შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-594-6 - 1927 წელი


ამხ. ბარონ. საქმე, აი, რაშია. წიგნი დაბეჭდილია, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, одно дело издать книгу, а главное уже повести эту книгу так, как следует. დიდი წიგნია, კარგი წიგნია, მაგრამ ცოტა ძვირია, ამიტომ საჭიროებს ცოტა მეტ ყურადღებას, უმთავრესად რეკლამას. მით უმეტეს, წიგნს საორგანიზაციო ხარჯებში დაეწერა ღირებულების თითქმის 100%. საოგრანიზაციო ხარჯები გულისხმობს რეკლამასაც, ამიტომ:
რეკლამა უნდა მიდიოდეს პირველ ხანებში ყოველდღე გაზეთებში, „კომუნისტში“, „Заря Востока“-ში და „მუშა“-ში. დიდი რეკლამა.
ერთი კვირის განმავლობაში უნდა სპეციალური გამოფენა მოეწყოს თბილისის ყველა წიგნის მაღაზიებში.
დაიბეჭდოს აფიშა, განცხადებით.
სახელგამის მიერ გამოცემულია ესა და ეს წიგნი.
კვირა.

*
დღეს გამოდის ჩემი წიგნი...
გარდა ამისა: დღეს სახელგამში უნდა გამოირკვეს რამდენი მაქვს აღებული, რამდენი მერგება და ამისდა მიხედვით. როდის იქნება ფულის აღების საკითხი.
პირველი თანხა... 500 მ. უსათუოდ.
[1. წიგნის გამოსვლის დღეს].
იყოს განწყობილება აწეული სულისა.
[1. ცისფერელები, 2. ხომალდელები, 3. მნათობელები, 4. მწერალთა კავშ., 4. ცისფერი ორდენი, 5. <უნა...>].