შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-558-5 - 1922 წელი


1. ზაქარია ჭიჭინაძის იუბილეჲ გადახდილი იქნება დიდის ზეიმით - თებერვალში. მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მოსდის მრავალი ცნობები იმის შესახებ‚ თუ როგორი აღტაცებით მიეგებებიან ამ იუბილეჲს ყველა წრეები‚ ყველა პარტ.] განუსაზღვრელად პარტიული მიმართულებისა.
2. მწერალთა კავშირის პრეზიდიუმმა დაავალა თავის ორ წევრს: ლეო ქიაჩელსა და გალაკტიონ ტაბიძეს შეიმუშაონ გეგმა ზაქარია ჭიჭინაძის იუბილეჲს [მოსაწყობად] მოწყობისა.
3. სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მოსდის ცნობები მწერალთა სხვა პატარ-პატარა ასოციაციებისაგან‚ რომ ისინი გულწრფელად მიესალმებიან ამ იუბილეჲს.
4. მოკლე ხანში [მოწვეულ იქნება] დაიწყება რესპუბლიკის სხვა და სხვა კულტურულ დაწესებულებათა წარმომადგენლების შეერთებული ყრილობა. ზ. ჭიჭინაძის იუბილეჲსთან ერთად ქართული წიგნის დღეც იქნას შეერთებული.
5. ზაქარია ჭიჭინაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ სასწრაფოდ წიგნის შედგენას შეუდგა პოეტი - გალაკტიონ ტაბიძე. კავშირმა დაადგინა.
6. ზაქარია ჭიჭინაძის პორტრეტების დახატვა მიენდოს მხატვრებს: ვ. სიდამონ-ერისთავსა და გ. გველესიანს.
7. საიუბილეოდ ამ თავითვე წინასწარი ხარჯების გასაწევად მწერალთა კავშირმა გადასდო 20 მილიონი თანხა (იუბილეჲს მომწყობი კომისია ამ დღეებში მოხსენებით წარუდგება რევკომსა და აღმასრულებელ კომიტეტს).
8. კომისიამ დაადგინა: სასწრაფოდ ეცნობოს რესპუბლიკის ყველა დაწესებულებებს‚ რომ თებერვალში ამა და ამ თეატრში გადახდილ იქნება ზ. ჭიჭინაძის 50 წლის მოღვაწეობის იუბილეჲ.
9. იუბილე ზ. ჭიჭინაძის გადახდილ იქნება სახელმწიფო თეატრში (დავალება ლ. ქიაჩელს).
10. მოწყობილ იქნება ბანკეტი.
11. წარვუდგენ მთავრ. თავმჯდ. მ.

*
ეს ისეთი საქმეა‚ რომ ყველაფერს თავი უნდა დავანებოთ დროებით!
[შეიძლება იუბილემდე მოვიდეს ეს კაცი. სესხად მიეცემა - 1 მილიონი. დღეს სადილის ფული არ ქონდა].
წინასწარ ლექცია ზ. ჭიჭინაძეზე. [ი. იმედაშვილი].
[1. დაწესებულებათაგან კომისიის მოწვევას სჯობია: მოქმედი კომისია - განსაზღვრული თანხით - როგორც კომისიისთვის‚ ისე ხარჯებისთვის.
2. იუბილეს დღე დღესვე უნდა გადაწყდეს.
დაწესებულებათაგან კომისიას ჩვენ ვერ მოვიწვევთ].

მომწყობი კომისიის ხარჯები:
1. მდივანს - 1 მილიონი.
2. კლიშეები - 500.000 (ნახ. მილიონი).
3. განცხადებები - 1 მილიონი.
4. წერილების ავტორებს - 1 მილიონი (გაზეთების).
5. მხატვრებს - 500.000.
6. [წიგნი ზ. ჭიჭინაძეზე - 5.000000].
7. ტანისამოსი და სხვ. - 2.000000.
8. ცხენები და მეეტლე - 2.000000.
9. მწვანით მორთვა თეატრის - 1.000000.
10. წიგნის დაბეჭდვის ხარჯი და ქაღალდი - 3.000000.
11. ანონსები და აფიშები - 500.000.
12. ტელეგრამები - 100.000.
13. მოწოდებები - 300.000.
14. გაზეთის ერთი ნომერი - 5.000000.
წიგნი ზ. ჭიჭინაძეზე - 5.000.000.
15. ზაქარიას ფული წინასწარ - 1.000000.
16. [ზედმეტი] თეატრ. მოსამს. - 500.000.
17. მოულოდნელი ხარჯები - 4.000000.