შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-551-5 - 1928 წელი


Англ. заметки.
1928. 28/VII.
ლონდონში მუშა-ქალები [მოაწყობენ დემონსტრაციებს] გამოვლენ მალე ომის წინააღმდეგ.
შეიკრიბებიან შრომის შვილები:
ცოლები მემაღაროეთა.
მშრომელი ქალები საქსოვ ფაბრიკების.
ლანკაშირში, დიენდში აგროვებენ სახსარს ლონდონში ჩასასვლელად.
ყველანი დემონსტრაციაზე.
ყველაზე წინ წავლენ რუსის ქალები, რომელთაც იციან, რას ნიშნავს ბრძოლა, რას ნიშნავს შიმშილი, და სამუშაოს დაკარგვა ბრძოლის სამაგიეროთ.
ლოზუნგები:
1. შესწყვიტეთ ჩინეთის ინტერვენცია.
2. დაიცავით საბჭოთა კავშირი ომში ჩათრევისაგან.
3. ძირს იმპერიალისტური ომი.
4. გაუმარჯოს საერთაშორისო სოლიდარობას კლასიურ ომში.

ვარშავა.
მიტინგი პროლეტარიატის ომის წინააღმდეგ.
სეიმის წევრი - სიპულა - მიუთითებს მიტინგს იმ საშიშროებაზე, რომელსაც აწყობენ კაპიტალისტური სახელმწიფოები ინგლისის ხელმძღვანელობით.
ეს საშიშროებაა ომი საბჭოთა კავშ. წინაამდეგ.
იგი მიუთითებს პოლონეთის მთავრობის აგრესიულ პოლიტიკაზე ლიტვის მიმართ.
მიტინგზე იყო 2.000 მუშა.
სეიმის წევრის სიტყვა ხშირად სწყდებოდა საიდუმლო პოლიციის აგენტებისა და პეპეესოველების რაზმელების ბოროტი დაქადნებით.
ისინი შეიარაღებულნი იყვნენ ყვითელი სახრეებით. [ჯოხებით] კომბლებით.
ცხენოსანთა პოლკთან ერთად ისინი ეკვეთნენ მასსას.

მე-VI მსოფლიო კონგრესი კომინტერნისა.
მოწოდება ყველა ქვეყნის დამონებულთ.

4. VIII. 28.
პირველი მსოფლიო ომის 14 წლის შემდეგ, იმ ომის, რომელმაც დაბადა პირველი სოციალისტური რევოლიუცია.
კომინტერნი მოუწოდებს ყველა ქვეყნის მუშებსა და გლეხებს - მოემზადონ, რათა მომავალი ახალი მსოფლიო ომი გადაიქცეს მსოფლიო სოციალისტურ რევოლიუციად.

გერმანია. 4 აგვისტო.
„ძირს ერთა ლიგა, ლიგა ომისა“.
„იმპერიალისტურ ომს გადავაქცევთ სამოქალაქო ომად“.
„მხოლოდ პროლეტარული რევოლიუცია მიანიჭებს კაცობრიობას - მშვიდობიანობას“.
„მსოფლიო იმპერიალიზმი იარაღდება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ“.
ამ ლოზუნგებით ლუსტ-გარტენში შესდგა მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია ომის წინააღმდეგ.
რამდენიმე ათეული ათასი დემონსტრანტებისა მსოფლიო იმპერიალისტური ომის საშიშროების წინააღმდეგ.
მუშათა კლასის გაერთიანება ლენინისა და ლიბკნეხტის დროშის ქვეშ. დაცვა საბჭოთა კავშირისა.
ამავე დღეს მაინის ფრანკფრუტში, კელნში, დიუსელდორფში, მაენც-ხემნიცში, ვისბადენში და სხვ.

5. VIII. 28.
ვაჲნაში, ჟიკელში, ჰამბურგში, ბერლინში დემონსტრაციები ომის წინააღმდეგ. „ომი იმპერიალისტურ ომს“.

პარიჟი. 5. VIII.
ივრში დანიშნეს დემონსტრაცია და მიტინგები გაშლილი ცის ქვეშ.
მუნიციპალიტეტმა მისცა შენობა, პრეფეკტურამ აუკრძალა, ყველა შენობები დაიკავა პოლიციამ და ჟანდარმერიამ.

დემონსტრაცია წინ მიიწევდა.
2000 კაცი დააპატიმრეს.
იყო შეტაკებები.
შემდეგ ყველანი გაანთავისუფლეს 100 კაცის გარდა.

ფურცლები პოეტის დღიურიდან.

*
საინტერესოა პირველი ნაბიჯები.