დღიური-630-5 - 1922 წელი
ბიბლიოგრაფია. ბარიკადი №4.
[როგორც აღნიშნული გვქონდა] მწერალთა კავშირმა „ქიმერიონში“ მოიჯარადრედ [მისცა მისი] დააყენა დიდი ხვეწნის შემდეგ ტიც. ტაბიძე. ეხლა იგი სცემს გაზეთ „ბარიკადს“.
ქიმერიონის [მსუქანი] ჩასუქებული პოვარი სცემს გაზეთ ბარიკადს, თუმცა ამ გაზეთს აწერია, რომ იგი ცისფერყანწელების კვირეული (?) გაზეთია, მაგრამ იქიდან მარტო ტიც[იან] ტაბიძის ბრიყვი ფიზიონომია გვაბეზრებს თავს. ტიც. ტაბიძე თავის გაზეთის ნომერში იხსენიება 35-ჯერ, რობაქიძე 2-ჯერ, [იაშვილი 2-ჯერ, გათავისუფლებული, როგორც სჩანს]. დანარჩენები ზოგი შიგა-დაშიგ, ზოგი სულ არა. რედაკტორი მხოლოდ თავისთავს სცემს დიდს პატივს! [აყვლიპინებს ეს ვაჟბატონი თავის თვალებს თავის გაზეთიდან]. იგი ენადაბმით რაღაცას ლუღლუღებს, ვიღაცას ემუქრება. ნეტავი ვინ სურს დააშინოს? ეს წვრილი პროვოკატორი და წვრილი სპეკულიანტი "ხმას უწვრილებს" იქაც, სადაც გაიძვერობა და ლაქიობაა საჭირო, ხან ხერხემალმაგარ პროლეტარიატზე ლაპარაკობს - მაგრამ იმწამშივე [ამჩნევ სიყალბეს, ხან] თავის "ქიმერიონზე" ჩამოაგდებს ლაპარაკს: შეხედეთ, სულ ცოტა ხნის განმავლობაში ოცი მილიონი წმინდა შემოსავალი მომეცაო. მთელ გაზეთს აჭრელებს განსაკუთრებით კაфე "ქიმერიონის" [ამბავებით] უწყებებით (როგორც აღნიშნული გვქონდა, მწერალთა კავშირმა ვერ გაუძლო მის ღრეჯას, რომ იგი იქ მოიჯარადრეთ დაეყენებიათ). შემდეგ, [იქ მოყვანილია ლექსი მიწიშვილის ძაღლის გარდაცვალების შესახებ, და] რა თქმა უნდა, საქართველოც ფილისტერებითაა სავსე [და სხვა ასეთები]. არის დაყენებული ტყუილების კორიანტელი. რა დაუშავა მას ქართულმა მწერლობამ? [რამ გააბრაზა ასე ეს] რაშია საქმე? ვინ მოუწამლა სარწმუნოება ამ კომბოსტოსავით ჯერ კიდევ ნორჩ ყმაწვილს? მოგეხსენებათ [ლიტერატურის] ხელოვნების ისტორიიდან, თუ [საზოგადოთ] როგორი [ბოროტი და დაუნდობელნი] შურიანები არიან საზოგადოდ უნიჭო ადამიანები. [გაიხსენეთ მოლიერი, რომელიც] უხმო მომღერალი, [რომელიც] დიდის სიამოვნებით უწვეთებს შხამს მეორეს, [უფრო] დიდს და სახელოვანს, ყველაზე უფრო მომაკვდინებელი შხამი კი დაფნის ფოთლებიდან იწურება. [უნიჭო ადამიანს არ აქვს ძილი და მოსვენება]. გარეგნობით უნიჭო ადამიანს [საზოგადოთ ასეთია:] იმ წამშივე იცნობ: თვალები აემღვრევა, როდესაც სხვაზე კარგის ლაპარაკს დაიწყებენ. დაკარგული აქვს ძილი.