შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-13 - 1922 წელი


სონეტი - ამ სიტყვის ხმოვანება, ფრანგულად, მგონია, ნიშნავს ზარს: Sonnait. რას ნიშნავს იტალიანურად?

მთაწმინდა
იმ წმინდა მთაზე ვინ არ ავიდეს,
რომ ტფილისისა არ იგრძნოს გლოვა,
ძველი ტაძარი მამა-დავითის...

*
[სად გაჰქრა ჩემი ბაღები -
ვარდი, ია და შროშანი.]

А вот рабочие и крестьяне.]
გენუა!! Аркадий Аверченко.  სტიქია. Висконти.
რუსეთი. ბურუსეთი. ქიმერეთი.
5 великих де...  ჩიჩერინს. Попрел.  ვ. რუხაძე. ა. შანშიაშვილი.
ავტობიოგრაფია. გალაკტიონ ტაბიძე.

*
[როგორც ნისლის ნამქერი
ჩამავალ მზით ნაფერი
ელვარებდა ნაპირი.]
გალაკტიონ ტაბიძე

*
შენ ადამიანი არა ხარ - შენ ხარ ულუფა.
გლედიჩია. „გლედიჩია“.
Пинджак.

*
 „Чахлыя сосны дорогу в лазури найдут“.

К. Д. Бальмонт

[გზას ვერ პოულობს ფიჭვი]
გზას ვერ პოულობს ზვირთი...

*
სიბნელე ღამისა, ველებზე ჭრაქები -
თვალებს აცეცებენ გაიდამაკები.

*
ერთი გავარდნილი კაცი
ტყეში ეფარება ხეს.

*
ერთი გავარდნილი
კაცი
ტყეში ვეფარები
ხეს.

*
ვლეს. ტყეს. დღეს. მზეს. კლდეს. მცეს.
ჭანეთი. სვანეთი. მწვანეთი.
უერთმანეთო. უერთმანეთოდ.
კაცი. მკაცრი.
ტარებით. კარებით.
მიიტაცა.
ლაცი. Паяцы.
ჭიხვინი.
ერთი საწყალი მანეთი.
    
ორი ჩონჩხი
ინტერნაციონალით თავდება.
აღსდეგი, მუშავ!
ორი მრისხანე სტიქიის.
ორი ჩონჩხი.
    
*
პასუხი:
1. ყანწელებს. 2. ხო.

*
ხარჯები - პირდაპირი:
1. სტამბა. 2. ქაღალდი. 3. აკინძვა. 4. ყდის ქაღალდი. 5. ლიტოგრაფია და ქაღალდი. 6. ზედმეტი სამუშაო.
რეკლამები:
7. „კომუნისტი“. 8. პლაკატი. აფიშა. 9. გაზეთი უსათუოდ. 10. სვეტორეკლამა. 11. ტრამვაებში და სხვ. 12. დაწესებულებებში. 13. „მუშა“. 14. „მუშა და გლეხი“.

*
ჯაჯუ ჯორჯიკია.

ზიზღი და სიყვარული ყველასადმი: (ატამი).

[ვიყო გრიშაშვილი? - ან შანშიაშვილი.]
შანშიაშვილი პირველი პოეტია.
გრიშაშვილი კი ძლიერ მიქარავს.

*
ჰქრება.
20. N.N. Я вернусь оттудова.
800. 000 руб.
Ф. Достоевский.

*
სიკეთე. შემოკეთე.
სავსე. სვავზე.
ხოლო. ტოლო. ბოლო.
აბედი. დანაბედი.
ზღვისა. მიითვისა.
[ქარი] დარაბას. დავიდარაბას.
აბელი. საბელი.
თაიგული. აიგულე.

Большевик.
ადამი.
[ჟან ღოღ.]

მესამე შემოდგომა
[ამ წამში ჩემთან არ არის დედა,]
[ქარი წააქცევს მათხოვრებს გზაში.]
[რომელიც მიდის]
მათხოვრებს [გზაში წააქცევს] ხიდზე მიათრევს ქარი,
[დიდუბის ქარი] ოკტომბრის ქარი, ცივი და ბნელი.
[აქ პეტერბურგის] ხმაურობს [ხორხი] მტკვარი, ხმაურობს მტკვარი,
[ცდა ადვილია - გადავლა ძნელი.] ხმაურობს მტკვარი.

[აგინებს ვიღაც]
ჩააქრო ყველგან სანთლები მტვერმა,
[დასძრა] [დაცხო] დაკრა დარაბას, დალეწა მინა,
ქალაქის გარედ - გუგუნებს ფერმა,
ვერ უპოვია - [ობლობას] [ძველ სიონს] ქაოსებს ბინა.

ავლაბრის დაღმა - ეშმაკის ხარო,
სავსეა შიშით, სავსეა [წყრომით] ქრომით.
იქროლე ქარო, იქროლე ქარო,
მთვრალო სიცივით და შემოდგომით.

[ისმის] გდევდეს წივილი, თხოვნა, ხვეწილი
[შენ ხმა] და ქაჯურ ვალსში [არის] იყო გართული,
ეს [კივის] ტფილისია - თმაგაწეწილი,
და მწუხარება ჩვენი - ქართული.

*
ოლჲია ოკუჯავა. ოლია თედორაძე. Цветок.

ნაბიჯი წინ, წინ, წინ.
მიდიოდე. ადიოდე. შვიდიოდე. ათიოდე. ორიოდე.
გაჭექდა. აჭექდა.
გიახლებით. კეთილი.
ოვესი. უახლოვესი. ჩურლჲანესი.

წიგნი ზაქარია ჭიჭინაძეზე
თუ როდისმე ვეღირსეთ გამოფენას ქართული წიგნისას.
[მოხსენება იმის შესახებ.]
1. ისტორია იუბილეს მოწყობისა.
ა. ცნობა გაზეთი „ტანიდან“ - ბოდლერის ახალი კორეკტურის შესახებ. შენიშნვა ზაქარია ჭიჭინაძეზე.
ბ. საკითხის დასმა და გადაწყვეტა მწერალთა კავშირის კრებაზე. მიენდო პრეზიდიუმს.
გ. საკითხი პრეზიდიუმში და საერთო ინტერესის გამოწვევა.
2. ქართული წიგნი და ინტელიგენციის მოგონება.
3. დრო, როდესაც იგი გამოვიდა სამოღვაწეოდ.
ა. ივანე კერესელიძე.
1. აკაკის მოგონება. 2. ჭიჭინაძის წიგნი. 3. არჩილ ჯორჯაძის წიგნი.
4. ჩემი პირველი გაცნობა ზაქარია ჭიჭინაძესთან.
1. ქუთაისი (ქუთაისი მაშინ). 2. ჩემი ახალი წიგნის გამოსვლა. 3. სასტუმრო „გურია“. 4. სიმპატიური უცნობი. 5. პირველი გაცნობა და შემდეგი შეხვედრები.
5. საერთო პორტრეტი ზ. ჭიჭინაძისა.
6. ზ. ჭიჭინაძე და ოჯახი (არ შეეძლო დაოჯახება. იყო ბოგემა).
7. ერთხელ ტფილისში მისვლა ზ. ჭიჭინაძესთან.
8. როდესაც მოხუცებულები ერთად შეიკრიბებიან.

ნიცშეს აზრი წიგნზე.
მთაწმინდის აწერა. სახლი, სადაც იდგა იგი.
საერთოდ წიგნის ისტორია.
საერთოდ ქართული წიგნის ისტორია.
სიტყვა.
პოეტური აღწერა ძველი ქართული ხელნაწერის.
პოეტური აღწერა ძველი ქართული წიგნის.
ზაქარია ჭიჭინაძე არის ინტელიგენტი მე-60 წლებისა.
პოეტური აღწერა ბუკინისტისა.
პოეტური აღწერა ძველი რედაქციების.
ზაქარია ჭიჭინაძე დატვირთული მიდის წიგნებით სოფლად და ქალაქად.
წიგნების გამომცემელი.
გამომცემელი სტამბებში.
გამომცემელი საზოგადოებაში.
ზაქარია ჭიჭინაძე და სემინარიელები (სემინარიის აღწერა).
ადგილი ბარნოვის „სადედოფლო სარტყელიდან“.
სად იყო 908, 9 და 10 წ.?
ზ. ჭიჭინაძე და ქართველი მოწინავე ახალგაზრდობა.
ბოგემა.
მოხეტიალე ენტუზიასტი. ბროსსე.
თანამედროვე და ძველი მწერლობა.
ზ. ჭიჭინაძე კრებს ქართულ სახალხო ლექსებსა და ლეგენდებს, ისტორიულ გადმოცემებს.

*
მშვენიერი ელენე. მომეტყველენი.
ფასია. ასპაზია.
Фირინა. შემააფრინა.
გამოფატრა. კლეოპატრა.
მინა. მესსალინა.
დრონი. მენტენონი.
დეზი. ლოლა მონტეზი.

ანტოლოგია. ალქიმიკოსი. წიგნების ალკოგოლი. აბბატი. აბორიგენი.

*
პოემა ქალის.
პაროსის მარმარილო.
[პოეტთან, ვისაც სურვილის ალი
სწვავდა, და აკლდა ახალი ტემა,
რომ წაეკითხა, მივიდა ქალი,
თვისი სხეულის ნაზი პოემა.]
ვარიაციები ტემისათვის: [აღმოსავლეთის] ომის შემდეგ.

*
თაგვები. ინაგვები.
გობელენი. ელენე.
ნოხებით. მეოხებით.
ბავში. [დივანი.]

*
რად იგვიანებს თეთრი მხედარი,
დანახვა მისი წყურიათ თვალებს.

*
[რად მოიქეცით ასე,]
ხშირად ვიკითხო - მინდა.
 
მთას ჩამოთოვა. აცივდა ბარად.
ო-ო-ო-ო. Табидзе.
აკადემია. კვირიკეები. დაედვა.

*
Валерий Яковлевич Брюсов.
თვითონ იძახის: პოეტი ვარ, პოეტი ვარ. იყოს, ჰქონდეს პოეტობა.

*
დავით კლდიაშვილს.
მწუხრი.

ფოსტის მოხელე, ერთი იმ მრავალთაგანი - რომელიც ჩვეულებრივად ქაღალდებს ასე აწერს ხელს:

რაჟდენ გვეტაძე - ყოვლად უიმედო და უნიჭოა.

ზაქარია ჭიჭინაძე.
პარალელისტები.
პორტრეტი.

*
[ქვეყანაზედა
და ზეცაზედ
იყო დუმილი,
მოლხენით იყვენ
მხიარულნი
ღრუბლები ცისა.
მე კი...]

*
[სამარცხვინოა.]
დავუკავოთ.
გამსახურდია - 4. 21.
ზაქარია ჭიჭინაძე [მწერლობა] სალიტერატურო ასპარეზზე გამოვიდა 1872 წელს.

*
მთვრალი ვარ ღვინით.
[შემოვიარე ბაზარი.]
თითქო გაიგებენ - რამესა.
 
*
მთებზე ჩამოთოვა,
აცივდა ბარად.
მე შენ გიგონებ მარად და მარად.

გ. ტაბიძე

*
ანტოლოგია.
Н. Митяев:
Мы не признаем вас совершенно, совершенно.