შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-36 - 1929 წელი


1929.
I. ამერიკელი მხატვარი ო’ჰარის გამოფენა.
II. „შრომა“-ს ჩემი წიგნი რომ უნდა გამოეცა.

1929.
1. ამერიკელი (ბოსტონიდან) მხატვრის ო’ჰარის სურათების გამოფენა მუშათა სასახლეში 11 აგვისტოს, 1929 წ.
2. ამავე წელს არჩ. მიქაძემ მიმატანინა წიგნი გამოსაცემად „შრომაში“.. (აქ არის აღნიშნული ის დღე).
3. მეწისქვილის გოგონის - პირველი შავი (1929).
4. ეხლა აფხაიძე?

*
აკლია ლექსები - 5-6 მნათობი:
ქალაქი წყალქვეშ, ქუთაისი, ლენინი, მაქსიმ გორკი, მოჩვენებანი.
შრომა, მნათობი, ლენინი, მაქს. გორკი.

ამერიკელი (ბოსტონიდან) მხატვარის ო’ჰარის
სურათების გამოფენა
მუშათა სასახლე, 11 აგვისტო.
1. „Durants press quttings“.
ეს ყველაზე უფრო საინტერესო პატარა დაფაა. პრესსის ბიურო ამოჭრის გაზეთებიდან ცნობებს და აწვდის თავის კლიენტებს (რეცენზიებს თავის შესახებ). სულ 8 ასეთი პატარა ლურჯი ფურცელი ზედ დაწებებული გაზეთიდან ამოჭრილი ცნობებით ო’ჰარის (ბოსტონელი მხატვრის) შესახებ. ეს ფურცლები გამოგზავნილია ამერიკიდან მოგზაურობის დროს, ო’ჰარის მოგზაურობის დროს. აი მიღწევა, ოჰარი მოგზაურობს რუსეთში, და მას კვალდაკვალ მოსდევს უკანასკნელი ცნობები (ფურცლებზე აღნიშნულია 1929 წელი) თავის შემოქმედების შესახებ. მერე რა ფაქიზად, სუფთად. პრესსის ბიუროს იარლიკზე. ასეთი ბიუროს დაარსება აუცილებელია ჩვენშიდაც. იგი არ მოითხოვს ხარჯებს და ამავე დროს საშუალებას მისცემს ბევრს უმუშევარს საქმის გაკეთებისას. ამავე დროს ეს უდიდესი საქმის გაკეთება იქნება. ეს უნდა მოეწყოს სოც. უზრუნველყოფის კომისარიატთან ან შრომის ბირჟასთან. ეს იქნება არტელი.
აი, რამდენად ნიჭიერები არიან ამერიკელები. ამ ამონაწერებში გვხვდება გაზეთები „ბოსტონ გლორი“, „ტიმესი“, „ირიშ ინდეპენდანტი“, „ბოსტონ პოსტ“ და სხვ. აგრეთვე ქრონიკები, სურათები გაზეთებიდან და სხვ. როგორ სჩანს, რომ ოჰარი ნამდვილი ამერიკელი მხატვარია:
- მას მოსდის ამონაჭ. გაზეთები.
- მან მხოლოდ 2 დღით მოაწყო გამოფენა (იგი ხვალ მიდის).
- მას ბევრი უმოგზაურნია რუსეთში.
- ეტყობა კულტურა, სისწრაფე (ერთი გამოფენილი მოზრდილი აკვარელთაგანი დახატულია 1/2 საათში).
- ამ სურათებს იგი შემდეგ ამერიკაში გადაიღებს ტილოზე.
- გამოფენაზე შესასვლელი ფასი მან დააწესა 10 კ.
- ეხლა გადავიდეთ სურათებზე.
რუსეთი:
1. Пристань на Волге. 2. Н. Новгород – Волга. 3. Н. Новгор. Место ярмарки. 4. Н. Новгор. Кремлевские Ворота. 5. Волга. 6. Н. Новгород. Кремль. 7. Волга. 8. Астрахань. Кремль. 9. Бурлак. 10. Китаец в Новгороде. 11. Астрахань. 12. Н. Новгород. Крем. Ворота.
სომხეთის პეიზ-ი:
1. არარატი. 2. დელიჟანი (ქუჩა ბაზართ.). 3. სევანგის კუნძული გოგჩაზე. 4. ელენოვკა (სამჭედლო). 5. ერევანი (მეჩეთი). 6. ერევანი (ბაზარი). 7. ერევანი (მეჩეთი). 8. ეჩმიაძინი (სობორო). 9. არარატი. 10. ელენოვკა გოგჩაზე. 11. არარატი ეჩმიაძინთან. 12. გოგჩის ტბა.
ბაქო:
1. ტიპები. გადამზიდველი თათრების (10 ნახაზი 2 ფურცელზე).
საქართველო:
1. ჯვარის მონასტერი მცხეთის მახლობლად. 2. მცხეთა (შინაგანი სანახაობები). 3. მცხეთა. სვეტიცხოველი.
სამივე კარგია. ყოჩაღ, ოჰარ!
სულ 31 აკვარელია. ყველა ქაღალდზე ნახატი. ზოგი დაუმთავრებელია, მაგრამ მაინც საინტერესო.

*
11 აგვ.
ცხენის შესახებ:
ენციკლოპედიაში უნდა წავიკითხო დღეს ყველაფერი ცხენის შესახებ. რა სამწუხაროა, რომ ბროკ. და ეფრონ. მხოლოდ ცხენის ანატ. შთამომავლობა დასხა.
11 აგვ.
ამბავი მოხევე ქალის რა სამწუხარო ამბავია. თავის ამბავს ის უამბობდა ბუჰ. რამდენჯერ გადარჩენილა სიკვდილს!
11 აგვ.
გამოფენაზე იყვენ მხატვრები და აგინებდენ ოჰარს. ჩვენი, ქართველი მხატვრები! რა სამწუხაროა!
11 აგვ.
მნათობის ნომრები არ იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო ყველაფერი, მე წავალ კნიჟნი პალატაში.
11 აგვ.
აფხაიძე, ე. ი. „შრომა“ არასდროს არ არის თავის ადგილზე. მთელი დღე როგორ უნდა უცადო?
11 აგვ.
„ჩინოვნიკობა უფრო და უფრო გასაგები ხდება“. ერასტი ტოროტაძე.

„ამხ. ტიც. ტაბიძეს მიეცეს 1.302. 500 სტრ. პოემის ანგარიშში 260 მანეთი“. შ. აფხაიძე.
20 კ. სტრ.

Руст. 31. Госплан. М. П. Жакову. Культ. просв. сен.

*
1. სტამბაში.
2. სახელგამში ქაღალდია საჭირო.
3. იქნება ფული მომცეს ბარონმა.
4. კომუნისტში ვინა და ვინ მუშაობს ეხლა.
5. ახალგაზრდა კომუნისტი.
6. პენსიის მომატების შესახებ.
7. მუშაობს თუ არა დ. კანდელაკი.
8. როდის გამოვა "მნათობი"?
9. ეხლა აფხაიძე? რომ გავიმარჯვო, მაშინ?
(ვერ გავიმარჯვე. ჟულიკთან რას გაიმარჯვებ).