შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-539-5 - 1921 წლის შემდეგ


[გალაკტიონ ტაბიძის პორტრეტი]
[ძნელად თუ ვინმეს საქართველოში] უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, არავის არ შეხვედრია საქართველოში [იმგვარი ქებადიდების] იმდენი თავბრუდამხვევი ტაშისცემისა და ქებადიდების მიღება, რამდენიც [ერგო] წილად ხვდა [მას] [ჩვენს] გალაკტიონ ტაბიძეს, [უკანასკნელად პოეტების მეფედ  არჩეულს]. ქართული ლიტერატურული კრიტიკა და საზოგადოებრივი აზრი ეხლაც თანასწორი [ყურადღეEბითა] ენთუზიაზმით ეგებება თვითეულ მის ლექსს, [ახალგაზრდობა უცებ დაისწავლიდა ხოლმე მის ახალ რომელიმე ლექსს]. უკანასკნელად ერთმა ჯგუფმა ახალგაზრდა პოეტებისამ [გალაკტიონ ტაბიძე] გამოაცხადა პოეტების მეფედ. გაზეთები[ს] [ქრონიკა] ასე გადმოგვცემდენ 25 იანვარს, 1921 წელს, ქართველმა ლიტერატურულმა ახალგაზრდობამ მოახდინა არჩევნები პოეტების მეფისა. სიცოცხლეშივე ეს საპატიო წოდება მიენიჭა [გალაკტიონ ტაბიძეს] პოეტს, ყველაზე უფრო გავლენიანს თანამედროვე ქართულ პოეზიაში. გაზეთები ამგვარ კომენტარით აქვეყნებდნენ. პოეტების მეფის არჩევა ტრადიაცათ მიღებულია საფრანგეთში, სადაც პირველად არჩეული...