენაზე ლაპარაკობს არტისტი), თავის საკუთარ საქმეებზე ლოჟაში საუბრობენ არტისტები. ეფეკტი შესანიშნავია.
2. ფლობერს ინტიმური საუბარი გადააქვს საზ. გამოფენაზე, სასოფლო-სამეურნეო მოსაწყენ კრებაზე. ამ მოსაწყენ ამბავებში მშვენიერი ინტიმური საუბარი გალერეაზე ორი ადამიანის, ერთს უნდა დაიმორჩილოს მეორე, ეფეკტი გენიალურია.
3. ასეთივე მომენტი აქვს პიერ ამპს „Золотоискатели“-ში.

*
ის, რასაც ატარებს მუშათა კლასი „დროშა“, არის თუ არა თავის სიმაღლეზე მდგარი.

სანდრო კანდელაკის ტოლა კაცი. ჰიყ! ჰიყ!
გენიალურია! უუშესანიშნავესი! რა დიდებულია!

*
ავლაბრის კუთხე. რესტორნის აგიტკა:
სიბრძნის წყარო
1920
სანამდისინ ჩვენ ცოცხლები ვიპოვებით, ვერ ვიტყვით: ჩვენი ჭირი ეს არის.
შექსპირი
ჩვენ ყველანი ბედნიერებას დავეძებთ, მაგრამ ძებნაში საფლავებს ვპოულობთ.
ბუდდა
სულელსა ჰგონია, რომ თვითონ ჭკუიანია, მაგრამ ჭკუიანმა იცის, რომ თავად სულელია.
შექსპირი
მტრისა სრულიად ნუ შეგეშინდება, მაგრამ ნათესავებს უფრთხილდი.
კონფუცი
ღამე დაწოლა მშიერი ბევრად სჯობია, ვალით და სესხით ვახშმის ჭამასა.
ფრანკლინ
თუნდაც თოვლივით თეთრი იყო, ხალხი მაინც დაგძრახავს.
შექსპირი
ვინც ბევრს ლაპარაკობს, ბევრსაც ნანობს, და ვინც სიჩუმეს ეჩვევა, ის ჭკვიანია.
სოკრატ
ძველი და ნაცადი მეგობრები რკინის ჯაჭვით გულზე მიიბი.
შექსპირი
ადრე დაწოლა და ადრე ადგომა კაცს მოუმატებს ჭკუას და სიმდიდრეს.
ნიუტონ

ქალი მუდამ სულელ საქმროს დაეძებს, რომ ადვილად მოატყუილოს.

შექსპირი

*
- ბილეთები, ტოვარიშჩი.
- ა, მაგას ნუ აბრალებ (მანეთიანზე ამბობს კონდუქტორი).

* * *
მუშათა ცენტრალური კლუბის ბიბლიოთეკა და წიგნთსაცავ-სამკითხველო არის „ველიკოდერჟავნიკული“ რუსული ორგანიზაცია.
იქ მოქმედებენ მხოლოდ რუსები.
იქ მბრძანებლობს კრეიტანი.
იქ არის საუბარი მხოლოდ რუსულ ლიტერატურაზე.
„რუსული სექცია“ ჰქვია სახელად იმ ლიტორგანიზაციას. შოვინისტური ბუდეა.
როგორც ვაკვირდები, „მუშათა ცენტრალური კლუბი“ ტფილისში არის რუსული კლუბი მხოლოდ რუსული წევრებით.
საჭიროა გამოკვლევა:
1. ვისია ბიბლიოთეკა.
2. სად არიან ქართველი მკითხველები.
3. ვინ ხელმძღვანელობს ორგანიზაციულად ჩამოყალიბებას მხოლოდ რუსებისას.
4. რამდენია ბიბლიოთეკაში ქართ. მკითხველი.
5. მოსამსახურე რამდენია შტატში?
6. რა ემართება მუშათა ცენტრალურ კლუბს, რომ მხოლოდ რუსული ლიტერატ. წრე ჩამოყალიბდა და არა სხვა ეროვნებათა წრე?
Собрание жуликов каких то – поклонников Крейтина.
Кто этот жулик, шантрапа здесь заведует библиотекой.
Конечно, если вызвать на серьезное собеседование, то они будут отказываться.
Русская общинная Церковь перешла здесь „Русская“ библиотека.
Аудиторию нужно Разгромить.
Такую несуразную, как: „толстая ли книга лучше или тонкая“ –  поставил Кретин. И этот вопрос (тот стоял за тонкую) обсуждается(!)
Хорош он – этот кружок.
ნეტა რატომ იქნა გაგდებული აქედან ანეტა კაპანაძე?
უსათუოდ არის ბრძოლა.

* * *
„მწვადი იწვის თუ არა?
ყანწი მოდის თუ არა?
ლეკურს უვლით თუ არა?
ღვინოს დალევ თუ არა?
ზურნას უკრავ თუ არა?
ქალები გყავს თუ არა?
ქართველი ხარ თუ არა?
ქუდი გვხურავს თუ არა?“

*
Домой идете ли вы?
1. არ იუარა.
2. ეს მატყუარა.
3. გვერდი ვინ აუარა?
[მით წაუარა.]
4. და ქვეყანაც ყრუა-რა,
[ვერასდროს დრო ვერ გაიგებს.]
5. თუ მემუარად?
6. იაგუარად!
გაავეფხვა, გაა, გააიაგუარა.

*
მემარჯვენეობა.
ცაკის მიერ გამოცემული საქ. რუქა.
დაფნა. მეშორაპნა.

[სტალინს] ისეთივე პატარა შუბლი აქვს, როგორც ვაჟა-ფშაველას და აკაკი წერეთელს.

წიგნები, რომლებიც მე მჭირდება.

К/20. Информационный доклад о жакте.
О расчете. Утечка.
Из отрывочных слов слышанных мною в разное время.


*
კოსტიუმი.
1. შავი შარვალი.
2. ლურჯი სამუშაო ბლუზა ან ხავერდის შავი ბლუზა.

*
სკრა.
მილიციელი მკითხავს: რა გინდა?
რას რაბი, რა გინდა.
რა გინდა? რა გინდა, რა?

*
ბრმას რად უნდა მუზეუმში შაყვანა,
ყრუს რად უნდა ოპერაში წაყვანა,
ღორს რად უნდა ოქროს ტახტზედ აყვანა,
ვირს რად უნდა დეპუტატად გაყვანა.

იეთიმ გურჯი

*
18-57. 9-05. 39.
Поличюк ничего не говорит о сущности укр. литературы. Он разск. историю.