შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-24 - 1927 წელი


„არაა სიმაღლე, რომლის გადალახვა არ შეიძლებოდეს“.
(სტალინი)

დოლიძე. რომანსები.
მატინოვის ქ. 9.

Русский роман и Илья Чавчавадзе.
1. ნარკომპროსში მამულაიშვილთან. 2. სტამბაში (მნათობი, ქ. მწ.). 3. კომ. (ანტ.), ვაგზალში (გერმანე).

*
აკვანი. ტანი. მგვანი. თანამტანი. ხანი. ჩანჩქერი და შადრევანი.
ცხელი. თბილი. მხურვალება.
გაზაფხული. ზაფხული.
ფარა. მოსავალი.
ქულა. ურანგულა. ლულა.
არ სმენილა. არ ნახულა. მეერულა. დაბურულა. დაღარულა. ფოლადგულა.

*
არაბიძეს პორტრ.
№ телефона главлита - 12-50.
Собираются ли люди с пустыми желудками?
ახალი საუბარი. ახალი საქმე.
დილა სიხარულისა. ალმანახია.

კინოსათვის
იოველმა დახუჭა თვალები, მის თვალწინ ოცნებაში გაირბინა მთელმა მისმა ცხოვრებამ.
1. ძაღლის ლეკვი - ასე უწოდებდენ მას დაბადებისას.
2. ბატი - უწოდებდენ ცხოვრებაში შესვლისას.
3. მუტრუკი - უწოდებდენ უფროსები სამსახურში.
4. ვირი - უწოდებდენ ნაცნობ-მეგობრები.
5. პირუტყვი! - უწოდებდენ სოციალისტები.
6. წურბელა - უწოდებდენ გლეხები სოფელში.
7. რქიანი კაცი - უწოდებდენ ცოლის თხოვის შემდეგ.
გამოვიდა ბოლოს და ბოლოს ცხოვრებაში. წამოეზარდა მუცელი და გახდა...
8. იორკშირის ღორი.
1. ეხლა ის შედის... თავისსავე...

*
ეს არ ყოფილიყო.
პრ. პოეტების მდივანს.
გოსპლანი. ლეო. გერმანე გიორგაძე „კომუნისტია“.
დევდარიანი. ნიკოლოზის ქ. 110.

1. ამა ძეგლსა ქვეშ მდებარეობს კეთილი მოხუცი.
კეთილი მოხუცი - ვ. ბარნოვი.

10 ივნისი. კვირა.
კაცმა იცის.
1. კ. ბოგდანოვსკი. 2. დ. გველესიანი. 3. ა. ონელი. 4. ლ. ჭიპაძე. 5. ორი სტ.
„მნათობი“.
პაუზა.

1. Д. Клдиашвили. 2. В. Барнов. 3. Гиго Габашвили. 4. Шио Мгвимели. 5. Иа Екаладзе. 6. Васико <Га...>. 7. Шалва Дадиани 8. Нико Гоциридзе.

*
არის [ტფილისში პოეტი] ჩემს გულში სიმღერა ერთი -
იმ [პოეტს] მოტივს აქ მე არ ვასახელებ -
მას მორიდებით ინახავს ერთი -
გადანგრეული ძველი სასახლე.

აქ მე არ ვასახელებ. დასახელება?
იმ დამდაგველს აქ მე არ ვასახელებ.

*
Из бедноты, интеллигентная семья...

დ. კანდელაკი, მუშიშვილი, თ. ჟღენტი (ტფილისი. სტამბაში).
საბურთალო. არტილერიის ლეგიონი. შ. 1 დივიზიონი. 1 ბატალიონი. ნოე შათირიშვილი.

[სამძიმარი ქუთაისს]
ნახევარი ქუთაისი იწვის
(ექსპრომტი სტამბაში)

11 მაისი.
გალაკტიონი.
[ნახევარი ქუთაისი იწვის:]
[გუშინ ქუთაისს]
[ნუ დავივიწყებთ ამ თვეს, ამ მაისს!]
[დავიმახსოვნებთ ამ თვეს,  ამ მაისს!!]
[მშვიდი რვა და ცხრა მზიანია,]
[ცხრას მაისს მზეა, მაგრამ [ათ] ამ მაისს,[მოვარდა ქარი] ჰაიდაა! დაიწყო!]
[გუშინ რომ ცეცხლი სწვავდა ქუთაისს,]
[და გულში მაინც არ შევა შიში.]

[ღვინოს არ ვსვამდი, ისევ დავიწყე,
[დავტოვე დედა, დავტოვე მამა -]
მაგრამ როს ცეცხლის ხმობა გაისმა -
[გავხდი] [მაგრამ] [ჩემი] ძველი დარდი და სიგულმავიწყე
გადამავიწყა [ათმა] ისევ მაისმა -]

გუშინ რომ ცეცხლი სწვავდა ქუთაისს,
დღეს რომ ტფილისსაც [სწვავდეს იმ ცეცხლით] სწვავს იგივ ალი,
[თქვენი] გული შეიგრძნობს [ამ მტანჯველ] საყვარელ მაისს -
და ცრემლებს მაინც არ დაღვრის თვალი.
 
გუშინ რომ მშრომელ მოსახლეობას,
ცეცხლმა მოსტაცა კერა და ნიში -
დღეს რომ იგივე დაატყდეს ტფილისს,
[ჩემს] თქვენს გულში მაინც არ შევა შიში.
 
ღვინოს არ ვსვამდით, ისევ დავიწყეთ,
მაგრამ რომ ცათა ხმობა გაისმა -
ძველი დარდი და სიგულმავიწყე
გადამავიწყა ათმა მაისმა.

*
გაზეთი: ქაღალდი - 50. აწყობა 2 ფ. - 96. დაბეჭდვა - 26, 20 - 172 р. 20.

*
Миллиарды рук хотят отнять -
Который поглощает все его мысли - мысли цепенеют.
Призрак хлеба <стандарт человека>.

1918 год
1. О цветах. 2. О зеленом шумящем лесе. 3. О быстро бьющем хр. ручейке. 4. О Боге. 5. О поэзии Шелли и Байрона. 6. О ночных лунных тенях. 7. О встрече Гете и Шота. 8. О бурных вихрях Верхарна и Бетховена. 9. Об уме Гегеля. 10. О мудрых мыслях Диогена в бочке. 11. О Социализме.

Перед глазами венком до неба выростает хлеб.
В конце концов выростает грамадный хлеб.

*
რას, როგორ და რისთვის შვებიან?!!!

ხელშეკრულება
ჩვენ ქვემორე ამისა ხელის მომწერნი - ოლია ოკუჯავა და გალაკტიონ ტაბიძე ვსდებთ ხელშეკრულებას შესახებ მას შინა, რომ სეკტემბრის პირველ რიცხვებიდან ვიწყებთ ერთად სალიტერატურო შრომის, ამ შემთხვევაში - რომანის, წერას. თუ რომელიმე ჩვენგანმა ან დაუდევრობით, ან წინასწარ განზრახულებით, ერთის სიტყვით, არა პატივსაცემი მიზეზის გამო, დაარღვია ეს ხელშეკრულება, დამრღვევი მხარე გადიხდის ჯარიმას 300 (სამასი) მანეთს მეორე მხარის სასარგებლოთ სამი თვის განმავლობაში.
ეს პირობა რომ იქნას შესრულებული, ამისათვის საჭიროა: ღრმა, ნაზი, ძლიერი და სპეტაკი სული. ამას კი ართმევს გალი ოლიას. დაუბრუნე ოლიას მისი იდეალი, შენ წარმოდგენილი იდეალური და ის შეასრულებს ამ პირობას, რას შინა ხელს ვაწერთ ჩვენ ორნი: ოლ-ოლ ოკუჯავა და გალ ტაბიძე - თვით პოეტი.

30.VIII-27 წ., ბორჯომი
გ. ტაბიძე

*
უმუშევართა ბაღო,
ალექსანდროვის ბაღო...

*
მე-3-მე შვინდისის ჩიხი №3.  გრიშა ნაკაიძე.
„გეო ყლინწაძე“. სინამდვილიდან.

Поставить в центре.

*
ღვინოს არ ვსვამდი. [ეხლა] ისევ დავიწყე,
დაკარგულია [გულის] გზა და საგანი.
ისე დამჩემდა სიგულმავიწყე,
რომ მხოლოდ ერთი თუ მიხსნის ტყვია.

*
ღვინოს [დღემდე არ ვსვამდი,] ვერიდებოდი, ეხლა ისევ დავიწყე,
მომეხვია [ასაკი] ფიქრები, [ფიქრი] დარდი, სიგულმავიწყე.
არ ვწყალობდი თამბაქოს, მაგრამ რაღა დროსია,
დღით და ღამით ჩემი მზე ეხლა პაპიროსია.

*
1. წვიმის მოსვლა.
2. წვიმის I  ნაწილი ორთქლად ქრება მზეზე.
3. II  ნაწილი ხევებიდან მიდის მდინარეებზე.
4. III  ნაწილი იბჟინება ნიადაგში ღრმად თუ -
5. არ შეხვდა თიხა, მკვიდრი ქვის ფენები, კაჟი და სხვ.
6. ამნაირადვე მიისწრაფვის წყალი ჭისაკენ.

სად გაიყიდება დარჩენილი ბილეთი?
1. სახელგამის წიგნის მაღაზია.
2. მწ. კავშირის წიგნის მაღაზიებში.
1 მ. დასაჯდომი, 50 შესასვლელი. 2100 р.

*
10 месяцев. 20 мес.  
3000 : 20 = 150 р.
Но все было урегулировано.

*
დედა თავსაფრიანი - ნ. ლორთქიფანიძის.
დედა - ნ. მიწიშვილის.
აჰ, ერთი დანია - „ტარტაროზი“.
„პროცესები დედის შესახებ“.
1. გენო. 2...
„მიტოვებული დედა“.
1. ნ. ჭილაშვილები. 2. ოკოევები. 3. ციაგურები.
 
კმაყოფილების [რომ იცლება] რა გადაჰკრას ელვარე თასი
ძირს მუქთახორა! სასახლეში რომ დაბინავდა!
[სადაც გაისმის კმაყოფილთა ამაყი ყისმათი.]
ჩვენი სიმღერა ამბოხების მუდამ ფრინავდა,
სადაც ქედს იხრის უსასოო მუშათა კლასი.
ჩვენ ვუპასუხებთ ამბოხებით: ძირს მუქთახორა!

[ის წა.] გაიგე, ხალხო, [სად] ვინ აგიგო ციხე და
ვინ მიაფინა დახვრეტილი გმირების გორა,
ძირს!
ძირს სისხლის მსმელი, ძირს იუდა, ძირს მუქთახორა!

(ოპერის თეატრი).
 
გორა, სწორა, ყორა, ტბორა.
 დამეხმარე, თუ ძმა ხარ.
7X3=21  მომღერალი.
ბილეთების საკითხი. საორგანიზაციო საკითხი.

*
 [სიკვდილმა ჩამოიარა,
არავინ დახვდა წინარა,
მე ვუთხარ: აი, იარა.]

*
არაფერი ჩემი ბავშობის დღეებიდან მე ისე არ მახსოვს, როგორც შორითშორს მყოფი ცისფერი სახლი.
ყველაზე დიდ მიხწევად მე მიმაჩნია თანამედროვეობაში რადიო თუ ჰაეროპლანების მართვა ცაში? როდესაც იგი აკეთებს ცაში სხვადასხვა ტრიუკებს.
ყველაზე საინტერესო მომენტი ტფილისის წყალდიდობაში იყო „ცისფერი კუნძული“-ს გაჰქრობა.
ყველაზე საინტერესო დღე ხუთშაბათი, 26 აპრილი.