შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-588-1 - 1922 წელი


1
იუბილეჲ მოეწყობა ასე:
დილით:
1. მთელი მწერალთა კავშირის საბჭოს თანდასწრებით გამოცხადდება – იუბილეჲ. გახსნა დაევალება კ. მაყაშვილს.
2. [მოკლე - მოხსენება - შალვა ამირაჯიბის].
3. მისალმებანი.
მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს და საბჭოს უჭირავს განსაკუთრებული ადგილი.
4. მისალმებანი.
5. მისალმებანი.
6. იუბილიარის სიტყვა.

საღამოთი:
სალიტერატურო საღამო. იუბილე ზ. ჭიჭინაძისა.
1. საღამოს გახსნის კ. მაყაშვილი.
2. სიტყვები: ლეო ქიაჩელი, ია ეკალაძე, კოკი აბაშიძე, კ. გამსახურდია.
ლექსები: [გალაკტიონ ტაბიძე] კ. მაყაშვილი, ი. გრიშაშვილი.
მუსიკა. ორკესტრი.
ფოიეებში: წიგნების გამოფენა.
(ნარკ. საბიბლ. განყოფ. და ნ. კ. გამგეობის საშუალებით).
ჭიჭინაძე. ზ. ჭიჭინაძე.

იუბილეჲს ხარჯთაღრიცხვა:
1. საიუბილეო კომისიის მოწვევისა  და შემდეგი ხარჯების ანგარიშები (მწ. კ. საბჭო).
2. ეხლა საჭირო მდივნისთვის ხარჯი.
3. გასამრჯელო – სხვადასხვა ხარჯებისთვის.
4. კლიშეები (პორტრეტები).
5. განცხადებები გაზეთში.
6. წერილების შეკვეთა: „ლომისის“, „ხომალდის“, „ტრიბუნის“, „კომუნისტის“, „Правда Грузии“-ს, „წითელი მხედარის“ და სხვა ჟურნ. ხარჯი. ჰონორარები.
7. ჰონორარი მხატვრებს.
[8. ჰონორარი საგულისხმოა. ზ. ჭიჭინაძეზე წიგნის ავტორს].
9. ტანისამოსი და [კოსტიუმი] სხვა რამეები ზაქარიასთვის.
10. ცხენები და მეეტლე.
11. ყვავილებითა და მწვანით მორთვა თეატრის.
12. წიგნის დაბეჭდვის ხარჯი და ქაღალდი <...>.
13. ტელეგრამები <...>.
14. მოწოდებების გაკვრა ქუGჩებში.
15. გაზეთის ერთი ნომრის გამოცემა. წიგნი ზ. ჭიჭინაძეზე <...>.
16. ბანკეტი და მისთვის ხარჯები.
17. ზაქარიასთვის წინასწარ ფულის მიცემა სესხად. 2500 მან.
18. ზედმეტი ხარჯები თეატრის მოსამს. (ელეკტრ.).
19. მუშებისათვის (მიტან-მოტანის საკითხები).