შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-15 - 1922 წელი


ჰაისა.
„Не входить“.
Карташян Сурен - штукатурщик, при I типографии, ელეკტრიკი.
„Как хочешь“.
„შედი რაღა“ - ჰეეეი! ძირს გაუბედავობა. „შედირაღა“. შედი რაღა!
Товарный вагон №29-238.

*
1. Настольный календарь или стенной календарь. 2. Штепсель. 3. Счетчик и печка.
С января месяца план работы для себя и для Оли.
გადატრიალება ხელოვნების სასახლეში.
გომიაშვილის წიგნი.
შალვა რადიანის წიგნი. შესასწავლია.
      
„ნადი გამარჯვება“. საქმეთა მმართველი ოდიშარია. „გამოიწყო“.
 Николаевская 15 (კალინინი). ქალი ჩულქებისა. ქუთათელაძე.
ყიფიანის ქ. №6, გრიგოლ ჩიქვინიძეს.
კულაში. აპალონ ხაჟალია.
ლალე, ლალე!

*
მდინარეთა ყინულების ხათქა-ხუთქი.
ორთავ ნაპირას მორთავ.
ერთწამით - ლერწამი.
გორაკები ცარცის, თეთრი კედლების მსგავსი.
ისინი იკარგებიან სადღაცა შორს, ღრუბლიან ცისფერ წყვდიადში.
ამ გორაკებს ხშირი, გაუვალი ტყე ფარავს.
ტყეში არც გზაა და არც ბილიკი.
აქ ამართულან უზარმაზარი ფიჭვები და ნაძვები, იქ - ასწლოვანი კაკლის ხეები, არყები, მუხები და თელები.
გორაკის ფერდობი, ცოტა ზემო.
მოსჩანს გამოქვაბული, შავი, როგორც უშველებელი ნადირის დაღებული პირი.
აქ ცხოვრობდენ მისი წინაპართა-წინაპრები.

*
- ასე გააკეთე ეს.
- ვისმენ და გემორჩილები!
ისეთივეა, როგორც მისი პაპის-პაპა.
უცნაური ღრიალი მოისმა, რომელიც უფრო გაჯავრებული ცხოველების ღრიალს მოგაგონებდათ, ვიდრე ადამიანების ხმას.
გაქონილი, თხელი, აწეწილი თმა, ნაცრითა და ყოველნაირი ნაგვით სავსე, ყალყზე უდგა. ულამაზოა, მაგრამ ღრმადჩამჯდარი თვალები სიცოცხლით სავსეა და გონივრულად უბრწყინავს.
 
პოლკი
წითელო არმია,
წითელო არმია!
[ყვითელი და თეთრი,]
თეთრი და ყვითელი
[ჯარები გროვდება]
ჯარების მუქარა.
 
წითელო არმია,
წითელო არმია,
[გვინათებს ხუთქიმა]
ხუთქიმა მიგვიძღვის
ვარსკვლავი [მშუქარე] შუქარა.
 
მტერს უნდა - ძველი დრო
ისევე დაბრუნდეს,
რომ სისხლში ჩაახრჩოს
[ყოველი მშრომელი]
შრომა და შენება.
 
წითელო არმია,
წითელო არმია,
[არ მისცე ვერაგებს]
[წამითაც,] წამითაც არ მისცე
ვერაგს მოსვენება.

[გარეკე საზღვრიდან,]
დაჰკარი მაგ წუნკლებს,
მდიდრების დამცველებს,
გარეკე საზღვრიდან
საზღვართან შემდგარი.
 
წითელო არმია,
წითელო არმია,
ნაბიჯი უჩქარე,
ნაბიჯი მედგარი!

*
[სანამ მტერი არ გვასვენებს]
სანამ მიწას კი აჩნია
ბურჟუების კვალი,
[საქმე] მიაშველე ტყვიის მფრქვეველს
ვინტოვკა და ხმალი.
მხოლოდ შემდეგ შეუდექი
მშვიდობიან შრომას,
როცა იცი, რომ არავინ
არ დაგიწყებს წყრომას.
მტერი ასე გაიძახის:
კავშირს მოვსპობ მალე -
რასაც მოგვსპობს - მასაც ვნახავთ!
აღდგომა და ხვალე!

*
ბარნოვის ქ. №41.  ყაზბეგის ქუჩის კუთხე. თ. კიკვაძე.
1. იოდი. 2. Нашатырный спирт. 3. Анисовые капли.
ბარნოვის ქ. №40.  ვანო გომელაური.
შენდათავად. წითელ არმიელი.
6-15. ჰერცელ ბააზოვი. ნაშუადღევს, 4 ს. გამოიარეთ ჩვენთან, ვიქეიფოთ.

*
N. B.  ხვალ. სურსათ-სანოვაგე: 1. სახლიდან და სამტრედიიდან - ორი ქათამი. 2. ყველი. 3. ბია. 4. ჯანჯუხ. 5. არაჰ! 6. [კვახი.]
ისე კი... ტანთსაცმელი: 1. პალტო. 2. ფუფაიკა. 3. კალოშები. 4. ცხვირსახოცი.
სიძნელე: ქათმები და თავის დაბანა.
1. თავის დაბანა.
ბიუჯეტი? ფული?
გამგზავრება დილით ადრე: ეტლით ან ურმით.
სამტრედიაში: ყიდვა რამე-რუმისა! წვერისა და თმის გაპარსვა! ბილეთის დროზე შეძენა. „კარზინკის“ სადმე მიბარება!
1-56. შალიკო ოკუჯავა.
 
ტფილისში ჩასვლისთანავე:
1. ელეკტრონის გაყვანა და მინების ჩასმა.
2. კარების უკანასკნელი დამორჩილება.
Не было ли вредительство, что сделала Оля.

გრიბოედოვის ქ. №9. მიტროფანე ლაღიძე.
ისმოდა. ლამაზი რამ. ინტორ.
 
განძიერი, ხვავიანი, გულუხვი
მატარებელში

- ახლა შეხედეთ, ორი გირვანქა ღორის ხორცი შესჭამეს.
- ფუ! ქონი!
- ჩვენს იმერელს არ უყვარს ღორის ხორცი.
ცოტ-ცოტა ყველი, შემწვარი ქათამი, გადაზელილი და სხვ. ასე.
- ერთი რაჭველი იყო. მტვირთავი მუშა. 20-25 ფუთს აიკიდებდა. ერთხელ გაძღა ლობიით. 5 უზარმაზარი რუსული თეფში ლობიო შესჭამა. გახდა ავად. წაიყვანეს ეს ლობიით გამძღარი კაცი საოპერაციოთ. გააწვინეს საოპერაციო სტოლზე. გაუკეთეს ოპერაცია. უთხრეს, საშიშია, არ გაინძრეო. ძმამ გულმოსულმა შუბლში წკიპურტი კრა - რატომ სჭამეო. რაჭველს გული მოუვიდა: შენა ვინა გკითხავსო და ძმას სახეში ხეთქა.. იმ წუთშივე სული დალია ნაოპერაციევმა.
 
- ეს კაცი რაღაცას გათვალიერებს.
- რა უნდა. მამაჩემი მთელი სიცოცხლის განმავლობაში მათვალიერებდა, მარა ვერაფერი გაიტანა.
- რას მიაქნევს ნეტა იმ დუმას.

ერთი ოტია ჩხეიძე იყო ჩვენში, წელზე ხანჯალი ეკიდა და ისე თოხნიდა ყანას - ყოველთვის.

І
ჟორჟიკა კოპაძე. 16.
ჩიჟიკი. Сегодня же поправят. აზმაპარიშვილი ივანე თედორეს ძე. 19-32.
ლაზარევის ქ. №19. ვახტანგ გრძელიძე.
 
Тифлис. Свердловская 7. Ал. Карапетян.
Вы обещали прислать книгу. Надеюсь исполните.
 
რისთვის უნდა გადამწვარიყო ელექტრონი?
1. შეიძლება იმიტომ, რომ პროვოდები ცუდად იყო გაკეთებული: ან არ იყო შესაფერი შნურები, ან შეერთება არ ვარგოდა.
2. შეიძლება იმიტომ, რომ შეერთება იყო სუსტძალიანი, რაც ვერ აიტანდა ელექტრო-ფეჩის 2 ვოლტიან სიმძლავრეს.
ორივე შემთხვევაში ჩემი შეცდომებია:
1. უნდა მეკითხა ჯერ მონტიორისთვის - შეიძლება თუ არა ელექტროფეჩის დადგმა მანამ, სანამ გააკეთებდენ განსაკუთრებულ „სჩიოტჩიკს“.
2. არასგზით არ უნდა დამედგა მანამდი, სანამ ჩემს ელექტროდენს გამოყოფდენ, ვინაიდან, როგორც ვგრძნობ, გადამწვარია ყველა ჩემი მეზობლების ელექტრონი, რაც დიდზე დიდ ზარალს მაყენებს ჯერ მე, შემდეგ მეზობლებს, რომლებიც უსინათლოდ დარჩენ. უნდა გადახდილ იქნას მათი ზარალი, რაც ას-ორას მანეთს უდრის, ალბად, შეიძლება მეტსაც.
მაინც საინტერესოა მიზეზების გამორკვევა. ფეჩის ამბავი ასეთია: დადგმისთანავე მან აუშვა რაღაცა ბოლი. მე შეშინებულმა გამოვდგი ფეჩი და გავექანე ელექტრომაღაზიაში რუსთველის პროსპეკტზე საკითხავად, თუ რა უნდა ყოფილიყო ეს ბოლი. იქ მითხრეს, ხომ არ ჩამქრალა ლამფებიცო. მე ვუთხარი, არა მეთქი. მაშინ იქ მითხრეს, რომ ელექტრონი გადამწვარი არაა, ამ ბოლს უშვებს ალბად აზბესტი, რომელიც ელექტროფეჩშია, ამოიწვება და ბოლებაც შეწყდებაო. იდგეს ცოტა ხანსო.
მე დავბრუნდი და ფეჩი დავდგი. არავითარი ბოლი შემდეგ აღარ ყოფილა - ფეჩი გახურდა, პირდაპირ ავარვარდა შინაგანი მოწყობილობა. მე დავდგი ზედ ჩაინიკი, ჩაინიკიც ადუღდა. როცა ადუღდა, გადმოვიღე და შევამჩნიე, რომ ავარვარებული ღუმელი თანდათან ჰქრებოდა; მე იმწამსვე გამოვიღე შტეპსელიდან შნური. მივვარდი ელეკტრონის გადასატრიალებლად, [და ვიგრძენი, რომ] მაგრამ სანთელი ლამფოჩკა აღარ აინთო. მეგონა გადაიწვა, მაშინვე ეს ლამფოჩკა გამოვიღე და გავუკეთე აივნის შნურს, მაგრამ არც იქ აინთო. იქიდანაც გამოვიღე და ისევ ოთახში გავაკეთე, და იქ კი აინთო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. გადავწყვიტე შემემოწმებინა ფეჩი, მაგრამ როგორც კი შევუერთე შნური ფეჩის შტეფსელს, იმ წამშივე ელექტრონიც ჩაქრა.
ხელახლა შევამოწმე ლამფა - მაგრამ ის აღარ ინთება. ფეჩიც აღარ ინთება. ალბად გადაიწვა.
გადაიწვა ალბად მეზობლების ელექტრონი. აი რა არის სამწუხარო.
ფეჩიც ალბად გაფუჭდა და აღარ გამომიცვლიან, ვის აქვს იმდენი ფული, რომ ხელახლა იყიდოს სხვა ფეჩი?
მერე როგორ მიხაროდა.
ისეთი სითბო ჰქონდა. ისე ბედნიერი ვიყავი, როდესაც ოთახში სითბო იყო.
ხვალ: ელექტრო-მონტიორი შესამოწმებლად.
„სჩიოტჩიკი“ მაინც უსათუოდ საკუთარია საჭირო. ახალი პროვოდებიც. ვნახოთ.
„მონტიორს“ არ უნდა ვუთხრა, რომ „ფეჩი“ მენთო. უნდა დავუმატო ცოტა ახალი შნურებისათვის. გადაიწვა იმიტომ, რომ რაღაც ცუდათ იყო გაკეთებული. მორჩა და გათავდა.
უნდათ თავი ქვას ახალონ.
 
ძალზე აღელვებული წავედი ბინიდან და უკანასკნელ სტრიქონებს ვწერდი მეტალისტების კლუბის სამკითხველოში. უეცრად აზრმა გამიელვა, შეიძლება კლუბში არის რომელიმე მონტიორი და ვკითხავ ელექტრონის ჩაქრობის მიზეზებს-მეთქი. ვათვალიერე კლუბის ყველა სტუმარი. ბოლოს ერთს მივმართე, აქ რომელიმე „მონტიორი“ ხომ არ არის-მეთქი.
- თვითონ მე ვარ მონტიორიო, - მითხრა, - რა გნებავთო. მე დაწვრილებით მოვუყევი ამბავს და ვკითხე, თუ რისგან უნდა ყოფილიყო ეს ამბავი. მან მითხრა:
- გადამწვარი იქნება ორში ერთი: ან ელექტრონები, ან ელექტრო ფეჩი.
- ელექტრონი არ ანათებს-მეთქი.
- მაშ, ფეჩი არ დამწვარა!
- მაინც რა მიზეზი უნდა იყოს?
- უთუოდ „პრობკები“ გადაიწვა (მან იქავე კლუბში მიჩვენა, რაც არის პრობკები).
- მთელი შნურები ხომ არა?
- არა! ეხლა ელექტრონს სხვანაირად აკეთებენ. ან პრობკები იქნება გაფუჭებული, ან ბოძის მოწყობილებაზე რამე. თუ ადგილობრივაა გაფუჭებული, გაკეთება ეხლავე შეიძლება, თუ ბოძზეა, მაშინ ტუესის უნებართვოდ არ იქნება. სულ რამდენიმე წამის საქმეა. ეხლავე წამოვალ, თუ გნებავთ, გაგიკეთებთ.
- მიშველეთ რამე!
წამოვიდა „ჩიჟიკი“ (ასე უწოდებდენ კლუბში ამხანაგები), დაათვალიერა ყველაფერი, ჩემთანაც, მეზობლებთანაც, საიდანაც ელექტროდენი მოდის. და სთქვა, რომ აქედან შეკეთება არ მოხერხდება, უთუოდ ბოძზეა გაფუჭებული - უნდა გამოვიწვიოთ „ტუესის“ კანტორაო, 19-32. იქიდან არ გვიპასუხეს.
მე დიდი მადლობა გადავუხადე „ჩიჟიკს“, ჩემს ახლად გაცნობილ სპორტსმენს და ბინაში ამოვედი.
ბინიდან დავუძახე 19-32-ს, ტუესის კანტორას. „ამხანაგო, - ვუთხარი, სინათლე ჩაჰქრა მთელ სართულში, კრილოვის ქ. №10,  შესავალი ეზოდან, მარცხნივ მე-III  სართული“.
- რა გვარი ბრძანდებითო, - მკითხეს.
- ტაბიძე, - ვუპასუხე, - გალაკტიონ ტაბიძე.
- აჰა, ძალიან კარგი. ამეღამვე (მათ სთქვეს დღესავე) გამოვგზავნით კაცებს სინათლის მოსაცემადო.
და აი, ვზივარ ეხლა და ვუცდი მათ, სინათლის მომტანთ. ფეჩი კი, ყოველი შემთხვევისთვის, მივმალე შკაფში. რაღაც მარცხიანი ფეჩია. აღარ გავეკარები კაი ხანს, თუ როგორმე ამ ხათაბალას გადავურჩი! მაინც გაფუჭებულია, მგონია!
ასეთ ხათაბალებში მაგდებს გამოუცდელობა.
 
მართლაც, არ გასულა ერთი საათი, მოვიდა ტუესის მონტიორი. აივანზევე, მოწყობილობაში შესცვალა რაღაცა და სულ ორი-სამი წამის განმავლობაში მთელი ბინა განათლდა. ასე დასრულდა ელეკტრონის ამბავი. „ჩიჟიკი“ კი მარწმუნებდა, რომ სადღაცა ბოძზეა რაღაც გაფუჭებული და ის უნდა შეკეთდესო. ტუესის მონტიორმა სთქვა, ბოძი რომ გაფუჭებული იყოს, აქ „ტოკი“ საიდან იქნებაო?
ეხლა საინტერესოა, ფეჩი გაფუჭებულია თუ არა?
 
ჩიჟიკი ამბობდა, რომ მე ყველაფერში მოწინავე ვარო. ქართველი ვარ, მწყენია, რომ ქართულად ვერ ვლაპარაკობო. ბავშობიდანვე რუსეთში ვიზრდებოდიო, გაზეთებშიაც გამწერესო, რადგან ბევრ შეჯიბრებაში გავიმარჯვეო.