შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-420 - 1930-იანი წლები


საათი გუგულით.
შავი მდინარე დემონსტრანტებისა.
ნაცნობი შარაგზით ვიღაცა დადის. ეს ყოველწლიური სტუმარი - შიმშილია. მას ხელში უჭირავს გლეხიკაცის თავის ქალა.
ეს არის ჩვენი უკანასკნელი სიტყვა თქვენდამი... დანარჩენს იტყვის ჭექა-ქუხილი.
სადღაცა ხრამში გადავარდნილი (გადაბარდნილი) მატარებელი - აუშვერიათ ბორბლები ცისკენ...
ბრძანებაა მოკლე და მკაცრი.
სიმღერა.
დამპალი ვერმიშელი.
[ეს ვისი თავია!] [მამაძაღლი].

ნამდვილი და ხელოვნური ყვავილები (სოფელი და ქალაქი).
შეშლილია თუ წინასწარ[მეტყველი] მთქმელი?
ნაციონალური ქართული გენია.
თვალები მომავლისკენ!
ბეატრიჩე პორტინარი.
თავადი ქართული ბოგემის.
შიშველი.
შავი.
მაღალი წნევა სასიკვდილოა. ერიდეთ.

[ელექტრონის საუკუნე]
ნაცნობ შარაგზით [ვიღაცა დადგა] [მაღალი] უცნობი დადის
და ხელთ უჭირავს მას თავის ქალა.
[არავის უმხელს, თუ რაი სწადის]
[მისია] ო, კარგად ვიცი, მას განთიადამდის
[ან] აქ [მდუმარება] გარინდება რა[დ] დაივალა,
[ის თავის] იგი ქალას რთავს [ყვავილებით] ვარდის ღილებით,
და მოწიწება [მისდევს] არ აქვს მონური.
[და ვერავინ სთქვას] [ის მოწიწებაც] ეხლა ერთია: ის ყვავილებიც
[ხან] ნამდვილია, [არის თუ] ხან ხელოვნური?
ის ლაპარაკობს თვალების ჯიქით
დემონიური, სასტიკი, ხმელი
[და ვერავინ სთქვას: ვინაა იგი?]
[ისიც ფრთხილია]
და სივრცეებში თანაბრად იგი
შეშლილია [თუ] და წინასწარ მთქმელი?
[მაგრამ როდესაც შემოღამდება]
როდესაც ნისლი დაიფანტება,
[ელვათა] და ჟამი მოვა ელვათ დანთების,
მის ხიდეებში გაილანდება
შავი მდინარე დემონსტრანტების -
[მედგარ] მათში მომავალს ის ხელებს უწვდის.
იგი აქ არის ამ გამთენიას,
ის [ეხლავ] [შორით] აქვე ხედავს და აღარ უცდის -
ნაციონალურს, ქართულ გენიას.

*
თოვლით გადაბარდნილი,
დევებს სადარებელი,
ხრამში გადავარდნილი
მახსოვს, მატარებელი.
გულს დაჰყრია ხორბლები,
ბედი აღარ სწერია:
უმოძრაო ბორბლები
ცისკენ აუშვერია.

*

Сосредоточенности нет. Врач.

1. მთელი მოქმედება სწარმოებს ძველი ტფილისის фონზე - ძველი ტფილისი ეხლა ინგრევა - შენდება ახალი შენობები. აი, ამ ნგრევა-შენების საფუძველზე აიგება მთელი პიესა.
2. სიუჟეტი: ანგრევენ ერთ ძველ სახლს - რომელშიდაც მოთავსებულია ძველი ოჯახი. ეს არ არის რევოლიუციონური ნგრევა, ეს არის მშენებლობითი ნგრევა.

*
Ним пэнснэ, испытующий, ним, вы, вам, ухудшить, не, сознаться не дня, отрицаю, освобождения, дверей, часов, дым, вас, самого, как, свидетель, были, раз, было, месте, аресте, случае, вас, два, выказала, вы, не, извините, дело, куплена, продававший, я, мог, и, эта, столе, убедились, верна, вы, ревности, уже, и, знаю, разбили, случайность.

(На небе, тщательно нынче), как-нибудь, с кем-нибудь (разить) живьем! предпразничных, уставу, от [любви], лучники небес, как лампа бледнеет, гул [полдня] полуночи, глухой, духи, движения, привидения, туманный месяц, потемки, спор тихий, пропасть [воиск] звезд в рассыпную, марш, невеста, белые, зале, волос, блестает.

როგორმე, ვინმესთან! დღესასწაულის წინ.

*
Великан зеленый, бешенный танец мудрых сосен. Вихревое падение янтарных игл. О-ох, как тяжело вздыматься на вершины зеленого великана, тяжело вздыхая, говорили грустью бархатной наполненные очи. Гул крылатого ветра мгуче подхватил знойный полдень. А-у-уу, Ауу - вырвался тяжелый крик о помощи воспаленного дня из пропасти. [Мои дум] Мной взлелеянные мысли, погибли, вырвался со стоном из уст грустных очей. Желтые пальцы копошились под кустарниками жадно ища высеченные мысли. А под великаном веселые дети, в синих, в желтых, красных, розовых и голубых батинках - наперебой запищали и бросились бежать к кустику, расположенному у узенькой тропинки в скучном овраге. Посмотрите - какая красивая зеленая книжонка, под заглавием „Лемок“. Все дети озабоченным видом вынули из книжонки массу белых листочков, испестренных черными буквами. Аня, Аня посмотри-ка, как красиво написанные стихи. Маленький Гивик шаловливо схватил один листок, желая сделать из него свирель. Он надеялся, что эта свирель будет напевать эти стихи. А у самого маленького, Кольки, навернулись слезинки на глазах и он сказал: - А знаешь, Гивик, эти стихи должно быть потерял поэт и ищет. Давайте-ка поищем его и вернем, чтобы он напечатал нам книжку. И снова весело раскрылись детские ротики, крича поэту. Лес шумел. Никто не откликался. Лишь донеслось глухое эхо: поэт, мы нашли твои стихи. Ветер гудел. Поэта не видно было и снова грустно замкнулись детские губы. А на далекой даче у раскрытого окна сидел поэт и думал о своих потерянных стихах. Это был
Г. Т.

მწვანე ბუმბერაზი, ველური როკვა დარბაისელი, ბრძენი ფიჭვების, ატეხილი მოშვავება ფირუზისფერი ნემსების. ოოჰ, რა ძნელია ასვლა მწვანე ბუმბერაზის მწერვალებზე: მძიმე სულმოთქმით ამბობდა ხავერდოვანი მწუხარებით სავსე თვალები. ფრთიანი ქარის გუგუნი მძლავრად მოიტაცა მხურვალე შუადღემ. აუ-უ-უ. აუ-აუ! სადღაც უფსკრულებიდან ამოხდა მძიმე გმინვა შველებისა ანთებულ შუადღეს. „ჩემ მიერ ნალოლიავები ფიქრები დაიღუპა“ - მოწყენის კვნესით დაიკვნესა სევდიანი თვალების ბაგემ..
ყვითელი, გამხდარი ხელები ფათურებდენ ჯაგებში, და მოწყურებულნი ეძებდენ გამოკვეთილ ფიქრებს.
ბუმბერაზის ქვეშ კი თამაშობდენ მხიარული ბავშები, მწვანე, ყვითელი, წითელი, ვარდისფერი, მტრედისფერი და თეთრი ბავშები. ჟივილ-ხივილით მიირბინეს ჯაგთან, რომელიც იდგა მოწყენილ ხევიდან ჩამავალ ბილიკზე.
„შეხედეთ, რა მშვენიერი ლურჯი წიგნია. წიგნს სათაურად ჰქვია „ტყეები“. ბავშები დაფიქრებული სახით იღებდენ მრავალ თეთრ-თეთრ ქაღალდის ფურცლებს, გადაფარულს შავი ანბანებით. შეხედეთ, რა მშვენიერად დაწერილი ლექსებია. ერთმა მათგანმა მხიარულად დაახვია ერთი ფურცელი, რომ მისგან გაეკეთებია სალამური. მას იმედი ჰქონდა, რომ ეს სალამური ზღაპრული ხმით დაიმღერებდა ამ ლექსებს, მაგრამ ყველაზე უფრო პატარას თვალებზე ცრემლი მოერია და მან სთქვა: - იცი, გივიკ, ეს ლექსები უთუოდ დაკარგა პოეტმა და ეძებს. მოდი, მოვძებნოთ იგი და დავუბრუნოთ ლექსები, რომ მან ჩვენთვის დაბეჭდოს წიგნი.
და კვლავ მხიარულად გაიბნენ ბავშების ბაგეები: ისინი ეძახდენ პოეტს.
ტყე ხმაურობდა.
არსაიდან პასუხი არ ისმოდა.
მხოლოდ ისმოდა ყრუ გამოძახილი:  პოეტო, ჩვენ ვიპოვეთ შენი ლექსები.
ქარი გრიალებდა.
პოეტი არ სჩანდა და კვლავ მწუხარებით დადუმდენ ბავშვთა ბაგენი.
შორ აგარაკზე კი ღია ფანჯარასთან იდგა პოეტი და ფიქრობდა თავის დაკარგულ ხელნაწერებზე. ეს იყო
გალაკტიონ ტაბიძე

მუსიკალური ინტერმედია ცეკვა ქ. ბავშები.


დედამიწის გულში მცხოვრები თეთრი და შავი ცხვარი.
„კარგი, - სთქვა ახალგაზრდა ქალმა, - შენ დაიმახსოვრე. წადი, იარე. შეგხვდება ორი ცხვარი: ერთი შავი და მეორე თეთრი. თუ შენ მოახერხე თეთრ ცხვარზე შეჯდომა, იგი გადაგისროლის ნათელ მხარეში. თუ შენ შეცდომით შავ ცხვარზე შეჯექი, იგი გადაგისროლის წყვდიადით მოცულ ქვეყანაში“.

უჯიგრო.
მიქელ-გაბრიელი დაიბარა ღმერთმა, საშინლად დაუყვირა მათ და თავისი ძლიერი ხელებით, განრისხებულმა, [და] გულიდან ამოაცალა ჯიგარი. მას შემდეგ მიქელ-გაბრიელი უჯიგრონი არიან და როგორც კი დადგება ვისიმეს სიკვდილის წამი, მას შეუშფოთებლად და აუცილებლად მიაქვს ადამიანისაგან სული და წარუდგენს ცას.

aატმა - დაორსულდა.
მამის სახლში არ ყოფნის დროს ფატმა დიდხანს სტიროდა; შემდეგ ესეც მობეზრდა და ხელი მიყო მამისეულ წამლის ბალახებისა და ფესვების გადარჩევას. ისინი ძალიან ბევრნი იყვენ, ცალ-ცალკე ტოფსიკებში გამოხვეული. ერთ ხელსახოცში მან ნახა ფერფლი ადამიანის თავის სარქველის. გახსნა. გაოცდა: რა უნდა იყოს ასეთი უცნაური წამალი, რატომ არაფერს მეუბნებოდა მამა? ფატმამ [დააპირა] წამალი ენაზე დაიდო და დარწმუნდა, რომ ეს მხოლოდ ნაცარია. მაგრამ გადის ხანი და aატმა საშინელებით გრძნობს, რომ იგი დაორსულებულა: საშინელი სირცხვილი და შიში იბყრობს მთელ მის არსებას. მთელი სოფელი შეინძრა, როდესაც გაიგო, რომ ფატმამ დაბადა მშვენიერი და ჯანმრთელი ბავში.

ბედნიერი შეხვედრები.
შევიდა თუ არა მთის დიდ სიმაღლეზე, აზნაური შეხვდა უცნობს, რომელიც ცხენით მიდიოდა მეორე მხრიდან.
- გამარჯობა, - სთქვა უცნობმა და ცხენი შეაჩერა.
- გაგიმარჯოს! - უპასუხა იოველმა და თვითონაც შეაჩერა ცხენი.
- საითკენ მიდიხართ და რა საქმისათვის? - იკითხა უცნობმა. აზნაურმა ყველაფერი უამბო.
- კარგი საქმეა, - სთქვა უცნობმა, - წამოვალ მეც შენთან, იქნება რაიმეში გამოგადგე.
აზნაური დათანხმდა.

დიდხანს მიდიოდა ბავში - თავისი მერანით. მივიდა დაბურულ ტყესთან. მოესმა ხმა რომელიღაც მხეცის: ვეფხვს გადაუყლაპავს ირემი, მაგრამ ირმის რქები ხახას მოდებია და ვეღარა ყლაპავს. ამის გამო ვეფხვი ღრიალებს და სიკვდილის პირზეა მიმდგარი. ბავში ცხენიდან გადმოხტა. ირემს რქები გადააჭრა. [მაშინ] ვეფხვმა ირემი გადაყლაპა. სიკვდილს გადარჩენილი ვეფხვი - მიუბრუნდა ბავშვს. „გმადლობთ. წაიყვანე ჩემი შვილი, პატარა ვეფხვი - რაჲმეში გამოგადგება“. მიდის ბავში. მეორე ტყესთან კიდევ მხეცის ღრიალი ესმის: ლომს გადაუყლაპავს ირემი, მაგრამ რქები უშლიან მის მთლად გადაყლაპვას. ბავშვი გადმოხტა ცხენიდან და ლომს უშველა. სამაგიეროდ ლომმა აჩუქა თავისი ლეკვი.

ავადმყოფობას იგონებს.
ერთს ქალსა ჰყავდა შვილი და პატარა კვიცი. ბავშვს ძალიან უყვარდა კვიცი. როდესაც გაკვეთილებიდან დაბრუნდებოდა, ყოველთვის მიდიოდა მასთან, [და] ეალერსებოდა და კოცნიდა მას. იონჯას აჭმევდა, წყაროს წყალს ასმევდა, ყოველთვის მასთან ატარებდა დროს. დედამ იფიქრა, რომ ეს ცუდია ბავშისათვის, იგი უსწავლელი დარჩება და ზარმაცობას შეეჩვევაო. მან განიზრახა შვილის ასეთი დროსტარებისაგან გადაჩვევა. ერთხელ დედა ავად გახდა, ექიმი მოიწვია და უთხრა:
- მე ავადმყოფობა განგებ მოვიგონე. შენ უნდა გამომიწერო [წამლად] კვიცის ხორცი. უთხარი ჩემს ქმარს, რომ მე ვეღარ მოვრჩები, თუ ის არ დაკლავს კვიცსაო. ექიმიც ასე მოიქცა. ქმარმაც გადასწყვიტა კვიცის დაკვლა.
ბავშვმა გაიგო ეს. იგი მივიდა თავის კვიცთან, დაიწყო ტირილი და ახსნა - თუ რაშია საქმე. თუმცა კვიცს არ ესმოდა რამ ადამიანური ლაპარაკისა, მაგრამ კარგად გაიგო ყველაფერი, და თვითონაც ნიშნებით შთააგონა:
- შენ წადი გაკვეთილზე. როდესაც მე დასაკლავად წამიყვანებენ, მე დავიხვიხვინებ. შენ გამოიქე მაშინ და მამასა სთხოვე, რამდენიმე წამით მაინც მოგცენ ნება გასეირნებისა. მაგრამ როგორც კი შემჯდები, იყავი მაგრად, მათრახი დამკარ, ძალიან ძლიერ... და შემდეგ კი მე ვიცი.
ბავშვი ასე მოიქცა. ქარივით გაქანდა მაშინ მერანი და გაიტაცა ბავშიც.

ბრძოლა ფრინველთან, რომელიც ადამიანს იტაცებს.
- დედილო, რა გატირებს, - ჰკითხა მან.
- შვილო, მე მარტო კი არა, მთელი ქვეყანა სტირის, - სთქვა მოხუცმა ქალმა, - „ყოველღამ ვიღაც მოდის სასაფლაოზე და მიცვალებულებს იტაცებს“. დარაჯებს, რომელთაც იქ მიაყენებენ, მეორე დღით მკვდრებად ნახულობენ, და მაინც მიაქვს მიცვალებული. ასე იქნა მოკლული ჩემი ორი შვილი, და დღეს კიდევ მესამე მიემატა...
დაინტერესებული წავიდა ღამით სასაფლაოზე. იგი ჩამოჯდა ქვაზე და უცდის მტაცებელს. სწორედ შუაღამისას ვიღაც მოსწყდა ზეციდან, ამოიტაცა მიწიდან მიცვალებული. მაგრამ მივარდა უეცრად სალოღა და გაიმართა ფიცხელი ბრძოლა!

ძალდატანებითი ჯვარისწერა.
- ვის მიყვება ცოლად ეს ქალიშვილი?
- ო, მაგისი საქმრო მეტად გამოჩენილი და ძლიერი თავადია. მან შემთხვევით მოკრა თვალი ქალს და დამონებული მისი არაჩვეულებრივი სილამაზით, ძალით მიჰყავს ცოლად...

მოხუცებული მშობლები მოსვენებას არ აძლევენ ჰასანს: გინდა არ გინდა დაიწერე ჯვარი. ჰასანი არ თანხმდება, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ვეღარ უძლებს მშობლების დაჟინებულ თხოვნას, და მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის: როგორც კი ჯვარს დაიწერს - დაიღუპება, მაინც დათანხმდა. მალე გამონახეს მისთვის მშვენიერი საცოლე.

დიდი ტიკები, ავსებული დევების სისხლით.
აზნაური ხოცავს დევებს, აძრობს მათ ტყავს და აკეთებს უზარმაზარ ტიკებს და ავსებს მათივე სისხლით.

ღარიბი კაცი, რომელიც ცხოვრობს ტყიდან გამოტანილ ფიჩხის გაყიდვით.

ვანნები დევის სისხლისაგან.
აზნაური ხოცავს დევებს, რომ მათი სისხლისგან გააკეთოს სამკურნალო ვანები - აუზები.

ოტია
ჩვენთან ერთად [ჯარში] რედაქციაში იყო ერთი იმერელი.. შეხვდებოდა თუ არა რიმანელს, იგი წამოდგებოდა, გაიღიმებდა და მთლად მოწიწების ნიშნად გადაიქცეოდა. ისეთ სახეს მიიღებდა, თითქო მთელი მისი ყურადღების საგანი თავის სიცოცხლეში მხოლოდ რიმანელი იყო. მან შესანიშნავად იცოდა, რომ რიმანელს იგი ჭირივით ეჯავრებოდა, ერთგვარ მტრადაც თვლიდა მას. ოტიასაც ეჯავრებოდა რიმანელი მთელი თავისი არსებით, მაგრამ რიმანელთან შეხვედრის დროს ამას ვერავინ შეამჩნევდა:
- ალუჩა, თქვენ ნამდვილი გენია ხართ. განა ვინმე არის თქვენი მსგავსი საქართველოში? თქვენი სახელი ღირსია ისე ქუხდეს დედამიწაზე, როგორც ბოდლერისა და ვერლენის. მაგრამ ისინიც კი რა არიან თქვენთან შედარებით?
- კარგი, ოტია, კარგი... - გააწყვეტინებდა რიმანელი.
- მე გულწრფელად ვამბობ, - დაიჯინებდა ოტია, - მე გულწრფელად ვამბობ, მაგრამ რას ამბობდა იგი გულწრფელად? იმავე დღეს, შეხვდებოდა რომელიმე დაუნდობელს მტერს რიმანელისას და ეუბნებოდა: „რიმანელი? რა არის რიმანელი? რას ჩასცივებიან ამ რიმანელს? განა შენ შეგედრება იგი რითიმე? ეეჰ, რაა ჩვენი საქართველო: ხანდახან ისეთ პიროვნებას გაადიდებს, ისე ასწევს! ცამდე აიყვანს... და არაფერი... ის პიროვნება არაფრად არ ღირს, ასეთია რიმანელიც“. ლუჩიომ ყოველივე ეს კარგად იცოდა, და სათოფეზედაც კი არ იკარებდა ოტიას. მაგრამ ეხლა თვითონ ოტია არ ეშვებოდა. როდესაც რიმანელის დედა ავად იყო - ყველაზე პირველად ოტია გამოცხადდა გულშემატკივარი მეგობარივით: - ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! - ამბობდა იგი, - როგორ მოხდა ეს ამბავი, როგორ გაცივდა. არა დაემართოს რა. ექიმი გყავდათ? და სხვ. და სხვ. გავიდოდა თუ არა ქუჩაში, გზაში შეხვედრილ პირველ ადამიანს მიმართავდა: - თქვენ იცით, ვერონიკა ძლიერ ავად არის. რომ გარდაიცვალოს კიდეც, ეს არაფერია. სრულიადაც არაფერი დააკლდება არავის. რა გაუკეთებია, რომ ვინმემ მასზე გულით იდარდოს.. - ასეთი საზიზღარი კაცი იყო ოტია;
ერთხელ აბეზარს მოსულმა რიმანელმა ვეღარ მოითმინა, და ხალხში ყველას გასაგონად უთხრა ოტიას:
- ოტია, შენ ყველაზე გაიძვერა პიროვნება ხარ. მეტი არაფერი.
- რაო, რაო? ვერ გავიგონე! - გაიღიმა ოტიამ.
- ისა, რომ შენ ყველაზე საძაგელი პიროვნება ხარ! - გაუმეორა რიმანელმა.
- ეს პირველად მესმის, - ისე გულდამშვიდებით ჩაილაპარაკა ოტიამ, ვითომ და აქ არაფერიაო. ასეთი საზიზღარი პიროვნება იყო ოტია: ლანძღავს, თათხავს რიმანელი, ოტია მაინც არ შორდება მას. მიდის რიმანელთან სახლში...
- ეხლა არ მცალია - მერე მობრძანდითო, - ეუბნება რიმანელი. ოტია მართლაც მოდის მერე. არ იღებენ - კიდევ მოდის.
- რა გნებავს ბოლოს და ბოლოს, - ეუბნება რიმანელი, - რაშია საქმე?
- ცოტა ფული მასესხეთ - დიდო არწივო საქართველოსავ.
- რამდენი გინდა?
- ხუთასი მანეთი მჭირდება.
- წაიღე, მხოლოდ შემდეგ არ გამეკარო, იცოდე.
არ გამეკაროო? ისეთი პიროვნება არ არის ოტია, რომ ეს გაფრთხილება აინუნში ჩაიგდოს. ასეთი საზიზღარი კაცი იყო ეს ოტია. ქვეყანას აყრუებდა ძახილით, რომ ის რაღაცას სწერდა დიდს და არაჩვეულებრივს, ნამდვილად კი არაფერს არა სწერდა. სრულიად არაფერს. მის შესახებ ამბობდენ: ეს არის გაიძვერა პიროვნება, თვითონაც პირშიაც ეუბნებოდენ. ერთხელ რიმანელმა ჰკითხა: გითხრა თუ არა შენ [ზედგინიძე] ალიკო ზვიადაძემ, რომ შენ გაიძვერა ხარო? ოტიამ გაიღიმა და სთქვა: არ გამიგონიაო... „რა არ გაგიგონია, - შეყვირა რიმანელმა - როდის არ გაგიგონია? სად არ გაგიგონია? შეიძლება ისიც არ გაგიგონია, პეტრე მაჩაბელმა მაგარი სილა რომ გაგარტყა?“ - „არ დამინახავსო“ - ისევ ღიმილით ამბობდა ოტია.
როდესაც რიმანელთან მივიდა ისევ ფულის სასესხებლად, რიმანელმა ჰკითხა: არ დამენახვო მეთქი - რომ გითხარი, შენ აკი მომეცი სიტყვა? - ის სიტყვა გულზე გადამვარდაო, - სთქვა ოტიამ. ასეთი შუბლის ძარღვ-გაწყვეტილი კაცი იყო ოტია.
                         
იოველი
დიდი ენაჭარტალა კაცი იყო იოველი. კაცი კი არა, ეს უფრო დედაკაცი იყო. მიუჯდებოდა გვერდით რიმანელს და გააბამდა წილადობილას: ჩემი ქალიშვილი? ნუ თუ არ იცნობთ ჩემს ქალიშვილს? ეს პირდაპირ ღვთის მმოსავი ადამიანია. და სხვა.

*
 - გულს ნუ მოიყვან, ჩემო მეგობარო, თორემ ადრე დაბერდები.
 - ჯერ საქმე გაათავე და მერე ილაპარაკე, რამდენიც გსურდეს.
 - მეჩექმეს რომ თვითონ ფეხსაცმელი არ ექნება, როგორი საქმეა?
 - ხომ იცი, ჩემო ოტია, მგელს ავდრიანი ღამე უყვარს.
 - სულელი რომ ქორწილზე მივიდა და სთქვა: აქ უფრო უკეთესია, ვინემ ჩვენსაო.
 - თმები ისე აქვს დამტვერილი, თითქო მეწისქვილეაო.
 - სულელის მონაგებს ჭკვიანი წააგებს.
 - რეგვენმა ორმოში რომ ქვა ჩააგდო, 50 ჭკვიანმა ვეღარ ამოიღო.
 - მგელს სახარებას უკითხავდენ, ის კი ამბობდა: ჩქარა გაათავე, ცხვარი არ გაიქცესო.
 - ერთხელა სთქვა ტყუილი, და სულ მუდამ მატყუარას კი ეძახიან.
 - ერთხელ კაცი მოკლა, ამბობენ 100 კაცი მოკლაო.
 - ქურდმა რომ ქურდს მოპარა, ღმერთიც კი გაოცდა.
 - დათვს თავისი თავის ეშინია.
 - სისხლი სისხლით როდი მოიბანება.
 - ყვავს კითხეს: ყველაზე ლამაზი ფრინველი რომელია? - მან: ჩემი ბახალაო.
 - ყორნების ჩხავილს რომ დაეჯეროს, ზაფხულშიც თოვლი მოვიდოდა.
 - შიში სიკვდილზე უარესია.
 - ყოველივე საგანს თავისი ადგილი აქვს.
 - ყველაფერი თეთრი თოვლი როდია.
 - ყოველივე ფესვი - სტაფილო არ გეგონოს.
 - ყველაფერი მრგვალი - ვაშლია განა?
 - კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს.
 - ძაღლი რომ დაიყეფებს, ან გაჩუმდება, ან სული ამოძვრება.
 - სადღეისო საქმეს ხვალისთვის ნუ გადადებ.
 - აქლემები წაიკიდენ, კოზაკი შუაში გასრისეს.
 - ყური იმიტომ არ იზრდება, რომ ბევრი რამ ესმის.
 - სუსტ ადამიანს ყოველთვის გრძელი ენა აქვს.
 - ქება-დიდება მას, ვინც ეს სთქვა, მაგრამ წყევლა-კრულვა მას, ვინც იმეორებს.
 - არის ცხოვრება რკინა. არის ცხოვრება ოქრო. რომელი სჯობნის?
 - გამოცდილი ეშმაკი სჯობია გამოუცდელ ანგელოზს.
 - ღმერთი ერთს აძლევს ფლავს, მეორეს კი ჭამის მადას.
 - ღმერთმა შექმნა მამაკაცი და დედაკაცი. ეს ბერები ვიღამ შექმნა?
 - ცარიელი ჭური უფრო ხმოვანია.
 - წყალი თავის გზას იპოვის.
 - მეც ბატონი ვარ და შენცა. ვინ უნდა გალეწოს პური?
 - არიან ადამიანები - ქაჩალსაცა პარსავენ და კვერცხსაც.
 - შენთვის ქათმის ყველსაც კი გავაჩენ.
 - ეძებს ამოხოცილ ვირებს, რომ ნალები აყაროს.
 - ერუსალიმი წმინდა ქალაქია, მაგრამ ძაღლები იქაცა ჰყეფენ.
 - იმ მდინარისა უნდა გეშინოდეს, რომელიც არ ხმაურობს.
 - სანამ შენ ამას გაიგებდე, აქლემის კუდი მიწამდე დაიზრდება.
 - სანამ ქალბატონი მოეწყობოდეს, ქორწილი კიდეც გათავდება.
 - თათარი ურწმუნოა, მაგრამ სიტყვებს სარწმუნოს ამბობს.
 - სანამდე რუსს არ გალახავ, მეგობრად არ გაგიხდება.
 - წვეთწვეთობით აგროვებს, მდინარეებად უშვებს.
 - ისეთ სისულელეს ამბობ,  რომ მოხარშულ დედალსაც გაეცინება.
 - ხუმრობა აყალ-მაყალზე გადავიდა.
 - ცხენიდან ჩამოხტა და ვირზე შეჯდა.
 - სანთელი ხომ თავისთავს არ ანათებს.
 - თევზი თავიდან ყროლდება.
 - ვინც კვერცხს იპარავს, ცხენსაც მოიპარავს.
 - სამისო ხურდა მანაც წაიღო.
 - თავისთვის სძინავს და სხვებისათვის სიზმრებს ჰხედავს.
 - დაუპატიჟებელ სტუმარს არასდროს მოწონება არა აქვს.
 - სხვისი თვალები, შენი თვალების მაგიერობას ვერ გასწევენ.
 - სანამდე ჭკვიანი მოიფიქრებდა, სულელმა თავისი ჰქნა.
 - მგელს მგლობა დაუვარდა, მელამ ქვეყანა დააქცია.
 - ხე როდესაც წაიქცა, შეშისმჭრელების რიცხვიც გადიდდა.
 - ნაყოფით დატვირთული ხე ყოველთვის ჩამოზნექილია.
 - შენ მელა ხარ და მე შენი კუდი.
 - გარეგან სილამაზეში - ეშმაკები ბუდობენ.
 - ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს.
 - ხოჭო ხავერდზე დასვეს, იგი მაინც ნაგავისაკენ [მიეჩქარება] მიიწევს.
 - კატის ნავალი წამლად აღიარეს, მან უფრო ღრმად დაფარა მიწით.
 - სხვისი დუდუკის ქვეშ თამაში.
 - ცალი ხელით როგორ უნდა დაუკრა ტაში?
 - ერთ ყვავილს გაზაფხული არ მოყავს.
 - არა მაქვს წვერ-ულვაში, თორემ დიდ პატივისცემაში ვიქნებოდი.
 - ძაღლი თავის სახლში ყოველთვის დიდგულზეა.
 - ძაღლს დაუმეგობრდი, მაგრამ ჯოხი ყოველთვის ხელში გეჭიროს.
 - აქლემს კოვზით ასმევდა წყალს.
 - ძაღლები წაიკიდენ - მათხოვრები გადარჩა.
 - ძაღლის კუდი ორმოცი წლის განმავლობაში რომ პრესსში ატარო, მაინც არ გასწორდება.
 - ძაღლს გავექეცი და მგელს შევეფეთე.
 - სანამდე შუბას იყიდდე, ზამთარი კიდეც გავა.
 - ქვეითი ცხენოსანს დასცინოდა!
 - დავის დროს ყველაზე უკეთესია - გაჩუმდე.
 - აფეთქდა როგორც თოფის წამალი.
 - თავისივე ხელით ანგრევს თავის სახლს.

*
ბალახები. ნათელა. ჩაბალახები. ციცინათელა.
ბუბუტი. უპუთი.
Сто В. Сокотать. Голубь.
Забол. Rioner.