დღიური-630-6 - 1922 წელი
- საითკენ მიდის საქართველო? - ამ კითხვაზე მათ...
მკითხველის წინაშე ბოდიშს ვიხდით: ჩვენ ვსდუმდით! აზრადაც არ გვქონია [როდისმე პასუხი გაგვეცა უპასუხისმგებლო პირებისთვის] ხმა გაგვეცა იმ ავანტიურისტებისთვის, რომელთაც საუკეთესო პასუხი [სრულიად საქართველოს მწერალთა კონფერენციამ] რევოლიუციამ გასცა: ისინი გარეკეს „სხვადასხვა მიზეზების გამო“ [მწერალთა კავშირიდან ისე] საქართველოდან ისე, რომ ვერასდროს ვეღარ დაბრუნდებიან. [ისინი ჩაკეტილნი არიან თავიანთ „ქიმერიონში“ და სცემენ მათი კლიენტების და სპეკულიანტების გასართობ გაზეთებს. [„ქიმერიონის“ „პოვრები“, ალბად, სიამოვნებით კითხულობენ] და ქიმერიონის პოვრებისთვის. ამ გარემოებით გაბრაზებულნი მათ შესაფერი [სასჯელი მიუსაჯა] სახელი დაარქვა საზოგადოებრივმა აზრმაც: ავანტიურისტები და ამ იარლიკით შუბლზე [გაისტუმრა] გარეკა ისინი "ქიმერიონში" - ჩაკეტა იქ ძლიერ მაგრად კარები. [ამაოდ ფორთხავენ საცოდავები.] მათ შეუძლიათ, იყვენ ფუტურისტები ან სიმვოლისტები და რა არ გინდა, მაგრამ მხოლოდ რესტორან "ქიმერიონის" წუმპეში იფორთხებენ, [ამიერიდან საშველი არ არის მისთვის, რა დღიდანაც გამასხარავებული სიტყვებით იხსენიებენ], სადაც უცხოელ სპეკულიანტების წინაშე ამასხარავებენ საქართველოს, ქართველ ერს, მისი კულტურისა და პოეზიის საუკეთესო წარმომადგენლებს. ვინ არიან ეს ვაჟბატონები? - ენაბლუ ორატორი და ლიტერატურული საჭურისი გრ. რობაქიძე, „ქიმერიონის“ ჩასუქებული პოვარი და უნიჭო სკანდალისტი პავლე იაშვილი (კონფერანსიე).