შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-45 - 1929 წელი


პირველი აპრილი.
2-22. Орг. отдел. закрайкооп. სიმონ დარახველიძე.
დარახველიძე. „ქართული ლექსი“.

1. ვადა.
მოხსენება.
I.  სიტყვა. II. პიესა. III. გ. ტ. შქ.

ოპერის თეატრი.
ახმეტელი. ორშაბათს. დილის 12 საათზე. 3 საათზე.
3 განყოფ.: ჯონ რიდი, ეპოქა, პაციფიზმი.
27 აპრილი. პრემიერა.

*
ვით კინოთეატრს მასსა,
ისე მოაწყდა ფიქრები.

*
მდორეს უფრო ამდორებდა,
და აქცევდა ბარაკებად,
სასომიხდილ ავტორებთან
[მკაცრი] ძველი მოლაპარაკება.

*
1. ვისი სახელით ლაპარაკობს კრუხის პალო?
ტლიკინობს ტ. ტაბიძ... ვისი სახელით ლაპარაკობს იგი? მართლაც, ვისი სახელით ლაპარაკობს ეს მატრაკვეცა. ვის ელაპარაკება იგი?
- ვისი სახელით ლაპარაკობს?
- ვისი სახელით ლაპარაკობს?
- ვისი სახელით ლაპარაკობს?

*
პოეტი უნდა მზე იყოს,
ახალ ეპოქის მჭედელი,
თან მასსას უდგეს დარაჯად,
როგორც ქვიტკირის კედელი.

*
არა, გაერთებულ ტემპს
არვინ გადაუხაროს..
გაუმარჯოს [ახალ ძმებს],
გაუმარჯოს ფუხარას!

*
ლექსები, როგორც ქვიტკირის კედლები.

ადექი, დილავ, ნუ გძინავს,
ველი აივსო თათრითა.

გადაიშალენ...
მთისა და ბარის დევები,
წინ უდგასთ გმირი ლუხუმი,
ვითა ქვიტკირის კედელი.

*
Карасубазар (Средная Азия).
Был болен, теперь здоров. [Где этот Карасубазар. деньги присылаю.]

Галактион

[Пришлю письмо.] Присылаю тридцать. Целую.

Галактион

*
ტანკები, ტანკები, ტანკა.

2. მეზობლური, ძმური, ამხანაგური, მეგობრული, ბოლშევიკური, კომუნისტური და ლენინური სალამი!
3. გაუგონარი ენერგია უნდა გამოვიჩინოთ.

არდაყოვნება ხანისა
აროდეს გვიზამს ზიანსა.
მუშურ-გლეხური

*
„პრო-ეტ.“
წერილები არის „Издевательство“. პატარა ჟულიკების საქმე. ჯერ გამოგტაცონ და მერე დაგცინონ.
„იცოდე, ბრიყვის მონაგებს
ისევ ჭკვიანი წააგებს“.
ეს მე რომ ვთქვა, სხვაა. ისინი ამას ვერ შესძლებენ.

*
არის შელლი აქ,
არის სხვაცა.
მაგრამ ისმის -
მაცა! მაცა!

*
ჰერცელ ბააზოვი. არქივის შესახვ. 22. ტელეფ. 6-15.
Самарканд. 15 р. деньги.
Совторгороот. 16 р. 5 к. Мягкий.
ბაქო - 8.75 - 12 საათ. ღამე.
კრასნოვოდსკზე - Альма-Ата. კრასნოვოდსკიდან ალმა-ატამდე. 16 р.
Такир - 772 километ.
Пароход из Баку – в нечетных числах.
გემით - 25 პ.
1905.

*
4. ერთი მომხსენებელი. ერთი მოქმ. 5-5 ლექსი ერთად. 20 არ გადაშორდეს.

*
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის...

*
რა ხელ-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული,
გალიაშია დატყვევებული!
და ველად იგი, ამხანაგთ შორის,
ჭირსა, ვით ლხინსა, ერთგვარ დამღერის!
ესრეთ რას არგებს კაცსა დიდება,
თუ მოაკლდება თავისუფლება.

*
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო,
გარდამატარე ბედის სამძღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას,
არც აწ ემონოს შენი მხედარი!

*
ცუდათ ხომ მაინც არ ჩაივლის
ეს განწირული სულისკვეთება,
და გზა უვალი, შენგნით თელილი,
მერანო ჩემო, მაინც დარჩება.

*
5. ეს არის მატყუარა სურათი:
შენ მშვენიერი ხარ ჩემთვის, როგორც მოგონება.
შენ საუკეთესო ხარ, განმაცოცხლებელი მომავალი მუშაობისათვის.
მაპატივე, რომ ვერ ვიცავ შენს სტილს!

*
უცებ, პანთეონში,
        [კვნესის] ფიქრობს იმ საფლავზე,
რომელიც რომ არსად
        არ ფიქრობდა შავზე.

*
იყო დაჯგუფებანი:
ცისფერი ყანწები, აისის ჯგუფი, ცისარტყელას ჯგუფი, გიონის ჯგუფი, გადარეულთა ჯგუფი, მეცხვარეებთან კავშ. ჯგუფი, ქალთა უამრავი წრეები, ეკგ. მრავალი ჯგუფი-პარტია, ირმიგალის ჯგუფი.
იხ. ფ. მახარაძის წერილი (ერთობაში) „უაზრო ჯგუფები“.

*
6. არ დავზოგავ არაფერს, მოგკლავ, შენს სისხლს დავლევ.
7. პაპა პიი მეთერთმეტე.

*
[ძვირფასო აბესალომ. თქვენთან დიდი ბოდიში უნდა მოვიხადო, რომ ამდენ ხანს ვერც ჩამოვედი, ვერც წერილი მოგწერეთ. რა მემართება, მე თვითონ არ ვიცი. საშინლად, ნერვიულად გავატარე ეს ზამთარი, ცხოვრება ცხოვრებას არ ჰგავდა. ამიდები [მიშლიან] აქ ცუდი იყო. მაგრამ ზამთარი გავიდა. ეხლა კარგად ვარ (მატერიალურად მაინც ვერა ვარ კარგად). არაფერია, ყველაფერი გამოკეთდება. ოლია, როგორც იცი, გააგზავნეს. ჯერ შუა-აზიაში, შემდეგ კრიმში. წერილებს მისგან არ ვიღებ, რადგან ვერფერსა ვსწერ და ალბად გულმოსულია. ვცხოვრობ კრილოვის ქ. N№10, დროებით. ვეძებ უკეთეს ბინას. ბინა ბინაა].

*
Георгий Крейтан.
„მზადება შუა-აზიაში გასამგზავრებლად“.

* * *
როგორც ყურადღება შეუნელებელი,
[სავსე გადამჭრელი] საჭიროა გადამჭრელი
გადატეხა.

*
- А Галактион?
- Здравствуйте, Георгий.
- Что, работаете?
- Нет, газету читаю!

როგორ უნდა მოეწყოს კომუნა. 1000.

* * *
ადამიანს ენა ჰქონდეს,
ჭკუა ჰქონდეს, ჯანი ჰქონდეს,
მაინც ჩიხში [გამოსავალს] მოემწყვდეს და
მაინც...

ვერმიშელის ფეხები.

*
[ო, ამხანაგო! თუ ვიქნები ხანდახან მკაცრი.]
ო, თუ ხანდახან მკაცრი ვიქნებით, არა იმიტომ...

პრაკტიკულად...