შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-487-6 - 1928 წელი


1. სალიტ. ასპარეზზე გამოსვლა.
2. მონაწილეობა ქართულ  საუკეთესო ჟურნალ-გაზეთებში.
3. გამოცემა წიგნების: I, II, III, სახელგამის გამოცემა, ჯონ რიდი. მზადაა გამოსაცემად „ეპოქა“, რომლის მნიშვნელობა და იდეური... უკვე აღნიშნა ამხ. მ. კახიანმა. წერილები.
4. მონაწილეობა სალიტერატურო საღამოებში, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეებში, განსაკუთრებული რევოლიუციონური ლექსებით.
5. რედაქტორობა ჟურნალებისა.
6. პრესა და საზოგადოებრიობა [აზრი] ჩემს შემოქმედებას ყოველთვის [იყო] აღიარებდა პირველ ხარისხოვნად.
7. მიღწევები: [ტეხნიკური სისრულე] მრავალი ახალი ტეხნიკურ მიღწევათა გამოგონება. ლიტერატურას მე ვუცქეროდი [როგორც] მხოლოდ უმაღლესს.
8. რიცხვი ჩემმიერ დაწერილი  ლექსებისა.
9. მე და რევოლჲუცია. მე ვიყავი ერთადერთი პოეტი საქართველოში, რომელმაც პირადათ განვიცადე რევოლიუცია.
10. პირველად ჩემმიერ იქნა გადადგმული ნაბიჯი რევოლჲუციონური პოეზიის შექმნისათვის.
11. ხუთი წლის განმავლობაში თითქმის უანგაროდ ვმუშაობ ჟურნალ „მნათობში“, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს რევოლიუციონურ ლიტერატურის შექმნისთვის. ამ ხნის განმავლობაში მასსის უდიდეს სიყვარულთან ერთად მე არ მომკლებია [დაცინვა, დამცირება] შიმშილი, სიცივე, უბინაობა და ის დამცირება და დაცინვა, რომელიც ყოველთვის თან სდევს...