შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-10 - 1920-იანი წლები


 აქ ალი არსენიშვილმა თავის გულწრფელ სიტყვაში, თავის მეგობრის ტი­ცი­ან ტა­ბიძის ლექსში ხაზი გაუსვა „სიმშვიდის ძილის“ თეორიის ქადაგებას. სრუ­­ლე­ბი­თაც არ არის შემთხვევითი, უნებლიეთი თეორია. ესაა შეგნებული მოთ­ხოვნილება თა­ვისთავის დასაკმაყოფილებლად, ასე ვთქვათ, ფიქრთ გა­სარ­თობად, ძებნა „მშვი­დო­ბიანობისა და წესრიგის“. ისინი თანამედროვე ლი­ტე­რატურაშიაც ეძებენ ამ მშვი­დო­ბიანობას და წესრიგს. ისინი ეძებენ ამ მშვი­დო­ბის ძილს თეატრშიც, მხატვ­რო­ბა­შიც, არქიტექტურაში. „ცისფერელების“ ამ თეორიას თავიდანვე უპი­რის­პირ­დე­ბო­და ჩემი ლიტერატურული პრაქტიკა. „ეპო­ქის“, „ჯონ რიდის“ და სხვების სა­შუა­ლე­ბით. გასაგებია, რომ „ცისფერე­ლე­ბი“ გააფთრებულ წინააღმდეგობას მიწევდნენ. ისი­ნი [ასე] მიმართავდენ და მიმართავენ ყოველგვარ საშუალებას, რომ შეე­ნე­ლე­ბი­ათ მნიშვნელობა ჩე­მი ლიტერატურული გამოსვლების. ამისვე შედეგია აგრეთვე ყან­წელ რაჟდენ გვე­ტაძის გამოსვლა ჩემს წინააღმდეგ - პრელიუდიაა ყანწელების ბრძო­ლის, თით­ქო ჩემი ლექსებიდან [ისეთი] შთაბეჭდილება რჩებოდეს „იოლად წე­რის“ სიმ­სუბუქის. მერე მართალია ეს? უბრალოდ წერა, უბრალოდ თქმა სიტყვის, სა­­ზოგადოთ ეპოქაზე, პაციფიზმზე, რევოლიუციონურ საქართველოზე, პრეს­სა­ზე და სხვებზე. თავდასხმა არ არის ჩემთვის მოულოდნელი. ჩვენი თანამედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბა ახალი საზოგადოებრივი და ეკონომიური პირობებით თანდა­თა­­ნობით ჰქმნის თა­ვის საკუთარ, სპეციფიურ სტილს და თავის კანონებს და სწო­რედ მათში გა­მოი­ხა­ტება [მისი] ეპოქის დამახასიათებელი განსაკუთრე­ბუ­ლი თვისებანი, ხა­სიათი თანამედროვე საზოგადოებრივობის, იმისთვის, რომ ამ ახალი სტილის ფორ­მას მიეღო თავისი განვითარება, საჭიროა კარგა დი­­დი ხანი და როგორი იქნება იგი, ძნელი არის წინდაწინ თქმა, თუმცა ანალო­გი­ებით შესაძლებელია ერთგვარი კონ­ტურების მოხაზვა. სტილი და ფორმა ჩე­მი ნაწერების არსებითად განსხ­ვავ­დე­ბო­და წინანდელი... როდესაც ეს ახალი ფორ­მები თანდათანობით დაიწყებენ განმტ­კი­ცებას, ისინი საზოგადოთ იწ­ვევენ აღ­შფოთებასა და სასტიკ წინააღმდეგობას სა­ზოგადოების იმ ელემენ­ტებისას, რომ­ლებიც მთელი თავისი მიმდინარეობით, გა­ნად­გურებისა და მოსპობის გზას ად­განან, ასე რომ, შენ არ უნდა შეგეშინდეს ამნაირი [ზე­რელე კრიტიკის] წინა­აღ­მდეგობის გაწევისა და აღშფოთების. უბრალოდ, გა­სა­გებად წერა, რის­თვი­საც შენ თავს გესხმიან, ღირსებაა და არა ნაკლი. დააკვირდით თუნ­დაც ჩვენს თანამედროვე არქიტეკტურას, აიღე არა უბრალოდ, არამედ რთული ორ­­ნამენტებით აგებული სახლი ტრამვაელების, საკმარისია ერთხელ ნახო ის სახლი და საბოლოოდ დარწმუნდე, რომ მთელი თავისი არსებით ზედმეტი ორ­ნამენტები არ შეესაბამება თანამედროვე მასსის ინდივიდუალობას. უბრა­ლო­ება მიღწევაა.
    ცუდია თუ კარგი შენი წიგნები, ათასგვარი სხვადასხვა გზებით გადას­ცილ­და ხა­ნას განმარტოებული ინდივიდუალიზმისას, ისე, როგორც მთელი ეპო­ქა. მე ვეძიე და ვერ ვნახე თუნდაც ერთხელ ნაცვალსახელი სიტყვა „მე“-ც კი, ისე, როგორც რე­ვოლიუციონური კოლექტივის სიტყვარში არ არსებობს ეხლა „მე“, არამედ „ჩვენ“. მარ­ტო ეს მომენტიც კი ასხვავებს ამ წიგნს დანარჩე­ნი წიგ­ნებისაგან. მასსიური ნე­ბისყოფა, მიმართული ერთი მიზნისაკენ, ეპოქის ნე­ბისყოფა მიმართული ერთი მას­სიური, უკლასო საზოგადოებისაკენ, დაიკა­ვა ადგილი ცალკეული მიღწევების და ამ მხრით, ალბად, მოკლე ხანში ეპოქა მარ­ტო არ იქნება, განმარტოებული ლი­ტე­რატურულ გიგანტს იქით უკვე სჩა­ნან კოლოსალური ძვრები, რამდენადაც ინ­დუსტ­რიალური [ეპოქა მოითხოვს თა­ვის სტილს, რამდენადაც ფართოვდება მთელი ჩვე­ნი] ხანა ჩვენის ცხოვ­რე­ბისა შეუჩერებლად მიიწევს წინ; უპირველეს ყოვლისა უნ­და ძირითადში შე­იცვალოს ლექსის, ქართული ლექსის ტეხნიკა. ტეხნიკა, რომ­ლი­თაც დღეს სარ­გებლობს ქართველი მწერლების უმრავლესობა, უკვე დაძ­ვე­ლე­ბუ­ლია, იგი უნდა შეიცვალოს რაჲმე ახალით; ისეთი ხანაა, რომ ნაწარმოები, რო­მე­ლიც გაღელვებდა გუშინ, დღეს აღარ გაღელვებს. გადასხვაფერება ცხოვ­რე­ბისა ხდე­ბა ძალიან ჩქარი ტემპით. აქედან ადვილი წარმოსადგენია, რამდე­ნა­დაც წინ მიისწ­რაფვის ცხოვრება, თუ იმდენად ჩამორჩა ხელოვნება, ეს ვერ იქნება მიღწევა...