შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-14 - 1922 წელი


ზმანება თუ ოცნება
სონნეტი

ეხლა ვიგრძენი, რომ ცხოვრება არის მუმია.
ეხლა გავიგე, რომ არ არის ძველი ოცნება.
ეხლა ცხადია, რა ტანჯვაა, რა სიჩუმეა,
ეხლა ფაკტია - რად [დაგ.] <...> პატიოსნება.
 
გული - გულია, ეს იციან ყველა მგოსნებმა,
სული კი: მხოლოდ აღზევანი, ერზერუმია,
გახდა მუმია უაღრესი ასხივოსნება,
ოცნება მაინც ხავერდია, აბრეშუმია.

І
1. ყდის ქაღალდი.
2. კანტორის მოწყობა (მაგიდა).
3. მდივანი გვჭირდება.
4. პასუხისმგებელი რედაკტორი.
5. მზადება II  და III ნომრისთვის.
6. შარლემანის ყდა.

შარლემანი.
ტელ. ოლ.
1. აბანოში. 2. ფული. 3. დღეს ვერ მოვიდა.
ობოლი მუშის ნახვა პროფსოიუზებში.

10 დეკემბერი.
დავიმახსოვროთ <ბედისწერის> უსწორობა.
 
*
სადილი მექნება.
ჟურნალები.
მიშა. ვლაპარაკობთ.
დოსტოევსკი. ბლოკი. გუმილ.; კოროლენკო.
 
*
„Фრანკфურტენ ცაიტუნგი“ იუწყება, მაქსიმ გორკი <გაგზავნილ> იყო ევროპას დამშეულ რუსეთისთვის დახმარების მოს.
გერმანიაში ჩასვლისას გორკი ავად გახდა.
ბადენ-ბადენში.

*
„გახსოვს?“ „მახსოვს“. „დიდი ხანია?“
„დიდი ხანია!“ - მართლა - მახ.

*
დეკადანსი ან სიკვდილი.

დირექტივები.
ლერმონტ. 25. ეზოდან III სართული. წულაიები. გრამიტონი.

იუსტ. „დასჯა-გასწორების“ განყოფილების მოამბე.
დ. პავლიაშვილი. ორშაბათს - 11-დან 3-ამდის 5 მილ.
საღამო. პატ.
მასალა გაზეთისათვის.
 
ოლია!
მოვიდა შენი ტელეგრაფი. ლაპარაკი...

1. ფარდა. 2. ფართა. ფარდა.

*
როგორც ზვირთთა ქაფიანი მოდება,
აგოტების თან მიმდევდა გოდება,
უნაზესად მაოცებდა მუსიკა -
[მაყრუებდა] მაოცებდა ქარის გაბოროტება.
 
[მეოცნებე აღტაცების აფრებით -
ახალგაზრდა ღმერთთან გათანაბრებით.]

ის ინგრევა, ის მსოფლიო ბერდება...
ჩემი გემი [იმ] სხვა ნაპირთან ჩერდება,
[რომ მსოფლიოს გააგონოს]
[სადაც] საიდანაც გააგონებს მსოფლიოს,
რომ ახლოა მიწის გადაფერდება.
 
*
1. აპოთეოზი. აპოфეოზი. 15 екземп.  105.000.
ვეჩე.
25 დეკემბერს. დარეჯან რჩეულიშვილი.

მაისი, 1920. [პარიზი] ლეიპციგი.
Яфетический Ка.
„იაფეტური კავკასია და იმისი როლი ხმელთაშუა ზღვის კულტურის შექმნაში“.
 
1. ბაღი და ბოსტანი. 2. თეატრები. 3. სარძევე.
მუზეუმი.
 
განმეორდეს. მივიღებთ როგორც განცხადებას.
 
ზ. ჭიჭინაძე.
1. ძველი მწერალთა კავშირი.
 
პოეტების საღამო:
ია ეკალაძე, [კოკი აბაშიძე,] ანტონ აუშტროვ, ი. გრიშაშვილი, გალაკტიონი, მიხ. ბოჭორ., კარლო მელაძე, <არსენ> <...>, ანტონ აუშტრ., ლ. ძიძიგური, ს. ერთაწმინდელი,  ვანო წუ.
სიმონა.

*
ყოველკვირეული ჟურნალი სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირისა.
1. რობაქიძე.
2. შალვა დადიანთან პიესა.
3. პაოლო იაშვილი.
დადგა დრო.