შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-421 - 1930-იანი წლები


№1.
სამხედრო. მზადაა.

* * *
შენ იძინე პაწა ხანას, მე არ მძინავს ამ ქვეყანას,
მე [კი გეტყვი] გიმღერებ იავნანას - [იავნანინაო] ნანა-ნანინა -

რომ დაიცვას დანაშვენი ჩვენი მიწა და ნაშენი,
საზღვარზე დგას მამაშენი - ნანა ნანინა.

რომ წავიდა - დამიბარა: გამიზარდე [შვილი ჩქარა] ეს პატარა,
წამოვიდეს ჩემთან ჩქარა: ნანა, ნანინა.

მაშინ ძალზე იყავ ჩვილი, მარა იგრძნო მისი შვილი
გმირთაგმირი არის ზრდილი, ნანა, ნანინა.

მან იგრძნო, რომ ჩვილზე ჩვილი, გმირი არის მისი შვილი,
[ის გამოვა ჯუღაშვილი] გმირი ვით ოძელაშვილი - ნანა, ნანინა.

შენი თოფი, შენი ხმალი სულ მზადაა გენაცვალე,
მამისაკენ გასწი მალე, იავნანინა.

შეკაზმული არის ცხენი, გზას გილოცავს დედაშენი,
წა, საგმირო საქმე ქმენი - იავნანინა.

[ნეტავ მას, ვინაც] შავი, გადალახა მტერთა ზვავი,
სამშობლოსთვის დასდო თავი, [იავ] ნანა-ნანინა.

მან აკვანშიც გიცნო გმირი.

* * *
ჰე, დალიე, დალიე:
ძველი და ახალია -
[ჰე,] პირშავო უჩარდია,
რა დროს გლოვა-დარდია,
უჩარდია, გადმოდი,
თუ არა [სომდი] სვამ, რად მოდი.


*
ჰე, დალიე, დალიე, ძველი თუ ახალია,
პირშავო უჩარდია, შენც დალიე, დალიე,
უჩარდია...

გაფრენა
თერთმეტი კაცი ვყევართ თვითმფრინავს,
მას გამოცდილი მართავს პილოტი,
ზევიდან ზეცის ლაჟვარდი ბრწყინავს,
ქვეშ მიწა ველთა ლურჯი ტილოთი.

რომ ამ ღრუბლებში შექმნა წესრიგი,
აი, რა არის მართლა გმირობა.


*
მზადაა.

ასი ბაღი ტფილისში
[პუშკინის სკვერი]
[გულით ცეცხლია] [განთიადი]
ნარიყალა ენთება -
[და რაღაც მიხარია]
[სულში ყრმობის ქარია]
დილა შუქმფინარია.
[როცა გაახსენდება]
მოხუცს კვლავ ახსენდება
[ჩვენი] ძველი სემინარია.
ქვეყნად ბევრი არ არის,
ვინც ამ ბაღთან იწვალა,
მწარე სუსხი ზამთარის
სხივით გამოიცვალა.
აქ ბავშების თითებით
ბურთი გულებს ახურებს
და [პუშკინიც] ოცნებაც დიდებით
აღმოსავლეთს გაჰყურებს.

ტფილისის ბაღები
1. ბოტანიკური ბაღი.
2. ბაღი ამაღლების ქუჩის დასასრულში.
3. ბაღი პასკევიჩის ქუჩაზე.
4. ხელოვანთა ბაღი პასკ. ქუჩაზე.
5. მწერალთა სასახლის ბაღი.
6. ბაღი „არტო“ დზერჟ. სახ.
7. ბაღი სომხ. ბიბლ. მოედანზე.
8. ბაღი ებრაელთა სინაგოგის წინ.
9. ბაღი აბანოების წინ.
10. ბაღი მეძაღლეების.
11. იქვე მეორე ბაღი.
12. ბაღი შკოლასთან კამ. ქუჩ.
13. ბაღი საგ. ციხის ახლო (განსახკომის).
14. ორთაჭალის ბაღები.
15. პუშკინის სკვერი.
16. ახალი კლუბის ბაღი.
17. სვეტებიანი სკვერი.
18. სასახლის ბაღი.
19. სასახლის წინ ხეივანი.
20. სერგეევის ქუჩაზე ახალი სახლის წინ.
21. რუსთაველის პროსპ. გაზონები.
22. ალექსანდროვის ბაღი.
23. მასწავლებლების სახლის წინ ბაღი.
24. ბაღი ეროვნული გალერეის წინ.
25. ახალი ბაღი რუსის ბაზართან.
26. ოპერის თეატრის I სკვერი.
27. ოპერის თეატრის II სკვერი.
28. როზა ლიუქსემბურგის ბაღები.
29. კიროვის ბაღი (ვერის სასაფ.).
30. აბრეშუმის ქარხნის სკვერი.
31. ალვების ხეივანი ვარაზის ხევში.
32. ზოოლოგიური პარკი.
33. ვერის ბაღები.
34. ჩელიუსკინელების სკვერი.
35. ვერის ძველი ბაღი.
36. სკვერი ალვის ხეივნის პირდაპირ.
37. ბაღი ვერის ხიდთან.
37. ხეივანი სანაპირო ქუჩაზე.
38. I სკვერი სანაპირო ქუჩაზე.
39. II (დიდი) სკვერი სანაპირო ქუჩაზე (ვორონც.).
40. ბაღი ექსარხოსის მოედანზე.
41. საუფლისწულო მამულების ბაღი.
42. ბაღი ბარნოვის ქუჩაზე (ყაზბეგის ძეგლი).
43. ვერის სასაფლაოს ბაღი.
44. ბაღი ნიკოლაძის ქ.
45. ვერის დაღმართის ბაღი.
46. ვერის დაღმართის გაზონები.
47. ბაღი ვაკეზე (კანდ. სახლის ახლო).
48. კონსერვატორიის სკვერი.
49. მთაწმინდა.
50. ფუნიკულიორის  ბაღი.
51. ბაღი სამხ. ჰოსპიტალთან.
52. ბაღი გოგილოსთან.
53. ბაღი კახეთის მოედნის იქით.
54. გაზონები ღვინის აღმართთან.
55. ბაღი თივის მოედანთან.
56. ჯაფარიძის სახ. სკვერი.
57. მიხ. საავადმყოფოს ბაღი.
58. ხელოსანთა კლუბის ბაღი.
59. ბაღი „არტო“.
60. სამხედრო ნაწილების ბაღი.
61. გერმანელების ეკლესიის სკვერი.
62. სკვერი ბოდლერის ხისა.
63. ბაღი ყოფ. „საოჯახო“.
64. სკვერი სახლის №4 წინ.
65. სკვერი სპარსეთის საკონსულოსი.
66. მარჯანიშვილის თეატრის სკვერი.
67. კინო პალასის საზაფხულო ბაღი.
68. კინო დამკვრელის საზაფხ. ბაღი.
69. შკოლის №62 - სკვერი.
70. სტალინის სახელობის კლუბის ბაღი.
71. ხეები ჰაეროკლუბის წინ.
72. გაზონები ავტომოტოველოს წინ.
73. ობსერვატორიის ბაღი.
74. სკვერი „სოკო“.
75. ჩელიუსკინელების გაზონები.
76. ბაღი სახკინმრეწვის ახლო.
77. კაკლის ხეების ბაღი.
78. ტრამვაელების ბაღი.
78. მუშტაიდი.
79. დიდუბის ხეივანი.
80. დიდუბის ბაღები.
81. წითელი სახლის სკვერი.
82. დიდუბის პანთეონის ბაღი.
83. ბაღი №1. ტრამვ. პარკის გვერდით.
84. გერმანელების ბაღები.
85. იპოდრომის სკვერი.
86. საზაფხულო ბაღი - სიცოცხლე.
87. მაუდის ფაბრიკის სკვერი.
88. ღრმა ღელეს სკვერი.
89. პლეხანოვის კლუბის ბაღი.
90. ლოტკინის ბაღი.
91. ხუდადოვის ტყე.
92. ხეივანი ნაძალადევში.
93. კომკავშირის ხეივანი.
94. ბაღი ველიამინოვის ქ. (საბ. ბაღი).
95. ბაღი რუსის ეკლესიასთან (კირ.).
96. პალმა კრილოვის ქუჩაზე.
97. ბაღი ინდუსტრიალურ ტეხნიკუმის წინ.
98. ბაღი ინდუსტრიალურ ინსტიტუტთან.
99. ნავთლუღის თეატრის წინ.
100. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქუჩაზე.


*
მზადაა.

[ყიჟინაში] ოპერის ბაღს ერთგვარი
[და გმირებში] აქვს შვენება რჩეული,
სდგას მოხუცი მედგარი,
სურო-შემოხვეული.
[მხარე მისი გულია,
მხარე მისი მშობელი,
ირგვლივ [გაზაფხულია] ჟრიამულია
[ნისლის უარმყოფელი]
გაზაფხულის მხმობელი:
გული თბილისს ეხვევა,
[როგორც მშობელს შობილი].
ძალა მისი გულისა,
იყო ლექსად შობილი,
გრძნობა გაზაფხულისა,
გრძნობა კეთილშობილი.
[მახსოვს, ვიყავ პატარა]
მიყვარს, როგორც მიყვარდა
მე ეს მიდამოები.
ამ თეატრში გრგვინავდა
ჩემი საღამოები.

* * *
კოტე მარჯანიშვილო,
ვანო ფალიაშვილო,
[ნაზო] ვანო სარაჯიშვილო,
სიმღერებად გაშლილო,
თქვენი გზა არ წაშლილა,
ის იმარჯვებს, პირიქით!
გრგვინავს ჩვენი თეატრი
[უდარდელი] გაზაფხულის ლირიკით.


*
შენი, მადრიდო, სისხლის მსმელი -
კაპიტალია.
[იგივე] [ფინია] მუმია ფრანკო, გერმანია
და იტალია.