შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-638-9 - 1930 წელი


                                      მუშას - გამომგონებელს

     კახეთში რომ ხნავს ინტერნაციონალი, ტრაქტორი, რომელმაც გამოვლო ამ­­დე­ნი გზა - ჩიკაგოდან ჭალადიდამდე.
     გაძლიერებული მაჯისცემა - ტელეგრაფის აპარატისა.
     ჩაფუშულ გეგმას - ფოლადის შინებით - დინჯი და მძიმე - მეომარი ინ­­დუს­ტ­რია­ლიზაციის - პირველად, ათეული საუკუნეების შემდეგ.
     მანქანები - გრიალებენ. მოლურჯოდ თეთრი კვამლი გლედიჩიებად იფი­ნე­ბა მილიდან. ბამბის ქულებად იპენტება. ამოწმებენ მოტორს, არწყულებენ ძაბ­რებით. შო­ფერი - სათვალეებით - ფუსფუსებს - ტრაქტორის შიგნით - თუ­­ჯის ძარღვებში.
     აი ეს ძრავი, მისი სისწრაფე.  დეფერენციალები, კორბიურატორი, სადაც გა­აფთ­რე­ბულია ველური ენერგია გაზის.
     ის მალე გაეცნობა ამ მანქანას იმნაირადვე, როგორც თავის საკუთარ ჯო­­რე­ლას.
     ახლად გადაკეთებული სოფელი.
     დადიან ინტერები.
     აქ ეხლა რამდენიმეა.
     შემდეგში აგუგუნდებიან ასობით ეს ფოლადის ესკადრონები. გაიზრდე­ბი­ან ბრი­გადებად, ბრიგადები - დივიზიებად, დივიზიები - არმიად - მოტორით - მანქანით - ძრავით. აქ ჯერ არ არის პროლეტარი. აქ გლეხია. მაგრამ საზ­ღვრე­ბი წაიშლებიან, რო­მელიღაც წერტილთან ერთმანეთში ხვდებიან მქუ­ხა­რე ქარხანა და მშვიდი მინ­დორი.
     მიდის ფოლადის ცხენი - აქა-იქ ღობეზე, სარზე კიდევ დარჩენილ ცხენის თავ­თან.
     ახალი ენტუზიაზმით!
     კვარის მაგივრად სანთელი „ღამურა“, [მოწყენილი] მკრთალი, ქარისაგან შე­წუ­ხებული სინათლით - მუშაობს ღამითაც საქართველო. გაჰყავს ახალი კვა­ლი.

                                                                             *

[კახელი] ჩასხმული, შავი, მზით დამწვარი, თითქო რჩეული
ერთი მეორის უკეთესი, [ჩვენი ბიჭები] ჩაითრია-რა
[ჰეკტარს ჰეკტარზე მიაწვენენ - ენტუზიაზმით]
მიწამ ჰეკტარმა, გამოცოცხლდენ ჩვენი ბიჭები,
[აჰა, მედგარი] მიაბიჯებენ, სიმღერამაც დაიგრიალა.