შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-495-7 - 1930-იანი წლები


მეორე დღესვე მოწოდებებს ჰფენდენ ქუთაისს. ეხლაც ხელთა მაქვს ეს ფურცელი ძველი. აი, ის: ამ დღეებში გამოასალმეს წუთისოფელს სასწავლებლის უფროსი იპოლიტ ალექსანდრეს ძე გრეკოვი, დაუძინებელი მტერი ყოველგვარ განმათავისუფლებელ მოძრაობის, სოციალისტური პარტიების და მათი მოძღვრებისა, ნამდვილი რუსიფიკატორი და მაწარმოებელი  ვოსტორგოვის პოლიტიკისა, მედგარი მდევნელი ქართველი ერისა და მისი ენის. მოთაყვანე რეპრესიებისა, მთხოვნელი სამხედრო და გაძლიერებული დაცვის წესებით ხალხის სულის შეხუთვისა და სხვა.
მოჰკლეს  და მით კიდევ შეამცირეს ხალხის მტერთა რიცხვი. ვაცხადებთ რა ამას საქვეყნოდ, ვაფრთხილებთ ყველას, თავი გაანებონ ხალხის მტრობას, და მისი ინტერესების საწინააღმდეგო, საზარალო მოქმედებას. ვაფრთხილებთ ყველა ჯაშუშებს და მათ შორის სახელდობრ (აქ ნახსენებია ორი ჯაშუში, მამა და შვილი, სასწავლებლის დარაჯები), თუ ისინი არ მოიშლიან თავიანთ დასაგმობ მოქმედებას, ე. ი. ჯაშუშობას, მათაც მოევლინებათ ისეთივე სასტიკი სასჯელი, როგორც გრეკოვს.