შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-572-10 - 1922 წელი


გალაკტიონ ტაბიძის საღამო - ხვალ (კვირას, 12 ივნისს), სახელმწიფო თეატრში შესდგება გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის საღამო. საღამოში სხვა და სხვა სახით მონაწილეობას მიიღებს [100 კაცი]... მოხსენებას („გალაკტიონ ტაბიძის პოეზია“) გააკეთებს ალ. წერეთელი... [თავიანთი] ახალი ლექსებით‚ ნოველებით და სიტყვებით გამოვლენ ტფილისში მყოფი თითქმის ყველა ქართველი მწერლები. გამოვლენ აგრეთვე უცხოეთის მწერლები. მონაწილეობის მიღების სურვილი განაცხადა მრავალმა რიცხვმა ხელოვნების წარმომადგენლების. გალაკტიონ ტაბიძის ლექსებს წაიკითხავენ მსახიობები სახელმწიფო დრამის თეატრისა. მონაწილეობენ: აგრეთვე მომღერლები სახელმწიფო ოპერის თეატრიდან. წაკითხულ იქნება გალაკტიონ ტაბიძის ლექსები I‚ II და III წიგნიდან. [საღამოზე უფასოდ დარიგდება პოეტის უკანასკნელი წიგნი - „Crane aux fleurs“] წაიკითხავს ლექსებს თვითონ პოეტი I, II და III წიგნიდან: მერი‚ მთაწმინდის მთვარე‚ ლურჯა ცხენები‚ მე და ღამე‚ მელანხოლია‚ ვლ. ალექსი-მესხიშვილის ხსოვნას‚ ლექსები პოეტების მეფედ არჩევის გამო და სხვ. და სხვ. დადგმული იქნება ცოცხალ სურათებად რამდენიმე ლექსი გალაკტიონ ტაბიძისა.. ამ დღეს უფასოდ დარიგდება პოეტის უკანასკნელი წიგნი - „Crane aux fleurs“. ადგილების ფასი ამ საღამოზე ჩვეულებრივია... და დიდი ნაწილი ბილეთებისა გადადებულია უფასოდ დასარიგებლად (მსურველებს - ბილეთები მოითხოვეთ სახელმწიფო თეატრის კასაში). დასაწყისი საღამოს 8 საათზე.

Вечер Короля Поэтов
В воскресенье, 12 июля в государственном театре состоится традиционный вечер Галактиона Табидзе, Короля поэтов Грузии. Ал. Церетели прочтет докладь о творчестве Галактиона Табидзе. Выступят со своими произведениями представители грузинской, русской и армянской поэзии. Галактион Табидзе прочтет стихотворения из I, II и III книги. В вечере принимают также участие артисты государственного театра.