შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-30 - 1920-იანი წლები


ჩემი ტვინი დაიღალა გამოცანებით, ჩემი სხეული დაიღალა სიცოცხლით. იდეა სიკვდილის, რომელიც განადგურებას ნიშნავს, ჩემთვის ტკბილია. მე მიხარია, რომ ჩემივე საკუთარი ნებით მე შემიძლია შევაჩერო ეს მოუსვენარი გულის ცემა, ეს აღელვებული და მხურვალე სისხლი. ეს მტანჯველი ტკივილები ნერვების. მე ახალგაზრდა ვარ, მაგრამ სურვილი არსებობისა აღარ მაქვს, მე ვერაფერს ვერ ვხედავ ჩემი დემონის ცეცხლიანი თვალების გარდა.

ეфემერა – ჩონჩხი.
გალაკტიონი.