შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-496-10 - 1930-იანი წლები


ლიტერატურული გამოსვლისათვის პარტიზანული ტაკტიკა
ლიტერატურული პარტიზანული ომი სწარმოებს: 1. მწერალთა ძალებისგან გამოყოფილი ჯგუფების საშუალებით. 2. ჯგუფებით, რომელთაც უშუალო კავშირი არა აქვთ მწერლობასთან და მოქმედებენ საკუთარი ინიციატივით. ამნაირს პარტიზანულ ლიტ. გამოსვლებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული ლიტერატურის ეხლანდელ მდგომარეობაში, რომელიც უფრო სამოქალაქო ომის პერიოდს ჰგავს, ვინემ მშვიდობიან ხანას.
თავის ქვეყანაში მოქმედების დროს გამბედავი პარტიზანული გამოსვლების წინ არ ეღობება ბევრი დაბრკოლებები, მაგრამ მოწინააღმდეგის ქვეყანაში მოქმედების დროს ამგვარი ომის ორგანიზაცია მეტად ძნელი საქმეა, მაგრამ მაინც შესაძლებელი კლასიურად თანამგრძნობ ელემენტებისაგან, ადგილობრივი მოსახლეობის და შესაფერისი ორგანიზაციის მთელი საქმის კარგად დაყენების გზით (აგიტაცია, მოწინააღმდეგის ზურგში სპეციალური აგენტების და პარტ. რაზმების თანდათანობით [ავსებით] შეპარებით.. რომლებიც იგზავნებიან სპეციალური მიზნით: გახდნენ ცენტრად გამოსვლების დროს. ლიტერატურული დიდი გამოსვლა იგივე დიდი ომია).
ასეთნაირ დაჯგუფებებს მოჰყვება ისეთნაირი გაზრდა თანამგრძნობელთა რიცხვის, რომელიც მოკლე ხანში შეჰქმნის უდიდეს ლიტერატურულ მოვლენას.
მოქმედებას ასეთი ლიტერ. ჯგუფებისას უნდა ექნეს ხასიათი თავდასხმის, იერიშის და არა თავდაცვის, ისინი უნდა მოქმედებდენ გაბედულად, გადამწყვეტი ხაზით. სწრაფად და ერთი წამითაც არ უნდა მისცენ მოწინააღმდეგეს მოსვენება.
მიზნები: 1. [თავდასხმა] დაპყრობა მოწინააღმდეგის იზოლიაციაქმნილ ნაწილებზე. 2. [თავდასხმა] დაპყრობა ლიტერატურის საეტაპო პუნქტების, ლიტერატურული ტრანსპორტის, ლიტერატურული რკინისგზების, ლიტერატურული აეროდრომების, ლიტ. გარნიზონების, ლიტერატურული შტაბების, ლიტერატურული კურიერების და სხვ.

*
კაკაბია.
დენ. უშო. უბა. უბო. უბეა.
ბავი. ვილა. იკილა. ივილა.
ოჰა, ოჰ! ატ! აიტატა.. ტატა.
ვინუ? ნული.. მკუხე. უბელო.
ლეპერი. მსტა. სტა. „ტაი“. ნანა.
რაზე-რეზა-რაზა-რასთვის?
კრასი.