შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-589-7 - 1926 წელი


თებერვალი, 1926 წ., №18.
მთლიან მუშათა კოოპერატივის გამგეობას.
ამ დღეებში გამოვა ჩვენი ჟურნალის მე-10 ნომერი.
გთხოვთ ამ ნომერში მოსათავსებლათ მოგვცეთ თქვენი განცხადება.
რედ. გ. ტაბიძე

*
წვრილმანებიდან, უმნიშვნელოდან სინტეტიურათ იქმნება დიდი, მნიშვნელოვანი. სხვანაირათ ეს იქნება უბრალო კოშკები, რომელთაც დაამსხვრევს პირველი ქარიშხალი. ყოველივე თქვენგანი სცხოვრობს თავის საკუთარ სურვილით და წარმოდგენით შექმნილ სამყაროში. თქვენს შორის არ არის ორი ისეთი, რომელთაც შეეძლებოდათ შეთანხმებულიყვნენ ერთმანეთში!
[აი, არსებითი განსხვავება].
1. კოლექტივის მიზანი: კოლექტივის წევრთათვის ნივთიერი და იდეური [მხარის დაჭერა] დახმარების აღმოჩენა. 2. საშუალებანი: პრესსა და ფონდი. 3. [პრესისათვის აუცილებელი]. წყაროები: საღამოები, ქალაქათ და პროვინციაში, სავაჭრო განყ. გახსნა.
ერთ კაცზე თვეში 750 მ.
გ. ტაბიძე, გ. ქუჩიშვილი, შ. ოდიშარია, ყუმსიაშვილი, პიანისტი - კვირაში 2-ჯერ.

კოლექტივის მიზანი: კოლექტივის წევრთათვის იდეურ და ნივთიერ დახმარების აღმოჩენა.
საშუალებანი: პრესსა: [და ფონდი] ჟურნალი, გაზეთი, არა პერიოდული გამოცემანი.
საშუალებანი: პრესა: გაზეთი, ჟურნალი, არა პერიოდული გამოცემანი, ფოტოტიპიები და სხვ. საღამოები, გამოფენები, კოლექტივის ცალკე წევრთათვის ფონდი.
წყაროები: საჩვენებელ საღამოების მოწყობა კოლექტივის სახელით, 25%-იანი ანარიცხები თვითეულ წევრისათვის. მოეწყობიან საღამოები ყოველ ცალკე შემთხვევაში - გამოცემათა რეალიზაციიდან შემოსული თანხები სავაჭრო განყ. ოპერაციები.
რაში გამოიხატება იდეური დახმარება: ახმაურების გამოწვევაში ამა თუ იმ ხელოვანის გარშემო პრესაში, საღამოების მოწყობაში.
ნივთიერი დახმარება: მაღალი ჰონორარის დაწესება კოლექტივის პერიოდულ გამოცემებში წევრთათვის, მათი ნაწარმოებების გამოცემა, მათი სახელობის საღამოების, გამოფენების, იუბილეების მოწყობა, ერთდროული დახმარების გაცემა.