შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-481-10 - 1928 წელი


წელს შესრულდა 20 წელიწადი, რაც სალიტერატურო ასპარეზზე ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში თანავმშრომლობდი მრავალ საუკეთესო ჟურნალსა და გაზეთში. გამოცემულია ჩემი ნაწერების I, II და III ტ. უკანასკნელი წიგნი, სახელგამის მიერ გამოცემული შეიცავს 600-მდე გვერდს, შიგ მოთავსებულია 1.000-მდე ლექსი. ცალკე გამოცემულია აგრეთვე პოემა „ჯონ-რიდი“. სულ მოკლე ხანში გამოვა რევოლიუციონური წიგნი „ეპოქა“. 20 წლის განმავლობაში მონაწილეობას ვიღებდი მრავალ სალიტერატურო საღამოში, საქართველოს თითქმის ყოველ კუთხეში განსაკუთრებული რევოლიუციონური ნაწერებით; ვრედაკტორობდი სახელოვნო ჟურნალებს. პრესა და საზოგადოებრივობა ჩემი სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლის დღიდანვე მე მთვლიდა პირველხარისხოვან პოეტად. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მე თანავმშრომლობ ჟურნალ „მნათობში“, რომელიც რევოლიუციონურ როლს თამაშობს ახალი ლიტერატურის შექმნისათვის. ამ ჟურნალში ჩემი თანამშრომლობა თითქმის უანგაროა.. საერთოდ, ჩემმიერ დაწერილია 5.000-მდე ლექსი და წერილი.
იმ გარემოებამ, რომ რევოლიუციონური 1917 წელი მე გავატარე პეტროგრადსა და მოსკოვში, გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემს შემოქმედებაში; მაგრამ იმავე გარემოებამ ფიზიკურად დამაავადმყოფა.

*
შეჯიბრი.
1. ეხლაც თვალწინ იგივე ათასცხრაას ხუთია.
2. პაპა გასცდა ოყოჯიროს...
3. კოჭლი საჰაკ - დადის დალახლახითა.
4. აღმოსავლეთი.

1. ინგლისელ მწერალს მსურს ვუთხრა (იმერელის მონოლოგი)?
2. იყო ადვილი წარმოსადგენი.

*
ეხლა სხვა ტემა გადავდოთ განზე,
მატარებელი მოიჭრა თუჯის.