შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-28 - 1928 წელი


Уже вы.
Да Здравств. Большевизм!
Грузия годами лежала…
Сов. власть. умеет строить рабочее дело, включая науку и медицину.
ზაპოტოცკი - გენერალური მდივანი ჩეხოსლოვაკიის კომპ.
მეისტერი - რომელიც კამენდანტია გამგზავრ. დელეგაციის.
სპეციალური მაზით იფარავენ სახეს - შახტიორები.

პირველი მიტინგი შახტებში
სადგურზე შეკრებილია 2.000 მუშა. დროშებით გამოდიან დელეგატები ყველა ქვეყნების, აგრეთვე შახტების წარმომადგენლები. Качает негра. პირველად გამოდის ინგლისელი მარჯორ პოლიტი, ამერიკანელი ნეგრი, იტალიის შამშე ლეჟავა. ყველა...
ქალაქი ახალ დაარსებული. შემდეგ დავათვალიერეთ ძველი საავადმყოფო.
Раб. дело.
ახალი საავადმყოფო. По болезн. горл. уха и после… Зубот. Зуботехническое. Водолечебное.
გიდროსტანცია 16 000.
საავადმყოფო კარგადაა მოწყობილი. ახალი აპარატურა, რუსეთშივე მოწყობილი ელეკტრო კაბინეტები, რენტგენი, საოპერაციო მაგიდა და სხვ. Глазная, кабинет по нервным, кабинет по женским, туберкулезный кабинет. Светолечебный.
გაზეთის რედაკტორი.


დონბასში მიტინგები:
1. სადგურთან. 2. საავადმყოფოში. 3. წყალსადენში, რომელიც შენდება. 4. ელეკტროსადგური, რომელიც შენდება. 5. შახტი იმ. "არტიომ". 6. ქარხანა. 7. საბავშო ბაღი, ბაგა. 8. სახლი ჩამომსვლელთათვის. 9. ჯარისკაცების სახლი.

*
ვარონეჟში მოგვცეს წიგნი ი. ვარეიკისის: Пути и задачи соц. преобразования Ц.Ч.О.
სალატი. კალგონოვი.
გენერატორი ხიდზე.
ჯარი შემოერტყა ჩვენს ვაგონს რკალად - დიდი მიტინგის შემდეგ - შამშე დაბრუნდა ხმაჩახლეჩილი - მას სიტყვა უთქვამს.
ჯარი მღერის, ცეკვავს, ესალმება დელეგაციას. ჩვენი მატარებელი მალე წავა.
წყალსადენთან ივანოვა. პარაგვაიდან.
დვოილაცკი - „შახტიორი“-ს რედაკტორი.
Каменоломный - მუშები.
Лагерная платф. - ჯარისკაცები (შახტების მახლობლად).
მაშუკი [სამშობლო].
ლერმონტოვი.

*
მანუილსკი - როგორც სჩანს, დიდებული კომუნისტია. იგი არის სრულიად უბრალო კაცი. ლმობიერი გამოთქმები, გულწრფელი, დამაჯერებელი მოპყრობით სხვისადმი. იგი გაურბის საჯაროდ... იგი სრულიად უბრალოა, მიუხედავად დიდი და პასუხისმგებელი პოსტებისა (პოლიტბიუროს წევრი, კომინტერნის აღმასკომის წევრი და სხვ.). კოზლოვში მას მიმართა ერთმა მუშამ ასე: რად არის, რომ უცხო დელეგაციას ეხლა მუშები კარგად ხვდებიან. რამდენიმე ხნის წინად სულ სხვა იყო: წინანდელ დელეგატებზე ხშირად გაიგონებდით: „ვიდიშ, ბურჟუიჩიკი, კაკ ონი ოდეტი“. მან დამაჯერებლად უპასუხა: „მუშები ევროპაში კარგად იცვამენო. ისინი გაათავებენ თუ არა მუშაობას, იმ წამშივე სხვა გარეგნობის ადამიანები ხდებიანო“. მუშამ უპასუხა: „ეხლა ჩვენშიაც ასეა, ბევრ მუშას ვეღარ გაარჩევ სისუფთავით ინტელიგენტშიო“. Мануильский რომ არა, მე დავიბნეოდი შახტებში გაიძვერა სალატის წყალობით.
ჯონსონი - არის ტიპიური ამერიკანელი ნეგრი დიდი შავი თავით და ჯაგის თმებით. იგი ძალიან უყვართ. ხშირად შემოდის ჩემს კუპეში და მესაუბრება რუსულად. ლაპარაკობს საშინლად, მაგრამ გასაგებათ. ეტყობა მშვენიერი, გულკეთილი კაცია. „და-და, შო-შო, კანეშნო“, და სხვ. იცვამს უბრალოდ. ხშირად გულკეთილად აჯავრებენ და იგი გულღიად ბავშვივით იცინის. როდესაც მიტინგზე გამოდის, ყველა სიხარულით ხვდება. სწევს დიდ ჩიბუხს. „ჩვენში, ამერიკაში, - ამბობს იგი, - შავკანიანებსა და თეთრკანიანებს ერთად ვერ დაინახავთო, მატარებელში მათ ცალ-ცალკე სვამენო“. იგი 3-ჯერ მაინც ყოველდღე გამოდიოდა, 6 სეკტ. კი შახტებში ერთ დღეში 10 მიტინგზე მაინც ილაპარაკა და ყველგან მშვენიერად. გაგახსენდება ბიძია თომას ქოხი. ელეკტრო სადგურში მას უსახსოვრეს უზარმაზარი რკინის გზის მსგავსი რაღაც ზედწარწერით: „Железный воротник всемирному империализму“. მას გაუხარდა და სთქვა: „კაპიტალიზმის დასამხობად მე მოვიხმარ ამ იარაღს. აგრეთვე თოფსა და ზარბაზნებს“. და სხვ. მას გაუმართეს ოვაციები.
ზაპატოცკი - გენერალური მდივანი ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის - იგი მოდის ცოლით. მშვენიერი უბრალო კაცია. ორი წელი იჯდა ცხრაას ოცში ციხეში. ჩეხოსლოვაკიაში იგი სარგებლობს უზარმაზარი პოპულიარობით მუშებში, იგი არის პარლამენტის წევრი (13 მილიონ მოსახლეობიდან კომუნისტებმა მიიღეს ერთი მილიონი ხმა). ვიყავით ერთად.

*
7 სეკტემბერი.
ნიკოლო ნიკოლეტი შემოვიდა გახარებული. იგი საპატიო წითელარმიელია.
ურა, ურა! ყვირის მატარებლის წასვლისას ნიკოლო ნიკოლეტი და მას უპასუხებს მრავალმილიონიანი ხმა ჯარისა: ურა, ურა!
ჯონსონმა ხელი ჩამომართვა - მას სახე უბრწყინავს. ახურავს წითელ არმიელის ქუდი. თვითეული დელეგატთაგანი საპატიო წითელ არმიელია.
ჰგავს კრასინის მოგზაურობას ჩვენი მოგზაურობა. კარგია ასეთი მოგზაურობა: ჰორიზონტი იშლება. შემოქმედება ფრთასა შლის.
სალათიც აქ არის. იგი მხიარულია ძალიან. ალბად მოდის ჩვენთან.
ნიკოლეტიმ მიჩვენა აგრეთვე რაპორტი, რომელიც მისთვის მოუხსენებიათ შახტებში.
„რევოლიუციის მატიანე“. 17-18-19. შამშე ლეჟავას მოგონებები. 1896 წელი.
შამშემ მიჩვენა სრული რუსეთის ცენტრ. არჩევნების გამოტანილი ფურცელი, ჟანდარმერიის მიწერ-მოწერა მის შესახებ, მაგრამ იგი იწყება: 24.II. 1905 წელი. რა დიდებული თავგადასავალია:
პირდაპირ საოცარი რამე.
მე ვარ იტალიელებთან ერთად. ეს არის ჩუმი ხალხი. ერთმანეთს არ ესაუბრებიან, მაგრამ ისე ძალიან მოუსვენრობენ. მშვენიერი ხალხია. მე ძალიან ვწუხვარ, რომ იტალიანური ენა არ ვიცი. რა წყევლაა, 24 დღის განმავლობაში ვერაფერზე ვერ ესაუბრო ადამიანს.

*
„Сельмашстрой“ (როსტოვში).
8.000 чел. 7 час. раз. у.
Плуги раз. систем 14.000.
Раб. 4.000 раб. и служ. программа года выполн. полностью.
Здание строики - поср. сушки. Деревообделочный цех.
Цех крестянских…
20 лет. 100.000 километр. 50.000.000 метр. 72 Верст.

*
შამშე - ეს დელეგატები წავიდა ყველა და აქ არ არის არავინ. თქვენ არ დამებნეთ, კაცო, თორემ აქ არავის არ ვიცნობ. ჩავრჩები აქ სადღაცა. სად გნახავთ?
როსტოვი. Сельмашстрой.
სამჭედლო, რომელსაც ბადალი არა თუ არა ჰყავს ამერიკაში. 3 დესიატინა დესიატი.
Работа механизировки.
ბეტონის ფაბრიკა. მეხანიზაცია.
ზავოდი "კრასნაგო აკსაია".
Стой Красный Аксай. შამშე ლეჟავას სიტყვა მუშების წინაშე.
მეისტერი.

გავიარეთ: მინ. ვოდი, პიატიგორსკი, ესსენტუკი და მივედით კისლოვოდსკში. ვბრუნდებით უკან.

[გალაკტიონ ტაბიძის დაბრუნება]
[გუშინ მოსკოვიდან ტფილისში ჩამოვიდა პოეტი გალაკტიონ ტაბიძე მესამე ინტერნაციონალის მე-6-ე კონგრესის წარმომადგენლების ჯგუფთან ერთად. პოეტმა დაათვალიერა დონბასში შახტები, უკრაინაში, ჩრდილოეთ კავკასიაში და სხვაგან მთელი რიგი. დღეს პოეტი გაემგზავრება რაჭაში, კურორტის შოვის საზეიმო გახსნაზე დასასწრებლად.]

- Мейстер! идите, идите, вы пропускаете великолепную дискуссию на свете: Грузия более революционная, или Грузия! (კუპეში).

*
ზაპოტოცკის ცოლმა მითხრა - რომ იგი, როგორც კი ჩავა ჩეხიაში, მოაწყობს ჩემი ლექსების გამოცემას პრაგაში.
დიდებული მარშრუტია.

ვლადიკავკაზში დაგვხვდა ავაკოვი და მივდივართ ავტომობილებით სამხედრო გზით.
ყაზბეგი. სასტუმრო „გრუზია“. ვადიმ ნორაკიძეს.

*
1. „Avanti popolo“.
2. იტალიელი ხუმრობით ამბობს - შენ, პარაგვაი, გაჩერდი, თორემ ისე შეგჭამ, როგორც მალგრენი შესჭამეს არკტიკაში.
3. „ფრანგები კარგი ორატორები არიან“.
4. ესპანელი ენტუზიასტი ახალგაზრდა კაცია.
5. კლარკი პირდაპირ სახურავზე ადის ლაპარაკის დროს.
6. S’e le mode <...>.
7. „Да здравствует Груз. комунисты“.
8. როსტოვში იღებენ კინოსურათებს.
9. ფრანგმა უდიდეს პოეტად ჰიუგო დაასახელა.
იტ., საფრ. ინგლ., Чехослов.

*
 [მარჯორი პოლიტი.]
- სელმაშსტროიზე ჩვენ ავედით თავბრუდამხვევ სიმაღლეზე.
- იყო სურვილი და განწყობილება ღიმილის, ყოველგვარი გარეგნული მიზეზის გარეშე.
- შამშე სარგებლობს აქ საყოველთაო ნდობით. ვეტერანია.
- ჯონსი - ეს გორილაა თუ ადამიანი?