შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-484-6 - 1924 წელი


საკითხი ასე ისმება:
1. წიგნი ბაზარზე არ გამოსულა, ისე შეისყიდა მთლიანად თქვენმა მაღაზიამ.
2. ფული (1500 მან.) უნდა გადახდილი ყოფილიყო ორი თვის განმავლობაში, დეკემბრის დამლევამდის, მიუხედავად იმისა, წიგნი გაიყიდებოდა ამ ხნის განმავლობაში თუ არა.
3. მაგრამ გადის ხანი და მე მიღებული მაქვს მხოლოდ 200 მან. თუ რაღაც.
4. ეხლა საკითხი სხვანაირად არის თქვენ მიერ დასმული, თითქო მე ფული უნდა ავიღო იმისდა მიხედვით, თუ [როგორ] რამდენი გაიყიდება წიგნი ან საზოგადოთ გაიყიდება თუ არა. ეს რომ ასე ყოფილიყო, მე რატომ მოგცემდით თქვენ წიგნს. მე დაინტერესებული ვიყავი, რაც შეიძლება სწრაფად გადამეყიდა წიგნები და ამიტომ ერთის ხელში დავაგროვე ისინი, თორემ მე თვითონ გავყიდიდი. მაშასადამე, საკითხის ასე დასმა არ შეიძლება.
5. კატეგორიულად თქმა: დარღვეულია თუ არა პირობა და როგორ აპირებენ...
6. წიგნს მე არ  დავიბრუნებ, იმიტომ რომ იგი თავიდანვე ჩემს ხელში არ ყოფილა. სამი თვის განმავლობაში იგი სხვის ხელშია. მე ეხლა ვმუშაობ სხვა წიგნზე.
7. თუ საკითხი საბოლოოდ არ გადაიჭრა, რა ხნის განმავლობაში მაძლევენ ფულს, საქმეს სხვა მიმართულებას (კანონიერ გზას) მივცემ.