შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-37 - 1920-იანი წლები


ოცი წლის წინად მე ვიდექი სწორედ ამ ადგილს.
 და მე ვფიქრობდი:
ახირებული სულიერი განწყობილება. თითქო ყოველმხრივ იღრღნება იგი. თითქო ვიღაცა ბურღავს ტვინს საფეთქელიდან. თითქო ისრებით ილეწება მისი ფერდები. და ვფიქრობ: შესაძლებელი რომ იყოს გულის საგულედან ამოღება, გაწმენდა, გასუფთავება, გაკრიალება, მოშორება რაღაც ობობას მსგავს ქსელების, მოშორება უცნაური ტკივილების, რომლებიც წლობით ედებოდენ მას. ეხლა არ არის საშუალება – განვათავისუფლო იგი და ასე გაკრიალებული ისევ ჩავსვა თავისსავე ძველს ადგილას და აძგერდებოდა იგი მაშინ ძველებურად, ახალგაზრდულად, წმინდად და სპეტაკად. აძგერდებოდა ჩემი ქვეყნის გული ყველასადმი დიდი სიყვარულით, მასში იფეთქებდა სიხარული. ამნაირად მთელი ჩვეულებრივი ძველი სიხარული.
პოეზია უპირველეს ყოვლისა.
Что-то того же порядка. [Очень заинтересуется].
ეს იყო ოცი წლის წინად!!