შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-586-2 - 1927 წელი


საუბარი ხდება ტელეფონით.
1. ეს მთავლიტი არის...
2. უკაცრავად‚ გადმოგზანვილია თუ არა თქვენ მიერ სტამბაში გალაკტიონ ტაბიძის წიგნი?
3. რა მიზეზით?
4. აჰა‚ ძალიან კარგი, მაგრამ საჩქარო საქმეა‚ მანქანა გაჩერებულია და უცდის თქვენს ნომერს. დააჩქარეთ, თუ შეიძლება.
5. მე გახლავართ გალაკტიონ ტაბიძე.
წიგნის №18.

*
„შავი ზღვა და კასპიის ზღვა“.
Нидерландия.
დღეს. ქრონიკები „Заря Востока“-ში.

*
დიდი პორტრეტები:
გოსიზდატის წინ...
პროფკავშირების წიგნის მაღაზია.
წიგნის მაღაზია „განათლება“.
ზაკკნიგას მაღაზია.
ზაკკნიგას მაღ. განყოფილება.
მიხ. პროსპეკტის წიგნის მაღაზია.
რუსეთის გოსიზდ. წიგნ. მაღაზია.
მწერალთა კავშ. წიგნ. მაღაზია.
„ალიონი“-ს წიგნის მაღაზია.

ტრამვაებზე: „[დღეს] გამოვიდა პოეტის - გალაკტიონ ტაბიძის წიგნი. გამოცემა ს.ს.რ. სახელმწიფო გამომცემლობისა“.
ამნაირივე აფიშები.
საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობამ გამოუშვა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების წიგნი. წიგნში მოთავსებულია 600-მდე ლექსი (დაახლოვებით [ერთი] მეოთხედი პოეტის ნაწერებისა). წიგნი შეიცავს 540 გვერდს‚ დაბეჭდილია [საუკეთესო] კარგ ქაღალდზე [ავტორის] პოეტის პორტრეტით და ფაქსიმილეებით. [წიგნი ღირს სამი მანეთი]. წიგნის მოთხოვნა შეიძლება სახელგამის ადგილობრივ და ფილიალურ ყველა წიგნის მაღაზიებში.

Книга Галактиона Табидзе.
Госиздатом Грузии выпущена книга [известного грузинского поэта] Галактиона Табидзе. В книге помещено до 600 стихотворений (приблизительно четвертая часть всех произведений знаменитого поэта) с портретом автора, факсимилэ. Книга отпечатана на хорошей бумаге. Издана изящно и на хорошей германской бумаге.

*
გალაკტიონ ტაბიძის წიგნი - პიესა 3 მოქმედებათ.
ზაჰესი. ქართული პოეზიისათვის.
ლურჯი ხალათი.
[რა] სცენაზე. პარტერში. გალერეაში.
„ერთაწმინდელის წიგნი“.
მჲუზიკ-ხოლლი.
1. ოპერის თეატრის არტისტები.
2. კორნსერვატორიიდანაც.
3. ზრუნვა უნდა ყველას კოსტიუმებისათვის.
ნინო ჩხეიძე.
ნიკო გოცირიძისათვის ფარსადანმა დასწეროს, თუ როგორ ბაძავს თვითონ გალაკტიონს...
არტისტები წაიკითხავენ პოეტების ლექსებს, მოძღვნილს ჩემდამი.
სერგო კლდიაშვილმა დამიწეროს, თუ როგორი სახელი აქვს იმერეთში გალაკტიონს ჟორჟოლიანისა და ბალანჩივაძისათვის.
ნინო ჩხეიძისათვის, ნინო დავითაშვილისათვის.
„შალვა დადიანი“ - პიესა ერთ მოქმედებათ.
ერთი პიესა - 3.3.3.3.
კი მარა‚ ვასო რაზე ფიქრობს? არაფერზე. იგი დაღონდა. ოღონდაც...

*
ხალხი თეატრში გროვდება. თეატრი გადაჭედილია უმეტესად ახალგაზრდობით. სცემს მესამე ზარი.
1. ორკესტრი უკრავს „გალაკტიონის მარშს“. იხდება ფარდა... სცენაზე 100 პოეტია. 100 პოეტში არიან წარმოდგენილები ყველა ჯგუფებიდან ამ დროს. სიტყვები‚ ლექსები‚ მისალმებები... და სხვ. თავდება განყოფილება ჩემი გამოსვლით.

2. არტისტები: ქართული დრამის მუშათა თეატრის‚ კითხულობენ ჩემს ლექსებს.
3. მუსიკალური ინტერმედიები: დ. არაყიშვილი‚ მ. ბალანჩივაძე‚ ზ. ფალიაშვილი‚ გ. სვანიძე‚ მეღვინეთ-უხუცესი‚ ია კარგარეთელი‚ მე თვითონ.

ხორო ფოცხვეროვისა.
ერთმოქმედებიანი ოპერა, რომელშიდაც არის ცეკვა‚ მუსიკა‚ დეკლამაცია.
ცირკი, კინო‚ პიონერები. პიონერების მარში.
ერთ მოქმედებიანი.
როგორ ბაძავენ გ. ტ.-ს ცირკის კლოუნები. პიესაში.

Нужно дойти до Клондайка.

მოტივები ძველი რომანსებისა:
1. სული მიწუხს და მასთან.
2. ძველი იავნანა.
სამი ელფერი. ღამეთა ჩრდილი. კაბარეს სახე. პიესა.

К. К.
ოპერის თეატრში - რამდენია მთლიანი შემოსავალი. 5.000 მანეთი.