შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-530-3 - 1928 წელი


საქართველო.
[თითქმის ოცი წელიწადია, რაც...]
ამ ოცი წლის განმავლობაში მე ვთანამშრომლობდი თითქმის 50-მდე სამხატ.
ამ თითქმის 20 წლის განმავლობაში მე [ვთანამშრომლობდი] ვითვლებოდი უმთავრეს და ძირითად თანამშრომლად 50-მდე ქართ. [სამხატვრო] სალიტერატურო გამოცემაში: ჟურნალებში და [გამოცემებში] გაზეთებში და სხვ. [თითქმის ყველა მათგანში წინადაც და დღესაც ვიყავი და ვარ უმთავრესი, ძირითადი, მე ვითვლები უმთავრეს ან ძირითად თანამშრომლად. ყველა ჩემი ნაწერები დღე] და როგორც მოგეხსენებათ, განვაგრძობ ამ თანამშრომლობას დღესაც („მნათობი“) [და] ყველა ჩემს ნაწერებს [როგორც მოგეხსენებათ, დიდი] თანაგრძნობით ხვდება [როგორც მასსა] მკითხველი მასსა, [ჩემს წიგნებს მოითხოვენ] ისე პრესსა;
ამჟამათ მე მსურს გამოვსცე ზოგი ჩემი ნაწერები შვიდ პატარა ფორმატის წიგნად (თვითეულში იქნება მხოლოდ 150 გვ.). მეხმაურებოდა პრესსა: ჩემს შესახებ ჟურნალ-გაზეთებში გაბნეულია ოთხასამდე ავტორის სხვა და სხვა სახის წერილები [რომლებიც გაჟღენთილია]... [ამ ნაწერების გამოცემას].
ვთხოვ სახელმწიფო გამომცემლობას, დასაბეჭდათ მიიღოს ჩემი წიგნები.