შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-22 - 1925 წელი


ოთხშაბათი. 22 სეკტ.
ტფილისიდან. მატარებელი. ბორჯომში.  მოვდივართ. ბორჯომი. სხვა ადგილი (ხელს მიშლიან წერაში. მე ვწერდი ინერციულად). აგარაკები. ზაჰესი. მცხეთა. ყველაფერია. გალაკტიონ, გალაკტიონ. ნაცნობები. აი წაღვერი. ბევრი მოაგარაკე.. გალაკტიონ.
Нужно начать поэму.

ხუთშაბათი.
კაфე წაღვერში. შემდეგ ფიჭვის ტყე. გადატეხილი ხე... სიუჟეტი. საღამოთი ვწერ.

პარასკევი.
დღეს დავიწყებ პოემას. „კოსმიური ორკესტრი?“
დილით მე და ერთმა რუსმა მოვიარეთ ორი დიდი მთა.
საღამოთი მე დავათვალიერე გუჯარეთის მშვენიერი ციხე.

შაბათი.
დაწყებულია პოემა „კოსმიური ორკესტრი“. დაწერილია ლექსი „მეგობრებისადმი“.
საექ. პუნკტზე მოიყვანეს მოწამლული მწყემსი, ჩვენს გვერდით. იგი მოწამლულიყო სოკოებით, და ისე ძლიერ, რომ მთელი საათების განმავლობაში გრძნობადაკარგული იწვა საექ. პუნკტის ბინაზე. რადგანაც მისი მდგომარეობა მეტად უარესდებოდა, იგი გაგზავნეს ეტლით ბორჯომში.
მაგრამ გზაში იგი გამოკეთებულა და სრულიად მიეტოვებია ეტლი.

შაბათი.
Я три дня больна и Галактион свинья-Машка издали посмотрит косо и недовольно, как Хавронья и пройдет мимо; ничего и на нашей  улице будет праздник.

კვირა.
განვაგრძე კოსმ. ორკესტრი. [ჩამოვიდენ ნინა და მარუსია.]
დილით ვიყავით ახ. კოსტ. შემდეგ ტყეში მე და ოლია.

ორშაბათი.
საუცხოვო მთვარიანი ღამე.

27 სეკტ.
გერმანე მარშანიასთან ანგარიშისთვის.

*
სწორი, კარგი სიტყვა. სამსახურის მისამართი: სრულიად საქართველოს ხელოვნების მუშაკთა კავშირი. ოთახი №53. ვასილ ჭეიშვილი. ბინის: ჩერქეზიშვილის ქუჩა №12. ვასილ ჭეიშვილი.

„Буры“
Искусство тем прекраснее,
Чем взятый материал безстрастней.

*
მოწინავე წერილი.
შენ იყავი ტფილისში.

„წერილების ყუთი“.
ლადო მაჭავარიანი, ლ. გური, დ. ცვარნამი.

მოსკოვის ქუჩა №9. შესავალი ეზოდან. ილიოდორ მელიტონის ძე ჩხაიძე.