შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-482-5 - 1927 წელი


500-ზე მეტი გვერდი [რომელშიდაც] [შიგ მოთავსებულია დაახლოვებით] 700-ზე მეტი ლექსი და პოემა!!! [ეს არის მხოლოდ ნაწილი, ერთი მესამედი გალაკტიონის ნაწერებისა] [რაიც შეადგენს გალაკტიონის ნაწერების მხოლოდ ერთ მესამედს, მაგრამ ესეც უსათუოდ არი თანამედროვე ქართ. პოეზიის კაპიტალი]. სახელგამი დიდი მადლობის ღირსია, პოეტისადმი ასეთი ყურადღებისათვის, მაგრამ უფრო [დიდი] მეტი მადლობის ღირსია თვითონ [ძვირფასი] პოეტი, [რომელსაც „თვითონ ბედი სწყალობს“, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება... რადგან იგი ყოველთვის პირველი, ყველაფერში ორიგინალური, მუდამ საყვარელი თავისი მიღწევებით და შეცდომებით] [მაგ. იგი] რომლის წიგნი საუკეთესო თვალად ქართული პოეზიის გვირგვინში...

*
39. ცხოვრებისა და პოეზიის შუქში.
40. თანამედროვეობის გმირი.
41. მომავალი და გალაკტიონი.
42. გალაკტიონი, როგორც აზრი და გონება.
43. მშფოთარე მდინარე.
44. უკვდავი ტემები გალაკტიონის პოეზიაში.
45. ხაზის უმაღლესი განვითარება.
46. მიზანი გალაკტიონის შემოქმედების.
47. რად გვიყვარს ჩვენ გალაკტიონი.
48. შეერთება სტილთა გალაკტიონის პოეზიაში.
49. გალაკტიონი, დირიჟორი თანამ. ქართული პოეზიის.