შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-21 - 1925 წელი


3 часа. Фото.
როგორც მ...
მთელი რიგი მოხსენ.
არაფერია, გაგისწორდებით!
ჯონ. 32. 5. 7. 2. 3. 6. 2. 2 = 60.

ბოტანიკურ ბაღში
აჟვარდთან ცაზე სძოვენ თეთრი კრავები,
ღებება [მზისგან] ლურჯი ოქროს [ტბორებით] ზმორებით.
ნაზესი ისმის ხმა საკრავების,
აისრული [ღრუბლებს] შორი გადაშორებით -
[მზე გადადის, იბინდება მთაწმინდა]
ზის გადასვლამ ხმა და ფერი დაწმინდა.
ბინდება, იბინდება [საღამო] მთაწმინდა
[ლალისფერად ოცნებები აწვიმდა.]
ილისფერი ოცნებების ტბორებით.
ჰ, ეგ თმები ჩემს სახეს რომ ეხება,
იომ ლურჯი მოგონებით შეღება.

[ლიუდმილას.]

*
ქალების კონფერენცია ხომ არ არის.
Дураки!  Сволочи!  Мерзавцы!  Подлецы!  Сволочи!
 
*
ბევრჯერ ცრემლები მწარე მდენია,
აჰ, ნახე გრძნობა, რაოდენია.
ღამის [ბაღები] ბაღისა დუმილით ბნელით
ისევ გული კვნესს.. ვოხრავ.. მწყენია.
ხეთა აჩრდილებს, ტკბილი აქვთ რული,
[რა]  მე აღტაცებით მევსება გული.
ბრუნდება რაზმი მძინარ ხეობით
და ბრძოლებიდან გამარჯვებული.

*
ძველი ნახეთ. სარკ...
ფული. მიეცეს გონ. ვირს.
თავმჯდომარე.
ნესტან, თქვენ დგეხართ [ტყესთან] დღესთან.

ტყის ნაპირია.
ვის რად სჭირია, ეხლა მირაჟი?
    
*
პავლე ინგოროყვა და კომპანია.
Угол Гриб. и Чавчавадзе. Библ. Политехн. Музея. Нина Васильева.

ხოროსთვის პიესა. იქ არ უნდა სჩანდეს. შოპენი.
„შევსვათ“.
1. სინათლიანი სურათი. აი სურათი ქალის. რაბკრინიდან.
რომანსები: 1. თვალს ავახელ და ცრემლი.

ხვალემ იზრუნოს ხვალისა.
გუნიბის ქ. №51.  ტასო ციციშვილი.
პეტროვის შესახვევი №11.
„ბურჟემა“.

*
[ახალგაზრდა] პოეტებს, რომელთაც 1921 წ. იანვრის 25 გამომაცხადეს პოეტების მეფედ, ვუძღვნი ამ წიგნს - გალაკტიონ ტაბიძე.
[ქ. ტფილისი.]
გიონ საგანელი.

*
არა ერთს და ორ სახიფათო დროს
გაიძახოდა ჩვენი თაობა:
გამბედაობა, გამბედაობა
და უფრო მეტი გამბედაობა.
 
*
ვლადიმირ გადზინსკი (დაიბადა 1890 წ.). 74 გვ.
მ. დოლენგო (დაიბ. 1896 წ.).
 
*
ნუ შეშინდები, ღამეა, ბნელა,
თან ტყვედა ჰყავდათ წყვდიადში ნესტან
და იმედების გამოსახსნელად
საბედისწეროდ მივედით დღესთან.

І
მწუ.
ლ. მაჭავ. - სარკოაგები.
ეემერა.
საქართველოს დილააა.
საქართველო.. Голубы.
ახლოა წამი.
 
І
რომ ხევიდან ხევს გადაეცეს მისი ქუხილი.
მინდვრები, ჭალები, ტყეები.
ხევიდან ხევზე [გადადიოდა მისი] მიდის ქუხილი.
ბეჯითი. შუღლი.
თვალ გაუხელი. მუხლი. გადარუხილი.
ცხრაწყაროელი ან ცხრამუხელი, წიუხველი.
წვიმა. ქარი. ღამე.
მხოლოდ სანთელი ერთგან. იქაც მეორე.

კავკასიონის მთების ბალლადა
[ნისლიან] [ანგალა] უდაბურ მთაზე, უდაბურ ტყეში,
კოშკიდან [ობლად] ერთი [მოდის] ანთებს სანთელი,
რა [მწარედ] ცივად [მოდის] ქარი და თქეში,
[და კვნესის ცივი] რა მწარედ [ქარის] ცივი კორიანტელი.
[მგზავრს კიდეებზე] უსხლდება ფეხი.
ათასი ალის კივის წუხილი.
[იელვებს, და როს გასკდება მეხი]
თვითონ ხევებზე ხრიალებს მეხი,
ხევიდან ხევზე მიდის ქუხილი.

[კოშკიდან ქალი უცქერის: ბნელა.]
[შიგნით] კოშკში კი მყუდრო ანთია კერა,
ნაპერწკლებს ისვრის ყვითელი ალი.
არ შესდგომიან საუზმეს ჯერა
მთიელი ვინმე და მისი ქალი.
მაგრამ რა მკაცრი ქარია გარედ,
რა ძლიერ ისმის ხევის დუღილი,
ხევიდან ხევზე ქარს უხარია,
ხევიდან ხევზე მიდის ქუხილი.
 
დამშვიდდი ქარო, რა გემართება.
ასეთო წვიმა, ნეტა რა არი?
და [კარებისკენ] ქალი სწრაფად მიემართება,
რომ გრიგალისგან ჩაკეტოს კარი.
აჰ, ქარი მაინც კარებს აწვება,
ისე, ვით წინად, როგორც წუხელი.
გრიგალი ხევთან გადიხარხარებს
და ხევით ხევზე მიდის ქუხილი.
 
ო, [მთაო] გულო, რამდენ ოცნებას მალავ!
მთებს საღამოის გადეკრა ბოლი.
ვაჟი: - დაიცა, დაიცა, ქალავ!
ქალი: - [გამეცა] აჩქარდი, დაგიბრმეს თოლი!
ღამდება. [კიდეც] ფარამ აუკრა ფეხი.
ღრუბლებმა შექმნეს, შექმნეს დუღილი,
იელვა, უცებ გავარდა მეხი
და ხევიდან ხევს მისცა ქუხილი.
 
მწკრივად მიდიან ცის წეროები
და ველებიდან ქრის ნიავები,
მიირხევიან ჩალ-ღეროები,
მთები იისფრად ნაიავები.
 
ყვითლდება ჩალა შესაკონელი
და მეურმეებს ფეხქვეშ ეგება.
მზეც მთაზე ჩადის და საქონელი
ხევხუვებიდან მიირეკება.
 
ხევიდან ხევის გამოძახილი,
ხევიდან ხევებს ეხმაურება,
ხევიდან ხევზე გადიგრიალა...

ღამეა ბნელი..
მთებზე ნისლებად არის ფენილი
და მწუხარება თვითეულ სიმზე,
სიზმრები ასე აუხდენელი,
გამონათება შენი, პირიმზე.
 
აღელვებული კასპიის პირად
მღვრიე ჟანგივით წითელი ფერის
ესტუმრებოდა სოფლელებს ხშირად,
რომ მოეტანა დღე მწარე წერის.
 
მაგრამ მოსწყინდა ერთსახეობა
ლენქომანისა დღეების [ტბილისს] თბილის,
გადმოანგრია მტკვარის ხეობა
და ეპარება თანდათან ტფილისს.
 
სამუმი მოდის
გულში [იმავე] ახალი გრძნობით ბრუნდება და სიხარული [იღვიძებს] დარეკავს ჩუმი,
რომ არაერთხელ აგუგუნდება დედამიწაზე კიდევ სამუმი.
აჰ, ქიმიური ომების წყება სოფელში, მინდვრად, ქალაქში, ტყეში,
ახალი [სისხლის კორიანტელი] ლპობა გოსპიტალების, ახალი ცრემლის ღვარი და თქეში.
[ნუ დაგისხლტება მაღლიდან ფეხი] იქ ტრანშეების ლაბირინთებში ნუ გაგიტაცებს ძველი წუხილი,
ხევიდან ხევზე იკივლებს მეხი, ხევიდან ხევზე წავა ქუხილი.
[როგორ უკვალოდ გაქრება კერა, სახლებს აანთებს ყვითელი ალი]
გიგანტიური მუხლუხო-ტანკი და შეუწყვეტი ტყვიის ფანტელი.
[იქნებ მსოფლიოს კიდევ არ სჯერა ეს უეცარი კორიანტელი?]
პროჟექტორების შუქით ნახული ჰაეროების კორიანტელი
[რა საშინელი ცეცხლი იქნება,] წამოვა მღვრიე ცეცხლის სახელით, რა  დაუნდობი მოვა სახელი.
ხევიდან ხევზე გადივლის მძაფრი, [ხევიდან ხევის] ასსანტიმეტრის გამოძახილი.
აღელვებული ომის გენია, მღვრიე ჟანგივით, წითელი ფერის.
გადეფარება მეწამულ ზეცას, რომ მოიტანოს დღე მწარე წერის,
[აჰა, მოსწყინდა] იქნებ მოსწყინდეს ერთსახეობა აღმოსავლეთის დღეების თბილის,
გადმოანგრიოს მტკვარის ხეობა და [გაუსწორდეს] ასაკლებად მოადგეს ტფილისს.
[მთებზე ნისლებად არის ფენილი და მწუხარება თვითეულ სიმზე,
სიზმრები ასე აუხდენელი... გამონათება შენი, პირიმზე.]
ათასწლოვანი ადგილებიდან [მოსწყდება მკვიდრი] დაიძვრებიან სასახლეები.
უმძიმეს ტაძრებს, მიუვალ კლდეებს [მიაქანებენ] გააქანებენ მძაფრი დღეები.
[ჩვენ ჯერ არ ვიცით, რანაირ ძეგლად აიმართება დღე უარესი.]
[ჩვენ] ვართ პოეტები საქართველოსი, რომელთაც გვახსოვს დღე უარესი.
[რომელ მხარისკენ დასძრავენ მეტეხს] [ვისთან დადგება] ჩვენ მაღლა ვდგევართ, ვინემ რომელი, კლოდელი, ჟამმი, სიუარესი.
[ჩვენ პოეტები საქართველოსი] (ჩვენთვის ერთია, სად დადგებიან კლოდელი, ჟამმი, სიუარესი).
იმ დროს დუმილში ყოფნა არ არის არც სასახელო, არც სანაქებო.
[სადაც] ჩვენ, პოეტები საქართველოსი, [ბრძოლაში წავალთ] ვიქნები ხალხთან, ამხანაგებო.
[ჩვენ მივატოვებთ...]

*
Эхо.
მეხი: ადამიანის გადაძახილი. თოფის ხშირი ხმა. ზვავის მოხეთქა.

*
[თითქო] მთების მთებიდან დაიძრა [მეხი,]
ხრიოკებს მთაზე ბურუსი (რომ) ედგა,
მეხი და ელვა, თოფის ხმა ხშირი,
ფერდობებიდან ზვავი მოხეთქა.

*
საღამო შემოდგომისა,
ხრიოკებს თავზე რომ ედგა,
ხშირი ხმა ისმის თოფისა,
ფერდობით ზვავმა მოხეთქა.

*
Сиреневые дали
Вы видали.

*
პოლ ვერლენი.
მოგონებაო, რად აღვივებ კვლავ გულში ღუმელს?
შემოდგომის დღე ინახავდა მწუხარე დუმილს.
ჰქროდა ყორანი და სინათლის [შემკრთალი ალი] შუქი პიტალო
ველს ეცემოდა სევდიანი და მოყვითალო.
 
ჩვენ მივდიოდით ვით ოცნება სიზმარეული,
მას თმები ჰქონდა ჩამოშლილი და არეული -
და სპეტაკი ხმით უცებ მკითხავს ქალი ციერი -
თუ ქვეყანაზე როდის ვიყავ მე ბედნიერი? -
 
ამ უცხო ხმაზე, მოფენილზე მრეკავ სიმებით -
ფრთხილით და ჩუმით ვუპასუხე მე გაღიმებით.
უნაზეს ხელებს საკოცნელად კვლავ მივაგენი -
 
რა მაგიურად სუნნელებდი, ვარდო პირველო.
რა ანგელოსურ ინაზებდი, ხმავ საკვირველო,
ოდეს სიყვარულს ჩურჩულებდენ მისნი ბაგენი.

1925

*
პოლ ვერლენი.
ჩემი ლექსები შენ გეკუთვნის... მინდა ნუგეში.
შენი თვალების, შენი გულის, შენი ოცნების..
ეს ლექსებია მწუხარების და გაწვალების,
ის არღვევდა გულს ისევ ადრე, სიჭაბუკეში.
 
შემომეჩვია მე საბრალოს კოშმარი მწარე,
მრავლდება როგორც სიბნელეში მხეცების ხროვა.
არ არის შველა! დასისხლულმა გულმა ვერ პოვა
ამ საშინელი წამებისგან სიმშვიდის მხარე.
 
თვითონ ადამის მწუხარება - მხოლოდ ჩრდილია.
მისთვის სამოთხე დაკარგული - აქ შედარებით
არის მსუბუქი დაღონება და იდილია.
 
შენი ზრუნვა კი - ფეთქს სიცოცხლით და ნეტარებით,
ლაჟვარდი ზეცა მოწამეა მერცხალთ კრთომისა,
ოდეს ქარია ადრიანი შემოდგომისა!

*
მინდა ნუგეში - სიჭაბუკეში.
იავნანას.
გომართელი. ექიმი - ექვსი გრამი ტუნკტურუმ. გამოწერა რეცეპტის.
სახელოვანი მიცვალებული.
არის რაიმე ლიტ.

*
მე დავიბადე 1892 წელს, [სოფელ] ტობანიერში (ქუთაისის გუბ. და მაზრა), გურიის საზღვართან. ჩემი წინაპრები - მამის მხრით იყვენ მწიგნობრები, დაახლოებით XIV საუკუნიდან კი განუწყვეტილი რიგით, [მოდიან] თაობიდან თაობაზე მოდის [საგვარეულო] ეკლესიისადმი ფანტასტიური შეუცვლელობით უერთგულესი მღვდელთ მსახურება. ერთი წინაპართაგანი, რომელსაც იცნობს ქართული მწიგნობრობის ისტორია, XVII საუკუნეში მიიწვია დედოფალმა ანნამ თავისი მდიდარი წიგნთსაცავის მოსაწესრიგებლად, ის იყო საუკეთესო მცოდნე ბერძნულისა და არაბული ენების, სთარგმნიდა პლატონის დიალოგებს, და ეხლაც ხშირად მხვდება ეს თარგმანები ინტიმური ზედწარწერებით: „მათს უმაღლესობას, დედოფალს ანნას - სვიმეონ ტაბიძისაგან..“ დედოფალ ანნასთან ერთად მიემგზავრება შემდეგში იგი მოსკოვში და იქ მხურვალე მონაწილეობას იღებს ქართული სტამბის დაარსების საქმეში. ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის [მთავრების] მეფეების შერვაშიძეთა გვარიდან - ჩემი დიდდედის, გურული ქალის ბერიძის დედა იყო შერვაშიძის [ქალი] ასული. ამგვარად ჩემში არის სამნაირი [უსათუოდ] ქართული სისხლი: აფხაზის, გურულისა და იმერელის.
მამაჩემი გარდაიცვალა ძლიერ ახალგაზრდა, 23 წლისა;
მე არ მახსოვს ის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დავიბადე მამაჩემის გარდაცვალებიდან [ექვსი] შვიდი თვის შემდეგ. მან დაგვიტოვა ჩვენ: სახლი მდინარე რიონის პირად, „მეფის ჭალა“ მდინარე რიონის გაღმა (იმერეთის მეფის სოლომონ II-ის ღრამატით მიცემული ჩემი წინაპრებისათვის „ერთგულების“ გამო „მეფის ჭალიდან დაწყებული ვიდრე სურამის მთებამდე“), ადგილი „შარაშენიძისსეული“, და საკმაოდ ვრცელი წიგნთსაცავი მე-XVIII და XIX საუკუნის წიგნებით.
მე მქონდა ძალიან კარგი, უდარდელი ბავშობა.
 
*
პოლ ვერლენი.
აწ არაფერი არ მახარებს შენში, ბუნება.
არც მინდორ-ველი, არც მწყესთა ხმა და სალამური,
არც გათენება, არც დაისთა გზა საღამური
დაოსებულ გულს ტკბილათ აღარ ესალბუნება.
 
ადამიანი, ხელოვნება, გიმნი და ოდა,
თვითონ ტაძრები და კოშკები უზარმაზარი,
ო, ყველაფერი ცარიელი არის ტაძარი..
თავისუფლება და სიკეთე.. მონობა, ცოდვა!
 
ღმერთი აღარ[ც] მწამს. სიყვარულიც, ასე მგონია,
მხოლოდ უგულო დაცინვაა და ირონია (პ. ვერლენი).
 
და როგორც ნავი - მეოცნებე მოსვენებაზე,
დავიწყებული - ჩემი სული, ვით მძიმე ბოდვა,
ეძლევა ტალღებს და ქანაობს ქარის ნებაზე.
 
*
გალაკტიონ ტაბიძე.
პოლ ვერლენი.
როგორ ხმაურობ, ოკეანეს სივრცევ, [ბ]ზიარო.
გადაფენია მთვარეს ჩრდილი სამგლოვიარო.
 
[რუხ] ნისლიან ცაზე იკლაკნება ელვის გრეხილი
და ელავს ელვა, როგორც ხმალი გადატეხილი.

გამწარებული ეხეთქება ტალღა ქვა-ლოდებს,
თავგადაკლული ოკეანე [მოსთქვამს] გრგვინავს და გოდებს.
 
ცაზე ხანდახან გაიბრძოლებს გრგვინვა ჩქარჩქარი,
ქუხს ოკეანე.. იმუქრება მეხის ხარხარი.

„Не шали“.

*
პოლ ვერლენ.
მათ არ აშინებთ გაჭირვება და უძილობა,
არც მწუხარება, არც შიმშილი, არც დაღლილობა,
ისევ ძონძებში მოივლიან ქვეყნის დასავალს
და ამდიდრებენ ისეც მდიდარ თავგადასავალს.
 
ბრძენი სასჯელად ეუბნება მათ დარიგებას.
[მაგრამ] სულელი მათთან ვერ ახერხებს სიტყვის მიგებას.
ქალებისაგან ბოლო არ აქვს საცინლად დენას.
ქუჩის ბიჭები უჩვენებენ ყოველწამს ენას.
 
მათი ყოფნაა შხამიანი და მოსისხარი.
თვითონ ისინი სასაცილო და საზიზღარი,
დადიან ღამით, დადიან დღით, დღე და ცისმარი,
ვით სიბნელეში ვიღაცაის ავი სიზმარი...
 
მღერიან... ის ხმა უბრალოა, როგორც დარება,
მათში მოისმის იდუმალთა ხმათ მწუხარება,
იმ სამშობლოზე, რომელიც აწ დაკარგულია,
იმ სიყვარულზე - რომლის კუბო ჩვენი გულია.
 
იხეტიალეთ, ასეთნაირ განწირულებით
თქვენ, განდევნილნო ადამიანთ მწარე წყლულებით,
ეხეტიალეთ სამოთხეთა დახურულ კართან,
ზღვათა და ხმელთა გრიგალებთან და ქვეყნის ქართან.
 
დაუმეგობრდა თვით ბუნებას ადამიანი,
რათა სასჯელი მოგანიჭოსთ თქვენ შხამიანი,
იმიტომ რომ თქვენ, ამაყებმა, სიმწუხარეში
თავაღებულად ქვეყანაზე იცით თარეში.
 
და თქვენ, აბეზართ, გიპასუხებთ შურისძიებით
ბუნების ძალთა ტლანქი რისხვა მწარე ციებით.
მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ კიდევა გაქვთ რაღაც იმედი,
იმ დასაყრდომის, რომელზედაც სწუხს არხიმედი.
 
ხან სიცხისაგან თან წაყვება თქვენს სხეულს გმინვა.
ხან კი ძვალრბილში გაგიჯდებათ ქარი და ყინვა.
თავში ძლიერი ავარდება ცხელი ანთება,
ეკლებივით გჩხვლეტსთ ხან სიცხადე, ხან მოლანდება.
 
თქვენ ყველა გდევნის გაჩენიდან სიკვდილის დღემდე,
მაგრამ უეცარ აღსასრულის მოვარდნის შემდეგ
შეეშინდება თვითონ აფთარს მშიერს და წყეულს,
ოდეს დახედავს თქვენს გაყინულს და გამხდარ სხეულს.

1925
 
გავიგებთ მალე.

*
პოლ ვერლენ.
სიმების კვდომა: შემოდგომის [მოწყენა.. ოხვრა] ქვითინი ნელი.
დაღლილი სული. [შემოდგომა] მარტოობა და ღამე ბნელი.

ნისლიან სიზმრებს წარსულის ხმა მარხავს მესსის,
ღამე მიყვება პროცესსიას და ხსოვნა კვნესის.
 
ბოროტო ქარო, მე შენთან ვარ.. მდის ცრემლთა წყარო.
მიგაქვს თან ჩემი ოცნებები - ფოთოლო მჭკნარო.
 
*
პოლ ვერლენ.
[გულუბრყვილონი] გულუბრყვილო და იისფერი ჩვენი თვალები
ძველ [რომანების] წელიწადთა რომანებში თუ იმალება.
და ყვავილები ჩვენი თეთრი თავსაფარავის
ისე, როგორც ჩვენ აღარ ახსოვს ეხლა არავის.
 
ერთმანეთისთვის კარგის მეტი ჩვენ არ-რა გვინდა,
დილის სხივებიც არ არიან იმგვარად წმინდა,
ვით ჩვენი ფიქრი, სამუდამოდ გულს რომ დაყვება,
ცის ლაჟვარდივით სპეტაკია ჩვენი ზრახვები.
 
როგორც კი დილა გათენდება ცისკრის ბურებით,
ჩვენ მინდვრებისკენ სიხარულით მივეშურებით,
ვეძებთ ყვავილებს, ვიჭერთ პეპლებს, [მთელი დღე] ისევ ის ისმის
ჩვენი სიცილი, ჟრიამული, ჩვენი კისკისი..
 
ამ სიცხისაგან ჩვენ გვიფარავს ქუდი ჭილოფის,
არ გვეშინია არც ჭორფლისა, არც დაღლილობის,
ჩვენი სამოსი უბრალოა - მსუბუქი ჩვარი.
ო, უფრო თეთრი ამ სამოსზე ქვეყნად არ არი!
 
კავალერები - რიშელიე და [დე-კოსადი] თვით ო-ბლაზი,
ან [თვით ო-ბლაზი] დე-კოსსადი - მათ იციან რა ჩვენი ფასი,
გვიგებენ ნაზი და ცბიერი სიტყვების მახეს,
რა ეშმაკურად ინაზებენ თვალებს და სახეს.

მაგრამ ამაო არის მათი ზრუნვა და შრომა,
ჩვენი კაბების ირონიულ ნაოჭთა კრთომა -
აი, პასუხი ღირსეული [ამ ნაირ გიჟებს] [ვაჟებს] ამ ვაჟბატონებს,
არ დაინდობენ ისინი ხომ თვითონ მადონებს.
 
ამ გიჟებს ჩვენი სისპეტაკე უფრო აგიჟებს,
მართლა რომ ხელში ჩავუვარდეთ აღარ გაგვიშვებს.
წმინდაა ჩვენი გულგრილობა და [მწარე] [სხვისი] სულთა ცნობა,
თუმცა ხანდახან ჩვენი გული და ჩვენი გრძნობა

ამღელვარდება უცნაური რაღაცა  [შიშით]  ფიქრით,
ვაი თუ სადმე უფსკრულების ნისლებში მივქრით -
ჩვენ შიში გვიპყრობს, ჩვენ ვფითრდებით და ღელავს მკერდი..
მართლა არავინ შეგვიყვარდეს, არ გაწყრეს ღმერთი!

*
პოლ ვერლენ.
[ეს ხმა არ არის მოჩვენების ბნელ სამარიდან]
შენ არ გეგონოს, რომ ეს ხმაა [ბნელი ზმანების] სამარის ლოდის,
ეს ჩემი ხმაა. იგი შენსკენ და შენთან მოდის.
ყური დაუგდე, [მანდოლინის წკრიალებს სიმი] იმედებით სავსე ჭიანურს,
მე შენ გიმღერებ ამ სიმღერას ადამიანურს.
 
ვიმღერებ [შენზე] შენის გამოხედვის ცეცხლზე და ალზე,
ფიქალზე - მკერდზე, თმაზე - სტიქსზე, გრძნობაზე - ზღვაზე,
შენ არ გეგონოს, რომ ეს ხმაა ლეშის და ცხედრის.
ეს ჩემი ხმაა: სიყვარულის ალერსზე გვედრის.

შესაფერისად მე შევამკობ შენს სხეულს მყინავს.
გამახსენდება მე სხეული და აღარ მძინავს.
უკანასკნელად შენთა ბაგეთ მიხარის მდელო,
შენ რა გაღიმებს ჩემს ტანჯვაზე.. წმინდანო! მკვლელო!
 
ყური დაუგდე შუაღამით ჭკვიან ჭიანურს.
მე შენ გიმღერებ ამ სიმღერას ადამიანურს.
 
*
პოლ ვერლენ.
გულუბრყვილონი ან სნეულნი [მიხდილი] ზაფრანის ფერით.
სიამოვნებას იპოვიან [ტყეების ცქერით] ფოთლების ჟღერით.
იქ სიგრილეა, სურნელება.. და მათთვის კმარა.
და ტყე სხვებისთვის მისტიური არი კამარა.
 
მე კი, როდესაც საღამოა და ტყე ბინდდება,
გავხედავ სერებს და უეცრად შემეშინდება.
მაშინებს ქენჯნა სულიერი, ტანჯვის კალთები.
მომელანდება.. და მხდალივით ავკანკალდები.
 
თითქო ვიღაცა მიდარაჯებს, წყვდიადით შავით
და შავ დუმილის სამოსელში რტოების შვავით
თვითონ სიჩუმე! უბოროტეს ხეთა ხელებით
ჩემს გულს აღავსებს [სიკვდილით და] სასიკვდილო საშინელებით.
 
საღამო ხანად, ჯერ სანამდე მზე ჩასვენდება,
რუხი ნისლების ნამქერებში ცეცხლი ენთება.
თითქო სისხლი ჩქეფს. სწუხს სადღაცა საღამოს ზარი,
როგორც ვიღაცის [დაყვირება] დაკივლება ჩუმი და მკვდარი.
 
მძიმე ჰაერი მხურვალეა უფრო ჩქარ-ჩქარა,
ქარმა [ტოტები] რტოები მუხებისა ააჩანჩქარა.
შრიალი მათი იდუმალი არის სამოსი,
რომელშიც მძიმედ შთაინთქმება ტყე მიდამოსი.
 
ჩამოდის ღამე. ბუ გაფრინდა. აი საათი,
როს გაგონდება ძველისძველი გადმოცემანი.
და ხევში, ქვევით ჩუმად [როკავს] შფოთავს მდინარის ზღუდე,
ვით გადავარდნილ ყაჩაღების [ფარული ბუდე]  თავშესაფარი.

ღვთისმშობლის.
 
*
პოლ ვერლენ.
ო, შენი სული... სიშორეთა ელვარებს თოვა.
სადაც ცეკვისთვის იკრიბება ნიღაბთა გროვა,
უცხოდ მორთულან, მოკაზმულან ვით ძველნი დრონი,
მაინც წუხილი მიუწვის წინ მათ მსუბუქ რონინს.
 
უღრუბლო დღენი, და მინორი, ცელქი ამური.
აი მათი ხმა სევდიანი და საამური.
ბედნიერება მათ არ სჯერათ.. და კადანსებით
მთვარის შუქთაგან შეკრებილი ჩქეფს რომანსები.
 
და გადიღვრება მთვარის შუქში - ფოთოლთა შორის
ნელი ოცნება უდროო დროს აფრენილ ქორის.
მთვარისკენ ილტვის თეთრ ქვითინით და დანანებით
მარმარილოდან ავარდნილი შადრევანები.
 
*
პოლ ვერლენ.
მთვრალი აბბატი.. შენ, მარკიზო, ნუ ლაპარაკობ.
სჯობს გაისწორე მოქცეული განზე პარიკი.
- ღვინო კიპრიდან, კამარგოდან, რუმბები მთელი
ისე არ ათრობს, როგორც თქვენი ლამაზი ყელი.

- ო, ცეცხლი ჩემი.. - დო, მი, სოლ, ლა.. დო..
- შენ გაგიხდია ანაფორა, ტკბილო აბბატო.
- ქალებო, ვიყო მე წყეული მე ამა ხნიდან,
თუ ვარსკვლავებიც არ მოგართვათ უმაღლეს ციდან.
 
- პატარა ძაღლად გადაქცევა... [საქმეა დიდი] რას ებრალები?
- ერთი და ორი.. ვკოცნოთ ჩვენი მწყესი ქალები.
- ეჰ, ბატონებო. დო, რე, მი, ა... დორემი... ლა... რე..
- ჩვენ ლხინს ვეძლევით უბოლოოს. მშვიდობით, მთვარე!
 
*
პოლ ვერლენ.
როგორ აწვალებთ, როგორ ადნობთ საბრალო გულებს.
მე თქვენს მუხლებთან მოვიკლავ თავს.. დავიხსნი წყლულებს.
რომ შეგადარო გირკანიის ძუ ვეფხვის ზვავი..
არა... შენ მასთან შედარებით ხარ მშვიდი კრავი.
 
მკაცრო კლიმენა.. აი, ხმალი, [ისარზე უფრო] სწრაფი სისინით
სციპიონისა და კიროსის ხელში ისინი -
ჰკლავდენ, მუსრავდენ.
 
ორატორია
[გასწი, ორთქლმავალო, უსწრაფეს გზებით]
გასწი! შენი გზა ანათებს ხანას,
[რბის ორთქლმავალი, რომ]
[ახალ-ახალი] რომ მიუვალი გზები ახარო[ს],
ყოველ ფაბრიკას, ყოველ ქარხანას,
ყოველ მაღაროს.
გაჰკივლე რკინას, თუჯსა და ნახშირს,
ახალ ტეხნიკას, ახალ მანქანებს,
შენი კივილი გარედ და სახლში
[მტერს] ბევრს განწირულად ააქაქანებს.
გაჰკივლე ცემენტს, ნავთს, მინერალებს,
შოსსეს, გზატკეცილს, [შორეულ ტრაქტებს]
[შეხედეთ, მიჰქრის] მაინც და მაინც
შეენთე სოფლელ მეურნის თვალებს,
და მის განუყრელ ტრაქტორს, კომბაინს.
[ხმა მიეც] გაჰკივლე ჩვენი ხუთწლედის გმირებს,
რომ ჩვენ ვიზრდებით, და აგრე რიგად,
მალე [ვერაფრით] ტეხნიკით ვერ გაგვაკვირვებს,
აქ სხვანაირი [სდგას] ამერიკა.
(ტეხნიკის კერა, ჰეი, ამერიკა).
დაეშვი, ფარდავ ევროპის ძველის,
იქ ხომ არ ინდობს არავინ არვის:
დასრულდეს აქტი უკანასკნელი
დრამის, მტრისათვის გულშემზარავის!

І
ჟულიკი.

ეს იყო აგვისტოს დამლევს.
დამლევს. მწამლავს. წამლებს. ნამალევს.
ეს იყო აგვისტოს დამლევს.

* * *
გამოიხედე პატარა ხანს, გიორგი, კარზე,
შეუბრალებელს, გაუკითხავს შეხედე [ზამთარს] ჩემს ბედს,
გიორგი, ჰაი! ჰაი, ჰაი, გიორგი, რომა,
არის საღამო სუსხიანი გიორგობისთვის.
გამოიხედე პატარა ხანს, გიორგი, კარზე,
თვით დიდოელი ლეკი ნაბადს ისე ვერ თელავს,
როგორც, გიორგი, დღევანდელმა გამთელა დღემა.
გამოიხედე პატარა ხანს, გიორგი, კარზე.
ჩემოვიფერთხო მხრიდან თოვლი და თან დავსძინო:
გიორგი, ჰაი, ჰაი ჰაი, გიორგი, [გიდი]  ჰაი!

გ. ტაბიძე

*
გიორგი, ჰაი, ჰაი! გიორგი!
იყო [ცივი და] საღამო სუსხიანი გიორგობისთვის.
არაყის სმისგან ხმა წასული და [სუსხიანი] ხრინწიანი.
გამოიხედე პატარა ხანს, გიორგი, კარზე.
შეუბრალებს და გაუკითხავს.
თვით დიდოელი ლეკი ნაბადს ისე ვერ გათელავს.
ჩამოიფერთხა მხრიდან თოვლი და თან დასძინა. დააძინა.

*
და უხილავი კვნესდენ ზარები. შემოგარენი.

მკითხავთ რასა ვიქ? მარტო შევრჩი იმ ხეს გაძარცულს
და მხოლოდ ველი ჩამოვარდნის ჩემისა დღესა.

მაგრამ მის დარდსა სამუდამოდ გულს განირინებ.

ვიცი, წაშლიან ჩემთა ფეხთა ნატერფალს ქარნი.

    აწმყოს მაგიერ ვხედავ...

*
1905. მოხდა უფროს მოწაფეთა გამოსვლა, რის გამო სასწავლებელი ერთი წლით დაიხურა. მე მივდივარ სოფელში. ამავე წელს მე ვწერ უამრავ ლექსებს, მოთხრობებს და პიესას რევოლიუციის შესახებ. პიესას მისივე რეჟისორობით შემდეგ ვდგამდით სახლში და [ტიციანი] თვითონ მე ძალიან მოხდენილად ვთამაშობდი ყაჩაღის როლს. ამხანაგებისაგან მან მოაგროვა დიდძალი არალეგალური ბროშიურები და ფურცლები. მოდიოდა გაზეთი „ცნობის ფურცელი“. აღტაცებაში მოვდიოდი გურიის ამბებით. ვწერ პოემას „წითელიშვილის რაზმი“, [ამხანაგების წრეში ცნობილი ვარ როგორც პოეტი. 1906. ისევ სასწავლებელი. სწავლა არ ხერხდება ხშირი არეულობის გამო] რომელსაც ვუკითხავ თვითონ წითელიშვილს, ცნობილ ანარხისტს, რაზმის მეთაურს. იგი აღტაცებაში მოდის.

ვინიეტკები
გადახრილი ეკლესიის გუმბათი.
ხანჯალი - ხელში.
გადატეხილი ხე.

*
ილიონის ჯგ.; ხომალდელები. ნეიტრალები. ჟურნალის ჯგუფი. ქალთა წრე. მწერვალელები.
ეს პალტო.

*
[ღამის 12 საათზე ვიღაცამ კარებზე დააკაკუნა.]
საათმა თორმეტჯერ დარეკა. რიმანელი მშვიდათ იყო გადაწოლილი დივანზე, გამხიარულებულ ბუხართან. მისი აზრები სავსებით შებოჭილი იყო წერილით, რომელიც ხელში ეჭირა. განსაკუთრებით დიდხანს აფიქრებდა ერთი ხაზგასმული ადგილი - 24 საათში, რათაც არ უნდა დაჯდეს, 24 საათში...

*
ჟურნალი „მნათობი“ [უსათუოდ] ისტორიული ჟურნალია საქართველოში: რევოლიუციის შემდეგ მომხდარი გარდატეხა.

От нечего делать продолжается гонение на право...
Кахиани.
მზე ჩადის.
Никарагуа.
პეტრე.

*
იყო არაბეთს როსტევან მეფე ღვთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი...
 
*
როგორც ნისლის ნამქერი ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში,
არ სჩანდა შენაპირი, ვერ ვნ... ვერაფერი....
 
*
Икарин Михаелис.
გიპერბოლიური.
ჭინჭრაქამ დაიტრაბახა.

ჩვენ იგი გვახსოვს წვერულვაშგაპარსული - როგორც ტრაგიული როლების აღმასრულებელი აქტიორი - ან [კარდინალი] რომის პაპი.
[დამახასიათებელი] შეკუმშვა მოგრძო ბაგის ქვევით დაქანებული კუთხეებისა, დამახასიათებელი თვისება  ძლიერი,  მაგრამ განუვითარებელი ნების, რაღაცა...

მნიშვნელობა.
1. უფრო ფართო მასსასთან გვექნება საქმე.
წერილი დედაქალაქიდან პროვინციაში მყოფ პოეტებს.

*
რა სულ უბრალო რამეა: აივანი, საუბარი მეგობართან. გრძნობა იმისა, რომ შენ გუშინწინ გაცივდი, ეხლა ავადა ხარ, სიცხე გაქვს. მაინც არ გინდა საწოლი.. შენ განიცდი იმ განცდას, რომელიც ახლოა სიხარულთან, რადგან განსაკუთრებული ტკივილები არ გაწუხებენ.
- რას დაარქმევ ამნაირ გრძნობას? - ვეკითხები N-ს.
- წყურვილს ამნაირი გაზაფხულისას.
- მართალია. კიდევ?
- სურვილს საზღვარგარედ წასვლისას...
- კიდევ, კიდევ...
- წყურვილს ნამდვილი და დიდი სიყვარულისას..
როგორ სრულიად უბრალოთ ამბობენ უკანასკნელ სიტყვებს ადამიანები. ამავე დროს, რა დიდია ეხლა ჩემში ეს წყურვილი, დიდი და ნამდვილი სიყვარულისა..
- ვინ არის ეს ქალი? რა მშვენიერი ქალია! - უნებურად წამოვიძახე, და მეორე აივანზე მდგარმა ახალგაზრდა ქალმა უსათუოდ გაიგონა ეს. გასაოცარია: მეორე აივანზე მდგარმა ახალგაზრდა ქალმა გაიგონა ჩემი სიტყვები (და უთუოდ ესიამოვნა კიდეც), და უთუოდ გულში გაიფიქრა: მადლობელი ვარ, [მე] მიხარია, როდესაც კარგ რასმეს გავიგონებ. [ჩემს შესახებ.. გასაოცარია:] [უთუოდ] მან გაიგონა ჩემი სიტყვები, მაგრამ სრულიად ვერ გაიგონა [ჩემ] მეგობარმა, რომელიც ჩემს გვერდით იდგა. ყოველ შემთხვევაში, მან ოთახისაკენ გასწია, თავისი ლექსების მესამე რვეულის გამოსატანათ.
მე პოეტურად ვისარგებლე ამ მარტოობით. მე მივუახლოვდი აივნის უკანასკნელ [ფიცარს] მოაჯირს, ეხლა ის უცნობი ქალი ძალიან ახლოა ჩემთან. მისდა მოულოდნელად მე ვიხედები მისკენ დაჟინებით. მაგრამ [ქალი] იგი არ დაიბნა: თავისი დიდი, ფართო, ლურჯი თვალები ჩემს თვალებს გაუყარა ისეთი სიძლიერით, რომ მე დიდხანს არ შემეძლო თვალის გაშტერება.
ასე იყო სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მაგრამ რა მძაფრად საუბრობდენ თვალები..
- ვინა ხარ, უცნობო ქალო?
- წყურვილი ნამდვილი და დიდი სიყვარულისა.
- როგორ მოხდა ეს? შენ ხომ ცოცხალი არსება ხარ, შენ ხომ ადამიანი ხარ...
- მე ცხოვრება ვარ: წყურვილი ნამდვილი და დიდი სიყვარულისა.
- მიყვარხარ, ძვირფასო.
- მეც, მეც მიყვარხარ...
ასეთი იყო თვალთა საუბარი სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ეს იყო პოეზია; ის ლექსების რვეული კი, რომელიც ჩემს მეგობარს მოაქვს, ღმერთო ჩემო, რა საშინელი პროზაა.

სამშობლოს
[ციხე-კოშკების იდუმალებას
იასამანით ავსებს მაისი.]

სამშობლოს. Пойду ли я?? Миша Окуджава. ვააჰეეარანინა.
Коряков.

І
გულის <სთ. კუნთის> და ფილტვების სთ.
დიმიტრი ჯავახიშვილი. გარდაიცვალა ახალგაზრდა პოეტი დ. ჯ. რამდენ ლექს. „ცისარტ.“; დარჩა ორი პიესა „ამირანი“, „სიყვ. და სიკვდ.“, ამირანი მოწონებულ იყო აკად. დასისთვის და ახალგაზრდა ახმეტელის ხელში. მოსწონთ და სულ მოკლე ხანში მისი ნაწარმოებ. კრიტ. დახასიათება.
დ. 25 წ.
კ. ჭიჭინაძე.

*
[ხელოვნება და რევოლიუცია.]
რევოლიუციონური ხელოვნება.
ძიმისტარაშვილი.
Платить. Я сам зарабатывал, подрабатывал.
Море было слишком... Яркие огни...
მნათობი.
 
მანიфესტი №1
რედაკტორი ვ. ბახტაძე.
განათლების კომისარიატიდან: დავ. კანდელაკი, მარ. ორახელაშვილი, ვუკოლ ბერიძე, ევგ. მამულაიშვილი, ღენტორ რუხაძე.
ცენტრ. კომიტეტიდან: მ. ოკუჯავა, ს. ორჯონიკიძე, მ. კახიანი, სილ. თალაკვაძე.
ცაკიდან: ფ. მახარაძე, ს. თოდრია.
მთ. სახ. კომიტეტ.: ი. გედევანიშვილი, შ. დუდუჩავა, ქრ. რაჭველიშვილი.
ხელოვ. სასახლიდან: პლ. კეშელავა.

*
1. შეწეული შრიფტი. 2. ხაზგასმული შრიფტი. 3. მწყობრი შრიფტი. 4. გადმოტანილი შრიფტი. 5. წახრილი შრიფტი. 6. წამოხრილი შრიფტი.  7. შეწეული. 8. ოთხკუთხოვანი. 9. სამკუთხედი. 10. ორსვეტოვანი. 11. სამსვეტოვანი. 12. ოთხსვეტოვანი. 13. ცდა, რომ თვითეული წინა სიტყვა თანაბარი... 14. ხაზების პოლიტიკა.

რედაქციის შემადგენლობა
[რედაკტორი.] [სარედაქციო კოლეგია.] 3 კაცი.
ჯამაგირი სარედაქციო კოლეგიას - 50 руб.
1 რედაკტორი.
რედაკტორს - 300 მან. ჰონორარი.
4 ძირითადი ტეხ. თანამშრომელი - 100 р.
4 თანაშემწე თანამშრომელი - 300 მან.
კანტორა: კანტორის გამგე - 100 р.
განცხადებათა მაგიდის გამგე - 100 р.
ტეხნიკური თანამშრ. - 3 - 100 р. 300 р.
ჯამაგირებზე 500 მან. თვიურად.
მარტო გაზეთი რომ გაიყიდოს - 1200 მ. ვერ დაფარავს მხოლოდ სტამბის ხარჯს.
კორრეკტორები - 100 მ. მონტაჟი.

გაზეთი იბეჭდება 3.000 ც. № ღირს - 10 კ. № იძლევა 300 მანეთს.
განცხადებები: სტრიქ. 50 კ.
140 სტრ. - სვეტში. სვეტი იძლევა 70 მ., 8 სვეტი - 560 მ.
შემოსავალი: გაზეთის გაყიდვა № - 300  მ.; განცხადებანი № - 500  მ.; სულ - 800 მან.
4 ნომერი (ე. ი. თვე) - 3200 მ.
№ იძლევა 860 მ. X  4 = 3. 440 მ.
გასავალი:
ჰონორარი: სტრ. 10 კ.; 140 სტრ. სვეტ. X 32 = 438.; 800 р.; 300 р.
სტრ. 5. - 219 მ.
აწყობა და დაბეჭდვა - 300 მან. კლიშეები - [100  მ.] 500 მ.
ჰონორარი - 600 მ.
აწყობა და დაბეჭდვა - 1200 მ.
ჯამაგირები - 600 მ.
ტეხნიკ. სამუშ. - 300 მან.
სულ თვეში - 2.700 მ.
რჩება 3.200-დან კიდევ 500 მან.
170 ექიმი.

წიქვაძე.
დიონისეს ღიმილი.
ათასიოდე.

[შოთა რუსთაველი]
პოემა 1 დღის
[აქ] ჯერ დასიცხული თვლემით [თვლემენ ოაზისები] გრძნობენ ვეფხვთა სიარულს,
თითქო ცეცხლში ხარ და გაწირულ სიტყვას ჰკიოდე.
ცას, დედამიწას, ღვთაებრივს და ადამიანურს
ვეფხის ტყაოსნის ნანგრევებში ვხედავ არეულს.
 
ადამიანი აქ მაგიურ ღმერთს ედარება. (მწყობრი რიგებით).
ღმერთებიც თითქო ედრებიან ადამიანებს,
მცენარეები ირევიან ვით სულდგმულები,
[სპილო და] ვეფხვი [მოქმედებენ] მოქმედობს ლმობიერი და თან მრისხანე.
 
შეხედეთ: ქვებიც გა[დ]მომსხდარან მოსმენად [მღერის] მშვიდი,
აქ სამუმია მათრობელი, [ატა-მორგანა] მშვიდი ჭავლეთი,
აქ ძველი არის ყველაფერი, როგორც სანსკრიტი,
მაგრამ ახალი მუდამ, როგორც აღმოსავლეთი.
 
აქ ინდოეთის სიბრძნით სუნთქავს [აღფრთოვანება],
სტრიქონებია, ვით ციფრები უხსოვარ [დროის] იცის,
ეხლა მე მესმის, რომ ყველაფერს, რაც კი [ძველია] კარგია,
[საქართველოს] ჩემს ქვეყანას სურს მიაკუთვნოს [შოთას ეპოხას]  გალაკტიონ ტაბიძეს.
 
კიდევ წავლიან [მღვრიე წლების მილიარდები] საუკუნეთ მღვრიე  მრავლობა,
მსოფლიო დედა და მაია [იცოცხლებს მარად] მოიხვევს დღეებს,
შთამომავლობას მოეცლება შთამომავლობა,
როგორც ფოთლები გიგანტიურ უძველეს ხეებს.

*
გოტიე.
თითქო ცეცხლში ხარ, და განწირულ სიტყვას ჰკიოდე.
ხედავს ამ გრიგალს და ქვეყანას სტოვებს გიოტე.

და დასიცხული თვლემით თვლემდენ ოაზისები.

ღამეა, როგორც შორეული და ბნელი ლელო
        ამ უცნაური გრიგალის პირით,
თითქო იჭვებით დატვირთული შფოთავს ოტელო,
        გაცოცხლებული ახალ შექსპირით.

სულიდან მოდის და ეშვება, როგორც კარავი,
ორგანოს რიტმი ფრთახმოვანი და შემპარავი.

რა საუცხოვო საღამოა, მშვიდი ქარია,
ეს წყნარი კუთხე ჩემთვის ძველი (მთელი) ვეიმარია.

ძველი ელლადის მხურვალე ზეცა.

ედარებოდა თვით აფროდიტას.

სიჩუმე მღერის, იდუმალი მოისმის ნანა,
როგორც მენავე „ვენეციის ზღუდეთა თანა“.

მაღელვებს ჰანგი, არ ვიცი, რატომ?
და უერთდება ატომი ატომს.

გადმოევლინა როგორც ინფანტა.

გატაცებული როგორც არტისტი (ვიცდი).

ეს ბეატრიჩე პორტინარი. დანტე.

როგორც ტუტმესი, როგორც რამზესი (ამ მზეზე).

იგი არ არის ეხლა ვენერა.

*
გული სავსეა იმავ ჩრდილებით,
მე ისევ ისე იმ ბაღში გიცდი,
უბრალო ვარდით და ყვავილებით
გატაცებული, როგორც არტისტი.
გადმოაშუქე, გულო, მზეები,
ეს მინდორია, ეს მდინარეა.
ჩემი მზე ისევ უბრალო გზები
და ბეატრიჩე პორტინარია.

*
[ინფანტებისა] გაცივდა კრება
და მუმიები თბება ამ მზეზე
და თვითეული აჩრდილი ჰქრება
როგორც ტუტმესი, როგორც რამზესი.

*
[ისევ სამხრეთის] ან ისევ სამხრეთ-დასავლეთით წავლენ ზენდები,
ისევე სამხრეთ-აღმოსავლეთს ინდოთა [კვალი] ჩანგი,
იქ, სადაც თვალწინ გაიშლება ხეობა ინდის,
სადაც პენჯაბის ხეობიდან ხმაურობს განგი.

[არიის ტომი] [განგი, ინდოთა ღვთაებრივი იგი მდინარე]
ღვთაებრივ ტალღას ვერ დაიჭერ მსუბუქი თალხით,
ზეციდან მსვლელი გიმალაის მწერვალთა [შორის] გზები,
შთასული უფსკრულს, რომ გარეცხოს თავისი ტალღით
60. 000 მეომარის დაღლილი ძვლები.

[აქ სიყვარული მოვარდება ტროპიკის სიცხით]
ტროპიკის სიცხე, სიყვარული - ლაკედემონის,
[აქ მეგობარმა მეგობარის იცის გატანა]
მეგობარს კიდევ მეგობარი შეურჩენია.
[სიბრძნის დემონი, საბერძნეთის სიბრძნის დემონის]
[აქ სცემენ] შრიალებს ფრთები ელლადათა სიბრძნის დემონის,
ძველი ეგვიპტის აქ მდუმარებს ჩუმი გენია.
 
ომებში [შამბის] ლომი ნახტომიდან [ხმაურობს ლომი] შამბის არშიით,
ტაიჭნი ჰქრიან, როგორც მძაფრი ისრები ქარში,
მაგრამ ხანდახან დაუნდობელ გრძნობებზე სტირის,
ელეგიური დღე იზისის და ოზირისის.
 
აი, უდაბნო არაბეთის, [კლდე-ხეობანი] დაიფარავდა,
უხსოვარ დროით ოაზისებს ფარავს ტომები.
ძლიერი, გამძლე და ამაყი ტომი არაბთა
მხურვალე მზისა და ოცნების ქვეშევრდომები.
 
მას რაინდული ჰქონდა სული [და გატაცება] სავსე ანთებით,
[ქრისტიანობას დარაჯობდა ძველი ისლამი]
მაგრამ ბორკავდა საოცარი მონობის ნანა,
საგანძურებში დაგროვილი ფოლიანტებით,
სადაც იწოდა მხურვალებით მდიდარი ხანა.
 
მის თვალწინ ქროდენ უდაბნოთა ბედუინები,
და ქალაქების [სიმდიდრეთა მდიდარი წყება]
სიმდიდრენი ვლიდენ ზმორებით,
თავისუფალი და დანარჩენ კაცობრიობას
დაშორებული თვალუწვდენი ქვიშის მორევით.
 
თავისუფლება სჯეროდათ მათ ყველაზე უფრო,
და დაჯინებით ედებოდა ეფრატს და ნილოსს
შორის გაჭიმულ არაბეთის ნახევარ კუნძულს.

და აქლემების ქარავნები და ცხვრების ჯოგი,
რომლის მახლობლად იშენებენ მშვენიერ კარვებს.
აქ სიმამაცე, და ლანდები სტუმართმოყვარე
და უდაბნოთა პოეზიის გამონათება.
 
მდიდარი ენა,
პოეტი იყო ბედუინი და მეომარი
და მოსამართლე.
 
გამბედაობა, სული მხოლოდ თავისუფლების,
მეგობრობაში და მტრობაში მუდამ ერთგული,
სტუმართ მოყვარე და სიმართლის მკაცრი დარაჯი,
აი, რა იყო რუსთაველის დიადი სული.
 
[სიყვარულის გზა, დამონებული გრძნობაა] Только в то время.
სიყვარულია იმა გრძნობათ თავშესაფარი.
რაცა არ იყო მხოლოდ სული თანაბარისა. (არ არება).
 
მითოლოგიის პოეტი და გმირი ფარისი.
 
ვეფხის ტყაოსანი, დაწერილი მშვენიერი ვით ვეფხვის ტყავი,
გადარჩენილი გაყვითლებულ პერგამენტებით,
პალმის ფოთლებზე დაწერილი სისხლიან ცრემლით,
ან სპილოს ძვლებზე შაირებით ამოკვეთილი.
 
ჩვენ [კვლავ ვიპოვით] აღმოვაჩენთ ძველი დროის ძველ წიგნთსაცავებს,
ომიანობის გამო სადმე გადამალულებს,
იმ საგანძურებს, რომ არ ნდობდენ ბარბაროსები,
აღმოსავლეთის შუქით დაფერილს.

რუსთაველს შემდეგ მოდის ახალ ქროლვათა რიგი,
ადამიანი შემდეგ გახდა იგივე წიგნი. (დაჰკალოს).
საუკუნეთა ტყეებს იქით მოსჩანს ბუნაგი,
ემშვიდობება შუქი ნათელს ზოდიაკალურს.
 
სადაც გრიგალი [უკვე] კიდეც ადგა და იბანება...

საუკუნეთა გაქროლების ძლიერი დაღი,
გადარჩენილი ნანგრევების ფერადი ბაღი.
წიგნიდან მოდის უცნაურად გასახარისი
მითოლოგიის პოეტი და გმირი ფარისი.

*
Записать. Большевиками меньшевик.
[Меланхолия] в капуте.
ნიზამი.
8 часов. В 1 час. 10 стих.; 80 стих. რათ გინდა მაინც?

*
ოთონთოში დაბურსალობს.
მაგი რამეს გააკეთებს? ვაი, ჩემო დღეო!!
ოთონთო - [დამდგარი] გაუვალი ტალახი, გაუვლელი.
ხეშტერა - სულელი.
დაბურსალობს - უგზო-უკვლოდ დადის.
ლეღენთერა - [სულელი, შტერი] მოუქნელი, ულაზათო.
ვაი, ჩემო დღეო - შემოძახება.
ჯიქურა - საცოცხე ბალახი.
ჩამობლიკვული - თვალი.
მაცამაცა - შეიქნა.
ზარმელი - საღამოს საუზმე ვახშმობამდის.
ობობუა.
ბობორიკა კაცი - დაბოდიალობს და ვერ აკეთებს.
წინწლაქი - Избалованный,  განებივრებული.
ვაი ამ მოსწრებას - შემოძახება.
„ჩონგურ-ჩონგურ კეკეჩია - შენ ქე სჭამ და მე ქე მშია“.
არ გადამატანა ყველაფერს.
მუშა ღორი - ღორი, რომელიც გამძღარი ბრუნდება ყანებიდან...
მაჯაგი - ღონიერი მაჯის, გამძლე.
ძვალმსხვილი - წევე ძვალმსხვილი იყოს: ღონიერი, породистый.
ჩაჩნებივით აიკირკლებიან - მიდიან ბევრნი.
შუშად აღზრდილი - ნაზად აღზრდილი.
ჯავრით კვდებოდა - დაჯავრიანდა. მისმა ჯავრმა მოჰკლა.
მეშარავეები - შარაზე მიმავალნი.
მეპარასკევე ურია - ვაჭარი ურია პარასკევში.
ადადღანდა - გლახად ალაპარაკდა.
ჩიტივით მოახტა ცხენს - მოხუცი.
დანასისხლად გადამტერებულნი.
ეინგრა ყორიფელი.
არ იგდება - არ იხურება.
ჩონტრო - დამბალი ხე.
აი სათამაშოსავითაა - რომელიმე პატარა საქმე.
ნასერალა - ნასერალას ბოგირია.
მწერალი. ნასერალი.
თხიმელა, კიდეებზე შემორგეს, თხრილი იყო, შემოკლებულია, ჩაკავებულია, ზოგი ტყედ, ზოგი საყანედ, ზოგი ვენახისთვის ერთად შემკობილი ადგილი.
საწყალი ივანე - გარდაცვლილი.
შვარშვალი - უაზრო ლაპარაკი.
გამორუტუნებული.
ცარიელი სიმხურვალით ცხრილივით იქცა ქვაბი.
უი, შე დალოცვილო, იმას ვუყურებო.
ნელთბილი წყალი, ძვალმოტეხილი წყალია.
მატარებლის კივილს რომ გავიგონებ, ჟრუანტელი დამივლის, იმდენი სიმწარე მახსოვს.
ეს ასი წლის კაცი უნათლავ ბაღანასავით ჩააგდეს მიწაში, არავის უტირნია, არავის შეუმცხადებია.
რას უმზერ? - (ხედავ თუ არა?).
სად მის ჯანაბაში წავიდა! ქვესკნელში წავიდა მისი თავი, დედამიწაში წავიდა. წასულა, აღარ მოსულა, დოუძახეთ, სად წავიდა.
გეშველა ახლა შენ - გაკეთდა შენი საქმე.
გულს როგორ დავდებდი - როგორ მოვისვენებდი.
ნოყო - გაფუჭებული, ჭაობიანი ადგილი.
სოფელში ჭრაქი იციან - ჭრაქს ეძახიან.
მისი ჯავრიც არა მაქვს - არაფერი მედარდება.
ჩუქარია? - ალბად, უნდა იყოს.
მშვენიერი კანი აქვს - მშვენიერი ყდა აქვს.
ან ჩემდა, ან მაგისდა, ან მისდა - ჩემთვის, მაგისთვის, მისთვის არაფერი გამიკეთებია დღეს.
წიწილები ქე დალპა აქანე - დარჩა, დარჩა, დარჩა!
ბაგა-საპირე - ფიცრები, ბაგის სარები.
კვატი-კვატი, კვატი-კვატი - ეძახიან იხვებს, კვატებს.
ხანის-ხანდე მოსწევდა.
ასნაყით ნახელავი, შეუშლელი სახე აქვს.
ქალიშვილობაზე - (დროს) ვაკეთებდი.
ქესები, წინდები, აბგები.
შტერი - სულელი.
გადმოვარდნაზე, რაცხაში, ნაჭრებში ეგდო.
მისი ხელნაკიდები რომ იყო, არ გადამიგდია (ქესა).
დუქანზე არაა ნამდვილათ, წასავალი (არ უნდა წახვიდე).
ბაღანასავით დაცინცილობს და.
„ცეცხლი ფიქრიანია“.
მისმა ჭკუამ ხან ივარგა და ხან არა.
ჩამორებული კაცები.
ჭიჭოთ იყავი.
აქიდინ მოკიდებული რიონამდე.
დახრული ხე.
აგია ჩემი ბრალი ახლა?

*
სამტრედია. იოსებ გოგოძეს.
გულიანია თუ არა იგი.
როდესაც კაცთა...
კაიგი ლილია, ლილია. ლილიალი...
ისისყო.
შემოდგომა.
 
*
აყვავებულა მდელო,
აყვავებულა მთები,
მამულო საყვარელო,
შენ როს-ღა აყვავდები?
 
*
ხვალემ იზრუნოს ხვალისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა!
ღვინომ მიიღოს ღვინისა,
წყალმა წაიღოს წყალისა.
Как ветер шаловливый,
Как буря во мгле,
Играла буря и во сне
Табидзе, Табидзе
Та ვარ. სისულელეა.

*
თქვენ უსათუოდ გახსოვთ
ღამე ქვითინი ქარის,
ხეებს ხეებში აქსოვთ,
ძნელია ტვირთვა ჯვარის.
გალაკტიონ ტაბიძე. 1921. ტფილისი
 
*
Под бурей <пели>,
Увял цветущий...

[მსოფლიო] კოსმიური ორკესტრი
პოემა სამ ნაწილად
I. შოპენი - სიმშვიდე.
II. ვაგნერი - რევოლჲუცია.
III. უცნობი - მომავალი.
ნიკიში.

I. შოპენი
მთვარის სხივები. პოეტები აღმოსავლეთისა და დასავლეთის.
მყუდრო ბაღი. მხატვრები: რაფაელი, ვერონეზი, ტიციან.
ვერსალი. მოქანდაკენი:
ვერლენი, გოტიე, ჰაიზი.
მეფეები, სასახლეები.

Ужасный.
გლადსტონი. დარვინი. აინშტაინი.
კოსმიური გრიგალი.
შელლი.
ომები.

*
მსოფლიო ომები - ყველა ქვეყნების.
მსოფლიო რევოლიუცია - ყველა ქვეყნებში.
საშინელი აღელვებები ყველა ზღვებზე.
საშინელი მიწისძვრები - ყველა ქვეყნებში.
გადაუღებელი წვიმები - მთელ მსოფლიოზე.
ყველა ვულკანები აბოლდებიან.
ყველა მდინარეები ადიდდებიან.
ყველა უმთავრესი მთები ეცემიან.
ყველა ქალაქები და სოფლები ნადგურდებიან.
აყეფდებიან ყველა ზარბაზნები.
ციდან ქაოტიურად წყდებიან ვარსკვლავები და მზეები.
დაიმსხვრევიან ყველა ტახტები.