შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-628-10 - 1929 წელი


სიტყვა სიტყვით ასეთი საუბარი იყო ხელოვნების სასახლეში:
ჯერ [გავიდნენ] გაიყვანეს დარბაზიდან ნ. ლორთქიფანიძე და სხვები.
მე: - თქვენ გითქვამთ, ბენიტო, რომ საქმე გაქვთ ჩემთან.
ის: - ჰო, გალაკტიონ, საქმე, აი, რაშია, ჩვენ პლენუმი გვაქვს შაბათს; ჩვე­ნი მი­­ზანი არის, იყოს ჩვენთან მთელი ქ. ლიტერატორების მემარცხენე მიმ­დინა­რე­ობა. ამას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის და მისი ლიტერატურის საერთო მდგო­მა­რეობა. თქვენ იცით ნ. მიწიშვილის მოხსენება?
- არა, არ ვიცი.
- აი, ეს მოხსენება. მან წაიკითხა ეს აქ - მწერლებში: იგი ამტკიცებს, რომ თა­­ნამედროვე მწერლობაში არავითარი თანამგზავრული ლიტერატურა არ არის. მთლია­ნად მთელი ქართული მწერლობა კონტრ-რევოლიუციონურია, ამი­თი მას სურს დაისაკუთროს პირველი თანამგზავრობა. [საშინელი] ის თა­ნამ­გზავრი კი არა, პი­როვნებაა, რომელმაც დაღუპა მთელი საქმე... არავის მა­გის თანამგზავრობა არ სჯე­რა.
ბენიტომ მიჩვენა კარგა მოზრდილი რამდენიმე თაბახი რემინგტონზე ნა­­­ბეჭ­დი ქაღალდის. ეს იყო მიწიშვილის მოხსენება. მე ის არ გადამითვა­ლი­ერე­ბია. მე ვენ­დე ბ. სიტყვას.
- ეგ მართალი არ არის, ჩემს შესახებ მაინც, - ვთქვი მე, - საზოგადოთ მე ვიცი მა­გათი პსიქოლოგია. მე მაგათთან არ ვმუშაობ 1922 წლიდან. მე ვმუ­შა­ობ მნათობში. წი­ნა ხანებში ის იყო რევოლიუციონური ჟურნალი. ეხლა არ ვი­ცი, რა არის. ჩა­მოვ­შორ­დი რამდენიმე თვეა.
- რა თქმა უნდა, მართალი არ არის იგი შენს შესახებ. საქართველოში პირ­ველი თა­ნამგზავრი ხარ შენ. არიან კიდევ სხვა თანამგზავრებიც. აქ არ ჩა­ით­ვლება რო­ბა­ქიძე, არც მიწიშვილი, არც ტიციანი, არც სხვა, მაგრამ ვინაა მა­შინ თა­ნამგ­ზავ­რე­ბი?
- მე არ ვიცი.
- საქმე, აი, რაშია. უნდა მოინახოს რაიმე საერთო ნიადაგი საერთო მუ­შა­ო­­ბი­სთ­ვის.
- მართალია.
- მოველაპარაკოთ ამხანაგებს, - აქ ჩამოთვლილ იქნა რამდენიმე, - ჩვენი და­საყრდნობი იქნება რაიმე განცხადების შემოტანა პლენუმზე.
მე დავთანხმდი, თუმცა განვაცხადე, რომ ერთი დღე ასეთი დიდი საქმი­სათ­ვის საკ­მარისი არ არის. ვეცდები-მეთქი, ვუთხარი და გამოვედი.
კარებთან დამხვდა შ. რადიანი. - შეთანხმდით? - მკითხა მან. - დიაღ, - ვუთ­ხარი. - წე­რილს ვინ დასწერსო. - ან ჩვენ, ან სანდრო... ეგ ვნახოთ-მეთქი, ვუთ­ხარი.
სახელგამში შემხვდა სანდრო და დავუწყე ლაპარაკი, მაგრამ ამ დროს მო­­ვიდა ტი­ციანი. ხვალ უსათუოდ ვკითხავ.
საინტერესოა, რითი დათავდება ეს ამბავი..
თუ ავანტიურაა? მაგრამ არა!
1. [ვასო გორგაძე]. 2. სან. შანშიაშვილი. 3. ლეო ქიაჩელი.

 „ეპოქა“. Галактион Табидзе.
ანიკო, მარიკა.

                                               პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის პლენუმს

ძვირფასო ამხანაგებო!
[მიიღეთ ჩვენგან მხურვალე სალამი] [ვუძღვნით ჩვენს ამხანაგს, პრო­ლე­ტა­რულ მწერ­ლებს. ასოციაციის პლენუმს].
პროლეტარული რევოლიუციის 12 წლის თავზე, ქვეყნის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის პე­რიოდში, როდესაც ხელოვნების საერთოდ და განსაკუთრებით ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბის წინაშე სდგას არა ერთი და ორი საპასუხისმგებლო სა­კით­ხის გადაწყვეტის პრობ­ლემა (მაშინ, როდესაც არავითარი მხარე ამ საკითხში პრობ­ლემატიური არ [არის] უნდა იყოს). [ჩვენს მ].
ორგანიზაციულად, აკტიურად ჩაბმას სოციალისტურ მშენებლობაში.
ეპოქა სოციალისტური რევოლიუციის.

 1. ვ. გორგაძე. 2. გ. ტაბიძე. 3. ს. შანშიაშვილი. 4. დ. ლიხელი. 5. ვ. გაბესკირია. 6. [გ. ქუჩიშვილი].
შალ.
Роте Фане.

Привет трудящимся Востока от чистого сердца товарищи.
                                                                                                                                                                                                                 ГалактионТабидзе
ყოველთვის სჯობია, რომ საქმე მარადის იყოს სვიანიო.
                                                                                                                                                                                                                                Г.Табидзе