შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-638-8 - 1930 წელი


     ამოვისუნთქე თავისუფლად. ვარ წარმოებაში. ქარხანაში.
     გამოვექეცი რა დამპალსა და გახრწნილ საზოგადოებას, რომელიც მაგო­ნებს ხრწნის პროცესში მყოფ ლეშს, რომელიც დამპალი ხელებით მიიწევს წინ ახალი შე­მოქმედების ბურჯებისაკენ - და დაღუპვას უქადის მას.
     მაგრამ [გაქცევა] თავის დახწევა არ კმარა! საჭიროა ცეცხლის კალამითა და რკი­ნით ამოიწვას ეს მტერი, აღიგავოს პირისაგან მიწისა, რომ მტვრის ნა­­ტა­მალიც კი არ დარჩეს იმისაგან. რამდენი, რამდენი (სამუშევარია) რამაა ჯერ კი­დევ გა­სა­კე­თებელი. ხელები უნდა დაიკაპიწოს [ყველა] (ხელებდაკაპი­წე­ბით) ახალი ცხოვ­რე­ბის ყველა მშენებლებმა. და შეუდგნენ ახალი ცხოვრე­ბის შე­ნებას.  დავკრათ მტერს ყოველ ფეხის გადადგმაზე, სადაც არ უნდა იყოს, უშიშ­რად, შეუბრალებლად. კოშ­მარი თავში ჯერ კიდევ არ განიავებულა. მივ­დი­ვარ ქარხანაში. აი, რკინისგზის სა­ხელოსნოებიც. ისმის ხმაურობა და გუ­გუ­ნი მანქანებისა. კოშმარი იბნევა, იფან­ტე­ბა. შევდივარ სახელოსნოებში, შევ­დივარ  ახალ შემოქმედებით მუშაობაში: აი, სამ­ჭედლო ამქარიც. აი, რამ­დე­ნიმე ასეული მშენებელნი ახალნი ცხოვრებისა, ლურჯ მა­ზუთით გალი­პულ ტანთსაცმელში, მძლავრად, მედგრად სცემენ უროებს, კრიალებს ლი­თო­ნი საბერველთან, სცემენ და აკეთებენ ძველ მანქანებს; გააფთრე­ბულნი იბ­რძვიან დანგრევის წინააღმდეგ. და ამ შეგ­ნე­ბუ­ლად გამოან­გარიშებულ დაკ­ვრაში, დაკვრაში, რომლებიც იფინებიან სწრაფ ტემ­პე­ბად, ის­მის გუგუნი და ხმა­ურობა ხუთწლედის: თვითეულ დარტყმაში, ჩაქსოვილია ხუთწ­ლედები, თვი­თეულ დარტყმას თანა სდევს აღფრთოვანებული, სწორი, შე­უც­დე­ნელი ზა­რი­სებური წკრიალ-ზრიალის ხმა. მე ნაწილი ვარ ხუთწლედის: დარტყმა დარტყ­მა­ზე, დაკვრა დაკვრაზე გულდაგულ ეფინება, ეცემა ლი­თონს. მხიარულად და მარ­ჯვედ მოქნილი ლითონი ემორჩილება ახალ მშენებელს, რომელშიდაც გრძნობს დაუძლეველ ძალას, დაუმორჩილებელ ნებისყოფას.

                                                                    *

დროსთან შეჯიბრებით კარგია გაქცევა.
„საყვირი“ დილით ადრე რომ ისმის,
უნდა აჯობო, ყვირილში, შეეჯიბრო, ხმით დაჰფარო, აჯობო,
თითქო ძმაკაცს აჯავრებ.
ინსტუმენტალურ ელვარებაში და ცეცხლში გაირბინო,
რომ ამ აჩქარებულ, საქმიან ხმაურობაში
მთელი დღისთვის შეიძინო მეგობრები:
1. კლეშჩები (მარწუხები).
2. ბოროდკები (სახვრეტები).
3. რუჩნიკები (სახელურები).
და როდესაც გავიგებთ საყვირით,
დაწყებას ყველა მისწრაფებული მეცნიერებისას,
დოკში მომუშავე ბრიგადებთან შეიჭრა უნდა დღეში
გაუნადგურებელი რაკუნ (стук)-ით.
დაღლილი რკინა მოარჩინო, სამისო მალამოთი,
მობრჭყვიალე ცეცხლით.
თავის საკუთარი სხეული უნდა გაახურო მათსავით...
До самого до гица.
თუ სისხლმა გამოჟურა ხელებზე...
აქ თვითეული რკინის სტრიქონი
შეეჯიბრება მსოფლიო ლექსებს.
..დაა სიზმრებისა და თოვლის მოშორებით,
ყველა ზღვებში მიდიან გემები;
უახლოვდებიან ერთმანეთს ნაპირები.
დაწყნარდა აფორიაქებული წყალი!

მფრინავები და დღეების გამცდენლები.
მუხლუხი - ლუღლუღი.

                                                                    *

                               რამდენი, კიდევ რამდენი
                               საქმე გვაქვს სამუშევარი;
                               დავიკაპიწოთ მკლავები!

                               და გააფთრებით [შევუდგეთ] უდგება
                               ახალ ცხოვრების შენებას.

                                                                 და დავკრათ
                               მტრის ყოველ ფეხის გადადგმას.

                               და სადაც არ უნდა იყოს,
                               უშიშრად შეუბრალებლად

                               დავტოვოთ ძველი კოშმარი,
                               მივმართოთ ისევ ქარხანას.

                               სად ისმის [ჩვენი] შრომის ხმაური
                               და მანქანების გუგუნი.

                               იბრძვიან გააფთრებულნი
                               და მედგრად სცემენ უროებს,
                               გრდემლთან კრიალებს ლითონი,
                               არ ძინავს მქშინავ საბერველს.

                               და შეგნებულად
                               ნაანგარიშევ [დაკვრაში] დარტყმაში
                               ისმის გუგუნი ხუთწლედის.

                               და მძლავრი დარტყმას დარტყმაზე,
                               თანა სდევს აღფრთოვანების
                               სწორი და შეუცდენელი
                               ხმა: ნაწილი ვარ ხუთწლედის.